კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი
"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის­გან გა­ა­ან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც ახალ წელს უკვე ზე­ი­მო­ბენ, ჩვენ 2021-ს სა­ა­თე­ბი­ღა გვა­შო­რებს. ყვე­ლა სირ­თუ­ლე­სა და გან­საც­დელს ალ­ბათ ძვე­ლი წელი თან წა­ი­ყო­ლებს, უკე­თე­სი და ლა­მა­ზი მო­მავ­ლის იმე­დი კი ნუ მოგ­ვი­შა­ლოს ღმერ­თმა. ისიც, ვი­საც შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, უკე­თე­სის მო­ლო­დინ­შია და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ის უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მა­ვალ­მა წელ­მა მოგ­ვცა, ცოდ­ნა­ში გაგ­ვამ­ყა­რა და გა­მოგ­ვაწ­რთო, ამ წელს პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში უცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბაო.

ექ­სპრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს დუ­შეთ­ში შე­ვეხ­მი­ა­ნე. ჩვე­ნი მე­ურ­ნე რეს­პონ­დენ­ტი, ისე­ვე, რო­გორც წინა წლებ­ში, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ხვდე­ბა ახალ წელს. ბა­ტონ გი­ორ­გის იმ დროს და­ვუ­რე­კე, რო­დე­საც ცხე­ნებს კაზ­მავ­და.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, მი­ი­ლია პან­დე­მი­უ­რი 2020-იც... თქვენ­თვის რით იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს წელი?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წელი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძალ­ზე რთუ­ლი გა­მოდ­გა 2020. სირ­თუ­ლე, თა­ვის თავ­ში სა­ინ­ტე­რე­სო­ო­ბა­საც გუ­ლის­ხმობს. ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ მთელ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ... დიდი ინ­ტე­რე­სით ვა­დევ­ნებ­დი თვალს ყვე­ლა­ფერს, ანა­ლიზს ვკი­თხუ­ლობ­დი, თვალს ვა­დევ­ნებ­დი ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რე­აქ­ცი­ას და ალ­ბათ ყვე­ლამ ამ წე­ლი­წადს ძა­ლი­ან დიდი უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. რაც უარ­ყო­ფი­თი იყო ამ წე­ლი­წადს, ამა­ვე დროს, სა­ინ­ტე­რე­სოც იყო თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით.

- კონ­კრე­ტუ­ლად თქვენს ოჯახ­შიც იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე – ორგზის პაპა გახ­დით...

- დიახ, კირა და­ი­ბა­და, ანას მე­ო­რე შვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა თვე­ზე ცოტა მე­ტი­საა.

- ხომ არ აპი­რებს თქვენ­თან მოს­ვლას და მო­ლოც­ვას ქალ­ბა­ტო­ნი კირა, ერ­თად შეხ­ვდე­ბით ახალ წელს?

- არა, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობთ და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვებ­თან.

- რო­გორ ხვდე­ბით ახალ წელს, რამე გა­მორ­ჩე­უ­ლი ტრა­დი­ცია ხომ არ გაქვთ და სა­ერ­თოდ, რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს დღე?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ახა­ლი წლის ტი­პი­უ­რად შეხ­ვედ­რის რამე ტრა­დი­ცია მაქვს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ვხვდე­ბით. დიდი წვე­უ­ლე­ბე­ბიც არ არის ჩემი სტი­ლი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს. ასე რომ, ვართ ძა­ლი­ან მშვი­დად. ამ თვალ­საზ­რი­სით, პან­დე­მი­ურ­მა ფორ­მამ ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვა­ლა ჩვენ­თან.

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში თუ ხართ ჩაბ­მუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ნაძ­ვის ხე თუ მორ­თეთ, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში თუ იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მე­უღ­ლეს თუ ეხ­მა­რე­ბით...

- არა, ნაძ­ვის ხის მორ­თვა არ მი­ხა­რია და ამას მაკა აკე­თებს. არც არა­ფე­რი სამ­ზა­დი­სი გვაქვს, არც სა­გან­გე­ბო სუფ­რის გაშ­ლა... ბუ­ნებ­რი­ვია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი 12 სა­ათ­ზე ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­ლო­ცავთ და თითო ჭი­ქას ავ­წევთ. არც ამ წელს და არც სხვა წლებ­ში, ნა­მე­ტანს არა­ფერს ვა­კე­თებთ.

- გინ­დათ თუ არა, როცა სახ­ლში პა­ტა­რე­ბი არი­ან, მათ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა უნდა შე­უქ­მნათ, ალ­ბათ...

- თე­მოს და თო­მას ნაძ­ვის ხით შე­ექ­მნე­ბათ გან­წყო­ბა, იმ­ხი­ა­რუ­ლე­ბენ სა­თა­მა­შო­ე­ბით, თო­რემ 12 სა­ათ­ზე მათ უკვე სძი­ნავთ, მარ­თლა არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, ერთი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღეა ჩვენ­თვის.

- მეკვლეც არ გე­ყო­ლე­ბათ, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ?

- მეკვლე ის არ არის, ვინც პირ­ვე­ლი შე­მო­ვა? ოდეს­ღაც ვინ­მე ხომ შე­მო­ვა... ტრა­დი­ცი­უ­ლად მარ­თლა არა­ფე­რი გვაქვს და­გეგ­მი­ლი, არც მეკვლე­ო­ბას ვგეგ­მავთ და არ ვარ­ჩევთ, ვინ იქ­ნე­ბა.

- რას ელით ამ წლის­გან, რა სურ­ვი­ლე­ბი გაქვთ, ახ­დე­ნას რომ ინატ­რებ­დით?

- ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ყვე­ლას გვაქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ის დიდი პრობ­ლე­მე­ბი, რაც იყო შარ­შან, დავძლი­ოთ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­მა, ისე - პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, კულ­ტუ­რამ... ეს ცოდ­ნა, ვფიქ­რობ, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამ წლის და­დე­ბი­თი მხა­რე იქ­ნე­ბა იმა­ში, რომ რა პრობ­ლე­მე­ბიც გა­ვი­ა­რეთ და რა­მაც გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნა­ში გაგ­ვამ­ყა­რა, ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის წე­ლი­წა­დი იქ­ნე­ბა, ჩემი აზ­რით და მი­ხა­რია, რომ ასე იქ­ნე­ბა.

- ას­ტრო­ლო­გი­ას, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბას თუ აღი­ა­რებთ? ხა­რის წე­ლი­წა­დი მო­დის, რო­მე­ლიც შრო­მის, სიმ­შვი­დი­სა და ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა...

- რა მინ­და გი­თხრათ... მე მჯე­რა, რომ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა არის ჩა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნად იცის ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, ამა­ში ეჭვი მე­პა­რე­ბა. ას­ტრო­ლო­გია ძა­ლი­ან ძვე­ლი ცოდ­ნის დარ­გია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვე­ლად იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ამის ცოდ­ნა გა­აჩ­ნდათ, ხოლო ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი არ ვიცი, რამ­დე­ნად ერ­კვე­ვი­ან მას­ში. რა­ნა­ი­რა­დაც ისი­ნი პირ­ვე­ლად აღიქ­ვამ­დნენ სამ­ყა­როს, მისი ადეკ­ვა­ტუ­რი იყო ას­ტრო­ლო­გია, მაგ­რამ ის აღ­ქმაა, თა­ვის­თა­ვად, და­კარ­გუ­ლი. ასე რომ, მე არ ვიცი, ჩვენ, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ას­ტრო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამა­ში ცოტა ეჭვი მე­პა­რე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ძღო­ლის გარ­და, ხელ­საქ­მე გე­ხერ­ხე­ბათ და თით­ქმის ყვე­ლა­ფერს თქვე­ნი ხე­ლით აკე­თებთ. ამ პან­დე­მი­ის ჟამს რას საქ­მი­ა­ნობთ?

- მა­გა­ლი­თად, გუ­შინ ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ჩემ­თან, დუ­შეთ­ში მო­იყ­ვა­ნეს ცხე­ნე­ბი და მათ­თვის ვა­წყობ­დი და ვა­წყობ რა­ღა­ცე­ებს, მათ სა­ცხოვ­რისს. ცხე­ნე­ბი ჩვე­ნია, სა­ერ­თო და მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლი.

- რა ბიზ­ნესს იწყებთ?

- ტუ­რის­ტულ ბიზ­ნესს ვი­წყებთ დუ­შეთ­ში... სა­ცხოვ­რი­სი მე არ ამი­შე­ნე­ბია, რა­ღა­ცე­ე­ბი კი გა­ვა­კე­თე, უფრო მი­თი­თე­ბებს და რჩე­ვებს ვაძ­ლევ­დი, რა რო­გორ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- რას და, ერთი ცხე­ნი მყავს შე­კაზ­მუ­ლი, მე­ო­რე უნდა და­ვი­ჭი­რო და შევ­კაზ­მო, თან თქვენ გე­ლა­პა­რა­კე­ბით.

- ვიცი, ცხო­ვე­ლე­ბი გიყ­ვართ, ერთი მათ­გა­ნი ამას­წი­ნათ, მეც გა­ვი­ცა­ნი ვეტკლი­ნი­კა­ში...

- კი, მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ეგ ცუგა, თქვენ რომ გა­ი­ცა­ნით, დუ­შე­თის მო­სახ­ვე­ვებ­ში ვნა­ხე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ლეკ­ვი იყო, რო­მე­ლიც შუა ტრა­სა­ზე მო­დი­ო­და და ძაან გა­ბე­დუ­ლა­დაც. შე­მე­შინ­და, მან­ქა­ნას არ გა­ე­ტა­ნა, ჩა­ვის­ვი და წა­მო­ვიყ­ვა­ნე. მის გარ­და, სამი ძაღ­ლი, 4 კატა და 2 ცხე­ნი მყავს.

- რა­ტომ მაქვს ისე­თი შეგ­რძნე­ბა, რომ ისევ თქვენ ხართ პრე­ზი­დენ­ტი?

- მე მა­ხა­რებს თქვე­ნი ეს შეგ­რძნე­ბა და ეს დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის.

- მა­შინ, მი­უ­ლო­ცეთ ქარ­თველ ხალ­ხს ახა­ლი წელი, პრე­ზი­დენ­ტი­სე­უ­ლად...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და ჩემ­თვის პა­ტი­ვი იყო თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს წელი იქ­ნე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­წყვე­ტის წე­ლი­წა­დი და ვი­ყოთ მხნედ. აი, ასე მო­გი­ლო­ცავთ.

- ჩვენც გი­ლო­ცავთ, ვი­ყოთ მხნედ და იმე­დი­ა­ნად.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
17

კარგი ადამიანი. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს . ბედნიერი იყოს ქვეყნისთვის და თქვენთვის. ასევე ყველას ოჯახში მინდა რომ ბედნიერება სუფევდეს მომავალი წლიდან. გილოცავთ ყველას ახალ დამდეგ 2021 წელს

გიო
58

რავიცი, მაგის კნეინა კი სულ წუწუნებს!

ავტორი:

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

ახალი ზელანდიისგან გააანსხვავებით, სადაც ახალ წელს უკვე ზეიმობენ, ჩვენ 2021-ს საათებიღა გვაშორებს. ყველა სირთულესა და განსაცდელს ალბათ ძველი წელი თან წაიყოლებს, უკეთესი და ლამაზი მომავლის იმედი კი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. ისიც, ვისაც შევეხმიანეთ, უკეთესის მოლოდინშია და გვეუბნება, რომ ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც მიმავალმა წელმა მოგვცა, ცოდნაში გაგვამყარა და გამოგვაწრთო, ამ წელს პრობლემების გადაწყვეტაში უცილებლად დაგვეხმარებაო.

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დუშეთში შევეხმიანე. ჩვენი მეურნე რესპონდენტი, ისევე, როგორც წინა წლებში, მოკრძალებულად და ოჯახურ გარემოში ხვდება ახალ წელს. ბატონ გიორგის იმ დროს დავურეკე, როდესაც ცხენებს კაზმავდა.

- ბატონო გიორგი, მიილია პანდემიური 2020-იც... თქვენთვის რით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეს წელი?

- ძალიან საინტერესო წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე რთული გამოდგა 2020. სირთულე, თავის თავში საინტერესოობასაც გულისხმობს. ისეთი გამოცდილება მივიღეთ მთელმა კაცობრიობამ... დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ყველაფერს, ანალიზს ვკითხულობდი, თვალს ვადევნებდი ასევე საზოგადოებრივ რეაქციას და ალბათ ყველამ ამ წელიწადს ძალიან დიდი უნიკალური გამოცდილება მივიღეთ. რაც უარყოფითი იყო ამ წელიწადს, ამავე დროს, საინტერესოც იყო თავისი შინაარსით.

- კონკრეტულად თქვენს ოჯახშიც იყო მნიშვნელოვანი სიახლე – ორგზის პაპა გახდით...

- დიახ, კირა დაიბადა, ანას მეორე შვილი, რომელიც ახლა თვეზე ცოტა მეტისაა.

- ხომ არ აპირებს თქვენთან მოსვლას და მოლოცვას ქალბატონი კირა, ერთად შეხვდებით ახალ წელს?

- არა, პანდემიის პირობებში ძალიან ვფრთხილობთ და განსაკუთრებით, ბავშვებთან.

- როგორ ხვდებით ახალ წელს, რამე გამორჩეული ტრადიცია ხომ არ გაქვთ და საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღე?

- ვერ ვიტყვი, რომ ახალი წლის ტიპიურად შეხვედრის რამე ტრადიცია მაქვს, ფაქტობრივად, არაფერი, ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ვხვდებით. დიდი წვეულებებიც არ არის ჩემი სტილი და არც მაინტერესებს. ასე რომ, ვართ ძალიან მშვიდად. ამ თვალსაზრისით, პანდემიურმა ფორმამ ბევრი არაფერი შეცვალა ჩვენთან.

- საახალწლო სამზადისში თუ ხართ ჩაბმული, მაგალითად, ნაძვის ხე თუ მორთეთ, კერძების მომზადებაში თუ იღებთ მონაწილეობას, მეუღლეს თუ ეხმარებით...

- არა, ნაძვის ხის მორთვა არ მიხარია და ამას მაკა აკეთებს. არც არაფერი სამზადისი გვაქვს, არც საგანგებო სუფრის გაშლა... ბუნებრივია, ოჯახის წევრები 12 საათზე ერთმანეთს მივულოცავთ და თითო ჭიქას ავწევთ. არც ამ წელს და არც სხვა წლებში, ნამეტანს არაფერს ვაკეთებთ.

- გინდათ თუ არა, როცა სახლში პატარები არიან, მათ საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნათ, ალბათ...

- თემოს და თომას ნაძვის ხით შეექმნებათ განწყობა, იმხიარულებენ სათამაშოებით, თორემ 12 საათზე მათ უკვე სძინავთ, მართლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი ძალიან ჩვეულებრივი დღეა ჩვენთვის.

- მეკვლეც არ გეყოლებათ, ტრადიციისამებრ?

- მეკვლე ის არ არის, ვინც პირველი შემოვა? ოდესღაც ვინმე ხომ შემოვა... ტრადიციულად მართლა არაფერი გვაქვს დაგეგმილი, არც მეკვლეობას ვგეგმავთ და არ ვარჩევთ, ვინ იქნება.

- რას ელით ამ წლისგან, რა სურვილები გაქვთ, ახდენას რომ ინატრებდით?

- ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს იმის შესაძლებლობა, ის დიდი პრობლემები, რაც იყო შარშან, დავძლიოთ იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ როგორც ადამიანებმა, ისე - პოლიტიკოსებმა, კულტურამ... ეს ცოდნა, ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ. ამ წლის დადებითი მხარე იქნება იმაში, რომ რა პრობლემებიც გავიარეთ და რამაც გამოცდილებასა და ცოდნაში გაგვამყარა, ამ პრობლემების გადაჭრის წელიწადი იქნება, ჩემი აზრით და მიხარია, რომ ასე იქნება.

- ასტროლოგიას, როგორც მეცნიერებას თუ აღიარებთ? ხარის წელიწადი მოდის, რომელიც შრომის, სიმშვიდისა და ძლიერების სიმბოლოა...

- რა მინდა გითხრათ... მე მჯერა, რომ ასტროლოგიაში გარკვეული ცოდნა არის ჩადებული, მაგრამ თანამედროვე ადამიანმა რამდენად იცის ამ ცოდნის გამოყენება, ამაში ეჭვი მეპარება. ასტროლოგია ძალიან ძველი ცოდნის დარგია. სავარაუდოდ, ძველად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ამის ცოდნა გააჩნდათ, ხოლო ჩვენი თანამედროვე ადამიანები არ ვიცი, რამდენად ერკვევიან მასში. რანაირადაც ისინი პირველად აღიქვამდნენ სამყაროს, მისი ადეკვატური იყო ასტროლოგია, მაგრამ ის აღქმაა, თავისთავად, დაკარგული. ასე რომ, მე არ ვიცი, ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს რამდენად შეგვიძლია ასტროლოგიის გამოყენება. ამაში ცოტა ეჭვი მეპარება.

- ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის გაძღოლის გარდა, ხელსაქმე გეხერხებათ და თითქმის ყველაფერს თქვენი ხელით აკეთებთ. ამ პანდემიის ჟამს რას საქმიანობთ?

- მაგალითად, გუშინ ჩემმა მეგობრებმა ჩემთან, დუშეთში მოიყვანეს ცხენები და მათთვის ვაწყობდი და ვაწყობ რაღაცეებს, მათ საცხოვრისს. ცხენები ჩვენია, საერთო და მომავალი ბიზნესის ნაწილი.

- რა ბიზნესს იწყებთ?

- ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში... საცხოვრისი მე არ ამიშენებია, რაღაცეები კი გავაკეთე, უფრო მითითებებს და რჩევებს ვაძლევდი, რა როგორ გაეკეთებინათ.

- ახლა რას საქმიანობთ?

- რას და, ერთი ცხენი მყავს შეკაზმული, მეორე უნდა დავიჭირო და შევკაზმო, თან თქვენ გელაპარაკებით.

- ვიცი, ცხოველები გიყვართ, ერთი მათგანი ამასწინათ, მეც გავიცანი ვეტკლინიკაში...

- კი, მართლა ძალიან მიყვარს ცხოველები. ეგ ცუგა, თქვენ რომ გაიცანით, დუშეთის მოსახვევებში ვნახე, ძალიან პატარა ლეკვი იყო, რომელიც შუა ტრასაზე მოდიოდა და ძაან გაბედულადაც. შემეშინდა, მანქანას არ გაეტანა, ჩავისვი და წამოვიყვანე. მის გარდა, სამი ძაღლი, 4 კატა და 2 ცხენი მყავს.

- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ისევ თქვენ ხართ პრეზიდენტი?

- მე მახარებს თქვენი ეს შეგრძნება და ეს დიდი პატივია ჩემთვის.

- მაშინ, მიულოცეთ ქართველ ხალხს ახალი წელი, პრეზიდენტისეულად...

- ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის პატივი იყო თქვენი სამსახური. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება სირთულეების გადაწყვეტის წელიწადი და ვიყოთ მხნედ. აი, ასე მოგილოცავთ.

- ჩვენც გილოცავთ, ვიყოთ მხნედ და იმედიანად.

"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს (LIVE)

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი