სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა
პროგრამიტს, რომელსაც  240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა

ამე­რი­კელ პროგ­რა­მისტს, სტე­ფან ტო­მასს და­ა­ვი­წყდა იმ ელექტრო­ნუ­ლი სა­ფუ­ლის პა­რო­ლი, სა­დაც 240 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ბიტ­კო­ი­ნე­ბი აქვს შე­ნა­ხუ­ლი. პა­რო­ლის ჩა­სა­წე­რად ახლა ტო­მასს მხო­ლოდ ორი მცდე­ლო­ბა აქვს დარ­ჩე­ნი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ თავ­და­პირ­ვე­ლად "ნიუ იორკ თა­იმსმა და­წე­რა" და ამ­ბა­ვი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს ელ­ვის სის­წრა­ფით მო­ე­დო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და ამე­რი­კე­ლებს ტრამ­პთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ცოტა ხნით მა­ინც და­ა­ვი­წყა.

ტო­მასს სოცქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი მრჩე­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდა, თუ რო­გორ უნდა აღად­გი­ნოს პა­რო­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოა. სან ფრან­ცის­კო­ელ პროგ­რა­მისტს 7 002 ბიტ­კო­ი­ნი 2011 წელს ერთ-ერ­თმა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მას შემ­დეგ აჩუ­ქა, რაც ტო­მა­სის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ოს უყუ­რა, სა­დაც ის გან­მარ­ტავ­და, თუ რა იყო კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა. იმ პე­რი­ოდ­ში 1 ბიტ­კო­ი­ნის ფასი ერთი დო­ლა­რი იყო.

ბიტ­კო­ი­ნე­ბი პროგ­რა­მის­ტმა ციფ­რულ სა­ფუ­ლე­ში, მყარ დის­კზე შე­ი­ნა­ხა, პა­რო­ლი კი ფურ­ცელ­ზე და­წე­რა, რო­მე­ლიც და­კარ­გა. სწო­რი პა­რო­ლის ჩა­სა­წე­რად მას 10 მცდე­ლო­ბის უფ­ლე­ბა აქვს და თუ ათი­ვე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­ფუ­ლის გახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და იქ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია წა­იშ­ლე­ბა. ამ დრო­ის­თვის პროგ­რა­მისტს 2 მცდე­ლო­ბა აქვს დარ­ჩე­ნი­ლი.

სტე­ფან ტო­მა­სი ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­ი­ყე­ნებს დარ­ჩე­ნილ ორ მცდე­ლო­ბას. მას იმე­დი აქვს, რომ პროგ­რა­მის­ტე­ბი ერ­თობ­ლი­ვად პა­რო­ლის აღ­დგე­ნი­სა და მისი სა­ფუ­ლის უსაფრ­თხოდ გახ­სნის რა­ი­მე მე­თოდს მი­აგ­ნე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ფასი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და ამ­ჟა­მად ერთი ბიტ­კო­ი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 34 000 დო­ლა­რია, თუმ­ცა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა მა­ინც არას­ტა­ბი­ლუ­რად ით­ვლე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბი ვერ პროგ­ნო­ზი­რე­ბენ - კვლავ გა­იზ­რდე­ბა, თუ და­ე­ცე­მა მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Charlie
2

ეხ ტომას ტომას ... აბა მაგ პაროლის დავიწყება შეიძლებოდა შე ოხერო შენა =)

ნუცა
11

ეგ არაფერი მთავარია facebook-ის პაროლი არ დაავიწყდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა

პროგრამიტს, რომელსაც  240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა

ამერიკელ პროგრამისტს, სტეფან ტომასს დაავიწყდა იმ ელექტრონული საფულის პაროლი, სადაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს შენახული. პაროლის ჩასაწერად ახლა ტომასს მხოლოდ ორი მცდელობა აქვს დარჩენილი.

აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად "ნიუ იორკ თაიმსმა დაწერა" და ამბავი ინტერნეტსივრცეს ელვის სისწრაფით მოედო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ამერიკელებს ტრამპთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ცოტა ხნით მაინც დაავიწყა.

ტომასს სოცქსელებში უამრავი მრჩეველი გამოუჩნდა, თუ როგორ უნდა აღადგინოს პაროლი, თუმცა ყველანაირი მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. სან ფრანცისკოელ პროგრამისტს 7 002 ბიტკოინი 2011 წელს ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა მას შემდეგ აჩუქა, რაც ტომასის მიერ მომზადებულ ვიდეოს უყურა, სადაც ის განმარტავდა, თუ რა იყო კრიპტოვალუტა. იმ პერიოდში 1 ბიტკოინის ფასი ერთი დოლარი იყო.

ბიტკოინები პროგრამისტმა ციფრულ საფულეში, მყარ დისკზე შეინახა, პაროლი კი ფურცელზე დაწერა, რომელიც დაკარგა. სწორი პაროლის ჩასაწერად მას 10 მცდელობის უფლება აქვს და თუ ათივე წარუმატებელი იქნება, საფულის გახსნა შეუძლებელი გახდება და იქ ყველა ინფორმაცია წაიშლება. ამ დროისთვის პროგრამისტს 2 მცდელობა აქვს დარჩენილი.

სტეფან ტომასი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გამოიყენებს დარჩენილ ორ მცდელობას. მას იმედი აქვს, რომ პროგრამისტები ერთობლივად პაროლის აღდგენისა და მისი საფულის უსაფრთხოდ გახსნის რაიმე მეთოდს მიაგნებენ.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება 34 000 დოლარია, თუმცა კრიპტოვალუტა მაინც არასტაბილურად ითვლება. ექსპერტები ვერ პროგნოზირებენ - კვლავ გაიზრდება, თუ დაეცემა მისი ღირებულება.

წყარო: BBC.com