მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?
"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, არ­სე­ბობს შიში და ეჭვი იმი­სა, რომ "ლი­დე­რის წას­ვლის შემ­დეგ გუნდში ერ­თმა­ნეთ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა და­ი­წყონ".

ამის შე­სა­ხებ მან "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"გუნ­დი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია, თუმ­ცა იმის შიში და ეჭ­ვიც არ­სე­ბობს, რომ ერ­თმა­ნეთ­ში არ და­ი­წყონ ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა. ეს ერთ-ერთი ხი­ფა­თია, რაც ახ­ლავს გუნდს, ლი­დე­რის გა­რე­შე. ამა­ზე გპა­სუ­ხობთ, რომ იქ შე­უძ­ლი­ათ უჩე­მო­დაც გა­მო­ი­მუ­შა­ონ საღი აზრი. ამას თვე­ე­ბის განმვლო­ბა­ში ვაჩ­ვევ­დი. მხო­ლოდ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვე­რე­ო­დი" - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე არ ჩა­რე­უ­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის შერ­ჩე­ვა­ში. რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მო­ინ­დო­მა, რომ გუნ­დი იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

"მშვე­ნივ­რად მარ­თავ­და მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, შერ­ჩე­ულ მი­ნის­ტრებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს. ბევ­რს უკ­ვირს, რა­ტომ არ შეც­ვა­ლეს მი­ნის­ტრე­ბიო და ესეც კარ­გია, რომ უკვე მთე­ლი გუნ­დი დარ­ჩა მთავ­რო­ბა­ში, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ... ეს პრე­მი­ერ­მა არ ისურ­ვა, ვი­ღა­ცე­ებს ილუ­ზი­ე­ბი აქვთ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ახ­ვია თავს თა­ვი­სი აზ­რიო, მაგ­რამ არ იყო ასე, ხო არ და­ვი­ფი­ცებ.

რამ­დენ­ჯერ­მე და­ვუს­ვი კი­თხვა გი­ორ­გის, თუ ვის შეც­ვლას აპი­რებ­და. ჰქონ­და რა­ღაც კი­თხვე­ბი, რაც სა­ჯა­როდ არ ით­ქმის, ჰქონ­და რა­ღაც გეგ­მე­ბი, რა­ზეც ჰქონ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ბო­ლოს ხელს რომ ვა­წერ­დი მის წარ­დგე­ნა­ზე, მი­თხრა, არა­ვის შევ­ცვლი, მე მომ­წონს ეს გუნ­დიო.

გუნ­დი არ სა­ჭი­რო­ებს გა­მოც­ვლას, გა­მოც­დი­ლე­ბი და მო­მარ­თუ­ლე­ბი არი­ან. რო­დე­საც კაცს პრე­ტენ­ზია გაქვს, რომ და­ურ­ე­კო და რამე გა­უს­წო­რო, მა­შინ შენ პრე­ტენ­ზია უნდა გქონ­დეს, რომ შენ ხარ ბოლო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. მე ჩემს თავს ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ. ვფიქ­რობ, თა­ვა­დაც და­ი­ცა­ვენ ამ წე­სებს, რა­ზეც შევ­თან­ხმდით" - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mdaa
267

კაცი რომ ადამიანია ბიძინამ დაამტკიცა. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, ბევრი თქვენნაირი ჩვენს ქვეყანას, უკეთესი და უკეთესი ახალი თაობა დაა სულ ნაკლები და ნაკლები აი ისინი, არ მინდა მათი ხსენებაც კი.

mimino
94

ბიძგვინა, იგრძენი ხომ.... ჯერ სად ხარ, მალე შეიგრძნობ... 30 იანვრიდან დაიწყება არ დავიწყება შენთვის... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

ბიძინა ივანიშვილის თქმით, არსებობს შიში და ეჭვი იმისა, რომ "ლიდერის წასვლის შემდეგ გუნდში ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყონ".

ამის შესახებ მან "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმის შიში და ეჭვიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა. ეს ერთ-ერთი ხიფათია, რაც ახლავს გუნდს, ლიდერის გარეშე. ამაზე გპასუხობთ, რომ იქ შეუძლიათ უჩემოდაც გამოიმუშაონ საღი აზრი. ამას თვეების განმვლობაში ვაჩვევდი. მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერეოდი" - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე არ ჩარეულა არჩევნების შემდეგ მთავრობის შემადგენლობის შერჩევაში. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, გიორგი გახარიამ მოინდომა, რომ გუნდი იგივე შემადგენლობით დარჩენილიყო.

"მშვენივრად მართავდა მთავრობის მეთაური, შერჩეულ მინისტრებთან ერთად ყველაფერს. ბევრს უკვირს, რატომ არ შეცვალეს მინისტრებიო და ესეც კარგია, რომ უკვე მთელი გუნდი დარჩა მთავრობაში, არჩევნების შემდგომ... ეს პრემიერმა არ ისურვა, ვიღაცეებს ილუზიები აქვთ, რომ ივანიშვილმა მოახვია თავს თავისი აზრიო, მაგრამ არ იყო ასე, ხო არ დავიფიცებ.

რამდენჯერმე დავუსვი კითხვა გიორგის, თუ ვის შეცვლას აპირებდა. ჰქონდა რაღაც კითხვები, რაც საჯაროდ არ ითქმის, ჰქონდა რაღაც გეგმები, რაზეც ჰქონდა თავისუფლება. ბოლოს ხელს რომ ვაწერდი მის წარდგენაზე, მითხრა, არავის შევცვლი, მე მომწონს ეს გუნდიო.

გუნდი არ საჭიროებს გამოცვლას, გამოცდილები და მომართულები არიან. როდესაც კაცს პრეტენზია გაქვს, რომ დაურეკო და რამე გაუსწორო, მაშინ შენ პრეტენზია უნდა გქონდეს, რომ შენ ხარ ბოლო ჭეშმარიტება. მე ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ. ვფიქრობ, თავადაც დაიცავენ ამ წესებს, რაზეც შევთანხმდით" - აღნიშნა ივანიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე

"ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი" - თორნიკე შარაშენიძე