პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გაცნობისას თვალში დიდად არ მომხვედრია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შეყვარებული იქნებოდა" - რაჭული სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცნობილ ნაძვის ხესთან
"გაცნობისას თვალში დიდად არ მომხვედრია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შეყვარებული იქნებოდა" - რაჭული სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცნობილ ნაძვის ხესთან

შო­ბის ღამე, რაჭა, სო­ფე­ლი ნა­მა­ნე­ვი, ულა­მა­ზე­სი ნაძ­ვის ხე და მის ფონ­ზე გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხელს სთხოვს, - ეს იმ რო­მან­ტი­კუ­ლი ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და.

არა­და, რა­ჭა­ში დად­გმულ იმ ულა­მა­ზეს ნაძ­ვის ხეზე და მის ავ­ტორ­ზე წინა დღეს AMBEBI.GE წერ­და. ფაქ­ტია, რომ ეს სა­ა­ხალ­წლო სა­ოც­რად მორ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს რა­ღაც­ნა­ი­რად და­ემ­თხვა. ისიც ფაქ­ტია, რომ ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბე­ბი მხო­ლოდ და­დე­ბით ემო­ცი­ებს იწ­ვევს.

ჩვენ ვი­პო­ვეთ ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი წყვი­ლი, ისი­ნი ამ­ბრო­ლა­უ­რის მკვიდ­რნი აღ­მოჩ­დნენ.

- ეს ამ­ბა­ვი თუ მოხ­დე­ბო­და, ამა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. იქ ნაძ­ვის ხის სა­ნა­ხა­ვად წა­მიყ­ვა­ნეს, რად­გა­ნაც მისი ნახ­ვა ყვე­ლას გვინ­დო­და, მას მერე, რაც გა­ვი­გეთ, რომ ჩვენ­თან, რა­ჭა­ში, ასე­თი ნაძ­ვის ხე იყო.

მოკ­ლედ, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იმ დღეს თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­დი­ო­და და მი­თხრა, წა­ვი­დე­თო. შობა დგე­ბო­და. მეც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ვე­დი, ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვნენ - ორი და­ქა­ლი, ორი ძმა­კა­ცი, ჩემი ძმა. ნა­მა­ნევ­ში რომ ავე­დით და ნაძ­ვის ხე რომ და­ვი­ნა­ხე, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მო­მინ­და. მერე მან­ქა­ნი­დან უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი და უეც­რად მუ­სი­კა ჩა­ირ­თო, მაშ­ხა­ლე­ბი აინ­თო და ჩემ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ცო­ლად გა­მომ­ყე­ვიო - მი­თხრა.

ხომ გი­თხა­რით, ჩვე­ნი საძ­მა­კა­ცო, სა­და­ქა­ლო, ვი­საც ჩვე­ნი ბედ­ნი­რე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბო­და, ყვე­ლა უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი იქ იყო. ზოგ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ გუ­ლით და სუ­ლით იქ იყ­ვნენ...

- რო­დის და რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი?

- ირაკ­ლი დოხ­ნა­ძე ჩემი ნა­თე­სა­ვის ძმა­კა­ცია და ერ­თმა­ნე­თი პარკში გა­ვი­ცა­ნით. პირ­ველ დღეს თვალ­ში დი­დად არ მომ­ხვედ­რია. ვერც იმას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მას­თან მე­გობ­რო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, ან ის ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო.

რომ გა­ვი­ცა­ნი, 2019 წლის ივ­ნი­სი იყო, შემ­დეგ ბა­კუ­რი­ან­ში წა­ვე­დი და მაგ დროს და­მა­მა­ტა მე­გობ­რებ­ში. მწერ­და ხოლ­მე და ბო­ლოს ისე კარ­გად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს, რომ ბა­კუ­რი­ა­ნი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, შემ­დეგ უკვე სიყ­ვა­რუ­ლი ამიხ­სნა. ირაკ­ლი წარ­მო­შო­ბით ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან არის, მაგ­რამ ახლა თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

- ამ აბ­დღვი­ა­ლე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხის შე­სა­ხებ რო­გორ გა­ი­გეთ?

- რაჭ­ვე­ლე­ბი კი ვართ და რა­ჭა­შიც ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ მის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქი­დან" შე­ვი­ტყე. ყვე­ლა აზი­ა­რებ­და მის ფო­ტოს და მიკ­ვირ­და, რო­გორ არ ვიცი ეს სო­ფე­ლი, სა­დაა-მეთ­ქი? ამი­ტომ უფრო და­ვინ­ტე­რეს­დით, სო­ფე­ლიც გვე­ნა­ხა და ნაძ­ვის ხეც, სად იყო. მოკ­ლედ, იქ წას­ვლა ამი­ტომ მოგ­ვინ­და. თა­ვი­დან ჩვენ­გან ახ­ლოს გვე­გო­ნა, მაგ­რამ არც ისე ახ­ლო­საა, ამა­სო­ბა­ში, ბევ­რი ისე­თი სო­ფე­ლი გა­ვი­ცა­ნი, სა­დაც ნამ­ყო­ფი არც ვი­ყა­ვი...

- ქორ­წი­ნე­ბას რო­დის აპი­რებთ?

- 2-3 თვე­ში... მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ. ცუდი არა­ვის­თვის მინ­და, ყვე­ლას სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ, გვერ­დში ვუდ­გა­ვარ ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებს, სი­კე­თით ვცხოვ­რობ, სხვი­სი კარ­გად ყოფ­ნა მი­ხა­რია. თუმ­ცა ჩემს მი­მართ სით­ბოს და სიყ­ვა­რულ­საც ვგრძნობ, ეს იმ დღე­საც გა­მოჩ­ნდა - უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო ჩვენ გვერ­დით, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა ახა­რებთ.

AMBEBI.GE ნაძ­ვის ხის ავ­ტორს, ვანო ჭე­ლი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე თბი­ლი­სის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის ავ­ტო­რი­ცაა და მას­ზე, რო­გორც გი­თხა­რით, ცოტა ხნის წინ ვწერ­დით.

ვანო ჭე­ლი­ძე:

- ეს ნაძ­ვის ხე სოფ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის არ და­მიდ­გამს, მაგ­რამ სოფ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია კი მაქვს და­გეგ­მი­ლი. მინ­და იქ რა­ღაც მოხ­დეს, ცხოვ­რე­ბა მე­ტად გა­მო­ცო­ცხლდეც. ერთი უწყი­ნა­რი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი სო­ფე­ლი იყო, სა­დაც ნაძ­ვის ხე მხო­ლოდ იმის­თვის დავ­დგი, რომ სო­ფელ­ში სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა შე­მექ­მნა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და.

ვი­დეო რომ ვნა­ხე, ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა, ზოგი ამ­ბობ­და, დამ­ბუ­რძგლაო - ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა რა­ღა­ცას ქმნი და მერე ის ხალ­ხს მოს­წონს, რა­ღა­ცად გა­და­იქ­ცე­ვა, მის გარ­შე­მო რა­ღაც ამ­ბე­ბი ხდე­ბა... თურ­მე ხალ­ხი ადის ნა­მა­ნევ­ში და იქა­უ­რო­ბას ათ­ვა­ლი­ე­რებს, დიდი მის­ვლა-მოს­ვლა შე­იქ­მნა, რაც კარ­გი ამ­ბა­ვია და მე მსი­ა­მოვ­ნებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
16

ბავშვებო ულევი ბედნიერება და სიხარული თქვენ

 

-----------
2

raWas yvelferi uxdeba

ავტორი:

"გაცნობისას თვალში დიდად არ მომხვედრია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შეყვარებული იქნებოდა" - რაჭული სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცნობილ ნაძვის ხესთან

"გაცნობისას თვალში დიდად არ მომხვედრია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შეყვარებული იქნებოდა" - რაჭული სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცნობილ ნაძვის ხესთან

შობის ღამე, რაჭა, სოფელი ნამანევი, ულამაზესი ნაძვის ხე და მის ფონზე გოგონას შეყვარებული ხელს სთხოვს, - ეს იმ რომანტიკული ვიდეოში ასახული ამბავია, რომელიც ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

არადა, რაჭაში დადგმულ იმ ულამაზეს ნაძვის ხეზე და მის ავტორზე წინა დღეს AMBEBI.GE წერდა. ფაქტია, რომ ეს საახალწლო საოცრად მორთული ნაძვის ხე ადამიანების ყურადღებას იქცევს და ეს ყველაფერი ერთმანეთს რაღაცნაირად დაემთხვა. ისიც ფაქტია, რომ ეს სასიხარულო ამბები მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს.

ჩვენ ვიპოვეთ ახლად დანიშნული წყვილი, ისინი ამბროლაურის მკვიდრნი აღმოჩდნენ.

- ეს ამბავი თუ მოხდებოდა, ამაზე წარმოდგენა არ მქონდა, მოულოდნელი იყო. იქ ნაძვის ხის სანახავად წამიყვანეს, რადგანაც მისი ნახვა ყველას გვინდოდა, მას მერე, რაც გავიგეთ, რომ ჩვენთან, რაჭაში, ასეთი ნაძვის ხე იყო.

მოკლედ, ჩემი შეყვარებული იმ დღეს თბილისიდან ჩამოდიოდა და მითხრა, წავიდეთო. შობა დგებოდა. მეც სამსახურიდან გამოვედი, ჩვენთან ერთად იყვნენ - ორი დაქალი, ორი ძმაკაცი, ჩემი ძმა. ნამანევში რომ ავედით და ნაძვის ხე რომ დავინახე, ფოტოების გადაღება მომინდა. მერე მანქანიდან უნდა გადავსულიყავი და უეცრად მუსიკა ჩაირთო, მაშხალები აინთო და ჩემმა შეყვარებულმა ცოლად გამომყევიო - მითხრა.

ხომ გითხარით, ჩვენი საძმაკაცო, სადაქალო, ვისაც ჩვენი ბედნირება გაუხარდებოდა, ყველა უახლოესი ადამიანი იქ იყო. ზოგმა ვერ მოახერხა, მაგრამ გულით და სულით იქ იყვნენ...

- როდის და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?

- ირაკლი დოხნაძე ჩემი ნათესავის ძმაკაცია და ერთმანეთი პარკში გავიცანით. პირველ დღეს თვალში დიდად არ მომხვედრია. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მასთან მეგობრობას გავაგრძელებდი, ან ის ჩემი შეყვარებული შეიძლებოდა ყოფილიყო.

რომ გავიცანი, 2019 წლის ივნისი იყო, შემდეგ ბაკურიანში წავედი და მაგ დროს დამამატა მეგობრებში. მწერდა ხოლმე და ბოლოს ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რომ ბაკურიანიდან რომ ჩამოვედი, შემდეგ უკვე სიყვარული ამიხსნა. ირაკლი წარმოშობით ამბროლაურიდან არის, მაგრამ ახლა თბილისში ცხოვრობს.

- ამ აბდღვიალებული ნაძვის ხის შესახებ როგორ გაიგეთ?

- რაჭველები კი ვართ და რაჭაშიც ვცხოვრობთ, მაგრამ მის შესახებ "ფეისბუქიდან" შევიტყე. ყველა აზიარებდა მის ფოტოს და მიკვირდა, როგორ არ ვიცი ეს სოფელი, სადაა-მეთქი? ამიტომ უფრო დავინტერესდით, სოფელიც გვენახა და ნაძვის ხეც, სად იყო. მოკლედ, იქ წასვლა ამიტომ მოგვინდა. თავიდან ჩვენგან ახლოს გვეგონა, მაგრამ არც ისე ახლოსაა, ამასობაში, ბევრი ისეთი სოფელი გავიცანი, სადაც ნამყოფი არც ვიყავი...

- ქორწინებას როდის აპირებთ?

- 2-3 თვეში... მინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. ცუდი არავისთვის მინდა, ყველას სიკეთეს ვუსურვებ, გვერდში ვუდგავარ ხოლმე ადამიანებს, სიკეთით ვცხოვრობ, სხვისი კარგად ყოფნა მიხარია. თუმცა ჩემს მიმართ სითბოს და სიყვარულსაც ვგრძნობ, ეს იმ დღესაც გამოჩნდა - უამრავი ადამიანი იყო ჩვენ გვერდით, რომლებსაც ჩვენი ბედნიერება ახარებთ.

AMBEBI.GE ნაძვის ხის ავტორს, ვანო ჭელიძესაც დაუკავშირდა, რომელიც ასევე თბილისის მთავარი ნაძვის ხის ავტორიცაა და მასზე, როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ ვწერდით.

ვანო ჭელიძე:

- ეს ნაძვის ხე სოფლის პოპულარიზაციისთვის არ დამიდგამს, მაგრამ სოფლის პოპულარიზაცია კი მაქვს დაგეგმილი. მინდა იქ რაღაც მოხდეს, ცხოვრება მეტად გამოცოცხლდეც. ერთი უწყინარი, არაფრით გამორჩეული სოფელი იყო, სადაც ნაძვის ხე მხოლოდ იმისთვის დავდგი, რომ სოფელში საახალწლო განწყობა შემექმნა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა.

ვიდეო რომ ვნახე, ძალიან მესიამოვნა, ზოგი ამბობდა, დამბურძგლაო - ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას ქმნი და მერე ის ხალხს მოსწონს, რაღაცად გადაიქცევა, მის გარშემო რაღაც ამბები ხდება... თურმე ხალხი ადის ნამანევში და იქაურობას ათვალიერებს, დიდი მისვლა-მოსვლა შეიქმნა, რაც კარგი ამბავია და მე მსიამოვნებს.

"ნიუ ჰოსპიტალსში" აცხადებენ, რომ კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ

სოხუმში ყოფილი საკონდიტრო ქარხნის შენობაში მასშტაბური ხანძარი