საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს სახეს შეხედეთ, მუშტი დამკრა... არ გამოგვიგდია, ბოსელში ცხოვრება მოსწონს" - ქალი, რომელსაც მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა
"ჩემს სახეს შეხედეთ, მუშტი დამკრა... არ გამოგვიგდია, ბოსელში ცხოვრება მოსწონს" - ქალი, რომელსაც მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა

პო­ლი­ცი­ამ სო­ფელ ჯი­ჯეთ­ში 96 წლის მა­მამ­თი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ რძალს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რა. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს. შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი მა­რი­ნა ახა­ლა­უ­რი აცხა­დებს, რომ მო­ხუ­ცი თა­ვად ძა­ლა­დობ­და მას­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, რომ 96 წლის მო­ხუ­ცი ბო­სელ­ში ცხოვ­რობ­და, რძლის გან­მარ­ტე­ბით, მა­მამ­თილს იქ ცხოვ­რე­ბა მოს­წონ­და.

"აგერ ჩემს სა­ხეს შე­ხე­დეთ - მუშ­ტი დამ­კრა მა­მამ­თილ­მა, მარ­ტო მე კი არა, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხია ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ჩემი მუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აქეთ გად­მო­ბარ­გდა, აქ სახ­ლი გა­ლე­სი­ლია, ია­ტა­კი აქვს, ჭერი აქვს - მერე რა, რომ ბო­სელ­ზეა მიბ­მუ­ლი. ჩემი მა­მამ­თი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მწყემ­სია, მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ეგეთ სახ­ლში კი არა, როცა ის მწყემ­სობ­და, უა­რეს­შიც ცხოვ­რობ­და, მას აქ მოს­წონს, რომ იყოს. ჩვენ არ გა­მოგ­ვიგ­დია", - გა­ნა­ცხა­და ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მა­რი­ნა ახა­ლა­ურ­მა "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში.

ბრალ­დე­ბას ასე­ვე უარ­ყოფს 96 წლის ვარ­დო თა­თა­რაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლოზ თა­თა­რაშ­ვი­ლი და აცხა­დებს, რომ ოჯახ­ში არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას არ აქვს ად­გი­ლი.

„აქეთ სცე­მა დე­და­ჩე­მი გუ­შინ. ეს მო­ხუ­ცი გვი­ჩი­ვის, უნდა რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­დოს და გაგ­ვიშ­ვას ჩვენ აქე­დან. ეს სახ­ლი თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა­შია. 96 წლის არის და აუქ­ცი­ო­ნი რა არის სა­ერ­თოდ, ისიც არ იცის, მე რო­გორც მივ­ხვდი, ად­ვო­კა­ტი ურევს გო­ნე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ თა­თა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
4

მე ვერავის გავამართლებ და ვერც დამცველად გამოვდგები.. ყველა ამ ქალს ამტყუნებს,მაგრამ ზოგი მოხუცი ისეთია სიცოცხლეს შეგაძულებს... ამ ქვეყნიდან არავის არაფერი წაუღია..დატკბით რომ ყველამ კარგად მომოგონოთ.. 

Მე
6

საკუთარ მაგალითს დავწერ...Მამამთილი მყავს ისეთი,რომ არც რძალი და შვილი უნდა,არც შვილიშვილები. ყველაფრით უკმაყოფილოა,მთელი ცხოვრება ყვირილსა და ღრიალში აქვს გატარებული. ელემენტარული,Ტელევიზორს არ გვართვევინებს სხვა არხზე და მარტო ის უნდა აკეთო რაც თვითონ ესიამოვნება. Აბა მითხარით ვინ აიტანს ? Ჯერ ისედაც რამდენ ხანს ვცოცხლობთ რომ ეგეთებს შევეჭმევინოთ..

ავტორი:

"ჩემს სახეს შეხედეთ, მუშტი დამკრა... არ გამოგვიგდია, ბოსელში ცხოვრება მოსწონს" - ქალი, რომელსაც მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა

"ჩემს სახეს შეხედეთ, მუშტი დამკრა... არ გამოგვიგდია, ბოსელში ცხოვრება მოსწონს" - ქალი, რომელსაც მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა

პოლიციამ სოფელ ჯიჯეთში 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

თავად ბრალდებული მარინა ახალაური აცხადებს, რომ მოხუცი თავად ძალადობდა მასზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 96 წლის მოხუცი ბოსელში ცხოვრობდა, რძლის განმარტებით, მამამთილს იქ ცხოვრება მოსწონდა.

"აგერ ჩემს სახეს შეხედეთ - მუშტი დამკრა მამამთილმა, მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახია ფიზიკური, მორალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მულის გარდაცვალების შემდეგ აქეთ გადმობარგდა, აქ სახლი გალესილია, იატაკი აქვს, ჭერი აქვს - მერე რა, რომ ბოსელზეა მიბმული. ჩემი მამამთილი პროფესიონალი მწყემსია, მთელი თავისი ცხოვრება ეგეთ სახლში კი არა, როცა ის მწყემსობდა, უარესშიც ცხოვრობდა, მას აქ მოსწონს, რომ იყოს. ჩვენ არ გამოგვიგდია", - განაცხადა ძალადობაში ბრალდებულმა მარინა ახალაურმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ბრალდებას ასევე უარყოფს 96 წლის ვარდო თათარაშვილის შვილიშვილი ნიკოლოზ თათარაშვილი და აცხადებს, რომ ოჯახში არანაირ ძალადობას არ აქვს ადგილი.

„აქეთ სცემა დედაჩემი გუშინ. ეს მოხუცი გვიჩივის, უნდა რომ ყველაფერი გაყიდოს და გაგვიშვას ჩვენ აქედან. ეს სახლი თანასაკუთრებაშია. 96 წლის არის და აუქციონი რა არის საერთოდ, ისიც არ იცის, მე როგორც მივხვდი, ადვოკატი ურევს გონებას”, - განაცხადა ნიკოლოზ თათარაშვილმა.

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს