სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს არჩევნებში გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა - სკანდალური აუდიოჩანაწერი
ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს არჩევნებში გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა - სკანდალური აუდიოჩანაწერი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ჯორ­ჯი­ის შტა­ტის მდი­ვანს, ბრედ რა­ფენსპერ­გერს მისი გა­მარ­ჯვე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ბი­უ­ლე­ტე­ნის "პოვ­ნა” მოს­თხო­ვა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ The Washington Post-ი დო­ნალდ ტრამპსა და ბრედ რა­ფენსპერ­გერს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წერ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­კე­თე­ბაც მსურს, 11 780 ბი­უ­ლე­ტე­ნის პოვ­ნაა, ვი­ნა­ი­დან შტატ­ში გა­ვი­მარ­ჯვეთ“, - აცხა­დებს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ დი­ა­ლო­გის დროს დო­ნალდ ტრამ­პი­სა და ბრედ რა­ფენსპერ­გე­რის გარ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ხაზ­ზე ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მარკ მი­დო­უ­სი, იუ­რის­ტი კლე­ტა მიტ­ჩე­ლი და რა­ფენსპერ­გე­რის მრჩე­ვე­ლი, რა­ი­ან ჯერ­მა­ნიც იყ­ვნენ.

"თქვენ იცით, თუ რა ჩა­ი­დი­ნეს მათ და ამას არ ამ­ჟღავ­ნებთ. ეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. არ შე­გიძ­ლი­ათ ეს და­უშ­ვათ. ეს დიდი რის­კია თქვენ­თვის“, - მი­მარ­თა ტრამპმა რა­ფენსპერ­გერ­სა და ჯერ­მანს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ The Washington Post-ის მიერ ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე დო­ნალდ ტრამპმა ბრედ რა­ფენსპერ­გერ­თან სა­უბ­რის შე­სა­ხებ "ტვი­ტერ­ში“ პოს­ტი და­წე­რა.

”მას არ სურ­და, ან არ შე­ეძ­ლო პა­სუ­ხის გა­ცე­მა ისეთ კი­თხვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა "ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი მა­გი­დის ქვეშ”, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, “მკვდა­რი ამომ­რჩე­ვე­ლი" და სხვა! ”- წერს ტრამ­პი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრე­ზი­დენტს რა­ფენსპერ­გერ­მა უპა­სუ­ხა: ”პა­ტი­ვის­ცე­მით, პრე­ზი­დენ­ტო ტრამპ: თქვე­ნი ნათ­ქვა­მი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სი­მარ­თლე გამ­ჟღავ­ნდე­ბა,“- წერს ჯორ­ჯი­ის შტა­ტის მდი­ვა­ნი "ტვი­ტერ­ზე“.

აღ­ნიშ­ნულს უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მი­ლა ჰა­რი­სი და დო­ნალდ ტრამ­პი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ყვე­ლამ მო­უს­მი­ნა ამ სა­უ­ბარს? ეს ნამ­დვი­ლად სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის ხმა იყო. ეს იყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის უხე­ში და თავ­ხე­დი ფაქ­ტი. მა­შინ, რო­დე­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი შტა­ტის მდი­ვანს, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შეც­ვლას სთხოვს, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში, რო­მელ­მაც მხა­რი ჯო ბა­ი­დენ­სა და კა­მი­ლა ჰა­რისს და­უ­ჭი­რა, ეს დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმაა“, - გა­ნა­ცხა­და ჰა­რის­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­დატ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა, თუმ­ცა ტრამ­პი ამ დრომ­დე არ აღი­ა­რებს ბა­ი­დე­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­სა და სა­კუ­თარ მარ­ცხს და აცხა­დებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$
55

ამას არ ასვენებს გამჩენი, სანამ ციხეში არ ამოყოფს თავს, არ გაჩერდება.

ნატა
35

"დემოკრატიის შუქურა" ... ამერიკული პოლიტიკა და მართველობაც ისეთ ტყუილზეა დამყარებული, რითაც საბჭოთა კავშირი გვასაზრდოებდა! ერთი განსხვავებით, საბჭოელები უფრო ბრიყვები იყვნენ , ამერიკელებს უფრო დახვეწილი "შენიღბვის პოლიტიკა" აქვთ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს არჩევნებში გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა - სკანდალური აუდიოჩანაწერი

ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს არჩევნებში გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა - სკანდალური აუდიოჩანაწერი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს მისი გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი დონალდ ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს, 11 780 ბიულეტენის პოვნაა, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი სატელეფონო საუბარში.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დიალოგის დროს დონალდ ტრამპისა და ბრედ რაფენსპერგერის გარდა სატელეფონო ხაზზე ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარკ მიდოუსი, იურისტი კლეტა მიტჩელი და რაფენსპერგერის მრჩეველი, რაიან ჯერმანიც იყვნენ.

"თქვენ იცით, თუ რა ჩაიდინეს მათ და ამას არ ამჟღავნებთ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. არ შეგიძლიათ ეს დაუშვათ. ეს დიდი რისკია თქვენთვის“, - მიმართა ტრამპმა რაფენსპერგერსა და ჯერმანს.

აღსანიშნავია, რომ The Washington Post-ის მიერ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე დონალდ ტრამპმა ბრედ რაფენსპერგერთან საუბრის შესახებ "ტვიტერში“ პოსტი დაწერა.

”მას არ სურდა, ან არ შეეძლო პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა თაღლითური სქემა "ბიულეტენები მაგიდის ქვეშ”, ბიულეტენების განადგურება, “მკვდარი ამომრჩეველი" და სხვა! ”- წერს ტრამპი.

მოგვიანებით პრეზიდენტს რაფენსპერგერმა უპასუხა: ”პატივისცემით, პრეზიდენტო ტრამპ: თქვენი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გამჟღავნდება,“- წერს ჯორჯიის შტატის მდივანი "ტვიტერზე“.

აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამილა ჰარისი და დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

"ყველამ მოუსმინა ამ საუბარს? ეს ნამდვილად სასოწარკვეთილების ხმა იყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უხეში და თავხედი ფაქტი. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი შტატის მდივანს, არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს, ჯორჯიის შტატში, რომელმაც მხარი ჯო ბაიდენსა და კამილა ჰარისს დაუჭირა, ეს დემოკრატიაზე პირდაპირი თავდასხმაა“, - განაცხადა ჰარისმა.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში "დემოკრატების" კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, თუმცა ტრამპი ამ დრომდე არ აღიარებს ბაიდენის გამარჯვებასა და საკუთარ მარცხს და აცხადებს, რომ არჩევნები გააყალბეს.

Moderna-ს მტკიცებით, მათი ვაქცინა მინუმუმ 1-წლიან იმუნიტეტს ქმნის - როგორი შთანხმება აქვს კომპანიას მსოფლიოს ქვეყნებთან

სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

წარმომადგენელთა პალატაში "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროექტი წარადგინეს