მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა
"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი და­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ახალ შტამ­ზე გა­მო­იკ­ვლი­ეს სამი ნი­მუ­ში, რო­მელ­თა­გან ორზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მო­ვი­და, მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში კი ახა­ლი შტა­მი და­დას­ტურ­და.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტია, რო­მე­ლიც თავს კარ­გად გრძნობს და იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. პა­ა­ტა იმ­ნა­ძის თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი კონ­ტაქ­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის კვლე­ვაც. პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი ბრი­ტა­ნეთ­ში არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იმ­ნა­ძე არ აკონ­კრე­ტებს, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია აქვს მას. ეპი­დე­მი­ო­ლო­გის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უკვე პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი შტა­მი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან სიმ­ძი­მის ან ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი შტა­მის­გან გა­ნას­ხვა­ვებს მა­ღა­ლი გა­დამ­დე­ბო­ბა, ამი­ტომ, რო­გორც იმ­ნა­ძე ამ­ბობს, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვას კი­დევ უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

  • რა ვი­ცით კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ ე.წ. ბრი­ტა­ნულ შტამ­ზე?

2020 წლის დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მუ­ტა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ახა­ლი ეპი­და­ფეთ­ქე­ბა და­ფიქ­სირ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი ცნო­ბილ სა­ხე­ო­ბა­ზე 70%-ით მე­ტად გა­დამ­დე­ბია. ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა. ამ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ცნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­რცელ­და იმე­დის­მომ­ცე­მი სი­ახ­ლეც - ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახა­ლი შტა­მი sars cov 2- თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლია. რო­გო­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა მსოფ­ლი­ო­ში და რო­გორ შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთ ახალ სა­ხე­ო­ბას - ambebi.ge-ს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა ესა­უბ­რა:

"მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ახა­ლი ვო­რუ­სი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო იო­ლად გა­დამ­დე­ბია, ვიდ­რე covid-19. ევ­რო­პის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქსრი­და აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცე­სი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს უკვე აქვს გე­ნე­ტი­კუ­რად გა­შიფ­რუ­ლი ეს ვირუ­სი და მისი აღ­მო­ჩე­ნა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა უკვე ად­ვი­ლად მოხ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ფიქ­სირ­და პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, თუმ­ცა ამა­ში თავ­ზარ­დამ­ცე­მი არა­ფე­რია, რად­გან ეს არის უკვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხეც­ვლი­ლე­ბა და მას­თან ბრძო­ლა ჩვენ­თვის უცხო არ იქ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ცნო­ბი­ლია, რომ იგი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც, წე­სით, უფრო მსუ­ბუ­ქი იქ­ნე­ბა".

ექ­ნე­ბა თუ არა ეფექ­ტი ვირუ­სის ახალ შტამ­ზე covid-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ უკვე შექ­მნილ ვაქ­ცი­ნებს, ამ კი­თხვა­ზე ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ დიდი შან­სია, რომ ასე მოხ­დეს.

"ამა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბი. ჯერ ეს არა­ვინ იცის და­ზუს­ტე­ბით, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ესეც კო­რო­ნა­ვირუ­სია, უბ­რა­ლოდ, რამ­დე­ნად­მე შეც­ვლი­ლი აგე­ბუ­ლე­ბით, დიდი შან­სია, რომ იგი უკვე არ­სე­ბულ ვაქ­ცი­ნებს და­ე­მორ­ჩი­ლოს. ასეც რომ არ მოხ­დეს, ვაქ­ცი­ნის მო­დე­რა­ცი­აც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ეს გა­ცი­ლე­ბით იო­ლია, ვიდ­რე ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა", - ამ­ბობს ექი­მი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
15

 დიდი შანსია რომ ვაქცინა ამ ასსლ შტამზეც იმოქმედებს.. აზრზე აფ არიან და უკვე ვაქცინას იყენებენ და მალე სავალდებულოც გახდება

სტიოპ
5

ამ ხალხს არც ვაქცინა უშველით და არც არაფერი, თავად ცერცვაძეც არა მალავს რომ ვაქცინაში სავაქცინო ბაზა(დახოცილი კოვიდის ერთეულები) არ არის, მაგ საეჭვო სითხეს ნეტა გამაგებინა,რა თავში ითხლიშავთ , უაზროები რომ ხართ ეს ქართველები დასაბამიდან??!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა.

ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარეობს მისი კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას. ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, როგორც იმნაძე ამბობს, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

  • რა ვიცით კორონავირუსის ახალ ე.წ. ბრიტანულ შტამზე?

2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ახალი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ცნობილ სახეობაზე 70%-ით მეტად გადამდებია. ეს ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით გაავრცელა. ამ შემაშფოთებელი ცნობის პარალელურად გავრცელდა იმედისმომცემი სიახლეც - ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ახალი შტამი sars cov 2- თან შედარებით გაცილებით ნაკლებად აგრესიულია. როგორია კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების დინამიკა მსოფლიოში და როგორ შეხვდა საქართველო კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ სახეობას - ambebi.ge-ს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა:

"მსოფლიოში აქტიურად ვრცელდება ახალი ვორუსი, რომელიც კიდევ უფრო იოლად გადამდებია, ვიდრე covid-19. ევროპის არაერთ ქვეყანაში დაფიქსრიდა აქტიური გავრცელების პროცესი. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე აქვს გენეტიკურად გაშიფრული ეს ვირუსი და მისი აღმოჩენა და იდენტიფიცირება უკვე ადვილად მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოშიც დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, თუმცა ამაში თავზარდამცემი არაფერია, რადგან ეს არის უკვე გავრცელებული კორონავირუსის სახეცვლილება და მასთან ბრძოლა ჩვენთვის უცხო არ იქნება. ამასთანავე, ცნობილია, რომ იგი გაცილებით ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა და დაავადების მიმდინარეობაც, წესით, უფრო მსუბუქი იქნება".

ექნება თუ არა ეფექტი ვირუსის ახალ შტამზე covid-19-ის წინააღმდეგ უკვე შექმნილ ვაქცინებს, ამ კითხვაზე ალექსანდრე გოგინავას ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა ამბობს, რომ დიდი შანსია, რომ ასე მოხდეს.

"ამაზე მიმდინარეობს სერიოზული კვლევები. ჯერ ეს არავინ იცის დაზუსტებით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ესეც კორონავირუსია, უბრალოდ, რამდენადმე შეცვლილი აგებულებით, დიდი შანსია, რომ იგი უკვე არსებულ ვაქცინებს დაემორჩილოს. ასეც რომ არ მოხდეს, ვაქცინის მოდერაციაც არის შესაძლებელი და ეს გაცილებით იოლია, ვიდრე ახალი ვაქცინის შექმნა", - ამბობს ექიმი.

"ინფიცირებულთა ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან" - რას ამბობენ სპეციალისტები მომდევნო დღეების მაჩვენებლებზე

"ამ ეტაპისთვის მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ის მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდებს" - რას ამბობს თამარ გაბუნია Covid 19-ის ახალ შტამზე

"დღეისთვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული - ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს" - ივანე ჩხაიძე