სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს თეთრი მეტალის ხარის წელი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატება დაგვებედოს
რას მოგვიტანს თეთრი მეტალის ხარის წელი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატება დაგვებედოს

დი­ნა­მი­კუ­რი წელი გვე­ლო­დე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის გავ­ლე­ნით ხა­რის წელ­ში ფი­ნან­სურ სფე­რო­ში თავს მე­ტად სტა­ბი­ლუ­რად იგ­რძნობთ. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, და­გეგ­მეთ ყვე­ლა­ფე­რი გულ­დას­მით. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ. შე­იძ­ლე­ბა ცოტა მეტი დრო დაგ­ჭირ­დეთ, მაგ­რამ სა­სურ­ველს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას.

იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სირ­თუ­ლე­ებს. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით სა­სურ­ველს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახა­ლი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნოს.

2021 წელს ნუ ელო­დე­ბით, რომ ფული ცი­დან ჩა­მო­გეყ­რე­ბათ, ნურც ილუ­ზი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გინ­დე­ბათ. იყა­ვით პრაქ­ტი­კუ­ლი, ყვე­ლა სფე­რო­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ის ცოდ­ნა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაქვთ დაგ­რო­ვი­ლი. "აუჩ­ქა­რებ­ლად და ზედ­მე­ტი ნერ­ვე­ბის მოშ­ლის გა­რე­შე" - აი, ეს ფრა­ზა გა­ი­ხა­დეთ წლის დე­ვი­ზი და ასე­ვე იმოქ­მე­დეთ. იყა­ვით სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლი, რათა არ შე­ი­ლა­ხოთ ის ავ­ტო­რი­ტე­ტი, რაც უკვე გაქვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ჩი­ნურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ხარი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ინ­ტუ­ი­ცი­ის, შრო­მი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. მის­თვის სუ­ლი­ე­რე­ბა და გო­ნე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ილუ­ზი­ე­ბი და ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნა. სტრა­ტე­გი­უ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ; სწრა­ფად უნდა შეძ­ლოთ სი­ახ­ლე­ებ­ში ადაპ­ტი­რე­ბა. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ ში­ნა­გან და გა­რე­გან კრი­ზი­სებს ნუ ელით.

თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის პე­რი­ოდ­ში უნდა აკონ­ტრო­ლოთ ქმე­დე­ბაც და ემო­ცი­ე­ბიც. არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ აგ­რე­სია. სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი. ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მოვ­ლი­ნოთ სამ­ყა­როს მი­მართ. ძაღ­ლის, ვე­ფხვი­სა და ცხე­ნის წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­მა უნდა და­ა­მარ­ცხოთ თქვე­ნი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კონ­ფლიქ­ტებს ვერ გა­უმკლავ­დე­ბით.

კა­ტას (კურ­დღე­ლი), თხა­სა (ცხვა­რი) და ტახს (ღორი) მე­ტად მარ­თებთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. აზარ­ტით ჩა­ერ­თეთ ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. თუმ­ცა, სწრაფ შე­დე­გებს და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას ნუ ელით.

ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი. ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით სი­ახ­ლე­ებს, იყა­ვით ლო­ი­ა­რუ­ლი და ხში­რად დათ­მეთ. ზა­ფხუ­ლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე მო­ი­მა­ტებს კა­რი­ე­რის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი. გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან და­მე­გობ­რე­ბა.

ხა­რის წელი 2021 წლის 12 თე­ბერ­ვალს შე­მობ­რძან­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დი­დან ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს „რკი­ნი­სე­ბუ­რი“ ხა­სი­ა­თი, მე­ტად ძლი­ე­რად და მა­მა­ცად იგ­რძნობთ თავს. წლის ფე­რია თეთ­რი. რაც სიბ­რძნის, ცივ­სის­ხლი­ა­ნო­ბი­სა და დიდსუ­ლოვ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა. ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით 2021 წლის სტი­ქი­ე­ბად რკი­ნა და მი­წაა მიჩ­ნე­უ­ლი. ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი მე­ტად ავ­ლე­ნენ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბას, მტკი­ცე ხა­სი­ათ­სა და სი­ჯი­უ­ტეს. ორი სტი­ქი­ის გავ­ლე­ნით, წელი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას მოგ­ვი­ტანს. დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სფე­რო და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა პარტნი­ო­რებს შო­რის. ადა­მი­ა­ნე­ბი გულ­ღი­ად და­ი­წყე­ბენ თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას. ხა­რის წელ­ში, გირ­ჩევთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­თან. ამით წლის მმარ­თვე­ლის კე­თილ­გან­წყო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებთ.

რა თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა 2021 წლის მმარ­თვე­ლი?

ხარი პა­ტი­ო­სა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნია, კე­თილ­შო­ბი­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შრო­მის­მოყ­ვა­რე და მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი. ის ვერ იტანს უხე­შო­ბას, შტერ და ლაქ­ლა­ქა ადა­მი­ა­ნებს. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია, უყ­ვარს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. ის, ვი­საც სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქვს და უსა­ფუძ­ვლოდ ამ­ბი­ცი­უ­რია, უფრთხილ­დეს წლის მმარ­თველს.

2021 წლის გლო­ბა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. მშე­ნებ­ლო­ბა, პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, და­წყვი­ლე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი წელს უნდა მო­ას­წო­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ წინა წლებ­ში კა­პი­ტა­ლი და ენერ­გია ჩა­დეთ მათ­ში.

ხარი მუ­დამ თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლია. ფრთხი­ლი, აღი­ა­რებს ტრა­დი­ცი­ებს. შე­უძ­ლია და კარ­გა­დაც გა­მოს­დის ფი­ზი­კუ­რი შრო­მა. ხარი იდე­ა­ლუ­რი მე­ო­ჯა­ხეა - ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე და მზრუნ­ვე­ლი მშო­ბე­ლი. ერ­თა­დერ­თი, გირ­ჩევთ, არ გა­მო­ცა­დოთ ხარი მოთ­მი­ნე­ბა­ზე, მის მძვი­ნავ­რე­ბას მთე­ლი ძა­ლით შე­იგ­რძნობთ.

2021 წლის ზო­გა­დი და­ხა­სი­ა­თე­ბა

სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია პე­რი­ო­დუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი გა­მოხ­დო­მე­ბი; კონ­სერ­ვა­ტიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი ხელს შე­უშ­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ხალ­ხის სურ­ვი­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და თავ­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა ხა­რის წელ­ში ნორ­მად იქ­ცე­ვა. თუმ­ცა, სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი და ომე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხა­რის წელ­ში ფერ­მე­რო­ბას, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას და­ი­წყებთ. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კარგ შე­დე­გებს მი­ი­ღებთ.

თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, აღად­გი­ნოს ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, შე­ის­წავ­ლოს გვა­რის ის­ტო­რია, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ღი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, ხელ­საქ­მეს მის­დე­ვენ, წარ­მა­ტე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და და­ფა­სე­ბა ელით. ზო­გი­ერ­თი ფან­ტას­ტი­კუ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც კი შეძ­ლებს. შან­სი მო­გე­ცე­მათ, მო­ძებ­ნოთ თქვენ­თვის შე­სა­ფე­რი­სი სამ­სა­ხუ­რი და მი­ი­ღოთ სი­ა­მოვ­ნე­ბა მისი შეს­რუ­ლე­ბით.

გა­უ­მარ­თლებს ყვე­ლას, ვინც შე­ნე­ბა­ზე და არა დან­გრე­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. იყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მზად ფი­ზი­კუ­რი შრო­მის­თვის. მო­ი­ძი­ეთ გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი. უმ­ჯო­ბე­სია, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი გქონ­დეთ, ასე უფრო მი­აღ­წევთ მიზ­ნებს, ვიდ­რე სხვას ელო­დოთ. გა­უ­მარ­თლებთ მი­ზან­მი­მარ­თულ და ბე­ჯით ადა­მი­ა­ნებს.

ხარი და­გეხ­მა­რე­ბათ, თუ გსურთ, თქვე­ნი საქ­მე წა­მო­ი­წყოთ. კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია, მაგ­რამ სხვებს ნუ გა­წი­რავთ თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ხარი ამას არ გა­პა­ტი­ებთ. კონ­კუ­რენ­ტებ­თან ბრძო­ლი­სას დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ. იაქ­ტი­უ­რეთ იმ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, სა­დაც ფული გაქვთ და­ბან­დე­ბუ­ლი.

2021 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბით, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბი­თა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თუ ფეხ­მძი­მო­ბის და­გეგ­მვას აპი­რებთ, ეცა­დეთ, თქვე­ნი პა­ტა­რა შე­მოდ­გო­მა­ზე ან წლის ბო­ლოს­თვის და­ი­ბა­დოს. ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბით ის სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში. ბავ­შვი მო­რა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც ძლი­ე­რი გა­იზ­რდე­ბა. მთა­ვა­რია, სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა არ მო­აკ­ლოთ და არც მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­გე­ნა­ნოთ ფული. სხვა­თა შო­რის, ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად უმარ­თლებთ.

  • რო­გორ შევ­ხვდეთ 2021 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას

სა­უ­კე­თე­სო წე­ლია მათ­თვის, ვინც სი­ახ­ლე­ებს არ უშინ­დე­ბა, ვინც მუდ­მი­ვად "ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბა" და ვი­საც აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი. ვირ­თხის წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხარი მოგ­ვი­ტანს სიმ­შვი­დი­სა და კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბას. მთა­ვა­რია, და­ი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი და არ და­გა­ვი­წყდეთ მათი რე­ა­ლი­ზე­ბა.

მე­ტა­ლის ხა­რის წელი 2021 წლის 12 თე­ბერ­ვალს დად­გე­ბა. ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, არი­ან ძლი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი. უყ­ვართ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და არი­ან მათი მიმ­დევ­რე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ ხარ­მა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­კე­თით გა­გა­ნე­ბივ­როთ ბე­ჯი­თად ის­წავ­ლეთ და იმუ­შა­ვეთ. იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, თუ მი­წის ნაკ­ვე­თი გაქვთ, და­ი­წყეთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, გა­ა­ხა­რეთ ბაღი. კარ­გი წე­ლია ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად, შვი­ლე­ბის გა­სა­ჩე­ნად, სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის შე­საქ­მნე­ლად ან უკვე არ­სე­ბუ­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

ხა­რის წელ­ში არ უნდა შე­უ­შინ­დეთ ცვლი­ლებს და პირ­ველ რიგ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში. იყა­ვით ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, გა­მო­უ­ტყდით პარტნი­ორს გრძნო­ბებ­ში. 2021 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც მამ­ლის, ხა­რის, ცხე­ნი­სა და მა­ი­მუ­ნის წლებ­ში და­ი­ბა­და.

  • რა არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ ხა­რის წელ­ში?

გა­უფრ­თხილ­დით ოჯახს, იზ­რუ­ნეთ ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­ზე, ოჯახ­ში ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა­ზე. ხარს ხმა­უ­რი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარს. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულს სა­ო­ჯა­ხო, სა­ნა­თე­სა­ვო წრე­ში ან უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, შინ აღ­ნიშ­ნავთ. მო­ეშ­ვით წუ­წუნ­სა და ფო­რი­აქს. არ გირ­ჩევთ არა­ვის­თან შე­ლა­პა­რა­კებ­სა და კა­მათს. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას, მო­ამ­ზა­დეთ ხორ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ კერ­ძებ­ში ხბო­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბას არ გირ­ჩევთ. აგ­რეთ­ვე ბოსტნე­უ­ლის კერ­ძე­ბი, უხ­ვად გქონ­დეთ ხილი და ახა­ლი მწვა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰოლს, ნუ გა­და­ა­მე­ტებთ. ში­ნა­უ­რუ­ლი ღვი­ნო, მსუ­ბუ­ქი კოქ­ტე­ი­ლე­ბი ან შამ­პა­ნუ­რი მი­ირ­თვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ დე­ლი­კა­ტე­სე­ბი. ხარს უყ­ვარს ღვე­ზე­ლე­ბი (ტკბი­ლიც და ყვე­ლი­ა­ნიც და ბოსტნე­უ­ლი­საც), მწნი­ლე­უ­ლი. ეცა­დეთ, ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, კერ­ძე­ბი კი შინ, სიყ­ვა­რუ­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ ლა­ბა­სა და ხორ­ცი­ა­ნი პაშ­ტე­ტის მომ­ზა­დე­ბას. თუ გიყ­ვართ, არც თევ­ზე­უ­ლი და­ი­შუ­როთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის.

  • სა­ა­ხალ­წლო ჩაც­მუ­ლო­ბა

ჩაც­მუ­ლო­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ღია ფე­რის სა­მოსს: ნაც­რის­ფერ, ყა­ვის­ფერ, რძის­ფერ, ოქ­როს­ფერ გა­მას. მან­დი­ლოს­ნე­ბი ნუ ჩა­იც­ვამთ გა­მომ­წვე­ვად, წი­თე­ლი ფე­რის სა­მო­სით ხარს არ მო­ე­წო­ნე­ბით. უპი­რა­ტე­სო­ბა ნა­ტუ­რა­ლურ­სა და ხა­რის­ხი­ანს მი­ა­ნი­ჭეთ. სამ­კა­უ­ლიც უნდა იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ფე­რე­ბი­დან: თეთ­რი, ნაც­რის­ფე­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე არა­ვინ მო­ი­წყი­ნოს, შე­ად­გი­ნეთ გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თეთ ბავ­შვე­ბი. მო­ი­გო­ნეთ მხი­ა­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი და თა­მა­შე­ბი.

  • სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე

ნაძ­ვის ხე აუ­ცი­ლებ­ლად მორ­თეთ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად. თუ ხა­რის გაბ­რა­ზე­ბა არ გსურთ, ინ­ტე­რი­ერ­ში წი­თელ ფერს ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ. უპი­რა­ტე­სო­ბა ოქ­როს­ფერ და ვერ­ცხლის­ფერ სა­თა­მა­შო­ებს მი­ა­ნი­ჭეთ. ჩა­მო­კი­დეთ მარ­გა­ლი­ტის­ფე­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი წვი­მა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან გექ­ნე­ბათ დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე და­ა­ფი­ნეთ თეთ­რი ან ნაც­რის­ფე­რი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის სუფ­რა. ვერ­ცხლის­ფე­რი დანა-ჩან­გა­ლი გა­ა­ფორ­მეთ თეთ­რი აბ­რე­შუ­მის ლენ­ტე­ბით. თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბით ან მწვა­ნე ხას­ხა­სა თა­ი­გუ­ლით. სუფ­რა­ზე შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ თეთ­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი ხა­რის ფი­გუ­რა, ვერ­ცხლის­ფრად ან ოქ­როს­ფრად შე­ღე­ბი­ლი გირ­ჩე­ბი. ერ­თმა­ნეთს შე­უ­ხა­მეთ ხის­ფე­რი მწვა­ნე, ყა­ვის­ფე­რი ჭურ­ჭე­ლი. ბა­რა­ქის მო­სა­ზი­დად, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე და­დეთ ერთ და ორ­ლა­რი­ა­ნი მო­ნე­ტე­ბით სავ­სე ფი­ა­ლა. ასე­თი­ვე ფი­ა­ლა შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის გვერ­დი­თაც.

სა­ა­ხალ­წლოდ ნურც ბი­ნის მორ­თვა და­გა­ვი­წყდე­ბათ. სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა ყველ­გან უნდა შე­იმ­ჩნე­ო­დეს. სა­სურ­ვე­ლია, ბი­ნის მო­სარ­თა­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად ნაძ­ვის გვირ­გვი­ნე­ბი, თა­ვად და­ამ­ზა­დოთ. ინ­ტე­რი­ე­რის მო­სარ­თა­ვად ფე­რე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნეთ მწვა­ნე, ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი. არ და­ი­ვი­წყოთ ბრჭყვი­ა­ლე­ბი. არ და­გა­ვი­წყდეთ, სა­პა­ტიო ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნეთ წლის სიმ­ბო­ლოს - ხარს.

  • სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი

ხარი აფა­სებს ხა­რის­ხის. ამი­ტომ, ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­ო­ჯა­ხო თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძღვე­ნიც. ასე­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ჭურ­ჭე­ლი (დანა-ჩან­გლე­ბი, ჩაის, ყა­ვი­სა და სა­დი­ლის სერ­ვი­სე­ბი), ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლე­ბი. ტყა­ვის ან ხის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და ა.შ. რა თქმა უნდა, თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

  • სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლე­ბი

იმი­სათ­ვის, რომ ხა­რის წელ­მა თავი სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­გა­მახ­სოვ­როთ, გარ­კვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლი უნდა შე­ას­რუ­ლოთ. მა­გა­ლი­თად, თუ შვილ­ზე ოც­ნე­ბობთ, 12 სა­ა­თის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი შე­ჭა­მეთ. ფუ­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის მო­სა­ზი­დად, შე­ჭა­მეთ მან­და­რი­ნის რამ­დე­ნი­მე ლე­ბა­ნი ან რამ­დე­ნი­მე მარ­ცვა­ლი ყუ­რძე­ნი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი რომ და­წყვილ­დეთ, 12 სა­ა­თის დად­გო­მის­თა­ნა­ვე შამ­პა­ნუ­რის ჭიქა და­სა­ქორ­წი­ნე­ბელ პი­როვ­ნე­ბას მი­უ­ჭა­ხუ­ნეთ. თუ გსურთ, თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ უფრო მყა­რი გახ­დეს, 12 სა­ა­თის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ჩა­ე­ხუ­ტეთ და აკო­ცეთ მე­უღ­ლეს. თუ გა­ცივ­დით, ნუ მი­უჯ­დე­ბით სა­ა­ხალ­წლო მა­გი­დას და უფრო მე­ტიც, არ აცე­მი­ნოთ და ახ­ვე­ლოთ, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი რომ არ გა­დას­დოთ სუფ­რის წევ­რებს.

2021 წელი არ იქ­ნე­ბა ნა­კი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა კი მა­ლე­ვე მო­გი­კა­კუ­ნებთ კარ­ზე. იმი­სათ­ვის, რომ ხარი არ და­აფრ­თხოთ. რამ­დე­ნი­მე წესი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე "ხმა­მაღ­ლა" არ გახ­სნათ შამ­პა­ნუ­რი, სა­ახლწლო დღე­ებ­ში იყა­ვით ოჯახ­ში, იზ­რუ­ნეთ უხუ­ცეს ნა­თე­სა­ვებ­ზე. მო­ე­რი­დეთ მთვრალ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუბს. ყვე­ლა საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ას­რუ­ლეთ 31 დე­კემ­ბრამ­დე. და ბო­ლოს, ნუ შეხ­ვდე­ბით ხა­რის წელს გზა­ში.

ბედ­ნი­ერ წელს გი­სურ­ვებთ, ჯან­მრთე­ლო­ბა და ბა­რა­ქა გქო­ნო­დეთ!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

თეთრი ლითონისა იქნება ! მჭედელი მეთუნუქე ნალბანდი ეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გახდებიან , მრჩილავიცა და მომთუთიებელიც , გუთნისდედა ? არა კაცო, რად გვინდა !

სიცრუე
2

ქრსტიანული ქვეყანა როცა ყურადღებას იჩენს და მნიშვნელობას ანიჭებს .დემონურ რიტუალებს. იქ მშვიდობაზე საუბარი უსაფუძვლოა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას მოგვიტანს თეთრი მეტალის ხარის წელი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატება დაგვებედოს

რას მოგვიტანს თეთრი მეტალის ხარის წელი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატება დაგვებედოს

დინამიკური წელი გველოდება, მოულოდნელობა მოიმატებს, მაგრამ დისციპლინირებულობისა და პრაქტიკულობის გავლენით ხარის წელში ფინანსურ სფეროში თავს მეტად სტაბილურად იგრძნობთ. მოერიდეთ ავანტიურას, დაგეგმეთ ყველაფერი გულდასმით. განსაკუთრებით, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ხართ. შეიძლება ცოტა მეტი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას.

იყავით მიზანმიმართული, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ და თავდაჯერებულად მიუახლოვდებით სასურველს. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ახალ-ახალი ნიჭი აღმოაჩინოს.

2021 წელს ნუ ელოდებით, რომ ფული ციდან ჩამოგეყრებათ, ნურც ილუზიების განხორციელება მოგინდებათ. იყავით პრაქტიკული, ყველა სფეროში. გამოიყენეთ ის ცოდნა, რაც წლების განმავლობაში გაქვთ დაგროვილი. "აუჩქარებლად და ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე" - აი, ეს ფრაზა გაიხადეთ წლის დევიზი და ასევე იმოქმედეთ. იყავით საკუთარი თავისა და ტრადიციების ერთგული, რათა არ შეილახოთ ის ავტორიტეტი, რაც უკვე გაქვთ საზოგადოებაში.

ჩინურ ასტროლოგიაში ხარი სამართლიანობის ინტუიციის, შრომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. მისთვის სულიერება და გონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ილუზიები და ღრუბლებში ფრენა. სტრატეგიულად უნდა იმოქმედოთ; სწრაფად უნდა შეძლოთ სიახლეებში ადაპტირება. რთული სიტუაციები მოსალოდნელია, მაგრამ შინაგან და გარეგან კრიზისებს ნუ ელით.

თეთრი მეტალის ხარის პერიოდში უნდა აკონტროლოთ ქმედებაც და ემოციებიც. არ გამოავლინოთ აგრესია. სოციალურ ცხოვრებაში იყავით თავშეკავებული. ყურადღება უნდა გამოვლინოთ სამყაროს მიმართ. ძაღლის, ვეფხვისა და ცხენის წლებში დაბადებულებმა უნდა დაამარცხოთ თქვენი უარყოფითი მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტებს ვერ გაუმკლავდებით.

კატას (კურდღელი), თხასა (ცხვარი) და ტახს (ღორი) მეტად მართებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. აზარტით ჩაერთეთ ორიგინალური პროექტების განხორციელებაში. თუმცა, სწრაფ შედეგებს და მატერიალურ კეთილდღეობას ნუ ელით.

ნუ იქნებით ზედმეტად კონსერვატიული. ნუ შეეწინააღმდეგებით სიახლეებს, იყავით ლოიარული და ხშირად დათმეთ. ზაფხულის დადგომისთანავე მოიმატებს კარიერისკენ სწრაფვის სურვილი. გაგიმარტივდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. საჭირო ადამიანებთან დამეგობრება.

ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს შემობრძანდება. ამ პერიოდიდან ადამიანებში მოიმატებს „რკინისებური“ ხასიათი, მეტად ძლიერად და მამაცად იგრძნობთ თავს. წლის ფერია თეთრი. რაც სიბრძნის, ცივსისხლიანობისა და დიდსულოვნების სიმბოლოა. ჩინური კალენდრის მიხედვით 2021 წლის სტიქიებად რკინა და მიწაა მიჩნეული. ხარის წელში დაბადებული ადამიანები კი მეტად ავლენენ თავშეკავებულობას, მტკიცე ხასიათსა და სიჯიუტეს. ორი სტიქიის გავლენით, წელი ნაყოფიერებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს. დასტაბილურდება ფინანსური სფერო და რომანტიკული ურთიერთობა პარტნიორებს შორის. ადამიანები გულღიად დაიწყებენ თავიანთი გრძნობების გამოხატვას. ხარის წელში, გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ხარის წელში დაბადებულებთან. ამით წლის მმართველის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.

რა თვისებებით გამოირჩევა 2021 წლის მმართველი?

ხარი პატიოსანი და სამართლიანია, კეთილშობილი და მიზანმიმართული. არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე და მიზნამიმართული. ის ვერ იტანს უხეშობას, შტერ და ლაქლაქა ადამიანებს. კონსერვატიულია, უყვარს კეთილი საქმეების კეთება, ადამიანების დახმარება. ის, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და უსაფუძვლოდ ამბიციურია, უფრთხილდეს წლის მმართველს.

2021 წლის გლობალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება - ეს ყველაფერი წელს უნდა მოასწოროთ. განსაკუთრებით, თუ წინა წლებში კაპიტალი და ენერგია ჩადეთ მათში.

ხარი მუდამ თავისი პრინციპების ერთგულია. ფრთხილი, აღიარებს ტრადიციებს. შეუძლია და კარგადაც გამოსდის ფიზიკური შრომა. ხარი იდეალური მეოჯახეა - ერთგული მეუღლე და მზრუნველი მშობელი. ერთადერთი, გირჩევთ, არ გამოცადოთ ხარი მოთმინებაზე, მის მძვინავრებას მთელი ძალით შეიგრძნობთ.

2021 წლის ზოგადი დახასიათება

სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში მოსალოდნელია პერიოდული აგრესიული გამოხდომები; კონსერვატიზმის გამოვლენა. ხელისუფლების ავტორიტარიზმი ხელს შეუშლის დემოკრატიული იდეების განვითარებას. ხალხის სურვილების უგულებელყოფა და თავვისუფლების შეზღუდვა ხარის წელში ნორმად იქცევა. თუმცა, სერიოზული კონფლიქტები და ომები მოსალოდნელი არაა.

კარგი იქნება, თუ ხარის წელში ფერმერობას, მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას დაიწყებთ. ტექნოლოგიური განვითარებისა და აღმოჩენების გამოყენებით კარგ შედეგებს მიიღებთ.

თითოეულ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, აღადგინოს ოჯახური ტრადიციები, შეისწავლოს გვარის ისტორია, გააუმჯობესოს დემოგრაფიული მდგომარეობა. ღირებული გახდება კულტურული ცხოვრება. ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობენ, ხელსაქმეს მისდევენ, წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა და დაფასება ელით. ზოგიერთი ფანტასტიკური იდეების განხორციელებასაც კი შეძლებს. შანსი მოგეცემათ, მოძებნოთ თქვენთვის შესაფერისი სამსახური და მიიღოთ სიამოვნება მისი შესრულებით.

გაუმართლებს ყველას, ვინც შენებაზე და არა დანგრევაზეა ორიენტირებული. იყავით ორიენტირებული, მზად ფიზიკური შრომისთვის. მოიძიეთ განვითარების გზები, გააუმჯობესეთ არსებული კავშირები. უმჯობესია, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, ასე უფრო მიაღწევთ მიზნებს, ვიდრე სხვას ელოდოთ. გაუმართლებთ მიზანმიმართულ და ბეჯით ადამიანებს.

ხარი დაგეხმარებათ, თუ გსურთ, თქვენი საქმე წამოიწყოთ. კარიერული მიღწევა ნებადართულია, მაგრამ სხვებს ნუ გაწირავთ თქვენი კეთილდღეობისთვის. ხარი ამას არ გაპატიებთ. კონკურენტებთან ბრძოლისას დაკვირვებული უნდა იყოთ. იაქტიურეთ იმ საქმეში წარმატების მისაღწევად, სადაც ფული გაქვთ დაბანდებული.

2021 წელს დაბადებული ბავშვები კარგი ჯანმრთელობით, ოპტიმისტური განწყობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. თუ ფეხმძიმობის დაგეგმვას აპირებთ, ეცადეთ, თქვენი პატარა შემოდგომაზე ან წლის ბოლოსთვის დაიბადოს. ასეთი მონაცემებით ის სტაბილური იქნება საყოფაცხოვრებო და მატერიალურ სფეროებში. ბავშვი მორალურადაც და ფიზიკურადაც ძლიერი გაიზრდება. მთავარია, სრულფასოვანი კვება არ მოაკლოთ და არც მის განვითარებაზე დაგენანოთ ფული. სხვათა შორის, ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში ხშირად უმართლებთ.

  • როგორ შევხვდეთ 2021 წლის შემობრძანებას

საუკეთესო წელია მათთვის, ვინც სიახლეებს არ უშინდება, ვინც მუდმივად "ცეცხლს ეთამაშება" და ვისაც აქვს კონკრეტული მიზნები. ვირთხის წლისგან განსხვავებით, ხარი მოგვიტანს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას. მთავარია, დაისახოთ კონკრეტული მიზნები და არ დაგავიწყდეთ მათი რეალიზება.

მეტალის ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს დადგება. ხარის წელში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, არიან ძლიერები და ჯანმრთელები. უყვართ ოჯახური ტრადიციები და არიან მათი მიმდევრები. იმისათვის, რომ ხარმა მთელი წლის განმავლობაში სიკეთით გაგანებივროთ ბეჯითად ისწავლეთ და იმუშავეთ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაიწყეთ სახლის მშენებლობა, გაახარეთ ბაღი. კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად, შვილების გასაჩენად, საოჯახო ბიზნესის შესაქმნელად ან უკვე არსებულის გასაუმჯობესებლად.

ხარის წელში არ უნდა შეუშინდეთ ცვლილებს და პირველ რიგში სასიყვარულო სფეროში. იყავით ურთიერთობის დაწყების ინიციატორი, გამოუტყდით პარტნიორს გრძნობებში. 2021 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება მათთვის, ვინც მამლის, ხარის, ცხენისა და მაიმუნის წლებში დაიბადა.

  • რა არ უნდა დაგავიწყდეთ ხარის წელში?

გაუფრთხილდით ოჯახს, იზრუნეთ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაზე, ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე. ხარს ხმაურიანი წვეულებები მაინცდამაინც არ უყვარს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ საახალწლო დღესასწაულს საოჯახო, სანათესავო წრეში ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, შინ აღნიშნავთ. მოეშვით წუწუნსა და ფორიაქს. არ გირჩევთ არავისთან შელაპარაკებსა და კამათს. აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებით საახალწლო დღეებში.

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, მოამზადეთ ხორცეული, მაგრამ კერძებში ხბოსა და საქონლის ხორცის გამოყენებას არ გირჩევთ. აგრეთვე ბოსტნეულის კერძები, უხვად გქონდეთ ხილი და ახალი მწვანილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, ნუ გადაამეტებთ. შინაურული ღვინო, მსუბუქი კოქტეილები ან შამპანური მიირთვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფრაზე დაალაგეთ დელიკატესები. ხარს უყვარს ღვეზელები (ტკბილიც და ყველიანიც და ბოსტნეულისაც), მწნილეული. ეცადეთ, ყველა პროდუქტი ნატურალური და ხარისხიანი იყოს, კერძები კი შინ, სიყვარულით მომზადებული. მოერიდეთ ლაბასა და ხორციანი პაშტეტის მომზადებას. თუ გიყვართ, არც თევზეული დაიშუროთ საახალწლო სუფრისთვის.

  • საახალწლო ჩაცმულობა

ჩაცმულობიდან უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის სამოსს: ნაცრისფერ, ყავისფერ, რძისფერ, ოქროსფერ გამას. მანდილოსნები ნუ ჩაიცვამთ გამომწვევად, წითელი ფერის სამოსით ხარს არ მოეწონებით. უპირატესობა ნატურალურსა და ხარისხიანს მიანიჭეთ. სამკაულიც უნდა იყოს ნატურალური, ფერებიდან: თეთრი, ნაცრისფერი ან მეტალისფერი.

იმისათვის, რომ საახალწლო დღესასწაულზე არავინ მოიწყინოს, შეადგინეთ გასართობი პროგრამა, აქტიურად ჩართეთ ბავშვები. მოიგონეთ მხიარული კონკურსები და თამაშები.

  • საახალწლო ნაძვის ხე

ნაძვის ხე აუცილებლად მორთეთ, მაგრამ ზომიერად. თუ ხარის გაბრაზება არ გსურთ, ინტერიერში წითელ ფერს ნუ გამოიყენებთ. უპირატესობა ოქროსფერ და ვერცხლისფერ სათამაშოებს მიანიჭეთ. ჩამოკიდეთ მარგალიტისფერი ან მეტალისფერი წვიმა. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის სათამაშოები ნატურალური მასალისგან გექნებათ დამზადებული. სადღესასწაულო სუფრაზე დააფინეთ თეთრი ან ნაცრისფერი, ნატურალური ქსოვილის სუფრა. ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი გააფორმეთ თეთრი აბრეშუმის ლენტებით. თეთრი ყვავილებით ან მწვანე ხასხასა თაიგულით. სუფრაზე შეგიძლიათ დადოთ თეთრი ან მეტალისფერი ხარის ფიგურა, ვერცხლისფრად ან ოქროსფრად შეღებილი გირჩები. ერთმანეთს შეუხამეთ ხისფერი მწვანე, ყავისფერი ჭურჭელი. ბარაქის მოსაზიდად, საახალწლო სუფრაზე დადეთ ერთ და ორლარიანი მონეტებით სავსე ფიალა. ასეთივე ფიალა შეგიძლიათ დადოთ საახალწლო ნაძვის ხის გვერდითაც.

საახალწლოდ ნურც ბინის მორთვა დაგავიწყდებათ. სადღესასწაულო განწყობა ყველგან უნდა შეიმჩნეოდეს. სასურველია, ბინის მოსართავები, მაგალითად ნაძვის გვირგვინები, თავად დაამზადოთ. ინტერიერის მოსართავად ფერებიდან გამოიყენეთ მწვანე, ნაცრისფერი, თეთრი. არ დაივიწყოთ ბრჭყვიალები. არ დაგავიწყდეთ, საპატიო ადგილი მიუჩინეთ წლის სიმბოლოს - ხარს.

  • საახალწლო საჩუქრები

ხარი აფასებს ხარისხის. ამიტომ, ნათესავები და მეგობრები ხარისხიანი და ნატურალური მასალისგან დამზადებული სუვენირებით დაასაჩუქრეთ. კარგი იქნება საოჯახო თემატიკასთან დაკავშირებული ძღვენიც. ასეთები შეიძლება იყოს: ჭურჭელი (დანა-ჩანგლები, ჩაის, ყავისა და სადილის სერვისები), ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. ტყავის ან ხის აქსესუარები და ა.შ. რა თქმა უნდა, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

  • საახალწლო რიტუალები

იმისათვის, რომ ხარის წელმა თავი სასიამოვნოდ დაგამახსოვროთ, გარკვეული რიტუალი უნდა შეასრულოთ. მაგალითად, თუ შვილზე ოცნებობთ, 12 საათის დადგომამდე რამდენიმე გაღვივებული ხორბლის მარცვალი შეჭამეთ. ფულისა და წარმატების მოსაზიდად, შეჭამეთ მანდარინის რამდენიმე ლებანი ან რამდენიმე მარცვალი ყურძენი. მარტოხელები რომ დაწყვილდეთ, 12 საათის დადგომისთანავე შამპანურის ჭიქა დასაქორწინებელ პიროვნებას მიუჭახუნეთ. თუ გსურთ, თქვენი სიყვარული კიდევ უფრო მყარი გახდეს, 12 საათის დადგომისთანავე ჩაეხუტეთ და აკოცეთ მეუღლეს. თუ გაცივდით, ნუ მიუჯდებით საახალწლო მაგიდას და უფრო მეტიც, არ აცემინოთ და ახველოთ, უსიამოვნებები რომ არ გადასდოთ სუფრის წევრებს.

2021 წელი არ იქნება ნაკიანი, წარმატება და ბედნიერება კი მალევე მოგიკაკუნებთ კარზე. იმისათვის, რომ ხარი არ დააფრთხოთ. რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ: საახალწლო სუფრაზე "ხმამაღლა" არ გახსნათ შამპანური, საახლწლო დღეებში იყავით ოჯახში, იზრუნეთ უხუცეს ნათესავებზე. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ჩხუბს. ყველა საქმე და ვალდებულება დაასრულეთ 31 დეკემბრამდე. და ბოლოს, ნუ შეხვდებით ხარის წელს გზაში.

ბედნიერ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობა და ბარაქა გქონოდეთ!

"ახლა პატარას ველოდებით. ქორწილი ვერ გადავიხადეთ...შეზღუდვები რომ გამკაცრდა, სოფელში ჩამოვედი" - როგორ ცხოვრობს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" და ვინ არის მისი რჩეული

ბერა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო ოჯახური ფოტოები

“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი" - კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და "ფიფქებოს" უკრავს