სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე
ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე

სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ 2021 წლის 2 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­სპერტთა კო­მი­სი­ის წევ­რი, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რი, წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე.

კო­ლე­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ენათ­მეც­ნი­ე­რი, ცნო­ბი­ლი მთამ­სვლე­ლის, ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის მე­უღ­ლე მა­რი­ნე ბე­რი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ტა­რი­ელ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მეა ჩემ­თვის შენი წას­ვლა. ვიცი ყვე­ლა შენი ტკი­ვი­ლი, სუ­ლი­სა და გო­ნე­ბის ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა... ვიცი, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში წარ­სულ­მა, მო­მავ­ლის გეგ­მებ­მა, ყვე­ლა მო­პო­ვე­ბულ­მა და მო­სა­პო­ვე­ბელ­მა ტი­ტულ­მა, ყვე­ლა სა­და­ვო და უდა­ვო თე­ო­რი­ამ უკან და­ი­ხია და შენი სუნ­თქვის რიტმს სულ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი წარ­მარ­თავ­და, შენს ტკი­ვი­ლი­ან ღა­მე­ებს ვარ­სკვლა­ვე­ბად შენი შვი­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი ენ­თოთ... მჯე­რო­და, რომ სწო­რედ იმ­დენ­ჯერ ჩა­ი­სუნ­თქავ­დი, რამ­დე­ნიც შენს ოჯა­ხამ­დე გზას ეყო­ფო­და, რამ­დე­ნიც იმ უდა­ბუ­რი ლა­ბი­რინ­თი­დან გა­მოს­ვლის­თვის იყო სა­ჭი­რო... 24 ნო­ემ­ბერს და­გი­რე­კავს ჩემ­თან. იმ დღეს დავმძიმ­დი და მე­ო­რე დი­ლას კლი­ნი­კა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. მა­შინ "ავ­ცდით" ერ­თმა­ნეთს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ მო­მას­ვე­ნებს ის გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ზარი... იქ­ნებ რა­ღა­ცას შეც­ვლი­და ჩემ­თან სა­უ­ბა­რი...

ვუ­სამ­ძიმ­რებ შენს შვი­ლებს, იას, შვი­ლიშ­ვი­ლებს, გამ­წა­რე­ბულ დე­დას, მო­წა­ფე­ებს, კო­ლე­გებს, მე­გობ­რებს...... ყვე­ლა სა­თა­ნა­დო პა­ტივს მო­გა­გებს, ყვე­ლა თა­ვის სათ­ქმელს გე­ტყვის. მე კი შენი უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის ჭი­რი­სუფ­ლად და დამ­ტი­რებ­ლად დავ­რჩე­ბი... ღმერ­თმა ქნას, არ­ცერ­თმა ჩვენ­მა ახ­ლო­ბელ­მა, არა­ვინ ნა­ხოს, რაც ჩვენ ვნა­ხეთ... ვი­ლო­ცოთ, რომ ჩვენ ვი­ყოთ ბოლო... იმე­დი მქონ­და, ამას ერ­თად ვი­ტყო­დით, როცა გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი შევ­ხვდე­ბო­დით...... ნა­თელ­ში იყა­ვი!" - წერს მა­რი­ნე ბე­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოშრევანი
3

აჭარის მთის შვილი ბატონი ტარიელ ფუტკარაძე. დამსახურებული და მოამაგე ქვეყნის წინაშე. დაგვამწუხრა მისმა წასვლამ ამ ქვეყნიდან ღმერთმა გაანათოს მისი სული. ოჯახს ვუსამძიმრებ.

დ გ
0

დასანანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მწუხარებით იუწყება, რომ 2021 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრი, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

კოლეგის გარდაცვალებას ენათმეცნიერი, ცნობილი მთამსვლელის, ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე მარინე ბერიძე ეხმაურება:

"ტარიელ, განსაკუთრებულად მძიმეა ჩემთვის შენი წასვლა. ვიცი ყველა შენი ტკივილი, სულისა და გონების ყველა მოძრაობა... ვიცი, რომ რაღაც მომენტში წარსულმა, მომავლის გეგმებმა, ყველა მოპოვებულმა და მოსაპოვებელმა ტიტულმა, ყველა სადავო და უდავო თეორიამ უკან დაიხია და შენი სუნთქვის რიტმს სულ რამდენიმე სახელი წარმართავდა, შენს ტკივილიან ღამეებს ვარსკვლავებად შენი შვილების სახეები ენთოთ... მჯეროდა, რომ სწორედ იმდენჯერ ჩაისუნთქავდი, რამდენიც შენს ოჯახამდე გზას ეყოფოდა, რამდენიც იმ უდაბური ლაბირინთიდან გამოსვლისთვის იყო საჭირო... 24 ნოემბერს დაგირეკავს ჩემთან. იმ დღეს დავმძიმდი და მეორე დილას კლინიკაში გადამიყვანეს. მაშინ "ავცდით" ერთმანეთს. მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი...

ვუსამძიმრებ შენს შვილებს, იას, შვილიშვილებს, გამწარებულ დედას, მოწაფეებს, კოლეგებს, მეგობრებს...... ყველა სათანადო პატივს მოგაგებს, ყველა თავის სათქმელს გეტყვის. მე კი შენი უკანასკნელი დღეების ჭირისუფლად და დამტირებლად დავრჩები... ღმერთმა ქნას, არცერთმა ჩვენმა ახლობელმა, არავინ ნახოს, რაც ჩვენ ვნახეთ... ვილოცოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ბოლო... იმედი მქონდა, ამას ერთად ვიტყოდით, როცა გადარჩენილები შევხვდებოდით...... ნათელში იყავი!" - წერს მარინე ბერიძე.

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"

"მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან..." - ინგა გრიგოლია გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს

"... ძალიან მიყვარხარ!" - როგორ ულოცავს მეუღლე თეა წულუკიანს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში