სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სასწრაფო მივიდა, ყველა დაჭრილს გაყვა, ის კი სახლში დარჩა, მიმალვა არ უცდია, პოლიციამ სახლში მიაკითხა" - რას ყვება 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"როცა სასწრაფო მივიდა, ყველა დაჭრილს გაყვა, ის კი სახლში დარჩა, მიმალვა არ უცდია, პოლიციამ სახლში მიაკითხა" - რას ყვება 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

19 წლის ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 21 წლის გი­ორ­გი ახ­ლო­უ­რის ად­ვო­კა­ტი, თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე სა­სა­მარ­თლოს მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტი არ აკონ­კრე­ტებს, თუ რა ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს შეს­თა­ვა­ზებს სა­სა­მარ­თლოს, მისი გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­თან შე­ა­თან­ხმებს.

გა­ჩე­ჩი­ლა­ძის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა გი­ორ­გი ახ­ლო­უ­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი ახ­ლო­უ­რი ბრალს გან­ზრახ­ვის ნა­წილ­ში არ ეთან­ხმე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს იყო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა. გა­ჩე­ჩი­ლა­ძის თქმით, ბრალ­დე­ბულს ძმის მკვლე­ლო­ბის არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი, არც გან­ზრახ­ვა ჰქო­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე­ში მო­ტი­ვიც ვერ იქ­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს, ბრალ­დე­ბუ­ლის მამა სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა, მას მე­ო­რე ოთახ­ში ეძი­ნა და არა­ფე­რი გა­უ­გია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ჩე­ჩი­ლა­ძის თქმით, მამა ადას­ტუ­რებს, რომ მის შვილს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია და ეს იყო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით­ვე, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა გა­მო­უ­ძა­ხა, უფრო მე­ტიც, ად­ვო­კა­ტის თქმით, ახ­ლო­ურ­მა სას­წრა­ფოს 4-ჯერ და­უ­რე­კა, ვი­ნა­ი­დან ად­გილ­ზე მის­ვლას აგ­ვი­ა­ნებ­და და სთხოვ­და, ეთ­ქვათ, მათ მოს­ვლამ­დე რო­გორ დახ­მა­რე­ბო­და ძმას.

„გი­ორ­გი ახ­ლო­ურს გან­ზრახ­ვა რომ ჰქო­ნო­და, ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბო­და მი­მალ­ვას, გაქ­ცე­ვას, თა­ვის არი­დე­ბას. როცა ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მი­ვი­და, დაჭ­რილს გაყ­ვა ყვე­ლა, მა­მა­მი­სის ჩათ­ვლით, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი კი, სახ­ლში დარ­ჩა, მას მი­მალ­ვა არ უც­დია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას სახ­ლში მი­ა­კი­თხეს“, - აცხა­დებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ასე­ვე სა­უბ­რობს ბალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბა­ზე და აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­ნათ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში მი­ი­ღო, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი, ერთ-ერთ გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტად მუ­შა­ობ­და, ძმას­თან კი კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ახ­ლო­ურ­მა 19 წლის ძმას, მიშა ახ­ლო­ურს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გი­ორ­გი ახ­ლო­ურს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ მე­ო­რე წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"როცა სასწრაფო მივიდა, ყველა დაჭრილს გაყვა, ის კი სახლში დარჩა, მიმალვა არ უცდია, პოლიციამ სახლში მიაკითხა" - რას ყვება 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"როცა სასწრაფო მივიდა, ყველა დაჭრილს გაყვა, ის კი სახლში დარჩა, მიმალვა არ უცდია, პოლიციამ სახლში მიაკითხა" - რას ყვება 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა ოდენობის გირაოს შესთავაზებს სასამართლოს, მისი განმარტებით, აღნიშნულს სასამართლო პროცესზე ბრალდებულთან შეათანხმებს.

გაჩეჩილაძის თქმით, სახელმწიფო ბრალდება გიორგი ახლოურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ადვოკატის განმარტებით, გიორგი ახლოური ბრალს განზრახვის ნაწილში არ ეთანხმება, ვინაიდან ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა. გაჩეჩილაძის თქმით, ბრალდებულს ძმის მკვლელობის არანაირი მიზეზი, არც განზრახვა ჰქონია, შესაბამისად, საქმეში მოტივიც ვერ იქნება.

ადვოკატის განცხადებით, შემთხვევის დროს, ბრალდებულის მამა სახლში იმყოფებოდა, თუმცა, მას მეორე ოთახში ეძინა და არაფერი გაუგია. ამის მიუხედავად, გაჩეჩილაძის თქმით, მამა ადასტურებს, რომ მის შვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ეს იყო გაუფრთხილებლობით მომხდარი მკვლელობა. უფლებადამცველის თქმითვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თავად ბრალდებულმა გამოუძახა, უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, ახლოურმა სასწრაფოს 4-ჯერ დაურეკა, ვინაიდან ადგილზე მისვლას აგვიანებდა და სთხოვდა, ეთქვათ, მათ მოსვლამდე როგორ დახმარებოდა ძმას.

„გიორგი ახლოურს განზრახვა რომ ჰქონოდა, ის აუცილებლად შეეცდებოდა მიმალვას, გაქცევას, თავის არიდებას. როცა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა, დაჭრილს გაყვა ყველა, მამამისის ჩათვლით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი, სახლში დარჩა, მას მიმალვა არ უცდია, სამართალდამცავებმა მას სახლში მიაკითხეს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

თამარ გაჩეჩილაძე ასევე საუბრობს ბალდებულის პიროვნებაზე და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განათლება გერმანიაში მიიღო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში გაყიდვების აგენტად მუშაობდა, ძმასთან კი კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს - ბრალდებულს ეძებენ

აბაშაში, შობის ღამეს, 81 წლის პენსიონერი დააყაჩაღეს და სცემეს - რას ყვებიან მეზობლები

"ტიპი სანადირო თოფს ისვრის გალეწილი მთვრალი!" - ქუთაისში, გვიან ღამით სროლა იყო