მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი" - კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და "ფიფქებოს" უკრავს
“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი" - კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და "ფიფქებოს" უკრავს

“და­ვა­ფა­სოთ ნა­თე­ლი დღე­ე­ბი, გა­ვი­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნე­თის ტვირ­თი და გვქონ­დეს იმე­დი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პა­ში ნელ-ნელა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა დაბ­რუნ­დე­ბა”,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, კარლ ჰარ­ცელ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ წელს ულო­ცავს.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წელი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წელი იყო, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და სო­ლი­და­რო­ბით ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­ახ­ლო­ვა.

“2020 წელი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახა­ლი სი­ტყვა ვის­წავ­ლეთ: COVID-19. ეს წელი რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. მძი­მე წელი იყო მათ­თვის, ვინც პან­დე­მი­ის გამო ოჯა­ხის წევ­რი ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა, ასე­ვე მათ­თვის, ვი­საც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­სა ან ეკო­ნო­მი­კურ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უხ­და. მაგ­რამ ეს ასე­ვე იყო წელი, რო­მელ­მაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და სო­ლი­და­რო­ბით ერ­თმა­ნეთ­თან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. მე და ბევრ ჩემს ევ­რო­კავ­ში­რის თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის დრო­შის ფე­რე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს, ამ ქვეყ­ნებ­თან სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად. მე ასე­ვე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მთე­ლი კრი­ზი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით იყო და მას უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბას უწევ­და.

ვა­მა­ყობ ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, რომ­ლებ­მაც და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დეს ამ დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი კო­ლე­გე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც ჩვენ­თან ერ­თად, „ევ­რო­პის გუნ­დის" სა­ხე­ლით და­ა­ფი­ნან­სეს სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს გა­დას­ცეს სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, და­ეხ­მარ­ნენ და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს და ბიზ­ნესს და უზ­რუნ­ველ­ყვეს ის, რომ მათ, ვინც სხვებს ეხ­მა­რე­ბო­და, საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი ჰქო­ნო­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო მათ მი­მართ, ვინც ამ წელს უჩ­ვე­უ­ლოდ დიდი შრო­მა გას­წია. ეს პირ­ველ რიგ­ში ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ექი­მებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს. დიდი მად­ლო­ბა”,- აცხა­დებს ჰარ­ცე­ლი.

ამას­თან, ის იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს დაძ­ლევს.

“2020 წელი ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სით და­ი­წყო და მე­ო­რე კრი­ზი­სით დას­რულ­და. მე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ კრი­ზის­საც დაძ­ლევს. იმე­დი მაქვს, რომ დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც ის პო­ლი­ტი­კუ­რი ენერ­გია, რო­მე­ლიც დღეს ერ­თმა­ნეთ­თან ბრძო­ლა­ში იხარ­ჯე­ბა, ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა­კენ და გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ის იქ­ნე­ბა ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გორ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა, მაგ­რამ დი­ა­დი ქვე­ყა­ნაა. ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა. თუ ერ­თად იქ­ნე­ბით, ვე­რა­ვინ შე­გა­ჩე­რებთ. დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და­ფიქ­რე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის დროა. წელს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი დღე­სას­წა­უ­ლებს სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­თან ერ­თად ვერ გა­ა­ტა­რებს. მე და ჩემი მე­უღ­ლე ჩვე­ნი ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლიშ­ვი­ლის­გან შორს ვიქ­ნე­ბით - ერთი მათ­გა­ნი შო­ბას ირ­ლან­დი­ა­ში შეხ­ვდე­ბა, ხოლო მე­ო­რე - შვე­დეთ­ში. 2021 წლის და­სა­წყი­სი 2020 წლის და­სას­რუ­ლის მსგავ­სი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ მო­მა­ვალ წელს გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ 2021 წელს სი­ტყვას COVID-19-ი მის­თვის შე­სა­ფერ ად­გილს მი­ვუ­ჩენთ: ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­სა და ლექ­სი­კო­ნებ­ში. და­ვა­ფა­სოთ ნა­თე­ლი დღე­ე­ბი, გა­ვი­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნე­თის ტვირ­თი და გვქონ­დეს იმე­დი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პა­ში ნელ-ნელა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა დაბ­რუნ­დე­ბა. ნება მო­მე­ცით, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სა­ხე­ლით მო­გი­ლო­ცოთ ახა­ლი წელი! გი­ლო­ცავთ ახალ წელს! - გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.

ამას­თან, ჰარ­ცე­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ბო­ლოს ჩანს, თუ რო­გორ უკ­რავს ის ცნო­ბილ სიმ­ღე­რას, "ფიფ­ქე­ბოს"

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
90

ვისი ტვირთის გამზიარებელი ხარ შე მასონო ლიბერალო.

ანა
10

ეს ის შემთხვევაა, ამ გატიალებულ ცხოვრებაში გული სითბოთი რომ გევსება. მადლობა კეთილი სურვილებისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი" - კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და "ფიფქებოს" უკრავს

“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი" - კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და "ფიფქებოს" უკრავს

“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

ელჩის განცხადებით, 2020 წელი განსხვავებული წელი იყო, რომელმაც საზოგადოება თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დააახლოვა.

“2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ: COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. მძიმე წელი იყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა, ასევე მათთვის, ვისაც თვითიზოლაციასა ან ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება მოუხდა. მაგრამ ეს ასევე იყო წელი, რომელმაც თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დაგვაახლოვა. მე და ბევრ ჩემს ევროკავშირის თანამოქალაქეს ყოველთვის გვემახსოვრება საქართველოში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებით განათებული შენობები პანდემიის პირველი ტალღის დროს, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ნიშნად. მე ასევე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა.

ვამაყობ ჩემი თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავი შრომით შესაძლებელი გახადეს ამ დახმარების გაწევა. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად, „ევროპის გუნდის" სახელით დააფინანსეს საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა, საავადმყოფოებს გადასცეს საჭირო აღჭურვილობა, დაეხმარნენ დაუცველ ადამიანებს და ბიზნესს და უზრუნველყვეს ის, რომ მათ, ვინც სხვებს ეხმარებოდა, საკმარისი რესურსი ჰქონოდათ. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ წელს უჩვეულოდ დიდი შრომა გასწია. ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. დიდი მადლობა”,- აცხადებს ჰარცელი.

ამასთან, ის იმედოვნებს, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიზისს დაძლევს.

“2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით - ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე - შვედეთში. 2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში. დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს! - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, ჰარცელის ვიდეომიმართვის ბოლოს ჩანს, თუ როგორ უკრავს ის ცნობილ სიმღერას, "ფიფქებოს"

ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში

ილონ მასკის დედამ ანუკის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მეი მასკი "ინსტაგრამზე"

უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები ქალების მოხიბვლას მაკიაჟითა და ვარცხნილობით ცდილობენ