სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა
"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა

ახა­ლი წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, ახა­ლი ტალ­ღა მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სის­ტე­მურ ნა­ბი­ჯებს, სის­ტე­მურ სო­ცი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმ მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კუთ­ვნი­ლი დახ­მა­რე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და დრო­უ­ლად მი­ი­ღონ.

„პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გაჩ­ნდა, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა იყო პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და ეკო­ნო­მი­კის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა. ეს იყო ის ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბი, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე, ეს იყო გა­ზა­ფხულ­ზე, ჩვენ წარ­ვუდ­გი­ნეთ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მთე­ლი რიგი ნა­ბი­ჯე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. დღეს მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრის შემ­დგომ, რო­დე­საც ჩვენ მიზ­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბის ახა­ლი ეტა­პი გა­ვა­ცა­ნით ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე ამ შე­ზღუდ­ვებ­თან ერ­თად გა­ვა­ცა­ნით სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც იყო ამ შე­ზღუდ­ვებ­ზე პა­სუ­ხი - ეს იყო ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, რომ­ლი­თაც უკვე ისარ­გებ­ლა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და­მე­თან­ხმე­ბა, 120 ათას­ზე მეტ­მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ, თუმ­ცა ამას­თან ერ­თად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახა­ლი წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, ახა­ლი ტალ­ღა მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს უკვე სის­ტე­მურ ნა­ბი­ჯებს, სის­ტე­მურ სო­ცი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა.

პირ­ვე­ლი, ეს გახ­ლავთ 1 200 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა პირ­ველ ეტაპ­ზე, ეს დახ­მა­რე­ბა გა­ი­ცე­მა და და­ი­წყო აღ­რი­ცხვა, იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი და არ იღე­ბენ ხელ­ფასს 2020 წლის დე­კემ­ბრი­დან.

ეს არის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. მე­ო­რე ნა­წი­ლი - ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც არის 65 000-დან 100 000 ქუ­ლამ­დე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის რან­გში, მათ ყო­ველ­თვი­უ­რად, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ 100 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა. ასე­ვე ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, 0-დან 100 ათას ქუ­ლამ­დე მყო­ფი, რო­მელ­საც ოჯახ­ში ჰყავს სამი ან მეტი შვი­ლი 16 წლამ­დე, მა­თაც 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად ექ­ნე­ბათ 100 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა. 18 წლამ­დე შშმ და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თვის, ასე­ვე ყო­ველ­თვი­უ­რად, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, იქ­ნე­ბა 100 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა. ამ სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პორ­ტფე­ლის ბი­უ­ჯე­ტი არის და­ახ­ლო­ე­ბით 610 მი­ლი­ო­ნი ლარი. გარ­და ამი­სა, იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნობ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, იმის­თვის, რომ მათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

მთა­ვა­რია ის, რომ დღე­ი­დან იწყე­ბა გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა იმ პუნ­ქტე­ბით, რო­მე­ლიც ახლა მე ჩა­მოვ­თვა­ლე. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ამის­თვის მზად არი­ან. არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა აქ არ უნდა იყოს. მთა­ვა­რია, რომ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, მათ, რომ­ლებ­მაც სამ­სა­ხუ­რე­ბი და­კარ­გეს და მათ, ვი­საც ეკუთ­ვნით ეს მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და დრო­უ­ლად მი­ი­ღონ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯის შე­დე­გად სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა,“- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?????
3

ვინც ვერც ადრე გაზაფხულზე მუშაობდა და ვერც შემოდგომაზე და ვერანაირი დახმარება ვერც გაზაფხულზე მიიღეს და ვერც ეხლა მიიღებენ ისი ამ ქვეყანაზე არ არსებობენ საერთოდ თუ რა არის, რაც არ ქონდათ რა სამუშაოს დაკარგავდნენ იმათზე ფიქრობს ვინმე საერთოდ?

Yliponzarandia
20

Magari daxmarebaa, amaze vocnebobdi mteli cxovreba

ავტორი:

"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა

"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა

ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.

„პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება. ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული. დღეს მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი - ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა.

პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან.

ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი - ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი. გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

მთავარია ის, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმა

მამუკა ხაზარაძე: "ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"