"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილისა და პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მან პარტიული თანამდებობის შესახებ შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან წასვლის შემდეგ მიიღო.
როგორც მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიულ თანამდებობაზე დათანხმება ტელევიზიიდან წასვლასთან კავშირში არაა.
"ძალიან საინტერესო გუნდია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში.
ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე და ა.შ. ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს მის გარეშე ფუნქციონირება, ეს საქართველოსთვის ხშირი მოვლენა არაა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას. ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს. ამ პარტიამ უნდა შეძლოს და შეასრულოს ქართულ პოლიტიკაში ფლაგმანის როლი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა დ გონიერი ნაბიჯები“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" დღეს ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. ასევე, დღეს ყრილობაზე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს 20 წევრი.
ამასთან, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება. ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიაში ეს თანამდებობა კვლავ შენარჩუნდა. პარალელურად, კახა კალაძე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც იქნება. ამასთან, ყრილობის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს.
არაფერ შუაშია ქვეყნის სიყვარული, უკანასკნელ ნაძირალასაც კი უყვარს თავისი ქვეყანა ! შუაში ის არასწორი სისტემაა , ჩვენ რომ ასი წელია გვაქვს, ქვეყნის განვითარების და ხალხის კეთილდღეობის მუხრუჭი ანაქრონისტული და არაადექვატური სახელმწიფოს ფუნქციაა, ის როგორც საბჭოთა დროს რეპრესიულ საექსპროპრიაციოა რომელსაც ერთი მუჭა სატრაპებისა მასაზე ანხორციელებს,ის დიქტატურის ფორმისაა, ეს დიქტატურა იყო და არის კანონებით გაფორმებული, ადრე დაუფარავად ერქვა პროლეტარიატის დიქტატურა , ახლა დაფარულია დემოკრატიის შირმით , არა ქვია დიქტატურა, მაგრამ არის სამოხელეო სამართალდამაცავ მაკონტროლებელ პარტოკრატიული პლუტოკრატიის ოლიგარქიული დიქტატურა , კანონის ბწკართა შორის კითხვის უნარი ვისაც შერჩა , ამას კითხულობს იქ კანონებში, ეს ძევს ჩვენს ფარატინა კონსტიტუციაში, ფარატინა იმიტომ კი არ არის, რომ კობახიძემ წერა , მიშამ დაამახინჯა და გულუამ შობა და ეგენი ტანწერწეტებია , არა, სამივე ერთი ძალის ფუნქციონერია , აი ყოფილი დიქტატურის , ვითომ რომ პროლეტარიატის იყო, სინამდვილეში კი ბოლშევიკებისა გახდათ ! ახლა ეს დიქტატურა ნაცქოცმოქკავშირის და მისი სატელიტებისაა, ბოლშევიკთა ბადიშების ! კონსტიტუცია , რომელშიც არა სწერია, რომ ამომრჩეველს რეფერენდუმისა და პლებისციტის მოთხოვნის უფლება აქვს და იქ კითხვის დასმის , ანუ ხელისუფლების გამოკითხვის , კანონის რევიზიის და გამოწვევის, დეპუტატის, ან მათი ჯგუფის, ხელახალი არჩევნების , მთავრობის ვოტუმის და მისი დათხოვნის , ვადამდელი პარლამენტის დაშლის , ის არაა კონსტიტუცია , ის რეჟიმის შინაგანაწესია ! ხოლო მიშა კობახიძე და გულუა ვატერანი, მოწიფული და ახალგაზრდა კომკავშირლებია !