სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში
"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნო ია­რა­ღის ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ "კა­ნონპ­რო­ექ­ტი" მი­ი­ღეს. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Апсадгьыл-инфо წერს. მისი ინი­ცი­ა­ტო­რია ე.წ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კად­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ყო­ფი­ლი ე.წ. დე­პუ­ტა­ტი ილია გა­მი­სო­ნია.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის შე­ა­ი­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არ მსა­ხუ­რობს ან არას­დროს უმ­სა­ხუ­რია, ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს არ უნდა ფლობ­დეს. მას შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია უნდა ჰქონ­დეს, რაც მო­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ამი­ტომ ვი­საც სურს და აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნებს, უნდა ჰქონ­დეს ია­რა­ღი, თუმ­ცა ის აღ­რი­ცხუ­ლი უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ისი­ნი ზურ­გში არ გვესრვი­ან", - აცხა­დებს გა­მი­სო­ნია.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ი­სა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "აფხა­ზეთ­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით,1994 წელს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოქ­მე­დებს", რაც ფაქ­ტობ­რი­ვად ნიშ­ნავს, რომ ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს.

"აფხა­ზუ­რი ჯარი მო­ვი­ხა­დე და არც ერთხელ არ მის­ვრია ია­რა­ღი­დან. არ გვაძ­ლე­ვენ­დნენ, არ გვაქ­ვსო. არა­და, მა­ნამ­დე ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს გვქონ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ია­რა­ღი და სა­დაც მოგ­ვეპ­რი­ა­ნე­ბო­და იქ ვის­რო­დით, სო­ხუმ­ში პარკში, ზღვა­ზე, თო­ლი­ებს, სხვა ჩი­ტებს ეს­როდ­ნენ ჩემი კლა­სე­ლე­ბი. შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის ბი­ჭე­ბი გო­გო­ნებ­საც ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ სად­მე, შემ­დეგ მან­ქა­ნით სე­ირ­ნობ­დნენ, მან­ქა­ნის ტა­რე­ბა­სა და მი­ზან­ში სრო­ლას ას­წავ­ლიდ­ნენ. ძი­რი­თა­დად, სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე მივ­დი­ო­დით.

მე არ ვი­ყა­ვი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან, მაგ­რამ ია­რა­ღი მა­ინც მქონ­და. ასეა დღემ­დე. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი ასე აწო­ნე­ბენ თავს გო­გო­ნებს. და­ბა­დე­ბის დღე­ზე უამ­რა­ჯერ ამ­ტყდა­რა სრო­ლა, არა­ერ­თი მსხვერ­პლიც ყო­ფი­ლა. ერთხელ, მო­ხუცს თვალ­ში მოხ­ვდა ანას­ხლე­ტი, გა­დარ­ჩა თუ არა, არ ვიცი, რად­გან მას გამ­ვლე­ლე­ბი შე­მო­ეხ­ვივ­ნენ, ჩვენ კი იქი­დან გა­ვი­ქე­ცით. თუმ­ცა, მა­ინც არ მჯე­რა, რომ ოდეს­მე ეს მო­წეს­რიგ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, შეძ­ლე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლებს თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნე­ბის სა­ბარ­გულ­ში ია­რა­ღი ექ­ნე­ბათ და თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და არც და­ის­ჯე­ბი­ან", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი MI FIT Abkhaz-auto.ru-ს პუბ­ლი­კა­ცი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

"ალ­ბათ ყვე­ლას გვი­ნა­ხავს ქორ­წი­ლებ­ში, ძე­ო­ბი­სა და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის სუფ­რებ­ზე ქა­მარ­ში ია­რა­ღ­გაჭ­რო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი... ვინ­მეს გო­ნია, მათ რამე ცნო­ბა აი­ღეს? არა... მა­მი­კო­ებ­მა აჩუ­ქეს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის ან სხვა რამე "ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რიღ­ზე". ია­რაღს აქ ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე იყი­დი. მთა­ვა­რია, ფული გქონ­დეს. ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც", - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ფსევ­დო­ნი­მით -"სუ­ხუ­მი აფხა­ზია".

"ერთხელ გუ­და­უ­თი­დან სო­ხუმ­ში წა­ვე­დით გვი­ან, რა­ღაც საქ­მე­ზე. გზა­ზე ვი­ღა­ცამ ხელი დაგ­ვიქ­ნია, არ გა­ვუ­ჩე­რეთ და სის­წრა­ფე არ ავ­კრი­ფეთ, უცებ, მან­ქა­ნა ჯერ ცალ მხა­რე გას­რი­ალ­და და შემ­დეგ - მე­ო­რე მხა­რეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ გვეს­რო­ლეს, სა­ბუ­რა­ვებ­ში. რამ­დე­ნი­მე მეტ­რი ვი­ხო­ხეთ და გავ­ჩერ­დით, ასე 17-20 წლის გოგო-ბი­ჭე­ბი დაგ­ვად­გნენ და ფული მოგვ­თხო­ვეს. მძროლს, რაც ჰქონ­და, წა­არ­თვეს, მე ბევ­რი არა­ფე­რი მქონ­და ასე 300 რუბ­ლი, მაგ­რამ არ მი­ვე­ცი, და­მალ­ვა მო­ვას­წა­რი. ერთი გო­გო­ნა ვი­ცა­ნი, სო­ხუმ­ში ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის შვი­ლი იყო, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩნიე. ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ და მცი­რე­დი რამე და იქვე დაგ­ვხო­ცავ­დნენ, რად­გან ასე ერ­თო­ბოდ­ნენ. შემ­დეგ ვნა­ხე ეს კაცი და ვუ­თხა­რი ყვე­ლა­ფე­რი, - რამ­დე­ნი გინ­და თან­ხა, არა­ვის­თან რომ არ თქვაო, მკი­თხა. იმის თქმა მინ­და, რომ ჩვენ­თან ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პა­ში ან ამე­რი­კა­ში", - წერს ბა­რი­ან ას­ლან­ძია.

"სო­ხუმ­ში, ზო­გა­დად აფხა­ზეთ­ში ია­რა­ღი ყო­ველ­თვის ისე შე­მო­ვა, რო­გორც ნარ­კო­ტი­კი შე­მო­დის. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნებს ია­რა­ღის ლი­ცენ­ზია ჰქონ­დეთ, მაგ­რამ ის არას­დროს იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად და, რაც მთა­ვა­რია, კა­ნო­ნი­ე­რად აღე­ბუ­ლი. ბოლო წლებ­ში აქ "ბარ­და­კია" და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სა­დაც მი­ლი­ცია ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ვერ ზრუ­ნავს, ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის ია­რა­ღით ივ­ლი­ან" - წერს ალექ­სან­დრე დილ­ჟ­ნი­კო­ვი.

ნათია
29

საქარრთველოში უარესი მდგომარეობაა, იარაღს ჩანგალივით იყენებენ..

ავტორი:

"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო იარაღის ამოღების შესახებ "კანონპროექტი" მიიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Апсадгьыл-инфо წერს. მისი ინიციატორია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი, ყოფილი ე.წ. დეპუტატი ილია გამისონია.

"ადამიანი, რომელიც თავდაცვის შეაირაღებულ ძალებში არ მსახურობს ან არასდროს უმსახურია, ცეცხლსასროლ იარაღს არ უნდა ფლობდეს. მას შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს, რაც მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაშია, ამიტომ ვისაც სურს და აკმაყოფილებს მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს იარაღი, თუმცა ის აღრიცხული უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ზურგში არ გვესრვიან", - აცხადებს გამისონია.

ადგილობრივი მედიისა და ინტერნეტმომხმარებლის ინფორმაციით, "აფხაზეთში, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასთან დაკავშირებით,1994 წელს მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს", რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ იარაღის ტარების უფლება ყველას აქვს.

"აფხაზური ჯარი მოვიხადე და არც ერთხელ არ მისვრია იარაღიდან. არ გვაძლევენდნენ, არ გვაქვსო. არადა, მანამდე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეებს გვქონდა სხვადასხვა სახის იარაღი და სადაც მოგვეპრიანებოდა იქ ვისროდით, სოხუმში პარკში, ზღვაზე, თოლიებს, სხვა ჩიტებს ესროდნენ ჩემი კლასელები. შეძლებული ოჯახის ბიჭები გოგონებსაც ეპატიჟებოდნენ სადმე, შემდეგ მანქანით სეირნობდნენ, მანქანის ტარებასა და მიზანში სროლას ასწავლიდნენ. ძირითადად, სასაფლაოებზე მივდიოდით.

მე არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან, მაგრამ იარაღი მაინც მქონდა. ასეა დღემდე. ახალგაზრდა ბიჭები ასე აწონებენ თავს გოგონებს. დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, არაერთი მსხვერპლიც ყოფილა. ერთხელ, მოხუცს თვალში მოხვდა ანასხლეტი, გადარჩა თუ არა, არ ვიცი, რადგან მას გამვლელები შემოეხვივნენ, ჩვენ კი იქიდან გავიქეცით. თუმცა, მაინც არ მჯერა, რომ ოდესმე ეს მოწესრიგდება. სინამდვილეში, შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილებს თავიანთი მანქანების საბარგულში იარაღი ექნებათ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, აუცილებლად გამოიყენებენ და არც დაისჯებიან", - წერს ინტერნეტმომხარებელი MI FIT Abkhaz-auto.ru-ს პუბლიკაციის კომენტარებში.

"ალბათ ყველას გვინახავს ქორწილებში, ძეობისა და დაბადების დღეების სუფრებზე ქამარში იარაღგაჭრობილი ახალგაზრდები... ვინმეს გონია, მათ რამე ცნობა აიღეს? არა... მამიკოებმა აჩუქეს სკოლის დამთავრების ან სხვა რამე "ღირსშესანიშნავ თარიღზე". იარაღს აქ ყველა ნაბიჯზე იყიდი. მთავარია, ფული გქონდეს. ასე იქნება მომავალშიც", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი, ფსევდონიმით -"სუხუმი აფხაზია".

"ერთხელ გუდაუთიდან სოხუმში წავედით გვიან, რაღაც საქმეზე. გზაზე ვიღაცამ ხელი დაგვიქნია, არ გავუჩერეთ და სისწრაფე არ ავკრიფეთ, უცებ, მანქანა ჯერ ცალ მხარე გასრიალდა და შემდეგ - მეორე მხარეს. აღმოჩნდა, რომ გვესროლეს, საბურავებში. რამდენიმე მეტრი ვიხოხეთ და გავჩერდით, ასე 17-20 წლის გოგო-ბიჭები დაგვადგნენ და ფული მოგვთხოვეს. მძროლს, რაც ჰქონდა, წაართვეს, მე ბევრი არაფერი მქონდა ასე 300 რუბლი, მაგრამ არ მივეცი, დამალვა მოვასწარი. ერთი გოგონა ვიცანი, სოხუმში ჩვენი სკოლის დირექტორის შვილი იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე. ნასვამები იყვნენ და მცირედი რამე და იქვე დაგვხოცავდნენ, რადგან ასე ერთობოდნენ. შემდეგ ვნახე ეს კაცი და ვუთხარი ყველაფერი, - რამდენი გინდა თანხა, არავისთან რომ არ თქვაო, მკითხა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან ვერასდროს იქნება ისე, როგორც საქართველოში, ევროპაში ან ამერიკაში", - წერს ბარიან ასლანძია.

"სოხუმში, ზოგადად აფხაზეთში იარაღი ყოველთვის ისე შემოვა, როგორც ნარკოტიკი შემოდის. შესაძლოა, ადამიანებს იარაღის ლიცენზია ჰქონდეთ, მაგრამ ის არასდროს იქნება სამართლიანად და, რაც მთავარია, კანონიერად აღებული. ბოლო წლებში აქ "ბარდაკია" და ამ სიტუაციაში, სადაც მილიცია ჩვენს უსაფრთხოებაზე ვერ ზრუნავს, ადამიანები ყოველთვის იარაღით ივლიან" - წერს ალექსანდრე დილჟნიკოვი.

სერგეი შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა ლეგალური უნდა გახდეს" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის  წინადადებას აფხაზეთში

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საფრანგეთში, არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

"ვაშინგტონი და მისი პრონატოელი ვირთხები საქართველოში ოცნებობენ, გაიყვანონ რუსეთის ჯარები რესპუბლიკიდან..." - ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის მხარდასაჭერი შტაბი შეიქმნა