სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიტანული" შტამი, განსხვავებით წინასგან, უფრო ინფექციურია 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის" - რა ახალი პრობლემები შეიძლება გააჩინოს ამან და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ?
"ბრიტანული" შტამი, განსხვავებით წინასგან, უფრო ინფექციურია 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის" - რა ახალი პრობლემები შეიძლება გააჩინოს ამან და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ?

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი და­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. ახა­ლი შტა­მი Sars cov-2 - ის მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ეტაპ­ზე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. რა ვი­ცით კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. ბრი­ტა­ნულ შტამ­ზე და რამ­დე­ნად სა­ში­შია იგი? - ambebi.ge ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­როს მრჩე­ველს, ზაზა წე­რე­თელს ესა­უბ­რა.

- რას წარ­მო­ად­გენს ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი და რო­გორ ხდე­ბა ვირუ­სის მუ­ტა­ცია?

- ეს ახა­ლი ვირუ­სი არის sars cov2-ის სა­ხეც­ვლი­ლი, ანუ მუ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი. ვირუ­სის მუ­ტა­ცი­ის დროს ცვლი­ლე­ბა ხდე­ბა ვირუ­სის DNM-ის ან RNM-ის მიმ­დევ­რო­ბა­ში. რო­დე­საც ის ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში იქ იწყებს გამ­რავ­ლე­ბას, ამ დროს შე­საძ­ლოა, რომ რო­მე­ლი­ღაც RNM ან DNM შემ­თხვე­ვით შე­იც­ვა­ლოს, რა­ღაც შეც­დო­მა მოხ­დეს ვირუ­სის რეპ­ლი­კა­ცი­ის დროს (რო­გორც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ქსე­რო­ქ­სის დროს შეგ­ვე­შა­ლოს და ფურ­ცე­ლი სხვა­ნა­ი­რად დავ­დოთ და გა­მო­ვი­დეს სხვა­ნა­ი­რი ვა­რი­ან­ტი) ამი­ტო­მაც არის მუ­ტა­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა.

- რა ვი­ცით ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ სა­ხე­ო­ბა­ზე?

- ლონ­დო­ნის დე­დო­ფალ მე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უფ­როს­მა ლექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ვა­რი­ან­ტის (Rt) გავ­რცე­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1,74 ჯერ მე­ტია, ვიდ­რე წინა SARS-CoV-2– ის შემ­თხვე­ვა­ში. ეს პა­რა­მეტ­რი აჩ­ვე­ნებს, ერთი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მის იზო­ლა­ცი­ამ­დე, სა­შუ­ა­ლოდ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბას ახერ­ხებს. მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის "ბრი­ტა­ნუ­ლი" შტა­მი, გან­სხვა­ვე­ბით წი­ნას­გან, უფრო ინ­ფექ­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა 19 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბი­სათ­ვის. ამი­ტომ, მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვირუ­სი უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში გა­მო­იწ­ვევს შემ­თხვე­ვე­ბის (მათ შო­რის ასიმპტო­მუ­რის) ზრდას. ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში ინ­ფექ­ცი­ის გაზ­რდის გამო, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი შე­იძ­ლე­ბა უფრო სწრა­ფად გა­და­ვი­დეს მოზ­რდი­ლებ­შიც, რაც იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის დაჩ­ქა­რე­ბულ გავ­რცე­ლე­ბას.

- მსოფ­ლი­ოს ჯერ წი­ნა­მორ­ბე­დი კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­მარ­ცხე­ბია და კი­დევ ერთი, უც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბის ვირუ­სი იწყებს გავ­რცე­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა თუ არა სა­გან­გა­შო ვუ­წო­დოთ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას?

- ეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და პირ­ვე­ლად, ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის ვა­რი­ან­ტია და სა­გან­გა­შო შე­იძ­ლე­ბა იყოს იმ მხრივ, რომ თუკი არ შევ­წყვეტთ ხალ­ხმრა­ვალ შეხ­ვედ­რებს და ღო­ნის­ძი­ე­ბებს და მო­ბი­ლუ­რო­ბას, უფრო სწრა­ფად გავ­რცელ­დე­ბა და შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მო­ი­მა­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ სა­ა­ხალ­წლო და სა­შო­ბაო შეხ­ვედ­რე­ბის გამო. ეს ვირუ­სი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბის აკ­რძალ­ვე­ბი.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი შტა­მი ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი და სა­ში­შია. ამა­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ჩანს, კი. არ არის მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ, რო­გორც იცით, ახალ­გაზ­რდებ­ში ის ძი­რი­თა­დად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, თუ კი ამ ჯგუფ­ში გა­ი­ზარ­და უსიმპტო­მო შემ­თხვე­ვე­ბი, ეს გაზ­რდის მისი გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფე­საც სხვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ზე და ამი­ტო­მაც უნდა მო­ვე­რი­დოთ თავ­შეყ­რებს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ახა­ლი შტა­მი covid-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ შექ­მნილ ვაქ­ცი­ნებს თუ ახა­ლი ვაქ­ცი­ნა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო?

- შე­უძ­ლე­ბე­ლია ახა­ლა ამის გა­დაჭ­რით თქმა. ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მუ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის შემ­ქმნე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი და სა­ჭი­რო არ გახ­დეს ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა.

- ნორ­ვე­გი­ა­ში რა ვი­თა­რე­ბაა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის მხრივ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წა­რამ­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გავ­ქვს გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ახა­ლი შტა­მი ნორ­ვე­გი­ა­ში ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ფი­ნეთ­ში გა­მოვ­ლინ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 შემ­თხვე­ვა უკვე.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაქვთ ახა­ლი შტა­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის მთავ­რო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის?

- უპირ­ვე­ლე­სად გვახ­სოვ­დეს, პა­ნი­კა არას­დროს ვარ­გა და არც ახ­ლაა სა­ჭი­რო. უნდა ვა­დევ­ნოთ თვალ - ყური რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და რა ახალს აღ­მო­ა­ჩე­ნენ მეც­ნი­ე­რე­ბი. ამა­ვე დროს, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ყვე­ლა დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის და შე­ზღუდ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვა და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ქვე­ყა­ნამ ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა შე­მო­ი­ღოს და მო­სახ­ლო­ე­ბაც ამას გა­გე­ბით უნდა შეხ­ვდეს და და­ე­მორ­ჩი­ლოს. ამა­ვე დროს, მან, ვინც მარ­თავს პან­დე­მი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ღიად და დრო­უ­ლად უნდა მი­ა­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ჭო­რე­ბი და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რაც ძა­ლი­ან ხელ­შემ­შლე­ლია პან­დე­მი­ის მარ­თვის დროს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
28

თქვენი შტამებიანად გაქრით, ადამიანები დასტრესეთ მანამდე, სანამ ვირუსი მოვიდა ჩვენამდე.არ გვეშინია, არ გვეშინია .ვერ დაგვსტრესავთ. როდის მორჩებით ამ მაიმუნობას.თქვენ დამდიდრდით, ჩვენ სახლში გამოგვკეტეთ!

სპორტ ფაზა
17

ქვეყნებს შორის მიმოსვლა უმკაცრესად კონტროლდება ხო??? 

ხოდა ეს "ახალი" შტამი როგორ ვრცელდება???? თუ არ ავრცელებს ვინმე სპეციალურად????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბრიტანული" შტამი, განსხვავებით წინასგან, უფრო ინფექციურია 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის" - რა ახალი პრობლემები შეიძლება გააჩინოს ამან და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ?

"ბრიტანული" შტამი, განსხვავებით წინასგან, უფრო ინფექციურია 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის" - რა ახალი პრობლემები შეიძლება გააჩინოს ამან და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ?

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა. ახალი შტამი Sars cov-2 - ის მუტირებული ვერსიაა, რომლის შესახებაც მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოებას ამ ეტაპზე მწირი ინფორმაცია აქვს. რა ვიცით კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულ შტამზე და რამდენად საშიშია იგი? - ambebi.ge ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველს, ზაზა წერეთელს ესაუბრა.

- რას წარმოადგენს ე.წ. ბრიტანული შტამი და როგორ ხდება ვირუსის მუტაცია?

- ეს ახალი ვირუსი არის sars cov2-ის სახეცვლილი, ანუ მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი. ვირუსის მუტაციის დროს ცვლილება ხდება ვირუსის DNM-ის ან RNM-ის მიმდევრობაში. როდესაც ის ხვდება ადამიანის ორგანიზმში იქ იწყებს გამრავლებას, ამ დროს შესაძლოა, რომ რომელიღაც RNM ან DNM შემთხვევით შეიცვალოს, რაღაც შეცდომა მოხდეს ვირუსის რეპლიკაციის დროს (როგორც ჩვენ შეიძლება ქსეროქსის დროს შეგვეშალოს და ფურცელი სხვანაირად დავდოთ და გამოვიდეს სხვანაირი ვარიანტი) ამიტომაც არის მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენა.

- რა ვიცით ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალ სახეობაზე?

- ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის უფროსმა ლექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი გენეტიკური ვარიანტის (Rt) გავრცელება დაახლოებით 1,74 ჯერ მეტია, ვიდრე წინა SARS-CoV-2– ის შემთხვევაში. ეს პარამეტრი აჩვენებს, ერთი დაავადებული ადამიანი მის იზოლაციამდე, საშუალოდ, რამდენი ადამიანის დაინფიცირებას ახერხებს. მისივე თქმით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი, განსხვავებით წინასგან, უფრო ინფექციური აღმოჩნდა 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ამიტომ, მუტირებული ვირუსი უფრო სავარაუდოა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოიწვევს შემთხვევების (მათ შორის ასიმპტომურის) ზრდას. ბავშვებსა და მოზარდებში ინფექციის გაზრდის გამო, კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება უფრო სწრაფად გადავიდეს მოზრდილებშიც, რაც იწვევს დაავადების დაჩქარებულ გავრცელებას.

- მსოფლიოს ჯერ წინამორბედი კორონავირუსი არ დაუმარცხებია და კიდევ ერთი, უცნობი სახეობის ვირუსი იწყებს გავრცელებას. შეიძლება თუ არა საგანგაშო ვუწოდოთ შექმნილ ვითარებას?

- ეს, რაც საქართველოში დაფიქსირდა პირველად, ბრიტანული შტამის ვარიანტია და საგანგაშო შეიძლება იყოს იმ მხრივ, რომ თუკი არ შევწყვეტთ ხალხმრავალ შეხვედრებს და ღონისძიებებს და მობილურობას, უფრო სწრაფად გავრცელდება და შემთხვევების რაოდენობაც მოიმატებს, განსაკუთრებით ამ საახალწლო და საშობაო შეხვედრების გამო. ეს ვირუსი, როგორც ცნობილია, ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია შეზღუდვების გამკაცრება, განსაკუთრებით, მასობრივი შეკრებების აკრძალვები.

- გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი ნაკლებად აგრესიული და საშიშია. ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ჯერჯერობით ასე ჩანს, კი. არ არის მძიმე შემთხვევები, მაგრამ, როგორც იცით, ახალგაზრდებში ის ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაბამისად, თუ კი ამ ჯგუფში გაიზარდა უსიმპტომო შემთხვევები, ეს გაზრდის მისი გავრცელების სისწრაფესაც სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე და ამიტომაც უნდა მოვერიდოთ თავშეყრებს.

- როგორ ფიქრობთ, დაემორჩილება ახალი შტამი covid-19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებს თუ ახალი ვაქცინა გახდება საჭირო?

- შეუძლებელია ახალა ამის გადაჭრით თქმა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი შეიძლება განვითარდეს მუტაციის პროცესი, თუმცა ვაქცინის შემქმნელები ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ შესაძლო ცვლილებები და საჭირო არ გახდეს ახალი ვაქცინების გამოგონება.

- ნორვეგიაში რა ვითარებაა კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თვალსაზრისით?

- კორონავირუსის მართვის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე წარამტებული ქვეყანაა. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გავქვს გავრცელების თვალსაზრისით. ახალი შტამი ნორვეგიაში ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ფინეთში გამოვლინდა, დაახლოებით, 10 შემთხვევა უკვე.

- რა რეკომენდაციები გაქვთ ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობისთვის მთავრობისა და საზოგადოებისთვის?

- უპირველესად გვახსოვდეს, პანიკა არასდროს ვარგა და არც ახლაა საჭირო. უნდა ვადევნოთ თვალ - ყური როგორ განვითარდება მოვლენები და რა ახალს აღმოაჩენენ მეცნიერები. ამავე დროს, უნდა გავაგრძელოთ ყველა დამცავი საშუალების და შეზღუდვის მაქსიმალურად დაცვა და თუ საჭირო გახდება, ქვეყანამ ახალი შეზღუდვები უნდა შემოიღოს და მოსახლოებაც ამას გაგებით უნდა შეხვდეს და დაემორჩილოს. ამავე დროს, მან, ვინც მართავს პანდემიას საქართველოში, მაქსიმალურად ღიად და დროულად უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მოსახლეობას, რათა თავიდან ავიცილოთ ჭორები და გადაუმოწმებელი ინფორმაციები, რაც ძალიან ხელშემშლელია პანდემიის მართვის დროს.