საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა და COVID-19-ის ვაქცინა: სად რამდენი ადამიანი აიცრა და საქართველოს მსგავსად, რომელ ქვეყნებში არ დაწყებულა ვაქცინაცია
ევროპა და COVID-19-ის ვაქცინა: სად რამდენი ადამიანი აიცრა და საქართველოს მსგავსად, რომელ ქვეყნებში არ დაწყებულა ვაქცინაცია

ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცი­აა.

ახლა, როცა უკვე არ­სე­ბობს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი და მათ შო­რის, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი აძ­ლი­ე­რე­ბენ ძა­ლის­ხმე­ვას და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და და­წყე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა.

ევ­რო­პის რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია ამ კუ­თხით ყვე­ლა­ზე მეტი პროგ­რე­სი? – "ევ­რო­ნი­უ­სი“ აქ­ვეყ­ნებს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაა შედ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს უმ­ნიშ­ვნე­ლო უზუს­ტო­ბის ალ­ბა­თო­ბა.

გთა­ვა­ზობთ მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ასა­ხუ­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის რამ­დე­ნი დო­ზაა გა­კე­თე­ბუ­ლი ამ დრო­ის­თვის ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში:

  • გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო - 3 067 541
  • იტა­ლია - 885 814
  • გერ­მა­ნია - 758 095
  • ეს­პა­ნე­თი - 581 938
  • პო­ლო­ნე­თი - 369 212
  • საფ­რან­გე­თი - 247 167
  • რუ­მი­ნე­თი - 154 268
  • და­ნია - 118 073
  • უნ­გრე­თი - 96 101
  • ჩე­ხე­თი - 70 680
  • პორ­ტუ­გა­ლია - 70 000
  • სა­ბერ­ძნე­თი -64 588
  • ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო - 47 000

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს (ინ­გლი­სი, შოტ­ლან­დია, უელ­სი, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია) მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 5 პრო­ცენტს აქვს ვაქ­ცი­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი. მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა და­ნი­აც, სა­დაც ვაქ­ცი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის 2%-მა მი­ი­ღო, იტა­ლი­ა­ში მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 1,4% აიც­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, ჯერ ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლი არ არის ალ­ბა­ნეთ­ში, ბე­ლა­რუს­ში, ბოს­ნია ჰერ­ცო­გო­ვი­ნა­ში, ის­ლან­დი­ა­ში, ლიხ­ტენშტე­ინ­ში, ლუქ­სემ­ბურ­გში, მალ­ტა­ში, მოლ­დო­ვა­ში, მონ­ტე­ნეგ­რო­ში, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში, შვე­დეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის მთლი­ან რა­ო­დე­ნო­ბა­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით, ყვე­ლა­ზე დიდი პროგ­რე­სი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კუ­თხით, კვლავ ის­რა­ელს აქვს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­ამ­დე­გო ვაქ­ცი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ს აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 93,5 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, მათ შორი 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 66,8 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ani
29

ნორვეგია გამოგრჩათ იქ უკვე 6 მკვდარი ჰყავთ დადასტურებული რომ ვაქცინითაა მკვდარი,ესეც დაწერეთ ხოლმე .ინტერნეტის ეპოქაა ვინც მოძებნის ადვილად იპოვის ინფორმაციას.შედით და მოიძიეთ ეს შემთხვევები.

ადვოკატი მამუკა ნინუა
46

იმედია მალე შემოვა ჩვენთანაც. კარგი იქნება რისკ ჯგუფებში ვინც არ ვართ მოგვეცეს საშუალება აქცინაციაზე ჩვენი სახსრებით, მხოლოდ იმ ვაქცინაზე რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ევროპა და COVID-19-ის ვაქცინა: სად რამდენი ადამიანი აიცრა და საქართველოს მსგავსად, რომელ ქვეყნებში არ დაწყებულა ვაქცინაცია

ევროპა და COVID-19-ის ვაქცინა: სად რამდენი ადამიანი აიცრა და საქართველოს მსგავსად, რომელ ქვეყნებში არ დაწყებულა ვაქცინაცია

ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციაა.

ახლა, როცა უკვე არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები, მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის, ევროპის ქვეყნები აძლიერებენ ძალისხმევას დაავადების შესაჩერებლად და დაწყებულია ვაქცინაციის პროგრამა.

ევროპის რომელ ქვეყანაშია ამ კუთხით ყველაზე მეტი პროგრესი? – "ევრონიუსი“ აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ევროპის ქვეყნებიდან მიღებულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობითაა შედგენილი, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს უმნიშვნელო უზუსტობის ალბათობა.

გთავაზობთ მონაცემებს, სადაც ასახულია, კორონავირუსის ვაქცინის რამდენი დოზაა გაკეთებული ამ დროისთვის ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში:

  • გაერთიანებული სამეფო - 3 067 541
  • იტალია - 885 814
  • გერმანია - 758 095
  • ესპანეთი - 581 938
  • პოლონეთი - 369 212
  • საფრანგეთი - 247 167
  • რუმინეთი - 154 268
  • დანია - 118 073
  • უნგრეთი - 96 101
  • ჩეხეთი - 70 680
  • პორტუგალია - 70 000
  • საბერძნეთი -64 588
  • ნიდერლანდების სამეფო - 47 000

გაერთიანებულ სამეფოს (ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია) მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტს აქვს ვაქცინა გაკეთებული. მოწინავე პოზიციაზეა დანიაც, სადაც ვაქცინა მოსახლეობის 2%-მა მიიღო, იტალიაში მთლიანი მოსახლეობის 1,4% აიცრა.

საქართველოს მსგავსად, ჯერ ვაქცინაცია დაწყებული არ არის ალბანეთში, ბელარუსში, ბოსნია ჰერცოგოვინაში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, მალტაში, მოლდოვაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, შვედეთში, შვეიცარიასა და უკრაინაში.

გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე გაანგარიშებით, ყველაზე დიდი პროგრესი ვაქცინაციის კუთხით, კვლავ ისრაელს აქვს, სადაც კორონავირუსის საწინაამდეგო ვაქცინა მოსახლეობის 20%-ს აქვს გაკეთებული.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 93,5 მილიონს აჭარბებს, მათ შორი 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 66,8 მილიონი გამოჯანმრთელდა.

შეიარაღებული თავდასხმა რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაზე - დაღუპულია 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი

მუკორმიკოზი: ინდოეთში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ზოგიერთი პაციენტი იშვიათი ინფექციით დაავადდა - "25 წლის ქალი თვალის გარეშე დარჩა"

აშშ-მა "ფაიზერის" ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა