სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები
"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვებს:

პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­ლოც­ვა:

"მინ­და, მო­გი­ლო­ცოთ დამ­დე­გი ახა­ლი წელი ჩვენს თი­თო­ე­ულ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხო­ლოდ მათ­თან ერ­თად შევ­ქმნით სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თეს მო­მა­ვალს.

ერ­თი­ა­ნო­ბა დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნებს ყვე­ლა გან­საც­დელს და მიგ­ვიყ­ვანს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი ხნის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნამ­დე - სა­ქარ­თვე­ლო და­იმ­კვიდ­რებს სა­კუ­თარ ღირ­სე­ულ ად­გილს სა­ერ­თო ევ­რო­პულ ოჯახ­ში.

ვუ­ლო­ცავ ჩვენს პო­ლი­ცი­ე­ლებს, ჯა­რის­კა­ცებს, მას­წავ­ლებ­ლებს, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს - ყვე­ლას, ვინც და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობს ქვეყ­ნის უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის. ვუ­ლო­ცავ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც ასე ახა­რებთ ახა­ლი წელი. ვუ­ლო­ცავ ჩვენს უფ­როს თა­ო­ბას, - მინ­და იცო­დეთ, რომ თქვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გიფრ­თხილ­დე­ბით. ერ­თი­ა­ნო­ბა დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნებს ყვე­ლა გან­საც­დელს და მიგ­ვიყ­ვანს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი ხნის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნამ­დე - სა­ქარ­თვე­ლო და­იმ­კვიდ­რებს სა­კუ­თარ ღირ­სე­ულ ად­გილს სა­ერ­თო ევ­რო­პულ ოჯახ­ში. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ახალ 2021 წელს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უკე­თე­სი მო­მავ­ლის, ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის, აღ­დგე­ნის და გან­ვი­თა­რე­ბის წელი! გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას!

2020 წელი იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წელი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო და მო­ქა­ლა­ქე ერ­თად დად­გა გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ 2020 წელი იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წელი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო და მო­ქა­ლა­ქე ერ­თად დად­გა გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ.

უხი­ლავ მტერ­თან ბრძო­ლას სა­კუ­თა­რი გმი­რე­ბი ჰყავს. ეს გმი­რე­ბი არი­ან ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი...

გა­სუ­ლი წელი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე იყო. ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით ომში უხი­ლავ მტერ­თან, რო­მელ­მაც გვა­ი­ძუ­ლა უარი გვეთ­ქვა ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტმზე, დაგ­ვა­კარ­გი­ნა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი. დიდ გან­საც­დელ­თან ერ­თად, ამა­ვე დროს, 2020 წელი დიდი გა­და­ფა­სე­ბე­ბის წე­ლიც იყო, რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი და­ფიქ­რდა ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე - ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რომ­ლის გა­რე­შეც არა­ფერს აქვს ფასი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, 2020 წელი იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წელი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო და მო­ქა­ლა­ქე ერ­თად დად­გა გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ. უხი­ლავ მტერ­თან ბრძო­ლას სა­კუ­თა­რი გმი­რე­ბი ჰყავს. ეს გმი­რე­ბი არი­ან ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი - ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი თუ სა­ნიტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ წუ­თებ­შიც იბ­რძვი­ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, - მინ­და მათ მუ­დამ ახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მად­ლი­ე­რე­ბი ვართ მათი. ეს გმი­რე­ბი არი­ან ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი ის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ­და, რათა უფრო უსაფრ­თხო გა­რე­მო შე­ექ­მნა, უბ­რა­ლოდ დახ­მა­რე­ბო­და ჩვენს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს.

წელს უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში ვხვდე­ბით ახალ წელს - არ ვმარ­თავთ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, მხო­ლოდ ვიწ­რო ოჯა­ხურ წრე­ში აღ­ვნიშ­ნავთ ამ ყვე­ლას­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შვე­ბის­თვის, საყ­ვა­რელ დღე­სას­წა­ულს. დღეს სწო­რედ ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ჩვე­ნი ხან­დაზ­მუ­ლე­ბის წი­ნა­შე. დღეს არ არის რა­ი­მე ნიშ­ნით და­ყო­ფის დრო. დღეს მთე­ლი ქვე­ყა­ნა, - მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ყვე­ლა ერ­თად უნდა ჩავ­დგეთ სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სამ­სა­ხურ­ში - ამას გვა­ვა­ლებს ჩვე­ნი ხალ­ხი. ეს არის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა იმის, რომ მო­მა­ვა­ლი წელი გა­მარ­ჯვე­ბის მომ­ტა­ნი იყოს!".

პტ­რი­არ­ქის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა:

"ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს და ყო­ველ ადა­მი­ანს. ახა­ლი წლის წი­ნა­შე ვდგე­ვართ. დღეს ჩვენ ვიხ­სე­ნებთ და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სი­ტყვებს - „მა­უ­წყე მე უფა­ლო გზაი რო­მელ­სა­ცა ვი­დო­დე. ითხოვ­დეთ და მო­გე­ცეთ თქვენ, ეძი­ებ­დეთ და ჰპო­ვოთ, ირეკ­დეთ და და გან­გე­ღოს თქვენ“, ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვი­დო­ბას, სი­ხა­რულს, ეს ცხოვ­რე­ბა ცვა­ლე­ბა­დია. ჩვენ იმე­დით ვუ­ყუ­რებთ მო­მა­ვალს. ღმერ­თს უყ­ვარს ადა­მი­ა­ნი.

ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბა უნდა იყოს სათ­ნო, კე­თი­ლი. ჰე, უფა­ლო და მე­უ­ფეო, მო­მა­ნი­ჭე მე გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა. ჩვენ უნდა და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, კი არ უნდა და­ვუმ­ძი­მოთ ჯვა­რი. გი­ლო­ცავთ ახალ წელს და ქრის­ტეს შო­ბის დღე­სას­წა­ულს. იმე­დი არ უნდა დავ­კარ­გოთ, ჩვენ­თან არს ღმერ­თი. და­ლოც­ვი­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი გამ­ყო­ფოთ მამა ზე­ცი­ერ­მა".

პრე­ზი­დენ­ტის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა:

“პან­დე­მი­ამ შეც­ვა­ლა მსოფ­ლიო, შე­არ­ყია ეკო­ნო­მი­კა, ჩაგ­ვი­კე­ტა სა­ზღვრე­ბი, ჩვენც შეგვცვა­ლა, შიში ჩაგ­ვი­ნერ­გა. პან­დე­მი­ამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ სო­ლი­და­რო­ბით, ერ­თმა­ნე­თის ნდო­ბით და გაფრ­თხი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა. მთა­ვა­რია არ მი­ვე­ცეთ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბას, რა­მე­თუ ყვე­ლა­ფერს ცუდს კარ­გი მოს­დევს.

პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­როს, მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, ექთ­ნე­ბი, სას­წრა­ფოს მუ­შა­კე­ბი, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე იდ­გნენ, უშუ­ა­ლოდ გა­ნი­ცა­დეს ყვე­ლა დარ­ტყმა და და­ნა­კარ­გი, მათ შო­რი­საც დი­დია მსხვერ­პლი, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ გვყავს მსოფ­ლიო დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ჩვენ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ გა­უძ­ლო იმას, რა­საც ჩვენ­ზე ძლი­ერ­მა ქვეყ­ნებ­მა ვერ გა­უძ­ლეს. ამას არ ვე­ლო­დით და გაგ­ვიკ­ვირ­და კი­დე­ვაც.

ამით ჩვენ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ მსოფ­ლი­ოს მხრი­დან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა. პან­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან დიდი ტვირ­თი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა ჩვენს პო­ლი­ცი­ას და თავ­დაც­ვის ძა­ლებს. აქაც შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ იმით თუ რო­გორ თავ­და­დე­ბით და ეფექ­ტუ­რად გა­არ­თვეს მათ თავი ამ ურ­თუ­ლეს და უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებს. მსოფ­ლიო კა­რან­ტინ­მა ძლი­ე­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ჩვენს ეკო­ნო­მი­კას, კერ­ძოდ, ტუ­რის­ტულ სფე­როს, თუმ­ცა, შიდა ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ამ ბევრ ოჯახს მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ხე­ლახ­ლა აღ­მო­ე­ჩი­ნა. ბევ­რს სოფ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა.

ამით ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად მო­ვა­ხერ­ხეთ შევ­ხი­დე­ბო­დით ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მედ და­ზა­რა­ლე­ბულ სფე­როს. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ერთი მხრივ, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა და დამ­თრგუნ­ვე­ლი ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტის და­კარ­გვა, თუმ­ცა, არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა აკა­დე­მი­უ­რი წელი და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ტარ­და. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად აქაც შევ­ძე­ლით ის, რაც ჩვენ­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და. გა­იხ­სნა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. კულ­ტუ­რა­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ აი­სა­ხა პან­დე­მია. დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს სფე­რო პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ი­ყი­ნა, რად­გან კულ­ტუ­რა პუბ­ლი­კის გა­რე­შე ძნე­ლად თუ ცო­ცხლობს. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ ეროვ­ნუ­ლი და ვაჟა ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სე­ბი.

შევ­კრი­ბეთ კო­მი­სი­ე­ბი, მი­ვი­ღეთ მსოფ­ლიო დო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, გა­მო­ვავ­ლი­ნეთ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. პან­დე­მი­ის გამო, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ჯერ ვერ ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ მინ­და ამ ახა­ლი წლის ღა­მეს გა­გაც­ნოთ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ლა­უ­რე­ან­ტე­ბი, ერ­თად მი­ვუ­ლო­ცოთ ეს დიდი წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ასა­ხე­ლებს. ვაჟა-ფშა­ვე­ლას სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და პო­ე­ზი­ა­ში მი­ე­ნი­ჭა პო­ეტ­სა და მთარ­გმნელს და­ვით წე­რე­დი­ანს. ვწუხ­ვარ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღი­ა­რე­ბა სი­ცო­ცხლე­ში არ ერგო. ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის დარ­გში ერ­თობ­ლი­ვი ნაშ­რო­მის­თვის არი­ან გი­ორ­გი კვე­სი­ტა­ძე, გია ხა­ტი­საშ­ვი­ლი და თი­ნა­თინ სა­დუ­ნიშ­ვი­ლი. ფი­ზი­კის დარ­გში ალექ­სან­დრე შენ­გე­ლია".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვი–რუსი
45

ტრიო ,,აფერისტები"

დვალთელი
172

ძლივს არა ვნახე ნორმალური სახეები და არა პიტბულები

ავტორი:

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვებს:

პრემიერი-მინისტრის, გიორგი გახარიას მილოცვა:

"მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს.

ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.

ვულოცავ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს - ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ვულოცავ ბავშვებს, რომლებსაც ასე ახარებთ ახალი წელი. ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, - მინდა იცოდეთ, რომ თქვენ განსაკუთრებულად გიფრთხილდებით. ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს, რომელიც იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი! გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!

2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ.

უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები, პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები...

გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები. დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ. უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები - ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, - მინდა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველანი განსაკუთრებულად მადლიერები ვართ მათი. ეს გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა, უბრალოდ დახმარებოდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს.

წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს - არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე. დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი. ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!".

პტრიარქის საახალწლო მილოცვა:

"ყველას მოგესალმებით, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს. ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს - „მაუწყე მე უფალო გზაი რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და და განგეღოს თქვენ“, ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს, ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი.

ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი. ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობის დღესასწაულს. იმედი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა".

პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა:

“პანდემიამ შეცვალა მსოფლიო, შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა, შიში ჩაგვინერგა. პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა. მთავარია არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველაფერს ცუდს კარგი მოსდევს.

პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს, მისი წარმომადგენლები - ეპიდემიოლოგები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები, ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი, მათ შორისაც დიდია მსხვერპლი, თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ გვყავს მსოფლიო დონის პროფესიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს. ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა კიდევაც.

ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა. პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ იმით თუ როგორ თავდადებით და ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს. მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს, თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა.

ამით ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს. განათლების სფეროში, ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა, არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედავად აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვის ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა. გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა ფშაველას სახელობის კონკურსები.

შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები. პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეანტები, ერთად მივულოცოთ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს. ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში ალექსანდრე შენგელია".

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო

"იქ ჩვენი თავისუფლებისმოყვარე მეგობრების მხარდასაჭერად ჩავფრინდი" - რა ფოტოებს აქვეყნებს და რას წერს მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტზე