მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუკნარში, ეკლესიასთან "ნაცმოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბუკნარში, ეკლესიასთან "ნაცმოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბუკ­ნარ­ში, ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხმა­უ­რი იყო. ერ­თმა­ნეთს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ბესო ქა­თა­მა­ძე და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ქა­თა­მა­ძემ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი ად­გი­ლობ­რი­ვებს მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბას დაჰ­პირ­და და მას და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­თხო­ვა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას პრო­ვო­კა­ტო­რი უწო­დეს. ბესო ქა­თა­მა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს და გა­ნა­ცხა­დეს. რომ ამით ტე­რი­ტო­რი­ას გა­ნა­რი­დეს.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნე ანა­ნი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად არა­ვინ არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ბესო ქა­თა­მა­ძე სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ნა­რი­დეს, ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს და ახლა პო­ლი­ცი­ა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბა.

"ბესო ქა­თა­მა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ვიყ­ვე­ნეთ და არის პო­ლი­ცი­ა­ში, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვის მიზ­ნით. სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო გუ­ში­ნაც და მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­შიც, რამე გან­სა­კუთ­რე­ბულს არ ვე­ლო­დე­ბით. აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გა­ურ­კვევ­ლო­ბა და რა­ი­მე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ეს თით­ქმის ამო­წუ­რუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ანა­ნი­აშ­ვილ­მა.

ბუკ­ნარ­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ლოც­ვა აღავ­ლი­ნეს. დე­კა­ნოზ ბა­სილ გო­გო­ტიშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლამ უნდა შე­უ­წყოს ხელი სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­შვი­დე­ბას. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მუს­ლიმ და ქრის­ტი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

„ლოც­ვა ყო­ველ­თვის არის სა­კე­თილ­დღეო. დღეს პა­რაკ­ლი­სი ჩა­ა­ტა­რეს მა­მებ­მა იმის­თვის, რომ იყოს მშვი­დო­ბა. ჩვე­ნი პო­ზი­ცია ასე­თია, ეპარ­ქი­ის და ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მე­უ­ფე იო­სე­ბის, რომ ყვე­ლამ შე­ვუ­წყოთ ხელი იმას, რომ სი­ტუ­ა­ცია დამ­შვიდ­დეს, და­პი­რის­პი­რე­ბა აღარ იყოს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაგ­ძელ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა იმ მე­ზო­ბელ ძმებს შო­რის, რო­გორც აქამ­დე იყო. მი­ე­ცეთ მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ, სა­დაც ლო­ცუ­ლობ­დნენ და მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა მრევ­ლმა ილო­ცოს იქ, სა­დაც ლო­ცუ­ლობ­დნენ. მათ შო­რის იყოს სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­დე­ბა.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­დე­ბა, თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ჩვენ რო­გორც აქამ­დე ვურ­თი­ერ­თობ­დით, ისე გა­ვაგ­რძე­ლებთ და ჩვენს შო­რის იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც იყო აქამ­დე. ბუკ­ნარ­ში სახ­ლი შე­ი­ძი­ნა მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ლო­ცა­ვად, რო­გორც შემ­დეგ გან­მარ­ტეს, მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს იქ მე­ჩე­თი უნდა გა­კეთ­დეს და იმ გა­გე­ბით, რომ იქ­ნე­ბო­და ხმა­მა­ღა­ლი ლოც­ვა, ამან გა­მო­იწ­ვია ეს და­პი­რის­პი­რე­ბა. ზო­გა­დად კონ­ფლიქ­ტი არის ის, რომ ერ­თმა­ნე­თის არ გვეს­მის სწო­რად“, - გა­ნა­ცხა­და შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა დე­კა­ნოზ ბა­სილ გო­გო­ტიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანათა
201

ეგ ამბავი პროვოკატორი ნაციონალების აგორებულია. სხვანაირად არ გამოუვიდათ არევა და ახლა რელიგიური დაპირისპირება უნდათ გააღვივონ.

:)))
29

ერთი ნაცებუსაც მარა იმ მეორეს უბრალოდ სახეზე შეხედეთ ჭამა სმისგან ქონი გაზდის და რისი გამკეთებელია დაასხი დალიეა ჭამაყლაპისტი :))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ბუკნარში, ეკლესიასთან "ნაცმოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბუკნარში, ეკლესიასთან "ნაცმოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ქათამაძემ მაჟორიტარ დეპუტატს განუცხადა, რომ იგი ადგილობრივებს მეჩეთის მშენებლობას დაჰპირდა და მას დანაპირების შესრულება მოსთხოვა.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მას პროვოკატორი უწოდეს. ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და განაცხადეს. რომ ამით ტერიტორიას განარიდეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ არ არის დაკავებული. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სიტუაციას განარიდეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფება.

,,ბესო ქათამაძე დაკავებული არ არის. ტერიტორიიდან გავიყვენეთ და არის პოლიციაში, სიტუაციის გარკვევის მიზნით. საპოლიციო ძალები წარმოდგენილი იყო გუშინაც და მიმდინარე დღეებშიც, რამე განსაკუთრებულს არ ველოდებით. აღნიშნულ სოფელში თუ რაიმე სახის გაურკვევლობა და რაიმე ინციდენტი მოხდა, ეს თითქმის ამოწურულია“, - განაცხადა ანანიაშვილმა.

ბუკნარში მდებარე ეკლესიაში სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს. დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილის თქმით, ყველამ უნდა შეუწყოს ხელი სიტუაციის დამშვიდებას. როგორც მან აღნიშნა, ძმური ურთიერთობის გაგრძელება მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის აუცილებელია.

„ლოცვა ყოველთვის არის საკეთილდღეო. დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენი პოზიცია ასეთია, ეპარქიის და ლოცვა-კურთხევა მეუფე იოსების, რომ ყველამ შევუწყოთ ხელი იმას, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს და ჩვეულებრივად გაგძელდეს ურთიერთობა იმ მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. მათ შორის იყოს სიყვარული და ურთიერთობა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მისი თქმით, აღნიშნული კონფლიქტი დასრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება, თითქმის დასრულებულია. ჩვენ როგორც აქამდე ვურთიერთობდით, ისე გავაგრძელებთ და ჩვენს შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორც იყო აქამდე. ბუკნარში სახლი შეიძინა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა სალოცავად, როგორც შემდეგ განმარტეს, მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს იქ მეჩეთი უნდა გაკეთდეს და იმ გაგებით, რომ იქნებოდა ხმამაღალი ლოცვა, ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება. ზოგადად კონფლიქტი არის ის, რომ ერთმანეთის არ გვესმის სწორად“, - განაცხადა შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილმა.

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

ვინ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობა - "ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად საზმაუს ექსდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს