მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რუსეთში მოღვაწე მილიონერი გიორგი ჭუმბურიძე, რომელსაც მალტამ "ოქროს პასპორტი" მისცა
ვინ არის რუსეთში მოღვაწე მილიონერი გიორგი ჭუმბურიძე, რომელსაც მალტამ "ოქროს პასპორტი" მისცა

მალ­ტამ 300 პირს, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან არი­ან, "ოქ­როს პას­პორ­ტი" მი­ა­ნი­ჭა. სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­სულ წელს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მალ­ტას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მფლო­ბე­ლი 3 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გახ­და. სი­ა­ში შე­დის რო­გორც მი­ლი­არ­დე­რი Forbes- ის სი­ი­დან, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი.

პას­პორ­ტის მიმ­ღებ­თა შო­რის მოხ­ვდა კომ­პა­ნია "ვერ­ტი­კა­ლის" აქ­ცი­ო­ნე­რი და ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი (ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ოპე­რა­ტო­რი) გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე.

"ოქ­როს პას­პორ­ტი"

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა“ოქ­როს პას­პორ­ტებს“ 2013 წლი­დან გას­ცემს. პრო­ექ­ტი ბი­ზეს­მე­ნე­ბის მო­ზიდ­ვას და ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

"ოქ­როს პას­პორ­ტის" მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა მალ­ტის ეროვ­ნულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდში 650 ათა­სი ევ­როს შე­ტა­ნა, 150 ათა­სი ევ­როს ეკო­ნო­მი­კა­ში და­ბან­დე­ბა, მალ­ტა­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფლო­ბა. იმის­თვის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­მაც მი­ი­ღონ, შვი­ლე­ბის­თვის და მე­უღ­ლე­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით გა­და­სა­ხა­დია 25 ათა­სი ევრო, მშობ­ლე­ბის­თვის კი 50 ათა­სი ევრო.

"ოქ­როს პას­პორ­ტე­ბი" ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს - მალ­ტას, კვიპ­როსს (2020 წლის 1 ნო­ემ­ბრამ­დე), ბულ­გა­რეთს და სხვა ქვეყ­ნებს ეკო­ნო­მი­კის გა­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. მა­გა­ლი­თად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­ყიდ­ვამ მალ­ტას შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1,4 მი­ლი­არ­დი ევრო მო­უ­ტა­ნა. თუმ­ცა ბოლო წლებ­ში “ოქ­როს პას­პორ­ტე­ბის“ პროგ­რა­მა კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და. 2019 წელს ევ­რო­კო­მი­სი­ამ მო­ამ­ზა­და ან­გა­რი­ში, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ”ოქ­როს პას­პორ­ტის” პროგ­რა­მე­ბი ქმნის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის, კო­რუფ­ცი­ი­სა და გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის რის­კებს.

კვიპ­როს­მა პროგ­რა­მის გა­უქ­მე­ბა 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­და­წყვი­ტა, გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნამ და­ი­წყო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა მათ­თვის, ვინც ადრე შე­ი­ძი­ნა.

ვინ არის გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე, რო­მელ­მაც "ოქ­როს პას­პორ­ტი" მი­ი­ღო?

მე­წარ­მე გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძემ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში იტა­ლი­უ­რი იახ­ტე­ბის გემთმშე­ნე­ბე­ლი Azimut-Benetti- ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, 2013 წელს რუ­სეთ­ში კომ­პა­ნია "ვერ­ტი­კა­ლი" და­ა­არ­სა..წა­ი­კი­თხეთ მა­სა­ლა სრუ­ლად "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­ზე"

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
16
აბა თქვენ იცით ეხლა ქართველებო: დაიწყეთ შხამის ფრქვევა წარმატებულ ქართველზე,ჭუმბურიძეზე, და უძახეთ “რუსი მილიონერი” რადგან რუსეთში გახდა მილიონერი! გასკდით შურზე!
გიორგი_ს
15

ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს რაც აქვს და რა მაინტერესებს იცით? საქართველოს და ქართველებისათვის რამე გაუკეთებია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

ვინ არის რუსეთში მოღვაწე მილიონერი გიორგი ჭუმბურიძე, რომელსაც მალტამ "ოქროს პასპორტი" მისცა

ვინ არის რუსეთში მოღვაწე მილიონერი გიორგი ჭუმბურიძე, რომელსაც მალტამ "ოქროს პასპორტი" მისცა

მალტამ 300 პირს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან, "ოქროს პასპორტი" მიანიჭა. საერთო ჯამში, გასულ წელს ინვესტიციების სანაცვლოდ, მალტას მოქალაქეობის მფლობელი 3 ათასზე მეტი ადამიანი გახდა. სიაში შედის როგორც მილიარდერი Forbes- ის სიიდან, ასევე რამდენიმე რუსი ბიზნესმენი.

პასპორტის მიმღებთა შორის მოხვდა კომპანია "ვერტიკალის" აქციონერი და ერთ-ერთი მფლობელი (ფიჭური კავშირგაბმულობის აღჭურვილობის ინფრასტრუქტურის ოპერატორი) გიორგი ჭუმბურიძე.

"ოქროს პასპორტი"

ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ოქროს პასპორტებს“ 2013 წლიდან გასცემს. პროექტი ბიზესმენების მოზიდვას და ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას ისახავს მიზნად.

"ოქროს პასპორტის" მისაღებად საჭიროა მალტის ეროვნულ საინვესტიციო ფონდში 650 ათასი ევროს შეტანა, 150 ათასი ევროს ეკონომიკაში დაბანდება, მალტაში უძრავი ქონების ფლობა. იმისთვის, რომ მოქალაქეობა ოჯახის წევრებმაც მიიღონ, შვილებისთვის და მეუღლეებისთვის დამატებით გადასახადია 25 ათასი ევრო, მშობლებისთვის კი 50 ათასი ევრო.

"ოქროს პასპორტები" ევროკავშირის ქვეყნებს - მალტას, კვიპროსს (2020 წლის 1 ნოემბრამდე), ბულგარეთს და სხვა ქვეყნებს ეკონომიკის გავითარების საშუალებას აძლევს. მაგალითად, მოქალაქეობის გაყიდვამ მალტას შვიდი წლის განმავლობაში 1,4 მილიარდი ევრო მოუტანა. თუმცა ბოლო წლებში “ოქროს პასპორტების“ პროგრამა კრიტიკის საგანი გახდა. 2019 წელს ევროკომისიამ მოამზადა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ”ოქროს პასპორტის” პროგრამები ქმნის ფულის გათეთრების, კორუფციისა და გადასახადებისგან თავის არიდების რისკებს.

კვიპროსმა პროგრამის გაუქმება 2020 წლის ნოემბერში გადაწყვიტა, გარდა ამისა, ქვეყანამ დაიწყო მოქალაქეობის ჩამორთმევა მათთვის, ვინც ადრე შეიძინა.

ვინ არის გიორგი ჭუმბურიძე, რომელმაც "ოქროს პასპორტი" მიიღო?

მეწარმე გიორგი ჭუმბურიძემ, რომელიც რუსეთში იტალიური იახტების გემთმშენებელი Azimut-Benetti- ის წარმომადგენელი იყო, 2013 წელს რუსეთში კომპანია "ვერტიკალი" დააარსა..წაიკითხეთ მასალა სრულად "ბიზნესპრესნიუსზე"

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე" - პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?