სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს
"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქარ­თვე­ლი პრი­მა ბა­ლე­რი­ნას, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლეა - 2021 წლი­დან ის რუ­სეთ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დასს უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ანა­ნი­აშ­ვი­ლი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ადას­ტუ­რებს.

"დიახ, ასეა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მაგ­რამ ჯერ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ვარ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. მალე და­მა­სა­ხე­ლე­ბენ. ეს არის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მა­ვალ­დე­ბუ­ლებს შევ­ქმნა გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, შე­ვად­გი­ნო რე­პერ­ტუ­ა­რი და ა.შ. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­მუ­შაო" - ამ­ბობს ანა­ნი­აშ­ვი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ის ქარ­თულ დასს და­ტო­ვებს.

"სხვა­ნა­ი­რად მე ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ დავ­თანხდე­ბო­დი. მე არ ვტო­ვებ დასს, აქ ვრჩე­ბი და ვფიქ­რობ, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე უფრო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე კი­დევ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მო­ვი­ზი­დო ჩემს მი­მართ და სა­ქარ­თვე­ლოს და­სის მი­მართ. გე­ტყვით კი­დევ ერთ მი­ზეზს, რა­ტო­მაც დავ­თან­ხმდი - ამ თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლებს დგამს ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი ნაჩო დუ­ა­ტო. დღემ­დე ვე­რაფ­რით მო­ვა­ხერ­ხე მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოყ­ვა­ნა. რა­ტომ­ღაც არ მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ან დასს არ იც­ნობ­და, ან სხვა მი­ზე­ზი იყო. ახლა - მე მექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნაჩო დუ­ა­ტოს სპექ­ტაკ­ლი დავ­დგათ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - აღ­ნიშ­ნავს ანა­ნი­აშ­ვი­ლი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რი­ნა ამ­ბობს, თა­ნამ­დე­ბო­ბა თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შეს­თა­ვა­ზა.

"სხვა­თა შო­რის, დიდი ხანი მი­ტევ­დნენ ამ წი­ნა­და­დე­ბით, მაგ­რამ არც გან­ვი­ხი­ლავ­დი ამ სა­კითხს, ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ეს პან­დე­მია ასეთ შე­დე­გებს მო­ი­ტან­და და ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­დე­ბო­და" - ამ­ბობს ანა­ნი­აშ­ვი­ლი.

პრი­მა ბა­ლე­რი­ნას თქმით, იცის, რომ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კრი­ტი­კაც მოჰ­ყვე­ბა და ამის­თვის მზად არის.

"მე მო­ვე­ლი, რომ შე­მო­ტე­ვა იქ­ნე­ბა პი­რა­დად ჩემი მი­სა­მარ­თით, მაგ­რამ მზად ვარ. მე ვფიქ­რობ, რომ არ უნდა იყოს ხე­ლოვ­ნე­ბა ასე­თი გა­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი. გერ­მა­ნი­ას­თა­ნაც გვქნდა ომი და ათა­სო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ დღეს არ ვე­მე­გობ­როთ მათ. სხვა­თა­შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რად დავ­თან­ხმდი იმი­ტო­მაც, რომ ეს არ იყო დიდი ქა­ლა­ქი. თუმც კი, ციმ­ბი­რია, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მხა­რე და ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა გა­ვი­აზ­რე - ოღონდ იმ მო­ტი­ვით, რომ საქ­მეს კი არ გა­ვა­ფუ­ჭებ ამით, არა­მედ პი­რი­ქით" - გა­ნა­ცხა­და ანა­ნი­აშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე"

მკითხველის კომენტარები / 96 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
1

ფული ბაბაია, ფული და აფრიკაშიც ზიმბაბბვეს კულტურის სახლის გამგედაცა წახვალ , ასეა ეს და არ დაიწყოთ ეხლა ხედმეტი ლაპარაკი.........

გვარამია გამოდი, თქვი რამე.
18

ახლა აღარ არის რუსეთი ოკუპანტი ვაშაძესთვის ან მთელი ნაციონალებისთვის? პიროვნულად დიდი პატივისცემა ქალბატონ ანანიაშვილს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს.

"დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო" - ამბობს ანანიაშვილი.

მისი განმარტებით, ეს თანამდებობა არ ნიშნავს, რომ ის ქართულ დასს დატოვებს.

"სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი - ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა - მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში" - აღნიშნავს ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

როგორც ქართველი ბალერინა ამბობს, თანამდებობა თეატრის ხელმძღვანელობამ შესთავაზა.

"სხვათა შორის, დიდი ხანი მიტევდნენ ამ წინადადებით, მაგრამ არც განვიხილავდი ამ საკითხს, ვერც წარმომედგინა, რომ ეს პანდემია ასეთ შედეგებს მოიტანდა და ყველაფერი გაჩერდებოდა" - ამბობს ანანიაშვილი.

პრიმა ბალერინას თქმით, იცის, რომ მის გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვება და ამისთვის მზად არის.

"მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათაშორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიაზრე - ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით" - განაცხადა ანანიაშვილმა.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად "რადიო თავისუფლებაზე"

"ვინც პოსტავს ბაბუაჩემზე გარდაიცვალაო, ეს არის სრული ტყუილი და სისულელე" - თემურ წიკლაურის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს

ინფორმაცია თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, მცდარია - მომღერალი ცოცხალია და მას გორის კლინიკაში მკურნალობენ

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"