სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა
"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი რე­ჟი­სო­რე­ბი რომ იც­ნობ­დნენ, ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბის მიერ "სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად" მო­ნათ­ლუ­ლი კა­პიტ­ნის ცხოვ­რე­ბა, ალ­ბათ არა­ერ­თი მათ­გა­ნის შთა­გო­ნე­ბის გახ­დე­ბო­და... ივე­რი ბუ­ა­ძე, ავ­ღა­ნეთ­ში მძი­მედ და­იჭ­რა, თუმ­ცა არა­ერ­თი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა და მე­ტიც, დრო­ის უახ­ლო­ეს მო­ნაკ­ვეთ­ში, ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოც­ნე­ბე­ბი აიხ­დი­ნა - დღეს, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მან სა­ცო­ლეს ხელი სთხო­ვა და თან­ხმო­ბა მი­ი­ღო.

2017 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, მა­შინ როცა ქარ­თულ­მა კონ­ვო­იმ პატ­რუ­ლი­რე­ბა და­ას­რუ­ლა და ჯა­რის­კა­ცე­ბი ბა­ზის­კენ უკვე ფე­ხით მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ. ბაგ­რა­მის ავი­ა­ბა­ზის შე­სას­ვლე­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის და­შო­რე­ბით, იქ სა­დაც ავ­ღა­ნე­ლე­ბი ტრა­ი­ლე­რებს აპარ­კინ­გე­ბენ, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ვაჭ­რო­ბის უფ­ლე­ბა აქვს და მა­ღა­ზი­ე­ბია გახ­სნი­ლი, თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს მო­ტო­ციკ­ლით მი­უ­ახ­ლოვ­და და თავი აი­ფეთ­ქა...

ყვე­ლა­ზე მძი­მედ 23-ე მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ლე­ი­ტე­ნან­ტი, ხო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქუ­ტი­რის მკვიდ­რი ივე­რი ბუ­ა­ძე და­იჭ­რა. მან მარ­ცხე­ნა თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა, ბაგ­რა­მის ავი­ა­ბა­ზა­ზე ქარ­თველ ლე­ი­ტე­ნანტს თა­ვის და კი­დუ­რე­ბის არე­ში სამი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და შემ­დეგ კი, ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში, ლან­დშტუ­ლის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჰოს­პიტ­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, იქი­დან კი, ამე­რი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს... რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი გახ­და. ივე­რი ბუ­ა­ძეს 60-ზე მეტი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი შე­მარ­თე­ბით გა­აგ­რძე­ლა.

2019 წელი - ივე­რი ბუ­ა­ძის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა

ივე­რი ბუ­ა­ძე. კა­პი­ტა­ნი:

- მე და ჩემი სა­ცო­ლე ორ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. ინ­ტერ­ნეტ­ში, ჩემს შე­სა­ხებ სტა­ტია წა­ი­კი­თხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რო­ბა გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მეც და­ვე­თან­ხმე. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა... იმ პე­რი­ოდ­ში აშშ-ში ორ­ტე­რი­დის ჰოს­პი­ტალ­ში ვმკურ­ნა­ლობ­დი და იქი­დან ვკონ­ტაქ­ტობ­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა ფა­ზა­ში გა­და­ვი­და, ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდი.

ორი წლის წინ ვნა­ხე სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში და მა­შინ გა­მო­ვუ­ტყდი სიყ­ვა­რულ­ში. დღეს და­ბა­დე­ბის დღე აქვს და მინ­დო­და, სწო­რედ ამ დღეს შე­მე­თა­ვე­ზე­ბი­ნა ჩემი გული და მო­მა­ვა­ლი, ბე­ჭე­დი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და, და­ვუ­ჩო­ქე და ხელი ვთხო­ვე... რუ­სუ­და­ნის­გან პა­სუ­ხად მისი თან­ხმო­ბა და ბედ­ნი­ე­რი თვა­ლე­ბი მი­ვი­ღე. მინ­დო­და, სვე­ტი­ცხოვ­ლის სიწ­მინ­დეს და­ე­ლო­ცა და მისი მად­ლი გად­მო­სუ­ლი­ყო ჩვენს ახ­ლად­შექ­მნილ ოჯახ­ზე... ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი, ცამ­დე ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- თავ­დაც­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში რჩე­ბით არა?

- წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია სა­ქარ­თვე­ლოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ, ტაქ­ტი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი ვარ... თა­ვა­დაც ამ სას­წავ­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ვარ - 2011 წელს ჩა­ვა­ბა­რე თავ­დაც­ვის ეროვ­ნულ აკა­დე­მი­ა­ში და რო­გორც იუნ­კე­რი ჩა­ვი­რი­ცხე. ასე და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. 2015 წელს და­ვას­რუ­ლე სწავ­ლა და მსა­ხუ­რე­ბა ოფიც­რის სტა­ტუ­სით გა­ვაგ­რძე­ლე. ამის შემ­დეგ, სე­ნა­კის მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­ო­რე ასე­ულ­ში, ოც­მე­თა­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლე მსა­ხუ­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო დავ­ლდე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ში მო­მი­წია წას­ვლამ. ეს იყო 2017 წლის აპ­რილ­ში.

2019 წელი - ივე­რი ბუ­ა­ძის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა

- სამ­ხედ­რო პრო­ფე­სია რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა სამ­ხედ­რო პირი იყო, ანუ მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი საქ­მეა, - ბა­ბუ­ა­ჩე­მის მა­მაც სამ­ხედ­რო პირი იყო, მა­შინ­დელ არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, - პირ­ველ მსოფ­ლიო ომში იბ­რძო­და. ბა­ბუ­ა­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­მი­ა­ში იმ­სა­ხუ­რა, - სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ი­ის ხა­ზით, მოს­კო­ვის დაც­ვა­ზე იდგა. ჩემი ძმაც, რო­მე­ლიც ჩემ­ზე უფ­რო­სია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობს და მეც არ მი­ფიქ­რია დიდი ხანს, რა პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი, უკვე ვი­ცო­დი, რომ ეს ჩემი საქ­მე იყო. ასე ვთქვათ, სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი სხვა­ნა­ი­რად გვეს­მის, სის­ხლში გვაქვს.

მე დღემ­დე ვი­რი­ცხე­ბი არ­მი­ა­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი შვი­ლიც სამ­ხედ­რო იქ­ნე­ბა... დედა აღარ მყავს, 2013 წელს სიმ­სივ­ნით და­მე­ღუ­პა, თუმ­ცა, რო­დე­საც ცო­ცხა­ლი იყო, ძა­ლი­ან ეს­მო­და ჩვე­ნი... ჩემს დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას და გეგ­მებს, რო­მელ­თაც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებ, მის ხსოვ­ნას მი­ვუ­ძღვნი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა ახალაშვილი
8

გისურვებ ბედნიერებას, სიხარულს და წარმატებებს

გიგა
14
ამას ვინც დისლაიქი დაუწერა გამაცანით, მოტეხილ ხელზე ხელი უნდა ჩამოვართვა
ავტორი:

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

მსოფლიოს წამყვანი რეჟისორები რომ იცნობდნენ, ამერიკელი ექიმების მიერ "სიკვდილზე გამარჯვებულად" მონათლული კაპიტნის ცხოვრება, ალბათ არაერთი მათგანის შთაგონების გახდებოდა... ივერი ბუაძე, ავღანეთში მძიმედ დაიჭრა, თუმცა არაერთი ოპერაციის შემდეგ, სასწაულებრივად გადარჩა და მეტიც, დროის უახლოეს მონაკვეთში, ცხოვრების მნიშვნელოვანი ოცნებები აიხდინა - დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მან საცოლეს ხელი სთხოვა და თანხმობა მიიღო.

2017 წლის 6 სექტემბერს, მაშინ როცა ქართულმა კონვოიმ პატრულირება დაასრულა და ჯარისკაცები ბაზისკენ უკვე ფეხით მიემართებოდნენ. ბაგრამის ავიაბაზის შესასვლელიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, იქ სადაც ავღანელები ტრაილერებს აპარკინგებენ, ადგილობრივ მოსახლეობას ვაჭრობის უფლება აქვს და მაღაზიებია გახსნილი, თვითმკვლელი ტერორისტი ქართველ ჯარისკაცებს მოტოციკლით მიუახლოვდა და თავი აიფეთქა...

ყველაზე მძიმედ 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტი, ხონის რაიონის სოფელ ქუტირის მკვიდრი ივერი ბუაძე დაიჭრა. მან მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ბაგრამის ავიაბაზაზე ქართველ ლეიტენანტს თავის და კიდურების არეში სამი ოპერაცია ჩაუტარდა და შემდეგ კი, ჯერ გერმანიაში, ლანდშტულის რეგიონალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში, იქიდან კი, ამერიკაში გადაიყვანეს... რამდენიმედღიანი კომის შემდეგ, მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა. ივერი ბუაძეს 60-ზე მეტი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა, ცხოვრება სრული შემართებით გააგრძელა.

2019 წელი - ივერი ბუაძის სამშობლოში დაბრუნება

ივერი ბუაძე. კაპიტანი:

- მე და ჩემი საცოლე ორ წელიწადნახევარია ერთმანეთს ვიცნობთ. ინტერნეტში, ჩემს შესახებ სტატია წაიკითხა, სოციალურ ქსელში მეგობრობა გამომიგზავნა და მეც დავეთანხმე. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... იმ პერიოდში აშშ-ში ორტერიდის ჰოსპიტალში ვმკურნალობდი და იქიდან ვკონტაქტობდით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა, ერთმანეთს შევხვდი.

ორი წლის წინ ვნახე სვეტიცხოვლის ტაძარში და მაშინ გამოვუტყდი სიყვარულში. დღეს დაბადების დღე აქვს და მინდოდა, სწორედ ამ დღეს შემეთავეზებინა ჩემი გული და მომავალი, ბეჭედი მომზადებული მქონდა, დავუჩოქე და ხელი ვთხოვე... რუსუდანისგან პასუხად მისი თანხმობა და ბედნიერი თვალები მივიღე. მინდოდა, სვეტიცხოვლის სიწმინდეს დაელოცა და მისი მადლი გადმოსულიყო ჩვენს ახლადშექმნილ ოჯახზე... ეს იყო ჩემი მიზანი, ცამდე ბედნიერი ვარ.

- თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში რჩებით არა?

- წელიწადნახევარია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიაში ვმუშაობ, ლექციებს ვკითხულობ, ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორი ვარ... თავადაც ამ სასწავლის კურსდამთავრებული ვარ - 2011 წელს ჩავაბარე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და როგორც იუნკერი ჩავირიცხე. ასე დაიწყო ჩემი კარიერა შეიარაღებულ ძალებში. 2015 წელს დავასრულე სწავლა და მსახურება ოფიცრის სტატუსით გავაგრძელე. ამის შემდეგ, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეორე ასეულში, ოცმეთაურად გავაგრძელე მსახურება. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, სამხედრო დავლდებულების თანახმად ავღანეთის სამშვიდობო მისიში მომიწია წასვლამ. ეს იყო 2017 წლის აპრილში.

2019 წელი - ივერი ბუაძის სამშობლოში დაბრუნება

- სამხედრო პროფესია რატომ აირჩიეთ?

- ჩვენს ოჯახში ყველა სამხედრო პირი იყო, ანუ მემკვიდრეობითი საქმეა, - ბაბუაჩემის მამაც სამხედრო პირი იყო, მაშინდელ არმიაში მსახურობდა, - პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ბაბუამაც საბჭოთა კავშირის არმიაში იმსახურა, - სამხედრო ავიაციიის ხაზით, მოსკოვის დაცვაზე იდგა. ჩემი ძმაც, რომელიც ჩემზე უფროსია, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და მეც არ მიფიქრია დიდი ხანს, რა პროფესიას ავირჩევდი, უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. ასე ვთქვათ, სახელმწიფო სამხედრო სამსახური სხვანაირად გვესმის, სისხლში გვაქვს.

მე დღემდე ვირიცხები არმიაში და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიც სამხედრო იქნება... დედა აღარ მყავს, 2013 წელს სიმსივნით დამეღუპა, თუმცა, როდესაც ცოცხალი იყო, ძალიან ესმოდა ჩვენი... ჩემს დარჩენილ ცხოვრებას და გეგმებს, რომელთაც აუცილებლად შევასრულებ, მის ხსოვნას მივუძღვნი.

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორი ეპიდვითარებაა ქვეყანაში

3 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება