კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა - "ჩემ ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან"
ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა - "ჩემ ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან"

მო­დელ­მა ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა, რომ­ლის სა­ხე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლის შემ­დეგ გა­ი­გო, სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მლის ბრენ­დი და­ა­ფუძნა. ტან­საც­მლის ხაზი, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო და ზრდას­რუ­ლე­ბის სპორ­ტულ სა­მოსს აწარ­მო­ებს, მო­დე­ლის სა­ხელს ატა­რებს, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი კი NEKA-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია.

ბრენ­დის და­ფუძ­ნე­ბის შე­სა­ხებ უფრო ვრცლად მო­დელ­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა "იმე­დის დღე­ში" ისა­უბ­რა.

"ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ­დი და დიდი ხა­ნია მინ­დო­და ჩემი ბრენ­დი შე­მექ­მნა. მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ არ მქონ­და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დრო, რად­გან საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია. პან­დე­მი­ის დროს, რო­გორც ყვე­ლა, ჩემი სა­მო­დე­ლო საქ­მე შე­ნე­ლე­ბუ­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და შე­სა­ფე­რი­სი დრო იყო შე­მექ­მნა ჩემი კო­ლექ­ცია.

ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რი, ბევ­რი ბრენ­დი ასე იწყებს - როცა რა­ღაც გინ­და, ეძებ და არ არის, გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი გა­ა­კე­თო. სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი, თბი­ლი, სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კის სა­მო­სი მინ­დო­და, და­ვი­წყე მო­ძი­ე­ბა და ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე. გა­ვა­კე­თეთ 12 სხვა­დას­ხვა მო­დე­ლი, პრინ­ტებ­ზე კი ლი­ცენ­ზია გვაქვს ნა­ყი­დი. კო­ლექ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, გა­ვე­დი შუ­ა­მა­ვალ კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ექ­სპორტზე გა­ვი­ტა­ნოთ პრო­დუქ­ცია. მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ ჩვე­ნი სა­თა­ვო ოფი­სი გა­და­ვი­დეს ნიუ იორკში და იქ მოხ­დეს კო­ლექ­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, რად­გან იქ არის ჩვე­ნი შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია.

ეს არის ჰუ­დე­ბი, სპორ­ტუ­ლი ორე­უ­ლე­ბი, კაბა-ჰუ­დე­ბი... პრინ­ტე­ბი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და რე­ცხვა­ში არ ფუჭ­დე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლე­ბი არის დათ­ბი­ლუ­ლი და ფე­რებ­ში ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს" - აღ­ნიშ­ნა დო­რო­ყაშ­ვილ­მა და გან­მარ­ტა, რომ სა­მო­სი მი­სი­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ატე­ლი­ე­ში იკე­რე­ბა.

მო­დელ­მა არ ისურ­ვა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და გა­სულ წელს მისი ოჯა­ხის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე ესა­უბ­რა, თუმ­ცა შე­კი­თხვა­ზე, გულ­შე­მატ­კივ­რობს თუ არა ჩოგ­ბურთს, რო­გორც სპორ­ტს, უპა­სუ­ხა:

"ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ყუ­რებ­ლად არ მცა­ლია, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა გა­დარ­თუ­ლი ვარ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, თუმ­ცა თუ გა­დის ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში, ვუ­ყუ­რებ" - აღ­ნიშ­ნა დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­ხალ­წლო კო­ლექ­ცი­ის შემ­დეგ, NEKA-ს ბრენ­დი სა­გა­ზა­ფხუ­ლო კო­ლექ­ცი­ის შექ­მნა­ზე და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას. მო­დე­ლი­სა და დი­ზა­ი­ნე­რის თქმით, მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს სა­კუ­თა­რი კოს­მე­ტი­კუ­რი ხა­ზიც გა­ა­კე­თოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, მას შემ­დეგ რაც დო­რო­ყაშ­ვილ­მა 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­კუ­თა­რი ბრენ­დის და­ფუძ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, ბევ­რი კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის მოს­მე­ნაც მო­უხ­და. გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი მისი ბიზ­ნე­სის ფი­ნან­სუ­რი კა­პი­ტა­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის გა­მოც დო­რო­ყაშ­ვილს გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბაც კი მო­უხ­და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

"ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მომ­წე­რა პი­რად­ში ან მი­უ­ძღვნა სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი ჩემს გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ კი­დევ მი­წევს ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი და ვინ­მეს­თვის რა­მის ახ­სნა, ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, რო­დე­საც სი­მარ­თლე შენს მხა­რეს არის, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა გან­წყო­ბე­ბი ჭარ­ბობს. სა­წყე­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბა სუ­ფევს და ძა­ლი­ან ძნე­ლია ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, მი­თუ­მე­ტეს პან­დე­მი­ის აკ­რძალ­ვე­ბის და შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი მა­ინც ახერ­ხებს სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს­წა­მო­წყე­ბას ჩა­უ­ყა­როს სა­ფუძ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ახერ­ხებს ბიზ­ნე­სის გა­მარ­თვას, მას კი ამის­თვის კი­ცხა­ვენ...

დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი პლატ­ფორ­მა არ­სე­ბობს კა­პი­ტა­ლის მო­სა­ზი­დად ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბი­სათ­ვის. თუ საკ­მა­რის ენერ­გი­ას, შრო­მას და თავ­და­უ­ზო­გავ ძა­ლის­ხმე­ვას ჩა­დებ ადა­მი­ანს შე­გიძ­ლია ნუ­ლი­დან შე­ად­გი­ნო ბიზ­ნეს გეგ­მა, შექ­მნა პრო­ტო­ტი­პი, მო­ი­ზი­დო კა­პი­ტა­ლი, და­ი­წყო ბიზ­ნე­სი და შემ­დეგ თავ­და­უ­ზო­გა­ვი და გა­უ­ჩე­რე­ბე­ლი შრო­მის ხარ­ჯზე შეძ­ლო შენი გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა. მათ­თვის ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ჩემი ბიზ­ნე­სის ფი­ნან­სუ­რი ის­ტო­რი­ით მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ფი­ნან­სებ­თან..." - წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

აუფ ნიკას ფული თუ არ დევს? შენ რითი იშოვე? კაცი თუ გავიწროვებდა, გცემდა გკლავდა, როდისღა მოასწარი ბიზნესის ასაწყობი ფულის შოვნა, ჩიტმა მოგიტანა? 45 წლის ვარ 2 ადგილზე ვმუშაობ ბინაც არ მაქვს ბოლომდე გადახდილი:)))) რა ბიზნესის ფული

ნეკას
32

უჰ, რას ამბობ, საწყაკი, სულ კაპიკ-კაპიკ აგროვე არა??? ნიკას ცოლობამ გაგხადა ცნობადი და მისმა ფინანსებმა..დაანებე იმ ბიჭს თავი და წადი შენი გზით რაა ბიზნესვუმენო ნეკა..

ავტორი:

ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა - "ჩემ ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან"

ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა - "ჩემ ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან"

მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა, რომლის სახელიც საზოგადოებამ ბოლო პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური სკანდალის შემდეგ გაიგო, სპორტული ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა. ტანსაცმლის ხაზი, რომელიც საბავშვო და ზრდასრულების სპორტულ სამოსს აწარმოებს, მოდელის სახელს ატარებს, ნეკა დოროყაშვილი კი NEKA-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია.

ბრენდის დაფუძნების შესახებ უფრო ვრცლად მოდელმა და დიზაინერმა "იმედის დღეში" ისაუბრა.

"ბავშვობიდან ვხატავდი და დიდი ხანია მინდოდა ჩემი ბრენდი შემექმნა. მაგრამ ისე მოხდა, რომ არ მქონდა ამისთვის შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ შრომატევადი პროცესია. პანდემიის დროს, როგორც ყველა, ჩემი სამოდელო საქმე შენელებული ტემპით მიმდინარეობდა და შესაფერისი დრო იყო შემექმნა ჩემი კოლექცია.

ბევრი დიზაინერი, ბევრი ბრენდი ასე იწყებს - როცა რაღაც გინდა, ეძებ და არ არის, გიჩნდება სურვილი გააკეთო. საახალწლო განწყობისთვის კომფორტული, თბილი, საახალწლო თემატიკის სამოსი მინდოდა, დავიწყე მოძიება და ქართულ ბაზარზე ვერაფერი ვნახე. გავაკეთეთ 12 სხვადასხვა მოდელი, პრინტებზე კი ლიცენზია გვაქვს ნაყიდი. კოლექციის დაწყებამდე, გავედი შუამავალ კომპანიებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ექსპორტზე გავიტანოთ პროდუქცია. მომავალში ვგეგმავთ ჩვენი სათავო ოფისი გადავიდეს ნიუ იორკში და იქ მოხდეს კოლექციების წარმოება, რადგან იქ არის ჩვენი შუამავალი კომპანია.

ეს არის ჰუდები, სპორტული ორეულები, კაბა-ჰუდები... პრინტები მაღალი ხარისხისაა და რეცხვაში არ ფუჭდება, მატერიალები არის დათბილული და ფერებში ფართო არჩევანი გვაქვს" - აღნიშნა დოროყაშვილმა და განმარტა, რომ სამოსი მისივე დაფუძნებულ ატელიეში იკერება.

მოდელმა არ ისურვა პირად ცხოვრებაზე და გასულ წელს მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ სკანდალურ მოვლენებზე ესაუბრა, თუმცა შეკითხვაზე, გულშემატკივრობს თუ არა ჩოგბურთს, როგორც სპორტს, უპასუხა:

"ტელევიზორის საყურებლად არ მცალია, ბოლო რამდენიმე თვეა გადართული ვარ ჩემს საქმიანობაზე, თუმცა თუ გადის ჩოგბურთის თამაში, ვუყურებ" - აღნიშნა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, საახალწლო კოლექციის შემდეგ, NEKA-ს ბრენდი საგაზაფხულო კოლექციის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას. მოდელისა და დიზაინერის თქმით, მომავალში გეგმავს საკუთარი კოსმეტიკური ხაზიც გააკეთოს.

აღსანიშნავია რომ, მას შემდეგ რაც დოროყაშვილმა 2020 წლის დეკემბერში საკუთარი ბრენდის დაფუძნების შესახებ განაცხადა, ბევრი კრიტიკული გამოხმაურების მოსმენაც მოუხდა. გაჩნდა კითხვები მისი ბიზნესის ფინანსური კაპიტალის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რის გამოც დოროყაშვილს განმარტების გაკეთებაც კი მოუხდა "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა პირადში ან მიუძღვნა საჯარო კომენტარი ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა, რომ კიდევ მიწევს ამ თემებზე საუბარი და ვინმესთვის რამის ახსნა, ძალიან შემაწუხებელია, როდესაც სიმართლე შენს მხარეს არის, თუმცა საზოგადოებაში სხვა განწყობები ჭარბობს. საწყენია, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი გაჭირვება სუფევს და ძალიან ძნელია ბიზნესის კეთება ახალგაზრდა ადამიანებისათვის, მითუმეტეს პანდემიის აკრძალვების და შეზღუდვების პირობებში ადამიანი მაინც ახერხებს საინტერესო ბიზნესწამოწყებას ჩაუყაროს საფუძველი და ძალიან მოკლე დროში ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ახერხებს ბიზნესის გამართვას, მას კი ამისთვის კიცხავენ...

დღეს ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს კაპიტალის მოსაზიდად ბიზნესის წამოწყებისათვის. თუ საკმარის ენერგიას, შრომას და თავდაუზოგავ ძალისხმევას ჩადებ ადამიანს შეგიძლია ნულიდან შეადგინო ბიზნეს გეგმა, შექმნა პროტოტიპი, მოიზიდო კაპიტალი, დაიწყო ბიზნესი და შემდეგ თავდაუზოგავი და გაუჩერებელი შრომის ხარჯზე შეძლო შენი გეგმის სისრულეში მოყვანა. მათთვის ვინც დაინტერესებულია ჩემი ბიზნესის ფინანსური ისტორიით მას არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან..." - წერს დოროყაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.