პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება" - გიორგი ვაშაძე
"თუ მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება" - გიორგი ვაშაძე

თუკი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც იგი­ვე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წავა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, რათა ამ კინ­კლა­ო­ბის ნაც­ვლად, საქ­მი­ან, რა­ცი­ო­ნა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პო­ლე­მი­კა­ზე გა­და­ვი­დეთ, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ გა­ა­კე­თა.

ვა­შა­ძის თქმით, ის “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყოფ­ნის დრო­საც ფიქ­რობ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს ას­პა­რე­ზი ახა­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის უნდა და­ეთ­მო. “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის აზ­რით, ასეთ შემ­თხე­ვა­ში ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და.

“ვფიქ­რობ, ეს კარ­გი იქ­ნე­ბო­და თვი­თონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის - დავ­ფო­კუ­სირ­დე­ბო­და სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. მას ვე­რა­ვინ ვერ აუკ­რძა­ლავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მოთ­ქვას, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ამ მო­ჯა­დო­ე­ბულ სივ­რცეს გახ­სნი­და და რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცია და­ი­წყე­ბო­და, ადა­მი­ა­ნებს რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი ექ­ნე­ბო­დათ.

ამ ჭი­დილ­მა - მიშა თუ ბი­ძი­ნა, მიშა უფრო ცუ­დია თუ ბი­ძი­ნა, რო­მე­ლი უფრო კარ­გია - ცხრა თუ რვა წელი, ჩვე­ნი დის­კუ­სია ისეთ პრო­ცეს­ში გა­და­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის არაფ­რის მომ­ტა­ნი არ არის. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც იგი­ვე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, ხოლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არამ­ხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, არა­მედ რე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლებს მას. ამის შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­როთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ხალ­ხმა აირ­ჩი­ოს, ვის ან­დობს ქვეყ­ნის მარ­თვას.

ეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია, როცა არც მიშა იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი და არც ბი­ძი­ნა იქ­ნე­ბა პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე. და­ვის­ვე­ნებთ ჩვენ და ახა­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს უფრო ფარ­თო არე­ა­ლი გა­ეხ­სნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
20

 ეხლა ერთადგვერდში დგომის დროა და არა ქიშპობის მიხედეთ საქართველოს და ხალხს..

jjj
167

არის ლოგიკა ამ ნათქვამში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება" - გიორგი ვაშაძე

"თუ მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება" - გიორგი ვაშაძე

თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, - აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო. “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის აზრით, ასეთ შემთხევაში ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართებოდა.

“ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის - დავფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ.

ამ ჭიდილმა - მიშა თუ ბიძინა, მიშა უფრო ცუდია თუ ბიძინა, რომელი უფრო კარგია - ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსია ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს მას. ამის შემდეგ ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას.

ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს