საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამასთან, ინფიცირებული 897 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 299 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 071, აჭარაში - 370, იმერეთში - 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 90, იმერეთში - 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში - 181, აჭარაში - 23, იმერეთში - 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.