მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი" - ვინ არის ელენე ხოშტარიას მეუღლე და რა ქონებას ფლობს წყვილი
"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი" - ვინ არის ელენე ხოშტარიას მეუღლე და რა ქონებას ფლობს წყვილი

ელე­ნე ხოშ­ტა­რია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა. მან ახ­ლა­ხან და­ტო­ვა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას კი გა­ნა­ცხა­და: "რა­ღაც ახ­ლის გა­კე­თე­ბა მსურს, ახა­ლი ფორ­მის პარ­ტი­ის, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­ნის. ეს იყო მთა­ვა­რი მო­ტი­ვი. "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რებ­თან კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნია, ერ­თად მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დროც ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ“. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მან და ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძემ შე­სა­ძა­ლოა მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­გეგ­მონ, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ელე­ნე ხოშ­ტა­რია აცხა­დებს, რომ "არ ვა­პი­რებ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან ხალ­ხის გად­მო­ბი­რე­ბას. თუ ვინ­მე რა­მეს აპი­რებს, ამის შე­სა­ხებ არც ინ­ფორ­მა­ცია მაქვს და არც კავ­ში­რი ამ საქ­მეს­თან“.

ის, რომ ოთხი შვი­ლის დედა პო­ლი­ტი­კუ­რად ასე­თი აქ­ტი­უ­რია, ნა­წი­ლობ­რივ მისი მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, რა­საც არც ელე­ნე უარ­ყოფს.

"ჩემი მე­უღ­ლე აქ­ცი­ა­ზე ერ­თა­დერ­თხელ იყო, როცა ნაგ­ვის მან­ქა­ნა­ზე შევ­ხტი და ხელი გა­ვი­ჭე­რი, მა­შინ დარ­ჩა დი­ლამ­დე ჩემ­თან ერ­თად. მას პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს, თუმ­ცა მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ და მგულ­შე­მატ­კივ­რობს“, - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­ცე­მას­თან. (წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად)

"არა­სო­დეს არ მქო­ნია ის დი­ლე­მა, რომ, აი, ახლა თუ ბავ­შვს გა­ვა­ჩენ, საქ­მეს ვერ გა­ვა­კე­თებ ან ბევრ საქ­მეს თუ გა­ვა­კე­თებ, ბავ­შვს ვერ გა­ვა­ჩენ. მა­გა­ლი­თად, მე­ო­რე ბავ­შვი რომ გა­ვა­ჩი­ნე, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ვე­ცი ინ­ტერ­ვიუ. პა­რას­კევს რომ გა­ვა­ჩი­ნე, ორ­შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, დრო­ის ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს, თუ რამ­დენ დროს უთ­მობ შვილს, მაგ­რამ დრო­შიც ხა­რისხს უფრო აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ ხარ ბავ­შვთან ერთი სა­ა­თი დღე­ში და იმ ერთ სა­ათს ბო­ლომ­დე უთ­მობ, ეს ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღა­ცის კომ­პენ­სი­რე­ბას ახ­დენს. და­კა­ვე­ბუ­ლი დე­დის ან შემ­დგა­რი დე­დის სახე ბავ­შვის­თვის ბევ­რად უფრო მე­ტის მომ­ცე­მია. ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რა თქმა უნდა, არის, რომ, მა­გა­ლი­თად, ზე­ი­მია და შე­იძ­ლე­ბა ვერ წახ­ვი­დე, იქ არ იყო ბავ­შვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში. ამას მეც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ხოლ­მე, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ბავ­შვს აუხ­სნი, რომ ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე მო­მიხ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ძა­ლი­ან მინ­დო­და იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ოღონდ, ამას არ უნდა იტყუ­ე­ბო­დე, რა თქმა უნდა“, - ამ­ბობს ის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის­თვის“ "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ გა­კე­თე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ელე­ნეს ოთხი შვი­ლი ყავს - გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია, კონ­სტან­ტი­ნე და რატი ბე­რი­ძე­ე­ბი.

“ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მა­გა­რი ქმა­რი მყავს, რო­მე­ლიც დღეს 46 წლის გახ­და”, - ასე მი­უ­ლო­ცა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ მე­უღ­ლეს, ირაკ­ლი ბე­რი­ძეს 19 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბის დღე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით.

და­ვინ­ტერსდით, რა ქო­ნე­ბას ფლობს წყვი­ლი და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას 2020 წლის 23 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ას გა­დავ­ხე­დეთ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მისი მე­უღ­ლე ირაკ­ლი ბე­რი­ძე შპს სი­ემ­სი-ში სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სის სა­ხით ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 194255,52 ლარი მი­ი­ღო, ის ასე­ვე კონ­სულ­ტან­ტია შპს მო­ზა­იკ დე­ვე­ლოპ­მენ­ტში, სა­ი­დანც 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ხელ­ფა­სი აიღო.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ კი გა­სულ წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ქი­მი­ა­ნო­ბის­თვის, ხელ­ფა­სის სა­ხით, 48 451 ლარი მი­ი­ღო, ხოლო თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­კი­თხუ­ლი ლექ­ცი­ე­ბი­დან - 6 390 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას, დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ელე­ნე ხოშ­ტა­რია ფლობს: 5179 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს და 180,6 კვ.მ სახ­ლს კა­ხეთ­ში (იყალ­თო), რა­შიც 2010 წელს ჯამ­ში 10 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ასე­ვე, 1502 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს ტა­ბახ­მე­ლა­ში, რო­მე­ლიც 2014 წელს 15 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. 2015 წელს კი, ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ძი­ნა 423 კვ.მ სახ­ლიც, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 170 000 ლა­რია.

რო­გორც ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მე­უღ­ლის, ირაკ­ლი ბე­რი­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია: 46,9 კვ.მ ბინა ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წელს 71 920 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. გარ­და ამი­სა, მის სა­კუთ­რე­ბა­შია 2011 წელს, 145 000 აშშ დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი ბინა სა­ბურ­თა­ლო­ზე და 60 კვ.მ ბინა ასე­ვე თბი­ლის­ში, რა­შიც 2013 წელს 45000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ირაკ­ლი ბე­რი­ძეს ეკუთ­ვნის მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მუ­ლი 1500 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თის (ახალ სამ­გორ­ში) 50%-იანი წი­ლიც და 66,43 კვ.მ ბინა თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მე­უღ­ლის სა­ხელ­ზეა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სი" 2009, რო­მე­ლიც 2017 წელს 17 800 ლა­რად იყი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ან­გა­რი­შებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ელე­ნე ხოშ­ტა­რია ფლობ­და: "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მიმ­დი­ნა­რე­ზე - 1123 ლარს, ხოლო და­ნა­ზო­გის სა­ხით 530 ლარს. რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 8 377 ლარი, თი-ბი-სი-ს 2 სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი - 1450 დო­ლა­რი და 210 ლარი.

დეკ­ლა­რა­ცი­ი­ის შევ­სე­ბის დროს ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა ირაკ­ლი ბე­რი­ძეს ჰქონ­და 1400 ლარი, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას კი - 530 ლარი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ირაკ­ლი ბე­რი­ძემ გა­სულ წელს გა­ას­ხვი­სა მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შემ­დე­გი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ე­ბი: Georgia Capital PLC, British Land Co PLC და Georgia Capital PLC, სა­ი­და­ნაც შე­სა­ბა­მი­სად შემ­დე­გი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო: 5779,2 GBP, 3720 GBP, 7797,74 GBP.

წყვილ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის ნა­ტა­ლია ბე­რი­ძის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რად 5520 ლარი გა­და­ი­ხა­და, ხოლო ტყუ­პი ბი­ჭე­ბის - კონ­სტან­ტი­ნეს და რა­ტის სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რად სულ 9600 ლარი და­ხარ­ჯა. (იხი­ლეთ დეკ­ლა­რა­ცია)

ავ­ტო­რი: ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#
5

რამხელა ქონების პატრონები ხართ ყველანი, კიდევ მეტისთვის იბრძვით... და ჩვენ დაგეხმაროთ რევოლუციაში გინდათ

ქართველი
8

პარასკევს შვილი შემეძინაო და ორშაბათს სამსახურში გავედიო, 4 დღის ბავშვი ვის დაუტოვა ნეტა?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი" - ვინ არის ელენე ხოშტარიას მეუღლე და რა ქონებას ფლობს წყვილი

"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი" - ვინ არის ელენე ხოშტარიას მეუღლე და რა ქონებას ფლობს წყვილი

ელენე ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მან ახლახან დატოვა "ევროპული საქართველო“ და დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება გადაწყვიტა. გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ამ თემაზე საუბრისას კი განაცხადა: "რაღაც ახლის გაკეთება მსურს, ახალი ფორმის პარტიის, ახალი ადამიანების მოყვანის. ეს იყო მთავარი მოტივი. "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან კონფლიქტი არ მქონია, ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დროც ერთად შევარჩიეთ“. ერთ-ერთი ვერსიით, მან და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შესაძალოა მომავალი პოლიტიკური თანამშრომლობა დაგეგმონ, თუმცა ამ ეტაპზე ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "არ ვაპირებ სხვა პოლიტიკური პარტიებიდან ხალხის გადმობირებას. თუ ვინმე რამეს აპირებს, ამის შესახებ არც ინფორმაცია მაქვს და არც კავშირი ამ საქმესთან“.

ის, რომ ოთხი შვილის დედა პოლიტიკურად ასეთი აქტიურია, ნაწილობრივ მისი მეუღლის მხარდაჭერის დამსახურებაც არის, რასაც არც ელენე უარყოფს.

"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი, მაშინ დარჩა დილამდე ჩემთან ერთად. მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მგულშემატკივრობს“, - ამბობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი გამოცემასთან. (წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად)

"არასოდეს არ მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკეთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი. რა თქმა უნდა, დროის ფაქტორი არსებობს, თუ რამდენ დროს უთმობ შვილს, მაგრამ დროშიც ხარისხს უფრო აქვს მნიშვნელობა. თუ ხარ ბავშვთან ერთი საათი დღეში და იმ ერთ საათს ბოლომდე უთმობ, ეს ძალიან ბევრი რაღაცის კომპენსირებას ახდენს. დაკავებული დედის ან შემდგარი დედის სახე ბავშვისთვის ბევრად უფრო მეტის მომცემია. ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, არის, რომ, მაგალითად, ზეიმია და შეიძლება ვერ წახვიდე, იქ არ იყო ბავშვისთვის მნიშვნელოვან მომენტში. ამას მეც ძალიან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ყველაფრის ახსნა შეიძლება და მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აუხსნი, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მომიხდა გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მინდოდა იქ ვყოფილიყავი და ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვახერხე. ოღონდ, ამას არ უნდა იტყუებოდე, რა თქმა უნდა“, - ამბობს ის "ფეისბუქგვერდისთვის“ "ქალები საქართველოდან“ გაკეთებულ ჩანაწერში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელენეს ოთხი შვილი ყავს - გიორგი გაფრინდაშვილი, ნატალია, კონსტანტინე და რატი ბერიძეები.

“ჩემი აზრით, ძალიან მაგარი ქმარი მყავს, რომელიც დღეს 46 წლის გახდა”, - ასე მიულოცა ელენე ხოშტარიამ მეუღლეს, ირაკლი ბერიძეს 19 დეკემბერს დაბადების დღე სოციალური ქსელით.

დავინტერსდით, რა ქონებას ფლობს წყვილი და ელენე ხოშტარიას 2020 წლის 23 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციას გადავხედეთ, რომლის თანახმადაც, მისი მეუღლე ირაკლი ბერიძე შპს სიემსი-ში საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, საიდანაც ხელფასის სახით ბოლო წლის განმავლობაში 194255,52 ლარი მიიღო, ის ასევე კონსულტანტია შპს მოზაიკ დეველოპმენტში, საიდანც 10 000 ლარის ოდენობის ხელფასი აიღო.

ელენე ხოშტარიამ კი გასულ წელს საპარლამენტო საქიმიანობისთვის, ხელფასის სახით, 48 451 ლარი მიიღო, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციებიდან - 6 390 ლარი.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, დოკუმენტის მიხედვით, ელენე ხოშტარია ფლობს: 5179 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 180,6 კვ.მ სახლს კახეთში (იყალთო), რაშიც 2010 წელს ჯამში 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, 1502 კვ.მ მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, რომელიც 2014 წელს 15 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2015 წელს კი, ამავე ტერიტორიაზე შეიძინა 423 კვ.მ სახლიც, რომლის ღირებულება 170 000 ლარია.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ელენე ხოშტარიას მეუღლის, ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია: 46,9 კვ.მ ბინა ბაკურიანში, რომელიც მიმდინარე წელს 71 920 აშშ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია 2011 წელს, 145 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა საბურთალოზე და 60 კვ.მ ბინა ასევე თბილისში, რაშიც 2013 წელს 45000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ირაკლი ბერიძეს ეკუთვნის მემკვიდრეობით გადაცემული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ახალ სამგორში) 50%-იანი წილიც და 66,43 კვ.მ ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე.

ელენე ხოშტარიას მეუღლის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა პრიუსი" 2009, რომელიც 2017 წელს 17 800 ლარად იყიდა.

რაც შეეხება ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ელენე ხოშტარია ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე - 1123 ლარს, ხოლო დანაზოგის სახით 530 ლარს. რაც შეეხება მის მეუღლეს, "საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 8 377 ლარი, თი-ბი-სი-ს 2 სხვადასხვა მიმდინარე ანგარიშზე კი - 1450 დოლარი და 210 ლარი.

დეკლარაციიის შევსების დროს ნაღდი ფულადი თანხა ირაკლი ბერიძეს ჰქონდა 1400 ლარი, ელენე ხოშტარიას კი - 530 ლარი.

საინტერესოა, რომ ირაკლი ბერიძემ გასულ წელს გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი კომპანიების აქციები: Georgia Capital PLC, British Land Co PLC და Georgia Capital PLC, საიდანაც შესაბამისად შემდეგი შემოსავალი მიიღო: 5779,2 GBP, 3720 GBP, 7797,74 GBP.

წყვილმა ქალიშვილის ნატალია ბერიძის სწავლის საფასურად 5520 ლარი გადაიხადა, ხოლო ტყუპი ბიჭების - კონსტანტინეს და რატის სკოლამდელი დაწესებულების საფასურად სულ 9600 ლარი დახარჯა. (იხილეთ დეკლარაცია)

ავტორი: ანა გიორგაძე