პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს" - ალეკო ელისაშვილი
"ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს" - ალეკო ელისაშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ მარ­თლა გა­ე­რი­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა. დღეს გა­ხა­რი­ას და კა­ლა­ძის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბია „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ისი­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა კი, ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა სა­აშ­კა­რა­ო­ზე, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას არ სჯე­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთლი­ა­ნად ჩა­ეხ­სნე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არა­ვის­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ექ­ნე­ბა. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს გუნდში ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს.

„ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან და­ი­ტო­ვებს კავ­შირს და ყვე­ლა­ზე დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას შე­უ­თან­ხმე­ბენ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ მარ­თლა გა­ე­რი­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა. კარ­გად ვი­ცით, რომ რამ­დე­ნი­მე ფრაქ­ცია და დაჯ­გუ­ფე­ბაა. ვინც გა­ი­მარ­ჯვებს, მათ­თან ექ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტი. დღეს გა­ხა­რი­ას და კა­ლა­ძის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბია „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ისი­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა სა­აშ­კა­რა­ო­ზე, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დიდი მკვლე­ვა­რი არ ვარ, ყვე­ლა ვხე­დავთ, რომ გა­ხა­რი­ა­სა და კა­ლა­ძე-კო­ბა­ხი­ძის ფრთას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა აქამ­დეც იყო, თა­ნაც ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ლა­ძეს აქვს ამ­ბი­ცია პრე­მი­ე­რი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ხა­რი­ას და კა­ლა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა და კა­ლა­ძეს წარ­მო­ად­გენს პარ­ტი­ა­ში კო­ბა­ხი­ძე. და­ჭა­მენ ერ­თმა­ნეთს!“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნაკ­ლე­ბად წარ­მო­სად­გე­ნია ისიც, რომ გუნდში მარ­ტო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იყოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი.

„კო­ბა­ხი­ძე­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი ფი­გუ­რა მანდ კა­ლა­ძეა ერთი მხრივ და მე­ო­რე მხრივ, გა­ხა­რია. ამა­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ მინ­და. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჯან­და­ბამ­დე გზა ჰქო­ნია, მა­გა­თი მე­მა­ტი­ა­ნე კი არ ვარ“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ელი­საშ­ვი­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი­დევ ერთი პარ­ტია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ბო­ლო­ოდ ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­დეს.

„ასეთ სქე­მებს ნამ­დვი­ლად გა­მოვ­რი­ცხავ. არც ისე­თი ჯა­დო­ქა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ ასე­თი სქე­მე­ბი და­ატ­რი­ა­ლოს. შე­იძ­ლე­ბა პარ­ტია შექ­მნას თა­ვი­სი ყურ­მოჭ­რი­ლი ყმე­ბის და ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის, მაგ­რამ ხალ­ხი არც ისე­თი იოლი მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლია, რომ ტყუ­ი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი გა­მო­ჭენ­დე­ბი­ან ას­პა­რეზ­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავს მო­ი­ტყუ­ებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თა­ვის თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქვს, მაგ­რამ ასეთ სქე­მებს ნამ­დვი­ლად გა­მოვ­რი­ცხავ. რაც შე­ე­ხე­ბა „ქა­რა­ქუ­ცას“, ყვე­ლას აქვს შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბა. რო­გორც ჩანს, ტერ­მი­ნებს მე და­მე­სეს­ხა. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ქა­რა­ქუ­ცაა, ძლი­ე­რია თუ ნაკ­ლე­ბად ძლი­ე­რი, ამას ამომ­რჩე­ვე­ლი წყვეტს და არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გე­მოვ­ნე­ბა არ არის გა­დამ­წყვე­ტი, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ი­დან რო­მე­ლი არის ძლი­ე­რი და რო­მე­ლი ქა­რა­ქუ­ცა. ხალ­ხი წყვეტს არ­ჩევ­ნებ­ზე და ჩვე­ნი მთა­ვა­რი დარ­დიც ეს არის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ­ჩევ­ნებს ჰგავ­დეს და ეს ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე დად­გეს, მარ­თლა არ დარ­ჩეს ერთი მხრივ, ივა­ნიშ­ვი­ლის და მე­ო­რე მხრივ, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­თა­მა­შოდ. არც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხი აჩ­ვე­ნებს პარ­ტი­ის სიძ­ლი­ე­რეს. ჩემ­თვის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სა­კი­თხი ასე დგას, რომ ვინც ხე­დავს მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­შა­ლოს, რად­გან სე­რი­ო­ზუ­ლი რამე შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­გლი­ჯოთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ფასი შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვახ­დევ­ნოთ ელ­ჩე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის - სე­რი­ო­ზუ­ლი ფა­სია ის, რომ არ­ჩევ­ნებ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ნდო­ბა და ში­ნა­არ­სი და­იბ­რუ­ნოს. ჩემ­თვის ეს პარ­ტი­ის სიძ­ლი­ე­რე კი არ არის, გამ­ბე­და­ო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის მე­ხუ­თე რა­უნდს, რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის იან­ვრის ბო­ლოს შედ­გე­ბა. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, თუ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ შე­თან­ხმე­ბა მი­იღ­წე­ვა, ელი­საშ­ვი­ლის პარ­ტია მზად არის პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს.

„ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი­თაც გა­ი­წე­ლა ეს დრო. სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბი და ახა­ლი წელი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ალ­ბათ, იან­ვრის ბო­ლოს­კენ შედ­გე­ბა შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ მინ­და ეს შეხ­ვედ­რა იყოს არა იმის­თვის, რომ მე-6 რა­უნ­დი დავ­გეგ­მოთ და თა­რი­ღი გან­ვსა­ზღვროთ, არა­მედ იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გეს, რომ ხელი მო­ე­წე­როს შე­თან­ხმე­ბას, გა­ირ­კვეს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი, გა­ირ­კვეს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის და რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხი, გა­ირ­კვეს ან არ გა­ირ­კვეს არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი. ჩვე­ნი პარ­ტია მზად ვართ, რომ იმა­ზე, რა­ზეც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უკან და­ვა­ხე­ვი­ნეთ, თუ შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, ხელ­მო­წე­რე­ბი თუ იქ­ნე­ბა, მზად ვართ ჩვენც მო­ვა­წე­როთ ხელი, ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და შე­ვი­დეთ პარ­ლა­მენ­ტში“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი არ იქ­ნე­ბა; მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა კი, არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა და თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა იქ­ნე­ბა. ამას­თან, ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ტი­კურ თე­მა­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შე­წყდე­ბა. რო­გორც პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ამ­ბობს, „უახ­ლო­ე­სი 4-5 წე­ლი­წა­დი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არა­ფე­რი მო­უ­ვა; ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი იმ­დე­ნად მომ­წიფ­და, რომ „ქა­რა­ქუ­ცა პარ­ტი­ე­ბით „ქარ­თულ ოც­ნე­ბას აღარ ჩა­ა­ნაც­ვლებს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
16

აუუუუუ ამანაც დაიწყო წინასწარმეტყველება,ხუხაშვილს ხომ არ მიებარე მოწაფეთ?

ალეკოს
20

მალადეც ალეკო გაგინათდა გონება,გიშველა ქოცების ქებამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს" - ალეკო ელისაშვილი

"ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს" - ალეკო ელისაშვილი

ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი, ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად ჩაეხსნება „ქართულ ოცნებას“ და არავისთან კომუნიკაცია არ ექნება. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დარწმუნებული ვარ, მას შეუთანხმებენ. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. კარგად ვიცით, რომ რამდენიმე ფრაქცია და დაჯგუფებაა. ვინც გაიმარჯვებს, მათთან ექნება კონტაქტი. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს დაპირისპირება ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, ამაში დარწმუნებული ვარ.

„ქართული ოცნების“ დიდი მკვლევარი არ ვარ, ყველა ვხედავთ, რომ გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ნაკლებად წარმოსადგენია ისიც, რომ გუნდში მარტო ირაკლი კობახიძე იყოს გადაწყვეტილების მიმღები.

„კობახიძეზე გაცილებით ძლიერი ფიგურა მანდ კალაძეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გახარია. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მაგათი მემატიანე კი არ ვარ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი პარტია ჩამოაყალიბოს და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ოპოზიციაში გადავიდეს.

„ასეთ სქემებს ნამდვილად გამოვრიცხავ. არც ისეთი ჯადოქარია ბიძინა ივანიშვილი, რომ ასეთი სქემები დაატრიალოს. შეიძლება პარტია შექმნას თავისი ყურმოჭრილი ყმების და ვითომ ოპოზიციონერების, მაგრამ ხალხი არც ისეთი იოლი მოსატყუებელია, რომ ტყუილი ოპოზიციონერები გამოჭენდებიან ასპარეზზე და საზოგადოება თავს მოიტყუებს. შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ასეთ სქემებს ნამდვილად გამოვრიცხავ. რაც შეეხება „ქარაქუცას“, ყველას აქვს შეფასების უფლება. როგორც ჩანს, ტერმინებს მე დამესესხა. ოპოზიციური პარტია ქარაქუცაა, ძლიერია თუ ნაკლებად ძლიერი, ამას ამომრჩეველი წყვეტს და არა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის გემოვნება არ არის გადამწყვეტი, ოპოზიციური პარტიიდან რომელი არის ძლიერი და რომელი ქარაქუცა. ხალხი წყვეტს არჩევნებზე და ჩვენი მთავარი დარდიც ეს არის, რომ არჩევნები არჩევნებს ჰგავდეს და ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს, მართლა არ დარჩეს ერთი მხრივ, ივანიშვილის და მეორე მხრივ, სააკაშვილის სათამაშოდ. არც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი აჩვენებს პარტიის სიძლიერეს. ჩემთვის პარლამენტში შესვლის საკითხი ასე დგას, რომ ვინც ხედავს მოლაპარაკება არ შეიძლება ჩაიშალოს, რადგან სერიოზული რამე შეგვიძლია გამოვგლიჯოთ „ქართულ ოცნებას“ და ძალიან სერიოზული ფასი შეგვიძლია გადავახდევნოთ ელჩების დახმარებით გაყალბებული არჩევნებისთვის - სერიოზული ფასია ის, რომ არჩევნებმა ერთხელ და სამუდამოდ ნდობა და შინაარსი დაიბრუნოს. ჩემთვის ეს პარტიის სიძლიერე კი არ არის, გამბედაობა და პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მეხუთე რაუნდს, როგორც ელისაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ის იანვრის ბოლოს შედგება. ამასთან, მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება მიიღწევა, ელისაშვილის პარტია მზად არის პარლამენტში შევიდეს.

„ობიექტური მიზეზებითაც გაიწელა ეს დრო. საშობაო არდადეგები და ახალი წელი იყო. სავარაუდოდ, ალბათ, იანვრის ბოლოსკენ შედგება შეხვედრა, მაგრამ მინდა ეს შეხვედრა იყოს არა იმისთვის, რომ მე-6 რაუნდი დავგეგმოთ და თარიღი განვსაზღვროთ, არამედ იმისთვის, რომ რეალური შედეგი დადგეს, რომ ხელი მოეწეროს შეთანხმებას, გაირკვეს პოლიტპატიმრების საკითხი, გაირკვეს საარჩევნო სისტემის და რეფორმების საკითხი, გაირკვეს ან არ გაირკვეს არჩევნების თარიღი. ჩვენი პარტია მზად ვართ, რომ იმაზე, რაზეც „ქართულ ოცნებას“ უკან დავახევინეთ, თუ შეთანხმება შედგა, ხელმოწერები თუ იქნება, მზად ვართ ჩვენც მოვაწეროთ ხელი, ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევიდეთ პარლამენტში“, - განაცხადა ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ იქნება; მისი მაქსიმალური აქტიურობა კი, არჩევნებზე მისვლა და თავისი პოზიციის დაფიქსირება იქნება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, პოლიტიკურ თემაზე ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება. როგორც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, „უახლოესი 4-5 წელიწადი "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა; ქართული საზოგადოება კი იმდენად მომწიფდა, რომ „ქარაქუცა პარტიებით „ქართულ ოცნებას აღარ ჩაანაცვლებს.

"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ნიკა მელია

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"