საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?
"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

ქარ­თვე­ლი პრი­მა ბა­ლე­რი­ნა, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი 2021 წლი­დან რუ­სეთ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დასს უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ ანა­ნი­აშ­ვილ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

ანა­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ის ქარ­თუ­ლი სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც დარ­ჩე­ბა. ამ­ბობს, რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში ამ შე­თა­ვა­ზე­ბას არ და­თან­ხმდე­ბო­და.

"მალე და­მა­სა­ხე­ლე­ბენ. ეს არის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მა­ვალ­დე­ბუ­ლებს, შევ­ქმნა გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, შე­ვად­გი­ნო რე­პერ­ტუ­ა­რი და ა.შ. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­მუ­შაო" – აღ­ნიშ­ნავს ანა­ნი­აშ­ვი­ლი და იქვე გან­მარ­ტავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი გახ­და. ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის ამ გად­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

AMBEBI.GE მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, პო­პუ­ლა­რულ ქარ­თველ ხე­ლო­ვა­ნებს და­კავ­ში­რე­ბო­და და მათ აზრი მო­ეს­მი­ნა ქარ­თვე­ლი პრი­მას მიერ გა­დად­გმულ ნა­ბიჯ­ზე, თუმ­ცა ზოგ­მა კო­მენ­ტარს თავი აა­რი­და, ზოგ­მა სა­ერ­თოდ არ გვი­პა­სუ­ხა... ვინც უარი არ გვი­თხრა და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­ვი­ზი­ა­რა, სწო­რედ მათ კო­მენ­ტა­რებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

გია ბუ­ღა­ძე, მხატ­ვა­რი:

- არ ვი­სურ­ვებ­დი, რომ ამ უდი­დეს ხე­ლო­ვანს დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­თი ნაბ­ჯი გა­და­ედ­გა, რად­გა­ნაც ვფიქ­რობ, რომ ამას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, რა თქმა უნდა, მას­ში პო­ლი­ტი­კა მო­ნა­წი­ლე­ობს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ხე­ლო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის უდი­დე­სი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ. პა­ტივს ვცემ მის ხე­ლოვ­ნე­ბას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ არას­წო­რი სვლა მგო­ნია ამ­ხე­ლა დო­ნის ხე­ლო­ვა­ნის ეს ნა­ბი­ჯი, რაც არ უნდა ის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის და­სა­ხე­ლე­ბით გა­მარ­თლდეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­დი­ხარ ოკუ­პან­ტთან - ეს კო­ლა­ბო­რა­ცი­აა. თუ ვიმე იტყვის, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა და კულ­ტუ­რა პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი არ არის, ცდე­ბა. კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ას რომ გა­და­ხე­დოთ, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ სწო­რე­დაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია!

ასე რომ, ამ ადა­მი­ანს სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ე­ჩი­ნა. რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი საც­დუ­რიც იყო... თუმ­ცა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ბევრ ქარ­თველ ხე­ლო­ვანს აქვს, ზოგი ამას წა­მო­ე­გე­ბა და ზოგი - არა. იმე­დია, ნინო მშვი­დად გა­მო­ვა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ცო­დე­ბა, როცა ამ დო­ნის ხე­ლო­ვა­ნი, ამ არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­კუ­თარ ხე­ლოვ­ნე­ბას ზი­ანს აყე­ნებს. ასე­თი არას­წო­რი ნა­ბი­ჯი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას აზი­ა­ნებს...

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რუ­სე­თი­დან თქვენც მი­გი­ღი­ათ?

- რა თქმა უნდა, მეც მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და არა ერთი, ორი და სამი... არ მიყ­ვარს ჩემ­ზე სა­უ­ბა­რი ხოლ­მე, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ იმა­ვე ნო­ვო­სი­ბირსკი­დან, ორი წლის წინ კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ჩა­მო­სუ­ლი. მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, ვი­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი. სა­უ­ბა­რი იყო გა­მო­ფე­ნებ­ზე, კულ­ტუ­რულ კონ­ტაქ­ტებ­ზე, ლექ­ცი­ე­ბის კურ­სზეც. მოკ­ლედ, სტუ­მა­რი დე­ლი­კა­ტუ­რი ფორ­მით გა­ვის­ტუმ­რე. ჭკვი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი იყო და მიხ­ვდა ამა­ზე წამ­სვლე­ლი არ ვი­ყა­ვი. ვი­მე­ო­რებ, არ მიყ­ვარს ამ კუ­თხით ლა­პა­რა­კი...

ბევ­რმა ალ­ბათ არ იცის, რომ ნო­ვო­სი­ბირსკი კულ­ტუ­რის ცენ­ტრია, იქა­უ­რი ამ­ბე­ბი გან­სხვავ­დე­ბა იმ პრო­ცე­სე­ბის­გა­ნაც რა პრო­ცე­სე­ბიც მოს­კოვ­ში მი­დის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეს რუ­სუ­ლი პრო­ცე­სე­ბია.

ერთი რამ მინ­და, ხაზ­გას­მით გი­თხრათ, რომ ნი­ნოს ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე უარს ვერ ვი­ტყვი, ჩემი ერთ-რთი უსაყ­ვარ­ლე­სი ბა­ლე­რი­ნაა. ყო­ველ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო მისი სცე­ნა­ზე ხილ­ვა...

ლაშა ბაქ­რა­ძე, პუბ­ლი­ცის­ტი:

- არ ღირს ამ თე­მა­ზე ამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი. არა­ნა­ი­რად არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა...

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი, "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მეც გავ­ლი­ლი მაქვს ეს გზა, როცა მსგავს შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარი ვთქვით... ნინო არის ბრწყინ­ვა­ლე ბა­ლე­რი­ნა, სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დი და მის ნიჭს პა­ტივს ვცემ... მაგ­რამ მისი ეს ნა­ბი­ჯი არ მი­ხა­რია, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ.

სა­ერ­თოდ, ხე­ლოვ­ნე­ბა თვი­თონ თა­ვი­სუ­ფა­ლია. ყო­ველ შემ­თხვე­ა­ში, იმის ღირ­სია, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­საძ­ლოა, ასე არ იყოს. "ერი­სი­ონს" რუ­სეთ­ში რომ ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, პატ­რი­არ­ქმა თა­ვის­თან მი­მიწ­ვია. ჯე­მალ, თა­ვი­სუ­ფა­ლი კაცი ხარ, მტერ­თან არ უნდა წახ­ვი­დე, კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ბო­ლომ­დე გა­წყვე­ტაც არ არის კარ­გიო...

ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს, სად წავა და წა­მო­ვა, ჩვე­ნი საქ­მე არ არის, მაგ­რამ აქ სამ­შობ­ლო­ზეა ლა­პა­რა­კი და ვფიქ­რობ, მეტი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­როა. მაგ­რამ რად­გან ნი­ნომ გა­და­წყვი­ტა, ჩემს უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას კი­დევ ერთხელ და­ვუ­დას­ტუ­რებ და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ...

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
68

შუბაზე ეტყობა რა ხვითოცაა!

ზურაბ
47

სიფრთხილე უნდა გამოეჩინა უნდა ეთქვა ბურკინა ფასოში მივდივარ ბალეტი უნდა ვასწავლო იქაურებსო და სინამდვილეში წასულიყო რუსეთში. ვერავინ უსაყვედურებდა, ვერც ვერავინ გაიგებდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ანანიაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ანანიაშვილის თქმით, აღნიშნული თანამდებობის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.

"მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს, შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო" – აღნიშნავს ანანიაშვილი და იქვე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული სირთულეები გახდა. ნინო ანანიაშვილის ამ გადწყვეტილებას საქართველოში არაერთგვაროვანი შფასებები მოჰყვა.

AMBEBI.GE მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, პოპულარულ ქართველ ხელოვანებს დაკავშირებოდა და მათ აზრი მოესმინა ქართველი პრიმას მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, თუმცა ზოგმა კომენტარს თავი აარიდა, ზოგმა საერთოდ არ გვიპასუხა... ვინც უარი არ გვითხრა და საკუთარი მოსაზრება გავიზიარა, სწორედ მათ კომენტარებს შემოგთავაზებთ.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- არ ვისურვებდი, რომ ამ უდიდეს ხელოვანს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ასეთი ნაბჯი გადაედგა, რადგანაც ვფიქრობ, რომ ამას გამართლება არ აქვს. ჩემდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მასში პოლიტიკა მონაწილეობს... მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელოვანის შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ. პატივს ვცემ მის ხელოვნებას. როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს, მაგრამ არასწორი სვლა მგონია ამხელა დონის ხელოვანის ეს ნაბიჯი, რაც არ უნდა ის მატერიალური სიდუხჭირის დასახელებით გამართლდეს. საბოლოო ჯამში მიდიხარ ოკუპანტთან - ეს კოლაბორაციაა. თუ ვიმე იტყვის, რომ ხელოვნება და კულტურა პოლიტიკის ნაწილი არ არის, ცდება. კულტურის ისტორიას რომ გადახედოთ, აღმოაჩენთ, რომ სწორედაც პირდაპირ კავშირშია!

ასე რომ, ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო... თუმცა შემოთავაზებები ბევრ ქართველ ხელოვანს აქვს, ზოგი ამას წამოეგება და ზოგი - არა. იმედია, ნინო მშვიდად გამოვა ამ მდგომარეობიდან. მეცოდება, როცა ამ დონის ხელოვანი, ამ არაპოპულარული გადაწყვეტილებით, საკუთარ ხელოვნებას ზიანს აყენებს. ასეთი არასწორი ნაბიჯი საკუთარ შემოქმედებას აზიანებს...

- შემოთავაზება რუსეთიდან თქვენც მიგიღიათ?

- რა თქმა უნდა, მეც მქონია შემოთავაზება და არა ერთი, ორი და სამი... არ მიყვარს ჩემზე საუბარი ხოლმე, მაგრამ გეტყვით, რომ იმავე ნოვოსიბირსკიდან, ორი წლის წინ კულტურის წარმომადგენელი იყო ჩამოსული. მშვენიერი ქალბატონი, ვილაპარაკეთ, მაგრამ უარი ვუთხარი. საუბარი იყო გამოფენებზე, კულტურულ კონტაქტებზე, ლექციების კურსზეც. მოკლედ, სტუმარი დელიკატური ფორმით გავისტუმრე. ჭკვიანი ქალბატონი იყო და მიხვდა ამაზე წამსვლელი არ ვიყავი. ვიმეორებ, არ მიყვარს ამ კუთხით ლაპარაკი...

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ნოვოსიბირსკი კულტურის ცენტრია, იქაური ამბები განსხვავდება იმ პროცესებისგანაც რა პროცესებიც მოსკოვში მიდის, მაგრამ საბოლოოდ ეს რუსული პროცესებია.

ერთი რამ მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ნინოს ხელოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი, ჩემი ერთ-რთი უსაყვარლესი ბალერინაა. ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო მისი სცენაზე ხილვა...

ლაშა ბაქრაძე, პუბლიცისტი:

- არ ღირს ამ თემაზე ამდენი საუბარი. არანაირად არ არის მნიშვნელოვანი თემა...

ჯემალ ჭკუასელი, "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

- რამდენიმე წლის წინ, მეც გავლილი მაქვს ეს გზა, როცა მსგავს შემოთავაზებებზე უარი ვთქვით... ნინო არის ბრწყინვალე ბალერინა, საინტერესო შემოქმედი და მის ნიჭს პატივს ვცემ... მაგრამ მისი ეს ნაბიჯი არ მიხარია, თუმცა წარმატებას ვუსურვებ.

საერთოდ, ხელოვნება თვითონ თავისუფალია. ყოველ შემთხვეაში, იმის ღირსია, რომ თავისუფალი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შესაძლოა, ასე არ იყოს. "ერისიონს" რუსეთში რომ ეპატიჟებოდნენ, პატრიარქმა თავისთან მიმიწვია. ჯემალ, თავისუფალი კაცი ხარ, მტერთან არ უნდა წახვიდე, კულტურული ურთიერთობის ბოლომდე გაწყვეტაც არ არის კარგიო...

ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს, სად წავა და წამოვა, ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ აქ სამშობლოზეა ლაპარაკი და ვფიქრობ, მეტი სიფრთხილეა საჭიროა. მაგრამ რადგან ნინომ გადაწყვიტა, ჩემს უდიდეს პატივისცემას კიდევ ერთხელ დავუდასტურებ და წარმატებას ვუსურვებ...

ძმები არველაძეების დაუვიწყარი გართობა სტამბოლში, იახტაზე, ლელა წურწუმიას სიმღერების ფონზე - ახალი ინტერნეტჰიტი

"შეყვარებული ჭირიმე, სხვას უთხოვნია"- ქართული სიმღერა Netflix-ის ახალ თურქულ ფილმში, რომელშიც ქართველებისთვის ცნობილი თურქი მსახიობი თამაშობს

ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია