პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - რას ამბობს პოლიტიოლოგი "ნაციონალების" "რებრენდინგზე"
"შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - რას ამბობს პოლიტიოლოგი "ნაციონალების" "რებრენდინგზე"

რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კოს ნიკა მე­ლი­ამ, არ მგო­ნია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, მე­ლი­ამ შექ­მნას ისე­თი ჯგუ­ფი, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ტო­ვოს თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ეს ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არის, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" დიდი გა­ნახ­ლე­ბის, გა­და­ლა­გე­ბის დროა.

რო­გორც ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბას­თან ერ­თად, მუდ­მი­ვად არის სა­უ­ბა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" "რებ­რენ­დინგზე". პო­ლი­ტო­ლო­გი ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" და­ბალ რე­ი­ტინგსაც უკავ­ში­რებს.

"გარ­და ამი­სა, არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი - სა­არ­ჩევ­ნო სია, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე წა­რად­გი­ნა , ეს იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­მა­ტე­ბუ­ლი „ძალა ერ­თო­ბა­შია“. თუ ამ სიას გა­დავ­ხე­დავთ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სიის პირ­ველ 50 ად­გილ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი და პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ არ იყო და ერ­თო­ბის იმი­ტა­ცი­ას ქმნი­და. გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ არ­ჩევ­ნებ­ში ის შე­დე­გი ვერ მო­ი­ტა­ნა, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ელო­და ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის - „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ კონ­ტექ­სტში.

შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­და მე­ო­რე - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ და წლე­ბია არი­ან ამ კამ­პა­ნი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნენ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ამომ­რჩე­ველ­ზე პი­ა­რის­თვის კარ­გი იყო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლამ იცო­და, რომ ხმე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ მო­აქვს და არა იმ სიას, რო­მელ­შიც იყ­ვნენ ნაკ­ლე­ბად წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი. არ მგო­ნია, რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კოს მე­ლი­ამ მას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტი­რე­ბის გა­რე­შე ჰქონ­დეს. შე­საძ­ლოა, მე­ლი­ამ შექ­მნას ისე­თი ჯგუ­ფი, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ტო­ვოს თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არის", - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ა­ში დიდი გა­ნახ­ლე­ბის, დიდი გა­და­ლა­გე­ბის დროა, რაც კა­ნონ­ზო­მი­ე­რია. რო­გორც მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდეს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბი, ისე გა­მოც­დი­ლე­ბით სავ­სე უფ­რო­სი თა­ო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
43

მასე ეგონათ ევროპელებს და ვირეშმაკოლოგ ბოკერიასაც და შედეგები სახეზეა. მიშას პარტიას ვერავინ ვერ " აახევს" , სადაც იქნება, მისი მხარდამჭერებიც იქ იქნებინ. ისე რომ, ქოც "ექსპერტები" ძალიან ნუ აოცნებდებიან

ბებო
29

მედიას აკონტროლებს მიშა, ასე,რომ დიდი იმედი ნუ გექნებათ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - რას ამბობს პოლიტიოლოგი "ნაციონალების" "რებრენდინგზე"

"შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - რას ამბობს პოლიტიოლოგი "ნაციონალების" "რებრენდინგზე"

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ნიკა მელიამ, არ მგონია, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეს. თუმცა შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ გარკვეული დროის შემდეგ სააკაშვილი დატოვოს თამაშგარე მდგომარეობაში, ეს ურთულესი პრობლემაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, გადალაგების დროა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, 2012 წელს ხელისუფლების დატოვებასთან ერთად, მუდმივად არის საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" "რებრენდინგზე". პოლიტოლოგი ნიკა მელიას განცხადებას გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" დაბალ რეიტინგსაც უკავშირებს.

"გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მომენტი - საარჩევნო სია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებზე წარადგინა , ეს იყო "ნაციონალურ მოძრაობას" დამატებული „ძალა ერთობაშია“. თუ ამ სიას გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდა სიის პირველ 50 ადგილში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ჯგუფი და პარტიის წარმომადგენელი ყოფილიყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყო და ერთობის იმიტაციას ქმნიდა. გაერთიანებამ არჩევნებში ის შედეგი ვერ მოიტანა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ელოდა ამ გაერთიანების - „ძალა ერთობაშიას“ კონტექსტში.

შესაბამისად, მოხდა მეორე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც მუშაობენ და წლებია არიან ამ კამპანიაში აღმოჩნდნენ უკმაყოფილოები. შეიძლება ეს გაერთიანება ამომრჩეველზე პიარისთვის კარგი იყო, მაგრამ რეალურად ყველამ იცოდა, რომ ხმები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოაქვს და არა იმ სიას, რომელშიც იყვნენ ნაკლებად წარმოდგენილები. არ მგონია, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მელიამ მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება სააკაშვილთან შეთანხმებისა და კონტაქტირების გარეშე ჰქონდეს. შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ გარკვეული დროის შემდეგ სააკაშვილი დატოვოს თამაშგარე მდგომარეობაში. ეს ურთულესი პრობლემაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა.

"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"