საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი და ჰქონდეს წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე" - რა ახალ საფრთხეებს უნდა ველოდოთ 2021 წელს რუსეთიდან
"რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი და ჰქონდეს წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე" - რა ახალ საფრთხეებს უნდა ველოდოთ 2021 წელს რუსეთიდან

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა დსთ-ს ქვეყ­ნებ­თან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ახა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მი­ხა­ილ პეტ­რი­ა­კო­ვი და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ასე­ვე იქ­ნე­ბა რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კას­პი­ის ზღვის მრა­ვალ­მხრივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პეტ­რი­ა­კოვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მოს­კო­ვის მიერ სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მებ­თან და­დე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა, მათ შო­რის, ე.წ. "სა­ზღვრის" სა­კი­თხებ­ზე, უკა­ნო­ნო იქ­ნე­ბა და ვერ წარ­მო­შობს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს. "სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში ვერ დად­გე­ბა მა­ნამ, სა­ნამ რუ­სე­თი აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას არ მო­ახ­დენს“, - ეწე­რა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში. რას გეგ­მავს რუ­სე­თი და რა ახა­ლი მზაკ­ვრუ­ლი მიზ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს 2021 წელს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?!

თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რა:

- პირ­ვე­ლი, დსთ-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო აღარ ვართ, 2008 წლის ომის შემ­დგომ მა­ლე­ვე დავ­ტო­ვეთ დსთ. მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ცოტა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე სა­ზღვრე­ბის დე­მარ­კა­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვინ იქ­ნე­ბა სა­ზღვრე­ბის დე­მარ­კა­ცი­ის თე­მა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, მი­უ­ხე­და­ვად მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­სა, წარ­სუ­ლი­სა, დსთ-ს ქვეყ­ნებ­თან რუ­სე­თის სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, ჩვენ არ­სე­ბი­თად ვე­რა­ფერს შეგ­ვიც­ვლის, რად­გან ჩვენ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა, რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მა გვაქვს. არ მგო­ნია, რომ რა­ი­მე მი­ზე­ზით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­და­ხედ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ პეტ­რი­ა­კოვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა, ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მას ეს და­ე­ვა­ლე­ბო­და. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ (არა პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან აქ პერ­სო­ნა­ლია არა­ფერს გა­და­წყვეტს, არა­მედ, თვი­თონ რუ­სე­თის, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი და წამ­ყვა­ნი) ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­თან ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა­მებრ სა­ზღვრის მო­ნიშ­ვნა მო­ახ­დი­ნოს, ანუ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იტყვის, რომ ეს პი­რო­ბი­თად, რუ­სეთ-სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სა­ზღვა­რია. მა­გა­ლი­თის­თვის რომ ვთქვათ, რო­კის გვი­რა­ბის სამ­ხრე­თით გა­ი­ა­როს რუ­სე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვარ­მა და შე­იძ­ლე­ბა, თე­ო­რი­ა­ში, რო­კის გვი­რა­ბი აღ­მოჩ­ნდეს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თა­ვად რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სით, სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვე­ბით და არა მა­გა­ლი­თად, პერ­სო­ნა­ლი­ით.

- სა­ერ­თოდ, დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცია პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ორ­მხრი­ვად ხდე­ბა...

- ეს რუ­სე­თის­თვის ცალ­მხრი­ვი პრო­ცე­სი სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იტყვის, რომ ის ესა­უბ­რე­ბა აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კას და ეს მათ­თან შე­თან­ხმე­ბით ხდე­ბა. რო­გორც წესი, ასე ხდე­ბა ხოლ­მე - რა­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ეუბ­ნე­ბა, ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად არი­ან სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მე­ბი, იმას აკე­თე­ბენ. და სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს იმ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს? ეს არის აქ მთა­ვა­რი და გა­დამ­წყვე­ტი. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა კონ­კრე­ტუ­ლად პი­როვ­ნე­ბაა მთა­ვა­რი, ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, არა­მედ მთა­ვა­რია, რო­გორ ხე­დავს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ სა­ზღვრებს და შე­სა­ბა­მი­სად, რას სთა­ვა­ზობს მერე ის ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებს, რად­გან აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი სწო­რედ იმა­ზე, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით, რა­ღაც სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდეს "რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში“ - ამას ბრჭყა­ლებ­ში ვამ­ბობ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს თან­ხმო­ბის გა­რე­შე ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის.

ისევ პი­რო­ბი­თად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ურ­ჩევ­ნია, რომ რო­კის გვი­რა­ბი უშუ­ა­ლოდ მისი იყოს და გა­ა­კონ­ტრო­ლოს მან (თუ ამას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს), ვიდ­რე ეს იყოს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის, რად­გან რე­ა­ლუ­რად, ამ გვი­რა­ბის შე­ნახ­ვა­ზე, მოვ­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე თან­ხებს რუ­სე­თი ხარ­ჯავს - მის დაც­ვა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ რე­სურსს დებს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა, იქ ასე­თი ლო­გი­კა იყოს, რომ "მოდი, ბა­რემ იყოს ჩვე­ნი“. რამ­დე­ნა­დაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რებს, იმ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ: "აი, მე ვა­წარ­მო­ებ ჩემს მიერ აღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას და ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გა­ლუ­რია“. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სეთს მხო­ლოდ რი­ტო­რი­კის­თვის არ სჭირ­დე­ბა, რად­გან ასე­თი ობი­ექ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას რუ­სულ ფაქ­ტობ­რივ (და არა ოფი­ცი­ა­ლურ) სა­ზღვრებ­ში, საკ­მა­ოდ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს; ამას გარ­და, ეს სამ­ხედ­რო და სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- თქვენ ახ­სე­ნეთ რო­კის გვი­რა­ბი. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად კი­დევ რო­მე­ლი­მე ისეთ მო­ნაკ­ვეთს ხომ არ და­ა­სა­ხე­ლებ­დით, რომ­ლის თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "გა­და­ქაჩ­ვაც“ რუ­სეთს შე­იძ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით აწყობ­დეს?

- რე­ა­ლუ­რად, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, რაც დღეს არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე, მაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ოკუ­პა­ცი­ა­ზე მე­ტად სა­ხე­ზე გვაქვს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ანექ­სია. რა თქმა უნდა, ისი­ნი რუ­სულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბად პირ­და­პირ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც 2014 წელს და 2015 წელს გა­ფორმ­და ე.წ. ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და მო­კავ­ში­რე­ო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის, ორი­ვე ეს რე­გი­ო­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ნა­წი­ლია. ის, თე­ო­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი რა­ღაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მსუ­ბუ­ქი ნიშ­ნე­ბი, რის გა­მოც ვამ­ბობ­დით, რომ ისი­ნი დე ფაქ­ტო არ­სე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რა­ღაც სუ­ბი­ექ­ტე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თაც რა­ღაც ნიშ­ნე­ბი ჰქონ­დათ, რომ ჰქო­ნო­დათ პრე­ტენ­ზია და ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, თით­ქოს რე­ა­ლუ­რად ცალ­კე წარ­მო­ნაქ­მნე­ბი იყ­ვნენ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გაქ­რა. როცა ხდე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­გა­და­სა­ხა­დო, ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მე­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცია; როცა კარ­გა­ვენ მთა­ვარს, რაც შე­იძ­ლე­ბა, ჰქონ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს - იმა­ვე, მაქს ვე­ბე­რი რა­საც ამ­ბობს, ლე­გი­ტი­მუ­რი ძა­ლის კომ­პო­ნენტს, - როცა ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქრე­ბა ე.წ. აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი არ­მი­ე­ბი, იქ­მნე­ბა შე­რე­უ­ლი რუ­სულ-აფხა­ზუ­რი და რუ­სულ-ოსუ­რი შე­ნა­ერ­თე­ბი, რო­მე­ლიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ხდე­ბა პო­ლი­ცი­ი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცია და მე ვი­ტყო­დი, პრინ­ციპ­ში, სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­აც და პრაქ­ტი­კუ­ლად, იმარ­თე­ბა ეპი­ცენ­ტრი­დან ეს ძა­ლო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, ე.წ. სა­ზღვრებს აკონ­ტრო­ლებს რუ­სუ­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვი­სა­უბ­როთ, რომ ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აღ­ნიშ­ნულს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

შე­საძ­ლოა, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა მერე ჰქონ­დეს, რო­დე­საც ოდეს­მე, დღის წეს­რიგ­ში შე­იძ­ლე­ბა, დად­გეს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქარ­თუ­ლი იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი. ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა, უკვე ჩვენ­გან მო­ი­თხო­ვოს ზუს­ტად იგი­ვე დათ­მო­ბე­ბი, რა­საც ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე მი­აღ­წევს თუნ­დაც, ცხინ­ვალ­თან და სო­ხუმ­თან. თუმ­ცა ეს შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვაა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხე­დავთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნა­ზე და­ი­წყოს ლა­პა­რა­კი?

დღეს კი მო­ცე­მუ­ლო­ბა ისაა, რომ ეს ორი რე­გი­ო­ნი მოს­კოვს ფაქ­ტობ­რი­ვად, ანექ­სი­რე­ბუ­ლი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, იქ იმას აკე­თებს, რაც მის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში შე­დის - ამას აკე­თებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და არა­ნა­ი­რი არ­სე­ბი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ხვდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, იმა­ვე, აფხა­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ­ლე­ბიც ბევრ სა­კი­თხში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. რუ­სეთ­მა ზე­წო­ლის ხა­რის­ხი გა­ზარ­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, დღეს მათი მოს­კო­ვის­გან ოდ­ნა­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხიც კი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ასე რომ, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, პრაქ­ტი­კუ­ლად ანექ­სი­რე­ბუ­ლია, აფხა­ზეთ­ში კი ეს პრო­ცე­სი, შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს ჩვენ­თვის მა­ინც არა­ფერს ცვლის, სა­დაც არ უნდა გა­ავ­ლონ სა­ზღვა­რი, ჩვენ­თვის გამ­ყო­ფი ხაზი გა­დის იქ, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბია.

- სა­კი­თხზე ექ­სპერტთა ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, ყა­რა­ბა­ღის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი კავ­კა­სი­ის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ააქ­ტი­უ­რებს. რამ­დე­ნად და­ე­თან­ხმე­ბით და გული ხომ არ მი­ე­ცა რუ­სეთს სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო წარ­მოდ­გე­ნით, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ახლა უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად მი­მარ­თოს სხვა­დას­ხვა ხერ­ხს გავ­ლე­ნის სწრა­ფად გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად?

- აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ყა­რა­ბაღ­ში სამ­ხედ­რო ყოფ­ნის შე­ძე­ნით რუ­სეთს მი­ე­ცა გავ­ლე­ნე­ბის ბერ­კე­ტე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­ზე, ეს რუ­სულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხია, რაც მო­მა­ვალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა მე­ო­რე სა­კი­თხი ისაა, რომ რუ­სეთ­მა გა­ა­კე­თა გა­ნა­ცხა­დი იმის შე­სა­ხებ, თუ რა სურს მას კავ­კა­სი­ა­ში: ის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ცდი­ლობს, გახ­სნას ყვე­ლა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ხაზი - ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ნა­ხი­ჩე­ვა­ნის დე­რეფ­ნის გახ­სნა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, მე­ო­რე, უკვე სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზა­ზე. ანუ, რუ­სე­თი ცდი­ლობს, არა მხო­ლოდ გახ­სნას კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, არა­მედ, ჰქონ­დეს მას წვდო­მა და კონ­ტრო­ლი აღ­ნიშ­ნულ მარ­შრუ­ტებ­ზე - და კი, ამა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ვე­თან­ხმოთ, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით რუ­სეთ­მა უკვე გა­მოკ­ვე­თა თა­ვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა: აქამ­დე იყო უბ­რა­ლოდ გავ­ლე­ნე­ბის გან­მტკი­ცე­ბა, ახლა კი ახა­ლი ეტა­პია - რე­გი­ო­ნის გახ­სნა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გზებ­ზე წვდო­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ერ­თოდ, ჩვენ­თან, სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არის ხედ­ვა საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი ბო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ გან­ვა­ახ­ლეთ - 2011 წლის შემ­დეგ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, არ გვაქვს რა­ღაც ხედ­ვა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სად ვხე­დავთ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და საფრ­თხე­ებს და რო­გო­რი უნდა იყოს მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბა.

მე­ო­რე პრობ­ლე­მაა, რომ ქვეყ­ნის შიგ­ნით სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს, თუნ­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, თუნ­დაც, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის კუ­თხით. ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ნა­პო­ვა­რი გვქონ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თან­და­თა­ნო­ბით ეს კა­პი­ტა­ლი, რაც ჩვენ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ვი­ყოთ და­სავ­ლეთ­თან აქ­ტი­ურ კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში, იკარ­გე­ბა - ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. ამ ფონ­ზე რუ­სე­თი რომ აქ­ტი­ურ­დე­ბა, ჯერ ისე­დაც, მოს­კოვს არც ერთი წა­მით (აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ფაქ­ტო­რი ფრჩხი­ლებს გა­რეთ გა­მო­ვი­ტა­ნოთ) არ მო­უხ­დე­ნია სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბის ტემ­პე­ბის შე­ნე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბო­და, ყო­ველ­თვის სამ­ხრე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქით იწყე­ბო­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა, გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, მო­დერ­ნი­ზე­ბა, სამ­ხედ­რო რე­ფორ­მა და ყვე­ლა­ფე­რი. თუ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, აქვს თუ არა რუ­სეთს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იყოს სამ­ხედ­რო საფრ­თხე - ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სის­ტე­მა­ტუ­რად მზარ­დია, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ. რუ­სე­თის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი ჩვენ და­ფიქ­რე­ბი­სა და შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, თუ კონ­კრე­ტუ­ლად, რა რის­კებ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ლა­პა­რა­კი. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ თუ ქვეყ­ნის შიგ­ნით რა­ღა­ცე­ბი არ შე­იც­ვა­ლა, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ე­ბიც ძა­ლი­ან სუს­ტი გვქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mdaa
6

ხალხო დავიტანჯეთ ამდენი აღნიშნულებით, სტატიების წაკითხვა აღარ გვინდა. თუ არ გისწავლიათ წერა, წიგნებს მაინც არ კითხულობთ? ეს ოხერი ენის შეგრძნება რატომ არ გაქვთ?

rasa
15

ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. 'ოცნებასთან' ყველაზე დიდი პრეტენზია რაც მაქვს არის სწორედ უპრინციპო, ჩამოუყალიბებელი და გადაუწყვეტელი საგარეო პოზიცია: მათი პოზიცია მერყეობს ან ავტოპილოტის რეჟიმზე, ან სრულ კაპიტულაციაზე რუსებთან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი და ჰქონდეს წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე" - რა ახალ საფრთხეებს უნდა ველოდოთ 2021 წელს რუსეთიდან

"რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი და ჰქონდეს წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე" - რა ახალ საფრთხეებს უნდა ველოდოთ 2021 წელს რუსეთიდან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ პეტრიაკოვი დანიშნა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. მედიის ინფორმაციით, პეტრიაკოვს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. "საზღვრის" საკითხებზე, უკანონო იქნება და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს“, - ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რას გეგმავს რუსეთი და რა ახალი მზაკვრული მიზნები შეიძლება ჰქონდეს 2021 წელს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით?!

თემაზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრა:

- პირველი, დსთ-ს წევრი სახელმწიფო აღარ ვართ, 2008 წლის ომის შემდგომ მალევე დავტოვეთ დსთ. მეორე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ცოტა უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე საზღვრების დემარკაცია. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება საზღვრების დემარკაციის თემაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, მიუხედავად მისი ბიოგრაფიისა, წარსულისა, დსთ-ს ქვეყნებთან რუსეთის სპეციფიკური ურთიერთობებისა, ჩვენ არსებითად ვერაფერს შეგვიცვლის, რადგან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რეგიონების ოკუპაციის პრობლემა გვაქვს. არ მგონია, რომ რაიმე მიზეზით რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულის გადახედვა განახორციელოს.

რაც შეეხება იმას, რომ პეტრიაკოვს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მას ეს დაევალებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება, რუსეთის ფედერაციამ (არა პიროვნებიდან გამომდინარე, რადგან აქ პერსონალია არაფერს გადაწყვეტს, არამედ, თვითონ რუსეთის, ამ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფოს სურვილი და ინტერესი იქნება გადამწყვეტი და წამყვანი) ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ფარგლებში საკუთარი ინტერესებისამებრ საზღვრის მონიშვნა მოახდინოს, ანუ, ძალიან მარტივად იტყვის, რომ ეს პირობითად, რუსეთ-სამხრეთ ოსეთისა და რუსეთ-აფხაზეთის საზღვარია. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, როკის გვირაბის სამხრეთით გაიაროს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარმა და შეიძლება, თეორიაში, როკის გვირაბი აღმოჩნდეს რუსეთის შემადგენლობაში. მაგრამ ეს იქნება განპირობებული თავად რუსეთის ინტერესით, სამხედრო-სტრატეგიული იმპერატივებით და არა მაგალითად, პერსონალიით.

- საერთოდ, დელიმიტაცია-დემარკაცია პროცესია, რომელიც ორმხრივად ხდება...

- ეს რუსეთისთვის ცალმხრივი პროცესი სულაც არ იქნება. რუსეთის ფედერაცია იტყვის, რომ ის ესაუბრება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკას და ეს მათთან შეთანხმებით ხდება. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე - რასაც რუსეთის ფედერაცია ეუბნება, ჩვენი ოკუპირებულ რეგიონში არსებული რეჟიმებიც, რომლებიც რეალურად არიან საოკუპაციო რეჟიმები, იმას აკეთებენ. და საოკუპაციო რეჟიმი რატომ უნდა წავიდეს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ოკუპაციას ახორციელებს? ეს არის აქ მთავარი და გადამწყვეტი. ამ შემთხვევაში არა კონკრეტულად პიროვნებაა მთავარი, ვინ არის პასუხისმგებელი, არამედ მთავარია, როგორ ხედავს რუსეთის სახელმწიფო ამ მიმართულებით საკუთარ საზღვრებს და შესაბამისად, რას სთავაზობს მერე ის ოკუპირებულ რეგიონებს, რადგან აქ შეიძლება იყოს საუბარი სწორედ იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით, რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობის გარკვეული ობიექტები აღმოჩნდეს "რუსეთის შემადგენლობაში“ - ამას ბრჭყალებში ვამბობ, რადგან საქართველოს თანხმობის გარეშე ეს ოფიციალურად აღიარებული და დამტკიცებული არ იქნება, მაგრამ ეს იქნება შეთანხმება, რომელიც შედგება ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

ისევ პირობითად, რუსეთის ფედერაციას ურჩევნია, რომ როკის გვირაბი უშუალოდ მისი იყოს და გააკონტროლოს მან (თუ ამას განახორციელებს), ვიდრე ეს იყოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რადგან რეალურად, ამ გვირაბის შენახვაზე, მოვლაზე და ყველაფერზე თანხებს რუსეთი ხარჯავს - მის დაცვასა და უსაფრთხოებაში ძალიან დიდ რესურსს დებს. შესაბამისად, შეიძლება, იქ ასეთი ლოგიკა იყოს, რომ "მოდი, ბარემ იყოს ჩვენი“. რამდენადაც რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებს, იმდენად შეიძლება თქვას, რომ: "აი, მე ვაწარმოებ ჩემს მიერ აღიარებულ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებას და ყველაფერი აბსოლუტურად ლეგალურია“. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, თუმცა ეს ყველაფერი რუსეთს მხოლოდ რიტორიკისთვის არ სჭირდება, რადგან ასეთი ობიექტების აღმოჩენას რუსულ ფაქტობრივ (და არა ოფიციალურ) საზღვრებში, საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს; ამას გარდა, ეს სამხედრო და სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენ ახსენეთ როკის გვირაბი. გეოგრაფიულად კიდევ რომელიმე ისეთ მონაკვეთს ხომ არ დაასახელებდით, რომლის თავის ტერიტორიაზე "გადაქაჩვაც“ რუსეთს შეიძლება, განსაკუთრებით აწყობდეს?

- რეალურად, სიმართლე რომ გითხრათ, რაც დღეს არსებული სიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებზე, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ოკუპაციაზე მეტად სახეზე გვაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია. რა თქმა უნდა, ისინი რუსულ ტერიტორიებად პირდაპირ არ არის გამოცხადებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2014 წელს და 2015 წელს გაფორმდა ე.წ. ინტეგრაციისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებები რუსეთსა და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, ორივე ეს რეგიონი ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ის, თეორიაში არსებული რაღაც სახელმწიფოებრიობის მსუბუქი ნიშნები, რის გამოც ვამბობდით, რომ ისინი დე ფაქტო არსებული, საქართველოსგან დამოუკიდებელი რაღაც სუბიექტები იყვნენ, რომელთაც რაღაც ნიშნები ჰქონდათ, რომ ჰქონოდათ პრეტენზია და ემტკიცებინათ, თითქოს რეალურად ცალკე წარმონაქმნები იყვნენ, საბოლოო ჯამში, გაქრა. როცა ხდება ეკონომიკური, საგადასახადო, ფინანსური სისტემების ჰარმონიზაცია; როცა კარგავენ მთავარს, რაც შეიძლება, ჰქონდეს სახელმწიფოს - იმავე, მაქს ვებერი რასაც ამბობს, ლეგიტიმური ძალის კომპონენტს, - როცა ელემენტარულად, ქრება ე.წ. აფხაზური და ოსური არმიები, იქმნება შერეული რუსულ-აფხაზური და რუსულ-ოსური შენაერთები, რომელიც ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ხდება პოლიციისა და სპეცსამსახურების მუშაობის ჰარმონიზაცია და მე ვიტყოდი, პრინციპში, სინქრონიზაციაც და პრაქტიკულად, იმართება ეპიცენტრიდან ეს ძალოვანი სამსახურები, ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, ე.წ. საზღვრებს აკონტროლებს რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან რთულია, ვისაუბროთ, რომ ახლანდელ მდგომარეობაში, აღნიშნულს რაიმე მნიშვნელობა აქვს.

შესაძლოა, ამას მნიშვნელობა მერე ჰქონდეს, როდესაც ოდესმე, დღის წესრიგში შეიძლება, დადგეს აღნიშნულ ტერიტორიებზე ქართული იურისდიქციის აღდგენის საკითხი. ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციამ შეიძლება, უკვე ჩვენგან მოითხოვოს ზუსტად იგივე დათმობები, რასაც ოფიციალურ დონეზე მიაღწევს თუნდაც, ცხინვალთან და სოხუმთან. თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა, უახლოეს მომავალში ხედავთ იმის საშუალებას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული იურისდიქციის აღდგენაზე დაიწყოს ლაპარაკი?

დღეს კი მოცემულობა ისაა, რომ ეს ორი რეგიონი მოსკოვს ფაქტობრივად, ანექსირებული აქვს, შესაბამისად, იქ იმას აკეთებს, რაც მის პოლიტიკურ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში შედის - ამას აკეთებს ჩვეულებრივად და არანაირი არსებითი წინააღმდეგობა არ ხვდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმავე, აფხაზებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ბევრ საკითხში რუსეთის ფედერაციას ეწინააღმდეგებოდნენ. რუსეთმა ზეწოლის ხარისხი გაზარდა და პრაქტიკულად, დღეს მათი მოსკოვისგან ოდნავი დამოუკიდებლობის ხარისხიც კი ძალიან დაბალია. ასე რომ, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად, პრაქტიკულად ანექსირებულია, აფხაზეთში კი ეს პროცესი, შეიძლება ასე ითქვას, მიმდინარეობს. მთლიანობაში ეს ჩვენთვის მაინც არაფერს ცვლის, სადაც არ უნდა გაავლონ საზღვარი, ჩვენთვის გამყოფი ხაზი გადის იქ, სადაც ადმინისტრაციული საზღვრებია.

- საკითხზე ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ რუსეთი კავკასიის მიმართ დამოკიდებულებას ააქტიურებს. რამდენად დაეთანხმებით და გული ხომ არ მიეცა რუსეთს სამივე ქვეყანაში სამხედრო წარმოდგენით, ხომ არ შეიძლება, რომ ახლა უფრო ინტენსიურად მიმართოს სხვადასხვა ხერხს გავლენის სწრაფად გასაძლიერებლად?

- აზერბაიჯანში, ყარაბაღში სამხედრო ყოფნის შეძენით რუსეთს მიეცა გავლენების ბერკეტები აზერბაიჯანზე, ეს რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების საკითხია, რაც მომავალში აზერბაიჯანისთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. თუმცა მეორე საკითხი ისაა, რომ რუსეთმა გააკეთა განაცხადი იმის შესახებ, თუ რა სურს მას კავკასიაში: ის სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი - ჩვენ ვნახეთ, რომ ნახიჩევანის დერეფნის გახსნაზე იყო საუბარი, მეორე, უკვე საუბარი შეიძლება დაიწყოს აფხაზეთის რკინიგზაზე. ანუ, რუსეთი ცდილობს, არა მხოლოდ გახსნას კავკასიის რეგიონი, არამედ, ჰქონდეს მას წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე - და კი, ამაში შეიძლება დავეთანხმოთ, რომ ამ თვალსაზრისით რუსეთმა უკვე გამოკვეთა თავის სამხრეთ კავკასიური პოლიტიკის ახალი მიმართულება: აქამდე იყო უბრალოდ გავლენების განმტკიცება, ახლა კი ახალი ეტაპია - რეგიონის გახსნა და საკომუნიკაციო გზებზე წვდომა.

რაც შეეხება საქართველოს, საერთოდ, ჩვენთან, სახელმწიფოში არ არის ხედვა საფრთხეების შესახებ. ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი ბოლოს დაახლოებით 10 წლის წინ განვაახლეთ - 2011 წლის შემდეგ, როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს რაღაც ხედვა ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვხედავთ გამოწვევებსა და საფრთხეებს და როგორი უნდა იყოს მათზე რეაგირება.

მეორე პრობლემაა, რომ ქვეყნის შიგნით სერიოზული გამოწვევები გვაქვს, თუნდაც დემოკრატიული თვალსაზრისით, თუნდაც, საკმაოდ რთული მდგომარეობაა პოლიტიკური ლანდშაფტის ოპტიმიზაციის კუთხით. ძალიან ბევრი მონაპოვარი გვქონდა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის თანდათანობით ეს კაპიტალი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ დასავლეთთან აქტიურ კოლაბორაციაში, იკარგება - ეს სერიოზული გამოწვევაა. ამ ფონზე რუსეთი რომ აქტიურდება, ჯერ ისედაც, მოსკოვს არც ერთი წამით (აზერბაიჯანის ფაქტორი ფრჩხილებს გარეთ გამოვიტანოთ) არ მოუხდენია სამხედრო აღმშენებლობის ტემპების შენელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ჩვეულებრივად გრძელდებოდა, ყოველთვის სამხრეთის სამხედრო ოლქით იწყებოდა რუსეთის ფედერაციაში შეიარაღებული ძალების გადახალისება, გადაიარაღება, მოდერნიზება, სამხედრო რეფორმა და ყველაფერი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, აქვს თუ არა რუსეთს შესაძლებლობა, იყოს სამხედრო საფრთხე - ეს შესაძლებლობა სისტემატურად მზარდია, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. რუსეთის ახალი პოლიტიკური ამბიციები ჩვენ დაფიქრებისა და შეშფოთების საფუძველს გვაძლევს, თუ კონკრეტულად, რა რისკებზე შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ქვეყნის შიგნით რაღაცები არ შეიცვალა, ამ დროს შეიძლება, საერთაშორისო პოზიციებიც ძალიან სუსტი გვქონდეს.

"სპეციალური სამსახურიდან გაფრთხილება მივიღე, რომ თუ არ შევავსებ დეკლარაციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით მემუქრებიან" - დეკანოიძე

რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია