მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს
„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს

„რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო“ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მებ­რძო­ლი მე­დი­კო­სე­ბის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს და კო­ვიდ კლი­ნი­კებ­ში მო­მუ­შა­ვე მედ­პერ­სო­ნალს ლან­ჩით უზ­რუნ­ველ­ჰყოფს.

„რომ­პეტ­რო­ლი“ აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს კაფე „ამო რა“-ს ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, სა­დაც კლი­ნი­კებ­ში გა­საგ­ზავ­ნი 1000 “ლანჩბოქ­სი” მომ­ზად­დე­ბა. “ლანჩბოქ­სებს” თან და­ერ­თვე­ბა „რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს” თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის სა­ხე­ლით გამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მად­ლო­ბე­ლი მე­სი­ჯე­ბი, ამ­გვა­რად რომ­პეტ­რო­ლის ყო­ვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი პი­რა­დად შეძ­ლებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დოს თავ­და­დე­ბულ ექი­მებ­სა და მედ­პერ­სო­ნალს, რომ­ლე­ბიც კო­ვიდ კლი­ნი­კებ­სა და ცხე­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში მუ­შა­ო­ბენ.

„რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს“ გუნ­დმა, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა - 13000 ლარი „რომ­პეტ­რო­ლის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ხალ­წლო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა. კორ­პო­რა­ტი­ულ კონ­კურ­სში ყვე­ლა ის ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც „რომ­პეტ­რო­ლი“ ოპე­რი­რებს.

„რომ­პეტ­რო­ლი“ ყო­ველ წელს გრან­დი­ო­ზულ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბას აწყობს, რო­მე­ლიც რუ­მი­ნეთ­ში იმარ­თე­ბა და მას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის 5000-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი ეს­წრე­ბა. კო­ვიდ პან­დე­მი­ის გამო, წელს ღო­ნის­ძი­ე­ბამ უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა­ტი შე­ი­ძი­ნა. ის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნი­ლი კლი­პე­ბის ჩვე­ნე­ბა გა­მარ­თა სა­კონ­კურ­სო თე­მა­ზე: „რომ­პეტ­რო­ლის ოჯა­ხი, ერ­თო­ბა, თა­ნად­გო­მა, შობა“. გა­მარ­ჯვე­ბულ ქვე­ყა­ნას ერ­გე­ბო­და ბი­უ­ჯე­ტი მის­თვის სა­სურ­ვე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მელ­საც ქვეყ­ნე­ბი კონ­კურ­სის და­წყე­ბამ­დე წა­რად­გენ­დნენ. „რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს“ გუნ­დმა საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­მარ­თუ­ლე­ბად ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ-პან­დე­მი­ას­თან მებ­რძო­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლის თა­ნად­გო­მა და მათ მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა აირ­ჩია.“ - აცხა­დებს „რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ო­ნა შა­ლამ­ბე­რი­ძე.

„რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს“ გუნ­დმა ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნი­ლი სა­კონ­კურ­სო კლი­პი წა­რად­გი­ნა, რო­მელ­მაც ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

„სა­კონ­კურ­სო კლი­პის გმი­რი ჩვე­ნი ჩამ­სხმე­ლი ოპე­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რო­ებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე სრუ­ლი­ად მარ­ტო ელის შო­ბის დად­გო­მას, თუმ­ცა მისი სევ­დი­ა­ნი გან­წყო­ბა უეც­რად იც­ვლე­ბა, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად „რომ­პეტ­რო­ლის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უერ­თდე­ბი­ან და შო­ბას მას­თან ერ­თად ხვდე­ბი­ან.“ - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

„რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლომ“ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს და­სახ­მა­რებ­ლად მი­მარ­თუ­ლი სხვა პრო­ექ­ტე­ბიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. კომ­პა­ნი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა კო­ვიდ 19-თან ბრძო­ლა­ში და აპ­რილ­სა და მა­ის­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრს 60000 ლიტ­რი საწ­ვა­ვი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა. დე­კემ­ბრის თვე­ში კი „რომ­პეტ­რო­ლი“ მო­ხუ­ცე­ბულ­თა ჰოს­პისს - „ფე­რის­ცვა­ლე­ბა“-ს და­ეხ­მა­რა და 500 ლიტ­რი საწ­ვა­ვი სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. შე­დე­გად, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის - შინ ზრუნ­ვის პროგ­რა­მის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო.

„რომ­პეტ­რო­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მე-15 წე­ლია სტა­ბი­ლუ­რად და წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა, წარ­მო­ად­გენს საწ­ვა­ვის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს იმ­პორ­ტი­ორს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მომ­ხმა­რე­ბელს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის - ევრო 5 სტან­დარ­ტის საწ­ვავს სთა­ვა­ზობს. მისი მფლო­ბე­ლი ჯგუ­ფი KMG International-ი კი, 6000 თა­ნამ­შრომ­ლით, ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის 11 ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს და წარ­მო­ად­გენს შავი და ხმელ­თა­შუა ზღვე­ბის რე­გი­ო­ნებ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მსხვილ მო­თა­მა­შეს.

R

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიშერ ასათიანი
4

რომპეტროლს: კოვიდს საქართველოს რეგიონების კლინიკებშიც ებრძვიან.აქ ლანჩზე არავის წყდება გული. უბრალოდ,ლენჩობა არ გამოგივიდეთ

გელა
0

კაი საქმის კეთებას არაფერი ჯობია მარა.ეს ფასები რო გაბერილი აქვთ დააკლონ და მერე ვისაუბროთ ხალხზე მზრუნველობაზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს

„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს

„რომპეტროლ საქართველო“ პანდემიის პერიოდში მებრძოლი მედიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და კოვიდ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს ლანჩით უზრუნველჰყოფს.

„რომპეტროლი“ აღნიშნულ პროექტს კაფე „ამო რა“-ს ჩართულობით განახორციელებს, სადაც კლინიკებში გასაგზავნი 1000 “ლანჩბოქსი” მომზადდება. “ლანჩბოქსებს” თან დაერთვება „რომპეტროლ საქართველოს” თითოეული თანამშრომლის სახელით გამზადებული სამადლობელი მესიჯები, ამგვარად რომპეტროლის ყოველი თანამშრომელი პირადად შეძლებს მადლობა გადაუხადოს თავდადებულ ექიმებსა და მედპერსონალს, რომლებიც კოვიდ კლინიკებსა და ცხელების ცენტრებში მუშაობენ.

„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა - 13000 ლარი „რომპეტროლის“ საერთაშორისო საახალწლო კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა. კორპორატიულ კონკურსში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც „რომპეტროლი“ ოპერირებს.

„რომპეტროლი“ ყოველ წელს გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებას აწყობს, რომელიც რუმინეთში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი ესწრება. კოვიდ პანდემიის გამო, წელს ღონისძიებამ უჩვეულო ფორმატი შეიძინა. ის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, სადაც ყველა ქვეყანამ თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი კლიპების ჩვენება გამართა საკონკურსო თემაზე: „რომპეტროლის ოჯახი, ერთობა, თანადგომა, შობა“. გამარჯვებულ ქვეყანას ერგებოდა ბიუჯეტი მისთვის სასურველი საქველმოქმედო აქტივობის განსახორციელებლად, რომელსაც ქვეყნები კონკურსის დაწყებამდე წარადგენდნენ. „რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა საქველმოქმედო მიმართულებად ამჯერად საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან მებრძოლი მედპერსონალის თანადგომა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა აირჩია.“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.

„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა ონლაინ ღონისძიებაზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კლიპი წარადგინა, რომელმაც ხმათა უმრავლესობით გამარჯვება მოიპოვა.

„საკონკურსო კლიპის გმირი ჩვენი ჩამსხმელი ოპერატორია, რომელიც სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბენზინგასამართ სადგურზე სრულიად მარტო ელის შობის დადგომას, თუმცა მისი სევდიანი განწყობა უეცრად იცვლება, როდესაც მოულოდნელად „რომპეტროლის“ თანამშრომლები უერთდებიან და შობას მასთან ერთად ხვდებიან.“ - აცხადებენ კომპანიაში.

„რომპეტროლ საქართველომ“ პანდემიის პერიოდში სამედიცინო სფეროს დასახმარებლად მიმართული სხვა პროექტებიც განახორციელა. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში და აპრილსა და მაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. დეკემბრის თვეში კი „რომპეტროლი“ მოხუცებულთა ჰოსპისს - „ფერისცვალება“-ს დაეხმარა და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად გადასცა. შედეგად, პანდემიის პერიოდში დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - შინ ზრუნვის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელება უზრუნველყო.

„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.

R

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ისჯება კანონით!

სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

KTW ჯგუფმა 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა