მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს" - რა ვარაუდს აჩენს ივანიშვილის მიერ მისი ქონების ნაწილის ფონდ "ქართუსთვის" გადაცემა?
"არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს" - რა ვარაუდს აჩენს ივანიშვილის მიერ მისი ქონების ნაწილის ფონდ "ქართუსთვის" გადაცემა?

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზის მთა­ვა­რი აქ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი. რო­გორ ფიქ­რობთ, ერ­თის ამ ას­პა­რე­ზი­დან გას­ვლა რო­გორ აი­სა­ხე­ბა მე­ო­რე­ზე? - ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან:

- გე­თან­ხმე­ბით, ამ სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე მარ­თლაც ორი ფი­გუ­რა თა­მა­შობ­და და დღემ­დე თა­მა­შობს... ივა­ნიშ­ვი­ლის სრულ წას­ვლა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია . ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგვარ სიმ­ბი­ო­ზად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ - ისი­ნი თან უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ და თან კვე­ბავ­დნენ და აძ­ლი­ე­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. შუას გაკ­რე­ფის მუდ­მი­ვი პო­ლი­ტი­კა ივა­ნიშ­ვილს უნარ­ჩუ­ნებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ასე­ვე აძ­ლი­ე­რებ­და სა­ა­კაშ­ვილს, რო­გორც მე­ო­რე პო­ლუსს და კე­ტავ­და სივ­რცეს სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის­თვის. ჩემი აზ­რით, ამ სიმ­ბი­ო­ზის დარ­ღვე­ვა ორი­ვე მხა­რეს და­ა­სუს­ტებს. თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლაც გა­დის თა­მა­ში­დან, ამ ეტაპ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლიც კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, წავა ის პო­ლი­ტი­კი­დან თუ არა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი ქო­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­დას­ცა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" რა­საც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა...

- არ მგო­ნია, ამ თე­მა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს. და­ვი­წყოთ იმით, რომ ეს მისი ქო­ნე­ბაა და რო­გორ მარ­თავს მას და რო­დის რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, მისი საქ­მეა. ის ამას აკე­თებს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და რა ჩვე­ნი გა­სარ­ჩე­ვია, მარ­ცხე­ნა ჯი­ბე­ში რას და­ი­ტო­ვებს და მარ­ჯვე­ნა­ში რას გა­და­ი­ტანს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია. პირ­ვე­ლი - ცხა­დად ჩანს, რომ ის ახ­დენს ამ ქო­ნე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ას, რაც ნიშ­ნავს, რომ დის­ტან­ცი­რე­ბას ბიზ­ნე­სის მარ­თვის­გა­ნაც ცდი­ლობს. თუ აქამ­დე ის ყვე­ლა ამ აქ­ტივ­თან ცალ-ცალ­კე მუ­შა­ობ­და, ახლა ადგა და ყვე­ლა­ფე­რი ერთ ხელ­ში მო­აქ­ცია. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ჩვენ მთელ მის ქო­ნე­ბა­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ, ვლა­პა­რა­კობთ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ აქ­ტი­ვებ­ზე. ეს ფონ­დი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას აქამ­დეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფუ­ლით ახერ­ხებ­და. ამ­ჯე­რად მან გა­დას­ცა არა თან­ხა, არა­მედ ქო­ნე­ბა და უთხრა, რომ შეძ­ლონ ამ ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, მი­ი­ღონ შე­მო­სა­ვა­ლი და ასე გა­აგ­რძე­ლონ საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და რა­ტომ უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ აქ რა­ღაც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი?!

გარ­და ამი­სა, რად­გან მას პირ­და­პი­რი მე­ნე­ჯმენ­ტის სფე­რო­დან გა­აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­საც აპი­რებ­დეს.

შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­მუ­და­მოდ წავა - ამას არ იზამს, რად­გან მის­თვის ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, ერთი ან ორი წლით სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში წას­ვლას გეგ­მავ­დეს. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
11

წასვლა , არწასვლა საკითხავი სულაც არ არის !

გიორგი
113
კარიკატურული ექსპერტის, ვინმე ხუხაშვილის პროგნოზებით რომ იწყება ორშაბათის ინფორმაციები, იმიტომაცაა საქართველოს საქმე “კარგად”! რაც შეეხება ივანიშვილის, ის სადაც მოისურვებს, და რამდენი ხნითაც მოისურვებს, იქ წავა ,ანდა არ წავა! მაგრამ წავა იმ შემთხვევაში,თუ ამის ნებართვამს მისცემს ვინმე ხუხაშვილი))))
ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს" - რა ვარაუდს აჩენს ივანიშვილის მიერ მისი ქონების ნაწილის ფონდ "ქართუსთვის" გადაცემა?

"არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს" - რა ვარაუდს აჩენს ივანიშვილის მიერ მისი ქონების ნაწილის ფონდ "ქართუსთვის" გადაცემა?

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ასპარეზის მთავარი აქტორები იყვნენ ივანიშვილი და სააკაშვილი. როგორ ფიქრობთ, ერთის ამ ასპარეზიდან გასვლა როგორ აისახება მეორეზე? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- გეთანხმებით, ამ საჭადრაკო დაფაზე მართლაც ორი ფიგურა თამაშობდა და დღემდე თამაშობს... ივანიშვილის სრულ წასვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია . ივანიშვილი და სააკაშვილი ამ წლების განმავლობაში ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ - ისინი თან უპირისპირდებოდნენ და თან კვებავდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს. შუას გაკრეფის მუდმივი პოლიტიკა ივანიშვილს უნარჩუნებდა ხელისუფლებას, მაგრამ ასევე აძლიერებდა სააკაშვილს, როგორც მეორე პოლუსს და კეტავდა სივრცეს სხვა პოლიტიკური ცენტრებისთვის. ჩემი აზრით, ამ სიმბიოზის დარღვევა ორივე მხარეს დაასუსტებს. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, ამ ეტაპზე სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას, მიუხედავად იმისა, წავა ის პოლიტიკიდან თუ არა.

- ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა...

- არ მგონია, ამ თემაზე ნეგატიური მსჯელობა გამართლებული იყოს. დავიწყოთ იმით, რომ ეს მისი ქონებაა და როგორ მართავს მას და როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი საქმეა. ის ამას აკეთებს კანონის შესაბამისად და რა ჩვენი გასარჩევია, მარცხენა ჯიბეში რას დაიტოვებს და მარჯვენაში რას გადაიტანს, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. პირველი - ცხადად ჩანს, რომ ის ახდენს ამ ქონების კონსოლიდაციას, რაც ნიშნავს, რომ დისტანცირებას ბიზნესის მართვისგანაც ცდილობს. თუ აქამდე ის ყველა ამ აქტივთან ცალ-ცალკე მუშაობდა, ახლა ადგა და ყველაფერი ერთ ხელში მოაქცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მთელ მის ქონებაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ საქართველოში არსებულ აქტივებზე. ეს ფონდი საქველმოქმედო საქმიანობას აქამდეც ბიძინა ივანიშვილის ფულით ახერხებდა. ამჯერად მან გადასცა არა თანხა, არამედ ქონება და უთხრა, რომ შეძლონ ამ ქონების რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და ასე გააგრძელონ საქველმოქმედო საქმიანობა. აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა და რატომ უნდა განვავითაროთ აქ რაღაც შეთქმულების თეორიები?!

გარდა ამისა, რადგან მას პირდაპირი მენეჯმენტის სფეროდან გააქვს საქართველოში არსებული აქტივები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის დასადასტურებლად, ის გარკვეული პერიოდით შეიძლება ქვეყნიდან წასვლასაც აპირებდეს.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავა - ამას არ იზამს, რადგან მისთვის ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს. წაიკითხეთ სტატია სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"