საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა", - აცხადებენ საბჭოში.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს.
მართლა ვბრაზდები უკვე რა. ამოვიდა ყელში. გაამკაცრეთ ჯარიმები. გაიარეთ ბათუმის ქუჩებში ვის უკეთია პირბადე. ნორმალურები ხაართ საერთოდ?
აქ კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ალბათ ფული უნდა გადავიხადო რომ ჩემი კომენტარები დადოთ? რატო არ აქვეყნებთ? ბათუმი კატასტროფაა.