სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი
"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი ოჯახ­ში არა­ვის გვაქვს, მათ შო­რის არც ბავ­შვებს" - ამ­ბობს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი. ფიქ­რობს, რომ 31 დე­კემ­ბერს ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ვახ­შა­მი ექ­ნე­ბათ. რას უკავ­შირ­დე­ბა მათი ოჯა­ხის ასე­თი გან­წყო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას თუ კი­დევ სხვა რა­ი­მეს, ამას თა­ვად თინა ხი­და­შელ­თან სა­უბ­რი­სას გა­ვარ­კვევთ.

- ახა­ლი წელი არის მთა­ვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დღე ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გვინ­და ვი­ყოთ ყვე­ლას­თან ერ­თად, ვინც გვიყ­ვარს და ვი­საც ვუყ­ვარ­ვართ. ხან ჩვენ მივ­დი­ვართ ჩა­მოვ­ლა­ზე, ხან ჩვენ­თან მო­დი­ან... წელს ეს არ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ხა­ლი­სიც და­კარ­გუ­ლი გვაქვს.

- რად­გან ახა­ლი წელი თქვენ­თვის ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, მო­გო­ნე­ბე­ბიც გექ­ნე­ბათ.

- ახა­ლი 1999 წლის დად­გო­მა მახ­სენ­დე­ბა. მე და დათო ვა­შინგტონ­ში ვი­ყა­ვით და ახალ წელს ქუ­ჩა­ში შევ­ხვდით. ასე არ გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, უბ­რა­ლოდ გვინ­დო­და, თეთ­რი სახ­ლის წინ ფოტო გა­დაგ­ვე­ღო. ვი­ა­რეთ, ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვეთ. მე და და­თომ თეთ­რი სახ­ლი ვერ ვი­პო­ვეთ, ახლა თა­ვად გან­სა­ჯეთ, რო­გორ ვი­ყა­ვით.

- ბა­ტო­ნი და­ვი­თი მარ­თლაც თქვე­ნი ლექ­ტო­რი იყო?

- (იცი­ნის) იბ­რა­ლებს, ის­ტო­რი­ას აყალ­ბებს. ავთო დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ას­პი­რან­ტი იყო და რო­დე­საც ის აც­დენ­და ლექ­ცი­ას, დათო შე­მო­დი­ო­და აუ­დი­ტო­რი­ა­ში. სხვა­თა შო­რის, მე და და­თოს გაც­ნო­ბის მო­მენ­ტიც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გვახ­სოვს. დათო ამ­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დე­კა­ნატ­ში გა­მიც­ნო, მე მახ­სოვს, რომ კა­თედ­რა­ზე ავთო დე­მეტ­რაშ­ვილ­მა გა­მაც­ნო არა რო­გორც ლექ­ტო­რი, არა­მედ რო­გორც აქ­ტი­უ­რი, ჩემ­ზე ცო­ტა­თი უფ­რო­სი სტუ­დენ­ტი.

- რა გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­დან?

- ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ კარ­გი. 24 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით. მე ორ­თა­ჭა­ლის ბო­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, დათო და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი - ვარ­კე­თილ­ში. მა­შინ ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობ­და და ქუ­ჩებ­ში ია­რა­ღი­ა­ნი ბი­ჭე­ბი დარ­ბოდ­ნენ. დათო და ირაკ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ფე­ხით მა­ცი­ლებ­დნენ შინ და მერე ვარ­კე­თილ­ში ფე­ხით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

- რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც დედა გახ­დით?

- დე­დო­ბა უზარ­მა­ზა­რი სი­ხა­რუ­ლი და გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არც ერთი ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბას არა­ფე­რი შე­უც­ვლია. სან­დროს გა­ჩე­ნი­დან ოთხ დღე­ში სამ­სა­ხურ­ში გა­მოვ­ცხად­დი და მას მერე ერთი დღე აღარ დავ­რჩე­ნილ­ვარ შინ. მისი და­ბა­დე­ბის წი­ნა­დღეს მი­ტინგზე ვი­ყა­ვი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
23

ესენი ვის რაში სჭირდება? რას ტენით ხალხს ძალიით???

საღი აზრი
15

ხო,პატრონის სახლი რო ვერ იპოვეს,ესეიგი კარგად იყვნენ,აბა ეგენი თეთრი სახლის გზას რას დაკარგავდნენ:D

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"საახალწლო განწყობა და საინტერესო გეგმები ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს" - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ფიქრობს, რომ 31 დეკემბერს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ვახშამი ექნებათ. რას უკავშირდება მათი ოჯახის ასეთი განწყობა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას თუ კიდევ სხვა რაიმეს, ამას თავად თინა ხიდაშელთან საუბრისას გავარკვევთ.

- ახალი წელი არის მთავარი სოციალური დღე ჩვენს ცხოვრებაში. გვინდა ვიყოთ ყველასთან ერთად, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ხან ჩვენ მივდივართ ჩამოვლაზე, ხან ჩვენთან მოდიან... წელს ეს არ იქნება. შესაბამისად, ხალისიც დაკარგული გვაქვს.

- რადგან ახალი წელი თქვენთვის ასეთი განსაკუთრებულია, მოგონებებიც გექნებათ.

- ახალი 1999 წლის დადგომა მახსენდება. მე და დათო ვაშინგტონში ვიყავით და ახალ წელს ქუჩაში შევხვდით. ასე არ გვქონდა დაგეგმილი, უბრალოდ გვინდოდა, თეთრი სახლის წინ ფოტო გადაგვეღო. ვიარეთ, ვიარეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით.

- ბატონი დავითი მართლაც თქვენი ლექტორი იყო?

- (იცინის) იბრალებს, ისტორიას აყალბებს. ავთო დემეტრაშვილის ასპირანტი იყო და როდესაც ის აცდენდა ლექციას, დათო შემოდიოდა აუდიტორიაში. სხვათა შორის, მე და დათოს გაცნობის მომენტიც სხვადასხვაგვარად გვახსოვს. დათო ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის დეკანატში გამიცნო, მე მახსოვს, რომ კათედრაზე ავთო დემეტრაშვილმა გამაცნო არა როგორც ლექტორი, არამედ როგორც აქტიური, ჩემზე ცოტათი უფროსი სტუდენტი.

- რა გახსენდებათ თქვენი ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან?

- ყველაფერი მხოლოდ კარგი. 24 საათი ერთად ვიყავით. მე ორთაჭალის ბოლოში ვცხოვრობდი, დათო და ირაკლი ოქრუაშვილი - ვარკეთილში. მაშინ ტრანსპორტი არ მოძრაობდა და ქუჩებში იარაღიანი ბიჭები დარბოდნენ. დათო და ირაკლი უნივერსიტეტიდან ფეხით მაცილებდნენ შინ და მერე ვარკეთილში ფეხით ბრუნდებოდნენ.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც დედა გახდით?

- დედობა უზარმაზარი სიხარული და გამოწვევა იყო, მაგრამ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არც ერთი ჩემი შვილის დაბადებას არაფერი შეუცვლია. სანდროს გაჩენიდან ოთხ დღეში სამსახურში გამოვცხადდი და მას მერე ერთი დღე აღარ დავრჩენილვარ შინ. მისი დაბადების წინადღეს მიტინგზე ვიყავი. წაიკითხეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ქონების ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ფონდ ქართუს" გადასცა - "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", შპს "ბიზნეს ცენტრი" და ა.შ.

"სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მის გარეშე ჩამოიშლება... ერთმანეთთან  ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია" - როგორ აფასებენ ექსპრემიერის მეორედ წასვლას?