სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმს: როის უნდა მოინათლოო..." - როგორ ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები გვერდიგვერდ და რა იწვევს მათ შორის კონფლიქტებს?
"ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმს: როის უნდა მოინათლოო..." - როგორ ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები გვერდიგვერდ და რა იწვევს მათ შორის კონფლიქტებს?

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბუკ­ნარ­ში ად­გი­ლობ­რივ მუს­ლიმ და მარ­თლმა­დი­დე­ბელ თემს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა 12 იან­ვარს და­ი­წყო. მუს­ლი­მე­ბის თქმით, თემ­მა სო­ფელ­ში კერ­ძო სახ­ლი შე­ი­ძი­ნა, სა­დაც სამ­ლოც­ვე­ლო მო­ა­წყვეს, თუმ­ცა, ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ და ლოც­ვა­ში ხელს უშ­ლით.

სო­ფელ­ში და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გან­მუხ­ტვა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ჩა­ერ­თვნენ.

რე­ა­ლუ­რად, რა გახ­და კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი და რა იწ­ვევს მსგავს და­პი­რის­პი­რე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში - AMBEBI.GE ამ სა­კი­თხზე სპე­ცი­ა­ლის­ტებს ესა­უბ­რა.

"რონ­დე­ლის ფონ­დის" მკვლე­ვა­რი, კავ­კა­სი­ო­ლო­გი ალექ­სან­დრე კვა­ხა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბუკ­ნა­რის ინ­ცი­დენ­ტი იმ ჯაჭ­ვის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც 2010 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს.

ამ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე ვერ ვი­ტყვი, რომ მარ­თუ­ლი ან ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი იყო კონ­ფლიქ­ტი, რად­გან ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­დევ­ნებთ თვალს ასეთ და­პი­რის­პი­რე­ბებს. ეს ძა­ლი­ან ყო­ფი­თი კონ­ფლიქ­ტი ჩანს

ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბებ­ში ძი­რი­თა­დად ორი მი­ზე­ზი იკ­ვე­თე­ბა: სამ­ლოც­ვე­ლო სახ­ლის ან მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი და სა­საფ­ლა­ო­ე­ბის თემა. რო­დე­საც მუს­ლი­მი გარ­და­იც­ვლე­ბა, მათ რე­ლი­გია ავალ­დე­ბუ­ლებთ ცალ­კე, მუს­ლი­მურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლონ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. რად­გან ცალ­კე სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მო­წყო­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, დგე­ბა არ­სე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე მუს­ლი­მუ­რი სექ­ტო­რის გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხი, რა­ზეც ხში­რად აწყდე­ბინ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

ასე­თი კონ­ფლიქ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, თე­მის დო­ნე­ზე გვარ­დე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ფარ­თო მას­შტა­ბებ­საც იღებს, ყო­ველ­თვის გვევ­ლი­ნე­ბი­ან გარე მო­თა­მა­შე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლზე ნავთს ას­ხა­მენ. ესე­ნი არი­ან რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თულ მი­წა­ზე მე­ჩე­თის აშე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია და აქე­ზე­ბენ იქა­ურ ქრის­ტი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას.

ალექ­სან­დრე კვა­ხა­ძე

მე­ო­რეს მხრივ, შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში მუს­ლი­მი ექ­სტრე­მის­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მათ­შიც არის კონ­ფლიქ­ტი და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. არ­სე­ბო­ბენ ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც არ ლო­ცუ­ლო­ბენ სხვა ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის გვერ­დით, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ისი­ნი მათ­სა­ვით მკაც­რად არ მის­დე­ვენ შა­რი­ა­თის წე­სებს. ხში­რად ხდე­ბა, რომ სწო­რედ ეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ნა­წი­ლი ერე­ვა ასეთ კონ­ლიქ­ტებ­ში და გან­მუხ­ტვის მა­გივ­რად, უფრო იძა­ბე­ბა სი­ტუ­ა­ცია" - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი.

ალექ­სან­დრე კვა­ხა­ძე ის­ტო­რი­ულ რა­კურ­სში გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სა­კითხს და დას­ძენს, რომ ამ კუ­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი არა­სო­დეს არ­სე­ბობ­და.

კად­რი ერთ-ერთი სა­ლო­ცა­ვი­დან, ფოტო: ალექ­სან­დრე კვა­ხა­ძე

"მას შემ­დეგ, რაც ოს­მა­ლურ­მა იმ­პე­რი­ამ აჭა­რა და­ი­პყრო და იქ ის­ლა­მი გავ­რცელ­და, სწო­რედ ამ დრო­ი­დან არი­ან მუს­ლი­მე­ბი აჭა­რა­ში და ამდრო­ინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი მე­სა­მე­დი მუს­ლი­მია. ზღვის დო­ნი­დან რაც უფრო ზე­ვით ავ­დი­ვართ, მით უფრო იმა­ტებს მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვი.

ქო­ბუ­ლეთ­სა და ბა­თუმ­ში უმე­ტე­სო­ბა ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 50-50%, შუ­ა­ხევ­ში 70-80% მუს­ლი­მია, ხუ­ლო­ში კი 90% ზე მეტი. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინც მუს­ლი­მად და­ა­სა­ხე­ლა თავი სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რი­სას, ყვე­ლა მის­დევს წე­სებს

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში არი­ან მუს­ლი­მი ეკო­მიგ­რან­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, გუ­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის 15% მუს­ლი­მად ასა­ხე­ლებს თავს და ისი­ნი კარ­გად არი­ან შერ­წყმუ­ლი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. საბ­ჭო­თა დროს, როცა რე­ლი­გია იდევ­ნე­ბო­და, ასე­თი ნიშ­ნით კონ­ფლიქ­ტე­ბი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და. მას შემ­დეგ, რაც სსრკ და­ი­შა­ლა, და­ი­წყო ასე­თი რი­ტო­რი­კა, რომ ქარ­თვე­ლი მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს, რა­მაც ხელი შე­უ­წყო მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­ჩე­ნას. მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი იყო.

ყვე­ლა­ზე მეტი, ღი­მი­ლით თუ კი­თხავ­დნენ გუ­რი­ა­ში მუს­ლი­მებს, "როის უნდა მო­ი­ნათ­ლო" და სულ ეს იყო

აჭა­რა­ში კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბია ასე­თი შუღ­ლი, რად­გან იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის უცხო არ არის ეს რე­ლი­გია, ისი­ნიც კი, ვინც ახლა ქრის­ტი­ა­ნე­ბად არი­ან მო­ნათ­ლუ­ლე­ბი, წე­ლი­წად­ში ერთხელ - ბა­ი­რა­მო­ბას მა­ინც მი­დი­ან დღე­სას­წა­ულ­ზე და საკ­ლავს კლა­ვენ, რად­გან ეს ტრა­დი­ცია მათ­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შია გამ­ჯდა­რი. მათ კარ­გად იცი­ან, რომ მუს­ლიმ­მა მე­ჩეთ­ში უნდა ილო­ცოს და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ამა­ში ხელი შე­უ­შა­ლოს. აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და იცი­ან ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ასე რომ, ერთ ქვაბ­ში ყვე­ლა­ფერს ვერ მოვ­ხარ­შავთ. მა­გა­ლი­თად გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ნა­სა­კი­რალ­ში სა­დაც მუს­ლი­მებს მე­ჩე­თი აქვთ, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მუს­ლი­მა­ნია, ად­გი­ლობ­რივ­მა ქრის­ტი­ა­ნებ­მაც გა­მოთ­ქვეს ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, რა­შიც მუს­ლი­მა­ნე­ბი მხარს უჭე­რენ. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ძა­ლი­ან ბევ­რია ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი, ტო­ლე­რან­ტო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რო­დე­საც მუს­ლი­მა­ნე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერთ სო­ფელ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლად თა­ნა­ცხოვ­რო­ბენ და ერ­თმა­ნეთს მე­ჩე­თე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. არა­ფერს ვამ­ბობ ქრის­ტი­ა­ნულ-მუს­ლი­მურ ოჯა­ხებ­ზე" - ამ­ბობს კავ­კა­სი­ო­ლო­გი ალექ­სან­დრე კვა­ხა­ძე.

ქრის­ტი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მუს­ლი­მი მოს­წავ­ლე ბუკ­ნარ­ში - მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ნინო წი­ლო­სა­ნი ავ­რცე­ლებს

აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე სან­დრო ბა­კუ­რა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ცალ­სა­ხად მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის უკან, თით­ქმის ყო­ველ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი დგას.

"ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის უკან ძი­რი­თა­დად ექ­სტრე­მის­ტე­ბი დგა­ნან, რო­გორც მუს­ლი­მე­ბის, ისე ქრის­ტი­ა­ნე­ბის მხრი­დან. ვიდ­რე იარ­სე­ბებს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი - ის­ჯე­ბი­ან მუს­ლი­მი ექ­სტრე­მის­ტე­ბი, მაგ­რამ არა­ფე­რი კეთ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნი ექ­სტრე­მის­ტე­ბის მი­მართ, მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტე­ბი იქ­ნე­ბა.

სან­დრო ბა­კუ­რა­ძე. ფოტო: Humans of Tbilisi

სა­ერ­თოდ, რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი სა­თა­ვეს ძი­რი­თა­დად, 2010 წლი­დან იღებს, რაც სა­პატ­რი­არ­ქოს გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. პირ­და­პირ უნდა ით­ქვას, რომ მას შემ­დეგ რაც ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შედ მოგ­ვევ­ლი­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი თავს იკა­ვე­ბენ მისი, ასე ვთქვათ "გა­ნა­წყე­ნე­ბის­გან", რად­გან ეს შემ­დეგ, არ­ჩევ­ნებ­ში ცუდ შე­დე­გებ­ზე აი­სა­ხე­ბა. სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა ის და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი, რაც მსგავ­სი ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის კუ­თხით იკ­ვე­თე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა კი პირ­და­პირ უწყობს ხელს მო­მა­ვალ­ში რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით კონ­ფლიქ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ჩვენ ხში­რად მოგ­ვის­მე­ნია ქრის­ტი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ქა­და­გე­ბებ­ში არას­წო­რი გზავ­ნი­ლე­ბი, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლიც კი. ისი­ნი პრო­პა­გან­დას უწე­ვენ რი­ტო­რი­კას, თით­ქოს სირ­ცხვი­ლია თუ ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ ხდე­ბა. სწო­რედ ეს ორ­მა­გი სტა­დარ­ტე­ბია ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე.

სწო­რია, რო­დე­საც ის­ლა­მის­ტუ­რი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იდ­გმე­ბა ნა­ბი­ჯე­ბი, მაგ­რამ სა­ზი­ა­ნოა, როცა არა­ფე­რი კეთ­დე­ბა ქრის­ტი­ნუ­ლი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს სა­ში­ში ტენ­დენ­ცი­აა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რი რე­ა­გი­რე­ბით უნდა აღ­მო­ფხვრას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ობი­ექ­ტუ­რად იქ­ნეს ყვე­ლა ასე­თი ფაქ­ტი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი“ - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე სან­დრო ბა­კუ­რა­ძე.

მთა­ვა­რი ფოტო: ნატო გო­გე­ლია

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
8

ეჰ, ვიღას ახსოვს ხალხური მედიცინა, თორემ ასეთ დროს უებარი საშუალება ყოფილა ღორის ქონი...

m.ს
12

ახლა გამოვიდეს დადგეს ბუკნარის მართმადიდებელი მოსახლეობის გვერდით ქართული მარში ლ.გ.ტ. ადამიანებს დასდევს ქართველობას გვართმევენ და რელიგიას შეურაცყოფენო... ახლა სად არიან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმს: როის უნდა მოინათლოო..." - როგორ ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები გვერდიგვერდ და რა იწვევს მათ შორის კონფლიქტებს?

"ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმს: როის უნდა მოინათლოო..." - როგორ ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები გვერდიგვერდ და რა იწვევს მათ შორის კონფლიქტებს?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო. მუსლიმების თქმით, თემმა სოფელში კერძო სახლი შეიძინა, სადაც სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა შეურაცხყოფას აყენებთ და ლოცვაში ხელს უშლით.

სოფელში დაწყებული კონფლიქტის განმუხტვაში ადგილობრივი ხელისუფლება, მაჟორიტარი დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთვნენ.

რეალურად, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რა იწვევს მსგავს დაპირისპირებებს საქართველოში - AMBEBI.GE ამ საკითხზე სპეციალისტებს ესაუბრა.

"რონდელის ფონდის" მკვლევარი, კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე გვეუბნება, რომ ბუკნარის ინციდენტი იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც 2010 წლიდან იღებს სათავეს.

ამ კონკრეტულ ფაქტზე ვერ ვიტყვი, რომ მართული ან ხელოვნურად შექმნილი იყო კონფლიქტი, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს ასეთ დაპირისპირებებს. ეს ძალიან ყოფითი კონფლიქტი ჩანს

ჩემი დაკვირვებით, დაპირისპირებებში ძირითადად ორი მიზეზი იკვეთება: სამლოცველო სახლის ან მეჩეთის მშენებლობის საკითხი და სასაფლაოების თემა. როდესაც მუსლიმი გარდაიცვლება, მათ რელიგია ავალდებულებთ ცალკე, მუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალონ მიცვალებული. რადგან ცალკე სასაფლაოების მოწყობას ვერ ახერხებენ, დგება არსებულ სასაფლაოებზე მუსლიმური სექტორის გამოყოფის საკითხი, რაზეც ხშირად აწყდებინ წინააღმდეგობას.

ასეთი კონფლიქტები ძირითადად, თემის დონეზე გვარდება, მაგრამ როდესაც ფართო მასშტაბებსაც იღებს, ყოველთვის გვევლინებიან გარე მოთამაშეები, რომლებიც ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ესენი არიან რადიკალურად განწყობილი ქრისტიანების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ ქართულ მიწაზე მეჩეთის აშენება დაუშვებელია და აქეზებენ იქაურ ქრისტიან მოსახლეობას.

ალექსანდრე კვახაძე

მეორეს მხრივ, შუღლის გაღვივებაში მუსლიმი ექსტრემისტებიც მონაწილეობენ. მათშიც არის კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა. არსებობენ ქართველი მუსლიმების გამოხატულად კონსერვატიული ნაწილი, რომლებიც არ ლოცულობენ სხვა ქართველი მუსლიმების გვერდით, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი მათსავით მკაცრად არ მისდევენ შარიათის წესებს. ხშირად ხდება, რომ სწორედ ეს რადიკალურად განწყობილი ნაწილი ერევა ასეთ კონლიქტებში და განმუხტვის მაგივრად, უფრო იძაბება სიტუაცია" - ამბობს მკვლევარი.

ალექსანდრე კვახაძე ისტორიულ რაკურსში განიხილავს საქართველოში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მოსახლეობის თანაცხოვრების საკითხს და დასძენს, რომ ამ კუთხით სერიოზული გამოწვევები არასოდეს არსებობდა.

კადრი ერთ-ერთი სალოცავიდან, ფოტო: ალექსანდრე კვახაძე

"მას შემდეგ, რაც ოსმალურმა იმპერიამ აჭარა დაიპყრო და იქ ისლამი გავრცელდა, სწორედ ამ დროიდან არიან მუსლიმები აჭარაში და ამდროინდელი მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის ერთი მესამედი მუსლიმია. ზღვის დონიდან რაც უფრო ზევით ავდივართ, მით უფრო იმატებს მუსლიმი მოსახლეობის რიცხვი.

ქობულეთსა და ბათუმში უმეტესობა ქრისტიანები არიან, ხელვაჩაურში 50-50%, შუახევში 70-80% მუსლიმია, ხულოში კი 90% ზე მეტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მუსლიმად დაასახელა თავი საყოველთაო აღწერისას, ყველა მისდევს წესებს

გარდა ამისა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არიან მუსლიმი ეკომიგრანტები. მაგალითად, გურიის მოსახლეობის 15% მუსლიმად ასახელებს თავს და ისინი კარგად არიან შერწყმული ადგილობრივ მოსახლეობასთან. საბჭოთა დროს, როცა რელიგია იდევნებოდა, ასეთი ნიშნით კონფლიქტები თითქმის არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა, დაიწყო ასეთი რიტორიკა, რომ ქართველი მხოლოდ ქრისტიანი შეიძლება იყოს, რამაც ხელი შეუწყო მსგავსი კონფლიქტების გაჩენას. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული დაპირისპირებები იყო.

ყველაზე მეტი, ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმებს, "როის უნდა მოინათლო" და სულ ეს იყო

აჭარაში კიდევ უფრო ნაკლებია ასეთი შუღლი, რადგან იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცხო არ არის ეს რელიგია, ისინიც კი, ვინც ახლა ქრისტიანებად არიან მონათლულები, წელიწადში ერთხელ - ბაირამობას მაინც მიდიან დღესასწაულზე და საკლავს კლავენ, რადგან ეს ტრადიცია მათში საუკუნეების განმავლობაშია გამჯდარი. მათ კარგად იციან, რომ მუსლიმმა მეჩეთში უნდა ილოცოს და არავის აქვს უფლება ამაში ხელი შეუშალოს. აქვთ დაწესებული წითელი ხაზები და იციან ერთმანეთთან ურთიერთობა.

ასე რომ, ერთ ქვაბში ყველაფერს ვერ მოვხარშავთ. მაგალითად გურიაში, სოფელ ნასაკირალში სადაც მუსლიმებს მეჩეთი აქვთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმანია, ადგილობრივმა ქრისტიანებმაც გამოთქვეს ეკლესიის მშენებლობის სურვილი, რაშიც მუსლიმანები მხარს უჭერენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრია ასეთი პოზიტიური, ტოლერანტობის მაგალითები, როდესაც მუსლიმანები და ქრისტიანები ერთ სოფელში ჰარმონიულად თანაცხოვრობენ და ერთმანეთს მეჩეთებისა და ეკლესიების მშენებლობაში ეხმარებიან. არაფერს ვამბობ ქრისტიანულ-მუსლიმურ ოჯახებზე" - ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე.

ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში - მოლაპარაკებების დროს გადაღებულ ფოტოს ნინო წილოსანი ავრცელებს

აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ცალსახად მიიჩნევს, რომ მსგავსი დაპირისპირებების უკან, თითქმის ყოველთვის პოლიტიკური მიზეზები დგას.

"ასეთი დაპირისპირებების უკან ძირითადად ექსტრემისტები დგანან, როგორც მუსლიმების, ისე ქრისტიანების მხრიდან. ვიდრე იარსებებს ორმაგი სტანდარტი - ისჯებიან მუსლიმი ექსტრემისტები, მაგრამ არაფერი კეთდება ქრისტიანი ექსტრემისტების მიმართ, მსგავსი კონფლიქტები იქნება.

სანდრო ბაკურაძე. ფოტო: Humans of Tbilisi

საერთოდ, რელიგიური ნიშნით დაპირისპირებები სათავეს ძირითადად, 2010 წლიდან იღებს, რაც საპატრიარქოს გავლენების გაძლიერებას უკავშირდება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ რაც ეკლესია პოლიტიკურ მოთამაშედ მოგვევლინა, ხელისუფლებები თავს იკავებენ მისი, ასე ვთქვათ "განაწყენებისგან", რადგან ეს შემდეგ, არჩევნებში ცუდ შედეგებზე აისახება. სწორედ ამას უკავშირდება ის დაუსჯელობის სინდრომი, რაც მსგავსი ტიპის დაპირისპირებების კუთხით იკვეთება. ასეთი მიდგომა კი პირდაპირ უწყობს ხელს მომავალში რელიგიური ნიშნით კონფლიქტების გაძლიერებას და დისკრიმინაციული ცნობიერების ჩამოყალიბებას.

ჩვენ ხშირად მოგვისმენია ქრისტიან სასულიერო პირების ქადაგებებში არასწორი გზავნილები, დისკრიმინაციულიც კი. ისინი პროპაგანდას უწევენ რიტორიკას, თითქოს სირცხვილია თუ ქართველი ადამიანი ქრისტიანი არ იქნება. ეკლესიის შიგნით არსებული ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ ხდება. სწორედ ეს ორმაგი სტადარტებია ყველაფრის სათავე.

სწორია, როდესაც ისლამისტური ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ იდგმება ნაბიჯები, მაგრამ საზიანოა, როცა არაფერი კეთდება ქრისტინული ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ეს საშიში ტენდენციაა, რაც ხელისუფლებამ სწორი რეაგირებით უნდა აღმოფხვრას. აუცილებელია, ობიექტურად იქნეს ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული და სათანადოდ დაისაჯონ დამნაშავეები“ - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე.

მთავარი ფოტო: ნატო გოგელია

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს