აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, თუკი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ორშაბათს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსსა და დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მოუწოდებს, 25-ე შესწორება აამოქმედონ და პრეზიდენტი გადააყენონ.
”ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის დასაცავად სასწრაფოდ ვიმოქმედებთ, რადგან ეს პრეზიდენტი ორივე მათგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს”, - აღნიშნა სპიკერმა.
მისივე თქმით, რეზოლუცია მაიკ პენსს 24 საათის განმავლობაში მოქმედებისკენ მოუწოდებს და თუკი ის უარს იტყვის, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს.
ამასთან, ნენსი პელოსიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 25-ე შესწორების ამოქმედების იდეა მოსწონს, მაგრამ განმარტა, რომ ერთ-ერთი მოტივაცია, რის გამოც ხალხი მხარს უჭერს იმპიჩმენტს, ის არის, რომ ტრამპს მომავალში გაპრეზიდენტების საშუალება აღარ მიეცეს.
“პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების საკითხს კონგრესში დიდი მხარდაჭერა აქვს,” - აღნიშნა ნენსი პელოსიმ.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ფრონტზე ვითარება განსაკუთრებით 6 იანვარს გართულდა. ეს ის დღეა, როდესაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენომაში შეიჭრნენ რა დროსაც სენატორთა სხდომა მიმდინარეობდა - მათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ. მომხდარში "დემოკრატებმა", ასევე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი დაადანაშაულეს და მას თავისი მხარდამჭერების წაქეზებაში დასდეს ბრალი.
6 იანვრის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ.
იმპიჩმენტი კი არა, დასაჭერია...არია მთელი მსოფლიო, ამერიკა რუსებს ჩაუგდო ხელში, ჩინელები გადაამტერა მთელ დედამიწას. ეს გაუმაძღარი ოლიგარქები დაღუპავენ კაცობრიობას, თუ დროზე არ გაანეიტრალეს ნამდვილმა პოლიტიკოსებმა.