სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები
"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები

სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბი გრძელ­დე­ბა და, მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, ვცდი­ლობთ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ვფიქ­რობ, სა­ა­მი­სოდ, ცნო­ბი­ლი და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან ხა­ლი­სი­ა­ნი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა ნამ­დვი­ლად არ გვა­წყენ­და.

  • გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი

ალ­ბათ, ბევ­რმა თქვენ­გან­მა არც იცის, რომ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხე­ლო­ვა­ნი რე­ჟი­სო­რი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი­ნოს პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასაკ­ში "შეხ­ვდა“ - 5 წლის იყო, გერ­მა­ნე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა­ზე რე­ჟი­სორ ლეო ესა­კი­ას გა­და­ღე­ბულ პირ­ველ ხმო­ვან ფილმში - “შა­ქი­რი“ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის შვი­ლის როლი რომ შე­ას­რუ­ლა. ფილ­მი მეც არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ბა­ტო­ნი გი­გას მო­ნა­თხრო­ბით ვიცი, რომ იქ ერთი ასე­თი ეპი­ზო­დია: პა­ტა­რა ბიჭი (გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გმი­რი) ხის სა­თა­მა­შო ცხენ­ზე ზის და მღე­რის, - "აინ, ცვა­ინ, დრა­ინ...“ ამ დროს მას უახ­ლოვ­დე­ბა კუ­ლა­კის ცოლი, აწ­ვდის კან­ფეტს, ბიჭ­მა კი ქალს უარი უნდა უთხრას - მა­შინ­დე­ლი იდე­ო­ლო­გი­ით, კუ­ლა­კის კან­ფე­ტის ჭამა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და! 1932 წელი ყო­ფი­ლა, ცხოვ­რე­ბა ჭირ­და, ჰოდა, გა­და­ღე­ბი­სას, რამ­დენ­ჯე­რაც გა­უ­წო­და "კუ­ლა­კის ცოლ­მა“ ბიჭს კან­ფე­ტი, პა­ტა­რა გი­გამ იმ­დენ­ჯერ­ვე გა­მო­არ­თვა. გაბ­რაზ­და ლეო ესა­კია, შე­იყ­ვა­ნა ბიჭი ბუ­ფეტ­ში, ნა­ხე­ვა­რი კი­ლოგ­რა­მი კან­ფე­ტი შე­ა­ჭა­მა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უთხრა ამ უკა­ნას­კნელ­მა "კუ­ლა­კის ცოლს“ კან­ფეტ­ზე უარი.

რე­ჟი­სო­რი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, თურ­მე, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ 12 წლის ასაკ­ში ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია გა­უ­კე­თეს. ვე­რა­ფერ­მა გა­ტე­ხა, ადა­მი­ა­ნე­ბის მის­და­მი სიბ­რა­ლულ­მა კი სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­უ­ჩი­ნა, - არა­ვის შე­ვაბ­რა­ლე­ბი­ნებ თავ­სო და, სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა, სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა...

ახლა სწო­რედ ბა­ტო­ნი გი­გას ხის ფეხ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, ბევ­რის უსაყ­ვარ­ლეს მწე­რალს ნო­დარ დუმ­ბა­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, თურ­მე, ბა­ტო­ნი გი­გას ფეხ­ზე ხუმ­რო­ბა. - სხვის­გან აუ­ცი­ლებ­ლად მე­წყი­ნე­ბო­და, მას კი ვპა­ტი­ობ­დიო, - მი­თხრა. ერთხელ რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­სუ­ლან. ძა­ლი­ან მაგ­რად წვიმ­და. ნო­დარ დუმ­ბა­ძე იქვე, შე­ნო­ბას შეჰ­ფა­რე­ბია, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი, მთვრა­ლი, წვი­მა­ში იდგა და ვი­ღა­ცას და­უს­რუ­ლებ­ლად ელა­პა­რა­კე­ბო­და. თურ­მე, დიდ წყალ­ში ჩამ­დგა­რა და ვერც გრძნობ­და. მო­ბეზ­რე­ბია ბა­ტონ ნო­დარს მისი ლო­დი­ნი და რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­ძახ­ნია, - გიგა, წა­მო­იო! ბო­ლოს ვე­ღარ მო­უთ­მე­ნია და მი­უ­ძახ­ნია, - სა­ნამ ტოტი არ ამო­გი­ვა მაგ ხის ფეხ­ზე, აღარ დე­იძ­რე­ბი ად­გი­ლი­და­ნო?!

"ბურ­თი და მო­ე­და­ნი“ ბროდ­ვე­ი­ზე

იცო­დით, რომ უდი­დე­სი რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი სა­კუ­თარ კი­ნო­კარ­ტო­თე­კა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, სცე­ნა­რის­ტი­სა და მსა­ხი­ო­ბის, გუ­გუ­ლი (ყა­რა­მან) მგე­ლა­ძის ფილ­მს - "ბურ­თი და მო­ე­დანს“ ინა­ხავ­და? ის კი ნამ­დვი­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ამ ფილმში მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს გე­ნი­ა­ლუ­რი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია, რო­მელ­საც ხში­რად ქარ­თველ ლუი დე ფი­უ­ნესს - ფრანგ კო­მი­კოსს უწო­დე­ბენ, არა­და, ვფიქ­რობ, სა­და­ვო სა­კი­თხია, ვინ უფრო დიდი იყო - იპო­ლი­ტე თუ - ლუი...

ერთხელ ბა­ტონ­მა გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძემ მი­ამ­ბო:

- 1965 წელი იყო. იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტად ჩა­მო­სუ­ლი, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნუგ­ზარ შა­რია კი­ნოს­ტუ­დი­ის ეზო­ში შემ­ხვდა - მან­ქა­ნას რე­ცხავ­და. ერ­თმა­ნეთს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ და უცებ მე­უბ­ნე­ბა, - კაი რა­თაც უნდა გი­თხრაო და და­ი­წყო მო­ყო­ლა: ნიუ-იორკში, ბროდ­ვე­ი­ზე მოვ­დი­ვარ და უცებ კი­ნო­თე­ატ­რის თავ­ზე რეკ­ლა­მა შევ­ნიშ­ნე. ხა­ტია კოვ­ბოი ფარ­თო შლა­პით. გავ­გიჟ­დი - ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იპო­ლი­ტეა! ერთი კი გა­ვი­ფიქ­რე, ბროდ­ვე­ი­ზე იპო­ლი­ტეს რა უნდა-მეთ­ქი?! ამ დროს წა­ვი­კი­თხე წარ­წე­რა - "ბურ­თი და მო­ე­და­ნი“. აშ­კა­რად იპო­ლი­ტეა! უკა­ნას­კნე­ლი გრო­შე­ბით ვი­ყი­დე ბი­ლე­თი და კი­ნო­თე­ატ­რში შე­ვე­დი. სე­ან­სი და­წყე­ბუ­ლი იყო. უცებ ეკ­რან­ზე იპო­ლი­ტე გა­მოჩ­ნდა და ინ­გლი­სუ­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი. ისე­თი ხარ­ხა­რი ამი­ვარ­და, ვე­ღარ გავ­ჩერ­დი. დარ­ბა­ზი იცი­ნო­და, მე კი - ვხარ­ხა­რებ­დიო!

სხვა­თა შო­რის, ამ­ბო­ბენ, იპო­ლი­ტე ხვი­ჩია სტა­ლი­ნის­ტი იყო და ხრუშ­ჩოვს სტა­ლი­ნის სი­ძულ­ვილს ვერ მი­უ­ტე­ვებ­დაო. როცა ხრუშ­ჩო­ვი ბრეჟნევ­მა შესცვა­ლა, ბედ­ნი­ერ­მა იპო­ლი­ტემ, თურ­მე, შე­ძა­ხი­ლით, - ხომ უტი­რეს ყო­ფის დღე, ხომ მო­უგ­რი­ხეს კი­სე­რიო! - კი­ნოს­ტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ო­ნის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან კიბე ას­კინ­კი­ლით ჩა­ირ­ბი­ნა...

  • "მამა და ვო­რო­ში­ლო­ვი"

რად­გან სტა­ლი­ნი ვახ­სე­ნე, სტა­ლინ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ერთ ამ­ბავ­საც მო­გიყ­ვე­ბით. ბა­ტონ­მა გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძემ მოს­კო­ვის სა­კავ­ში­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ჯერ სამ­სა­ხი­ო­ბო, შემ­დეგ კი - სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მოს­კოვ­ში სწავ­ლი­სას იგი მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და და იმა­ვე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და ის­ტო­რი­კო­სი გრი­გოლ მარ­გი­ა­ნი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე და პო­ლი­ტი­კო­სი გახ­და.

კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძემ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა:

- გრი­შა მარ­გი­ა­ნი ზორ­ბა სვა­ნი ბიჭი იყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მისი თა­ნა­კურ­სე­ლი იყო იო­სებ სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი სვეტ­ლა­ნა ჯუ­ღაშ­ვი­ლი, შემ­დგომ­ში - ალი­ლუ­ე­ვა. სვეტ­ლა­ნამ გრი­შა თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, შინ და­პა­ტი­ჟა. გრი­შა მო­რი­დე­ბუ­ლი კაცი იყო და წვე­უ­ლე­ბა­ზე არ მი­ვი­და. მე­ო­რე დღეს სვეტ­ლა­ნამ გრი­შას უსაყ­ვე­დუ­რა, - რა­ტომ არ მოხ­ვე­დი და­ბა­დე­ბის დღე­ზეო? გრი­შა­მაც უპა­სუ­ხა, - მო­მე­რი­დაო. სვეტ­ლა­ნა გა­ოც­და, - კი მაგ­რამ, რისი მო­გე­რი­და, იქ უცხო არა­ვინ მო­სუ­ლა, მხო­ლოდ მამა და ვო­რო­ში­ლო­ვი იყ­ვნე­ნო (კლი­მენტ ვო­რო­ში­ლო­ვი - რუსი სამ­ხედ­რო, პარ­ტი­უ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, სსრკ-ის მარ­შა­ლი და თავ­დაც­ვის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი...). "მა­მას“ გა­გო­ნე­ბა­ზე გრი­შა ად­გილ­ზე შე­ქა­ნე­ბუ­ლა და კი­ნა­ღამ ცუ­დად გამ­ხდა­რა, სხვა­თა შო­რის, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ამ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბაც კი ჟრუ­ან­ტელს გვრი­და, თურ­მე!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოსებ
9

იპოლიტე ხვიჩიას უფრო დიდად დავაფასებ ვიდრე აქამდე. მადლობა სტატიისთვის! 

 

ILIA
5

ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნუგზარ შარიას მაინცდამაინც ნუ დაუჯერებთ... გამგები გაიგებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები

საახალწლო დღეები გრძელდება და, მიუხედავად პანდემიისა, ვცდილობთ, სადღესასწაულო განწყობა, შეძლებისდაგვარად, შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, საამისოდ, ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ქართველების ცხოვრებიდან ხალისიანი ამბების მოსმენა ნამდვილად არ გვაწყენდა.

  • გიგა ლორთქიფანიძის სახალისო ამბები

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არც იცის, რომ ქართული თეატრისა და კინოს სახელოვანი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კინოს პირველად ძალიან პატარა ასაკში "შეხვდა“ - 5 წლის იყო, გერმანელების საქართველოში ცხოვრებაზე რეჟისორ ლეო ესაკიას გადაღებულ პირველ ხმოვან ფილმში - “შაქირი“ კოლმეურნეობის თავმჯდომარის შვილის როლი რომ შეასრულა. ფილმი მეც არ მინახავს, მაგრამ ბატონი გიგას მონათხრობით ვიცი, რომ იქ ერთი ასეთი ეპიზოდია: პატარა ბიჭი (გიგა ლორთქიფანიძის გმირი) ხის სათამაშო ცხენზე ზის და მღერის, - "აინ, ცვაინ, დრაინ...“ ამ დროს მას უახლოვდება კულაკის ცოლი, აწვდის კანფეტს, ბიჭმა კი ქალს უარი უნდა უთხრას - მაშინდელი იდეოლოგიით, კულაკის კანფეტის ჭამა როგორ შეიძლებოდა! 1932 წელი ყოფილა, ცხოვრება ჭირდა, ჰოდა, გადაღებისას, რამდენჯერაც გაუწოდა "კულაკის ცოლმა“ ბიჭს კანფეტი, პატარა გიგამ იმდენჯერვე გამოართვა. გაბრაზდა ლეო ესაკია, შეიყვანა ბიჭი ბუფეტში, ნახევარი კილოგრამი კანფეტი შეაჭამა და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა ამ უკანასკნელმა "კულაკის ცოლს“ კანფეტზე უარი.

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, თურმე, მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ 12 წლის ასაკში ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ვერაფერმა გატეხა, ადამიანების მისდამი სიბრალულმა კი საშინელი პროტესტის გრძნობა გაუჩინა, - არავის შევაბრალებინებ თავსო და, სკოლა რომ დაამთავრა, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა...

ახლა სწორედ ბატონი გიგას ხის ფეხთან დაკავშირებულ ამბავს მოგიყვებით. მის უახლოეს მეგობარს, ბევრის უსაყვარლეს მწერალს ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა, თურმე, ბატონი გიგას ფეხზე ხუმრობა. - სხვისგან აუცილებლად მეწყინებოდა, მას კი ვპატიობდიო, - მითხრა. ერთხელ რესტორნიდან გამოსულან. ძალიან მაგრად წვიმდა. ნოდარ დუმბაძე იქვე, შენობას შეჰფარებია, გიგა ლორთქიფანიძე კი, მთვრალი, წვიმაში იდგა და ვიღაცას დაუსრულებლად ელაპარაკებოდა. თურმე, დიდ წყალში ჩამდგარა და ვერც გრძნობდა. მობეზრებია ბატონ ნოდარს მისი ლოდინი და რამდენჯერმე დაუძახნია, - გიგა, წამოიო! ბოლოს ვეღარ მოუთმენია და მიუძახნია, - სანამ ტოტი არ ამოგივა მაგ ხის ფეხზე, აღარ დეიძრები ადგილიდანო?!

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე

იცოდით, რომ უდიდესი რეჟისორი და მსახიობი ჩარლი ჩაპლინი საკუთარ კინოკარტოთეკაში შესანიშნავი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, გუგული (ყარამან) მგელაძის ფილმს - "ბურთი და მოედანს“ ინახავდა? ის კი ნამდვილად გეცოდინებათ, რომ ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს გენიალური იპოლიტე ხვიჩია, რომელსაც ხშირად ქართველ ლუი დე ფიუნესს - ფრანგ კომიკოსს უწოდებენ, არადა, ვფიქრობ, სადავო საკითხია, ვინ უფრო დიდი იყო - იპოლიტე თუ - ლუი...

ერთხელ ბატონმა გუგული მგელაძემ მიამბო:

- 1965 წელი იყო. იმხანად საქართველოში ტურისტად ჩამოსული, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მსახიობი ნუგზარ შარია კინოსტუდიის ეზოში შემხვდა - მანქანას რეცხავდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და უცებ მეუბნება, - კაი რათაც უნდა გითხრაო და დაიწყო მოყოლა: ნიუ-იორკში, ბროდვეიზე მოვდივარ და უცებ კინოთეატრის თავზე რეკლამა შევნიშნე. ხატია კოვბოი ფართო შლაპით. გავგიჟდი - ზედგამოჭრილი იპოლიტეა! ერთი კი გავიფიქრე, ბროდვეიზე იპოლიტეს რა უნდა-მეთქი?! ამ დროს წავიკითხე წარწერა - "ბურთი და მოედანი“. აშკარად იპოლიტეა! უკანასკნელი გროშებით ვიყიდე ბილეთი და კინოთეატრში შევედი. სეანსი დაწყებული იყო. უცებ ეკრანზე იპოლიტე გამოჩნდა და ინგლისურად დაიწყო ლაპარაკი. ისეთი ხარხარი ამივარდა, ვეღარ გავჩერდი. დარბაზი იცინოდა, მე კი - ვხარხარებდიო!

სხვათა შორის, ამბობენ, იპოლიტე ხვიჩია სტალინისტი იყო და ხრუშჩოვს სტალინის სიძულვილს ვერ მიუტევებდაო. როცა ხრუშჩოვი ბრეჟნევმა შესცვალა, ბედნიერმა იპოლიტემ, თურმე, შეძახილით, - ხომ უტირეს ყოფის დღე, ხომ მოუგრიხეს კისერიო! - კინოსტუდიის პავილიონის მეორე სართულიდან კიბე ასკინკილით ჩაირბინა...

  • "მამა და ვოროშილოვი"

რადგან სტალინი ვახსენე, სტალინთან დაკავშირებულ ერთ ამბავსაც მოგიყვებით. ბატონმა გუგული მგელაძემ მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის ჯერ სამსახიობო, შემდეგ კი - სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მოსკოვში სწავლისას იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და იმავე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ისტორიკოსი გრიგოლ მარგიანი, რომელიც მოგვიანებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და პოლიტიკოსი გახდა.

კინორეჟისორმა გუგული მგელაძემ მასთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა გაიხსენა:

- გრიშა მარგიანი ზორბა სვანი ბიჭი იყო. უნივერსიტეტში მისი თანაკურსელი იყო იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ჯუღაშვილი, შემდგომში - ალილუევა. სვეტლანამ გრიშა თავის დაბადების დღეზე, შინ დაპატიჟა. გრიშა მორიდებული კაცი იყო და წვეულებაზე არ მივიდა. მეორე დღეს სვეტლანამ გრიშას უსაყვედურა, - რატომ არ მოხვედი დაბადების დღეზეო? გრიშამაც უპასუხა, - მომერიდაო. სვეტლანა გაოცდა, - კი მაგრამ, რისი მოგერიდა, იქ უცხო არავინ მოსულა, მხოლოდ მამა და ვოროშილოვი იყვნენო (კლიმენტ ვოროშილოვი - რუსი სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სსრკ-ის მარშალი და თავდაცვის სახალხო კომისარი...). "მამას“ გაგონებაზე გრიშა ადგილზე შექანებულა და კინაღამ ცუდად გამხდარა, სხვათა შორის, კარგა ხნის განმავლობაში მას ამ ამბის გახსენებაც კი ჟრუანტელს გვრიდა, თურმე!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

"გაიღიმე სიყვარულო, არაფერია შენს ღიმილზე უფრო ლამაზი" - როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა