მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი მედპერსონალი ყველა ღონეს ხმარობს პაციენტების გადასარჩენად,  ამის კეთება  შეზღუდული რესურსის პირობებში არის გმირობა" - ექიმი ცოლ-ქმრის რჩევები დიდი ბრიტანეთიდან
"ქართველი მედპერსონალი ყველა ღონეს ხმარობს პაციენტების გადასარჩენად,  ამის კეთება  შეზღუდული რესურსის პირობებში არის გმირობა" - ექიმი ცოლ-ქმრის რჩევები დიდი ბრიტანეთიდან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქგ­ვერდ" "მედ­გიდ­ზე“ ლონ­დონ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მის - მა­მუ­კა ყუ­ფა­რა­ძის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­ვის­მი­ნეთ. ყუ­რა­დღე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის რე­გა­ლი­ებ­მაც მი­ი­პყრო, ამი­ტომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი, ასე­ვე ექი­მი მე­უღ­ლის - ქეთი ერე­მე­იშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით ბა­ტონ მა­მუ­კას­თან ინ­ტერ­ვი­უც შედ­გა. ეს სა­უ­ბა­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რიც იყო, რად­გან იცით, რომ ახ­ლა­ხან კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ეპი­დე­მის საფრ­თხის გამო, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ბევრ რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის - ლონ­დონ­შიც, მკაც­რი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და და ამა­ვე მი­ზე­ზით, არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რა. ბა­ტო­ნი მა­მუ­კა კრი­ზი­სის მარ­თვა­შიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. იგი გახ­ლავთ მე­იდსტო­უ­ნი­სა და ტენბ­რიჯ ვე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის კონ­სულ­ტან­ტი გე­რი­ატ­რი­ა­სა და კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნა­ში; გე­რი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ხან­დაზ­მულ­თა და­ცე­მის სერ­ვი­სის კლი­ნი­კუ­რი ხელ­ძღვა­ნე­ლი; დიდი ბრი­ტა­ნე­თის კლი­ნი­ცის­ტთა სა­მე­ფო კო­ლე­ჯის წევ­რი და წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა ექი­მე­ბის წვრთნა­ზე.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, შო­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მუქ ფე­რებ­ში ჩანს. რას გვე­ტყვით, მარ­თლაც ასე­თი სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბაა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რომ თქვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უმ­კაც­რეს ზო­მებს მი­მარ­თა, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფოთ­დნენ, რაკი მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რეს თქვენ­თან?

- ახა­ლი შტა­მის იდენ­ტი­ფი­კა­ცია 14 დე­კემ­ბერს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ინ­გლი­სის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში ინ­ფექ­ცი­ის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ვირუ­სის ცი­ლის N501Y მუ­ტა­ცია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბულ ACE2 რე­ცეპ­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბის უნარს ზრდის, რაც, ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფეს და­ახ­ლო­ე­ბით 50-70%-ით გაზ­რდის. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ იგი და­ა­ვა­დე­ბის მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას იწ­ვევს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

და­ახ­ლო­ე­ბით, მსოფ­ლი­ოს 50-მა ქვე­ყა­ნამ სამ­გზავ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან, თუმ­ცა ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში, ალ­ბათ, დრო­ის სა­კი­თხია. ახა­ლი შტა­მი ახ­ლა­ხან გა­მოვ­ლინ­და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­შიც. სხვა­თა შო­რის, N501Y ის მუ­ტა­ცის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შტა­მი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­შიც გა­მოჩ­ნდა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ვა­რი­ან­ტის დად­გე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში. ბევ­რი მო­ნა­ცე­მი ჯერ არ გვაქვს, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ის უფრო სიმპტო­მურ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს.

ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფით დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა უელ­სი, შემ­დეგ - ინ­გლი­სის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი, თუმ­ცა სიკ­დი­ლი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ მე­სა­მე­დია პირ­ვე­ლი ტალ­ღის პიკ­თან შე­და­რე­ბით.

ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო ამ თვალ­საზ­რი­სით ეპი­ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბა. აქ სი­ტუ­ა­ცია გა­ცი­ლე­ბის მძი­მეა, ვიდ­რე პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს. და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 პა­ცი­ენტზე გათ­ვლი­ლი ჰოს­პი­ტა­ლის მე­ო­თხე­დი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი, ასე­ვე, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ეთ­მო­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­ძი­მებს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, რაც გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს ქმნის, თუმ­ცა მედ­პერ­სო­ნა­ლის ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბით ბა­ლანსს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. ინ­ფი­ცი­რე­ბის პიკს იან­ვარ­ში ელო­დე­ბი­ან, ამი­ტომ ახალ­გაზ­რდა ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წვრთნას სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ში ან ჯან­დაც­ვის პირ­ვე­ლად რგოლ­ში გა­დი­ან, უკან გა­მო­ვიწ­ვი­ეთ. იმე­დი გვაქვს, ვაქ­ცი­ნა­ცია, რაც უკვე და­ი­წყო ჩვენს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, ბა­ლანსს ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გად­მოხ­რის. არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის (Pfizer-BioNTech and Moderna) მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ იგი ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა ახა­ლი შტა­მის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არც მისი მო­დი­ფი­ცი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

- ძვე­ლი და ახა­ლი შტა­მის მკურ­ნა­ლო­ბის მხრივ რამე ახა­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ხომ არ შე­ი­მუ­შა­ვეს ბრი­ტა­ნელ­მა ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მა­ცია დაგ­როვ­და, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნო დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად მარ­თო და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­დაზ­მუ­ლებ­ში, რად­გან მათ რამ­დე­ნი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა აქვთ, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი რე­ზერ­ვე­ბი კი ხში­რად - შე­ზღუ­დუ­ლი, რაც და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩავ­რთო ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­სა­ჯან­სა­ღე­ბელ კლი­ნი­კურ კვლე­ვა­ში, რომ­ლის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მკვლე­ვა­რი ვარ. ეს ხელს შე­უ­წყობს მათ პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სარ­გებ­ლო მკურ­ნა­ლო­ბა მი­ი­ღონ და თა­ნაც, დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­მო­მავ­ლოდ სხვა პა­ცი­ენ­ტებ­საც და­ეხ­მა­როს. ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კა და და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის სტან­დარ­ტე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

- რას ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი: შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვა მარ­ტო ვერ გა­უმკლავ­დეს ახალ ტალ­ღას, ვირუ­სის უს­წრა­ფე­სად გავ­რცე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე?

- მი­უ­ხე­და­ვად ვირუ­სის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბი­სა, ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ მძლავ­რია და შე­სა­ბა­მი­სი ბერ­კე­ტე­ბი და რე­სურ­სი აქვს სი­ტუ­ა­ცი­ის სა­მარ­თა­ვად. პა­ნი­კა არც პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს ყო­ფი­ლა, როცა ვირუ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დით, სწრა­ფად შე­მუ­შავ­და პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რა­საც ხელი შე­უ­წყო სა­ხელ­მწი­ფოს­გან საკ­მა­ოდ მძლავ­რმა ფი­ნან­სურ­მა მხარ­და­ჭე­რამ. ჯან­დაც­ვის პირ­ვე­ლად და მე­ო­რად რგო­ლებ­ში სის­ტე­მე­ბი იმ­დე­ნად კარ­გად მუ­შა­ობ­და, პი­რა­დად ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც მწვა­ვე გე­რი­ატ­რი­უ­ლი პრო­ფი­ლი აქვს და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის მა­ღალ გა­მავ­ლო­ბა­ზე, ორ­მა­გად ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობ­და და ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლი იყო. რაც მე­ტია გა­მოწ­ვე­ვა, მით მეტი ახა­ლი გეგ­მა და ცვლი­ლე­ბა გა­მო­მუ­შავ­დე­ბა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, ასე­ვე - ად­გი­ლობ­რი­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის დო­ნე­ზე. ამ ყვე­ლა­ფერ­ში დიდ როლი აქვს ეფექ­ტი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ზე. ჩვენს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში კრი­ზი­სის მარ­თვის გუნ­დის ერთ-ერთი ლი­დე­რი ვარ და ყო­ველ ახალ ცვლი­ლე­ბა­ზე დრო­უ­ლი და კო­რექ­ტუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლი იმპლე­მენ­ტა­ცია ჩემი ერთ-ერთი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი­სა, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ ვი­ცით პან­დე­მი­ა­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რად ვსწავ­ლობთ და სი­ფხიზ­ლეს მუდ­მი­ვად ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

- ცხა­დია, აქა­ურ ამ­ბებს თვალს ადევ­ნებთ, მით უფრო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გყავთ ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. რო­გორ არი­ან? სა­ერ­თო­დაც, რას ფიქ­რობთ, სწო­რად ებ­რძვის სა­ქარ­თვე­ლო პან­დე­მი­ას?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე დის­ტან­ცი­უ­რად სულ ჩარ­თუ­ლი ვართ და ვეხ­მა­რე­ბით რჩე­ვე­ბით მათ, ვინც მოგ­ვმარ­თავს. "მედ­გი­დის" გვერ­დზე ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სპე­ცი­ფი­კუ­რად გე­რი­ატ­რი­უ­ლი და ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­კის და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ, შინ რჩე­ბი­ან. ქარ­თვე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი ძა­ლის­ხმე­ვას არ აკ­ლებს და ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობს პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, ეს ბევრ მათ­განს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სა­დაც უჯ­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფე­რის კე­თე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სის პი­რო­ბებ­ში არის გმი­რო­ბა, მათ ეს უნდა და­უ­ფას­დეთ.

- ვიდ­რე თქვენს რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დის და რა­ტომ წახ­ვე­დით სა­ზღვარ­გა­რეთ და მა­ინ­ცდა­მა­ინც - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში?

- თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 90-იან წლებ­ში და­ვამ­თავ­რე. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, სწავ­ლის პრო­ცე­სიც, გა­მუდ­მე­ბუ­ლი ომე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი ქარ­ტე­ხი­ლე­ბის გამო - არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი, პე­რი­ო­დი, რო­დე­საც პურს ტა­ლო­ნებ­ზე ვყი­დუ­ლობ­დით და სა­მე­ცა­დი­ნოდ სან­თლებს ვი­მა­რა­გებ­დი, ექი­მე­ბი თა­ვის პრო­ფე­სი­ას მა­სობ­რი­ვად თავს ანე­ბებ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ რამ­დე­ნი­მე თა­ნა­კურ­სე­ლი აფხა­ზე­თის ომში და­მე­ღუ­პა. უკვე ვხვდე­ბო­დი, რომ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და. უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ქვე­ყა­ნა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ბრი­ტა­ნეთ­ში იმ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ვე­დი, როცა უცხო­ე­ლე­ბის­თვის ექი­მად გახ­დო­მა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თუმ­ცა ამა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოც­დე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დი, რომ ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა. დღე-ღა­მე­ში 4-5 სა­ათ­ზე მეტი არ მე­ძი­ნა. ირ­გვლივ არა­ვის სჯე­რო­და, რომ ამას შევ­ძლებ­დი, თუმ­ცა ხმა­მაღ­ლა ამას არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. მე ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ერთ დღე­საც იქ ვიქ­ნე­ბო­დი, სა­დაც ახლა ვარ. ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე, თუმ­ცა არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა სრუ­ლი­ად უც­ნობ ინ­გლი­სელ ექი­მებ­ზე, რომ­ლებ­მაც შან­სი მომ­ცეს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ექი­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტრა­ცია და პირ­ვე­ლი დრო­ე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი მი­მე­ღო. ალ­ბათ, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ის სტრე­სი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რა­საც ვგრძნობ­დი, როცა მუ­შა­ო­ბა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სის­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან ერ­თად მი­წევ­და. ამის გამო, სა­მუ­შაო დღეს ყვე­ლა­ზე ადრე ვი­წყებ­დი და ყვე­ლა­ზე გვი­ან ვამ­თავ­რებ­დი, შა­ბათ-კვი­რას და­მა­ტე­ბით მივ­დი­ო­დი იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა შე­მეძ­ლო. მალე "ნამ­დვი­ლი ექი­მი“ შე­მარ­ქვეს. თავ­და­უ­ზო­გავ­მა შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რიც შე­მომ­თა­ვა­ზეს. სა­ბო­ლო­ოდ, საწ­ვრთნე­ლი პოს­ტიც მი­ვი­ღე კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნა­ში, შემ­დეგ - გე­რი­ატ­რი­ა­ში. დღეს უკვე კონ­სულ­ტან­ტი ვარ ორ­მა­გი აკ­რე­დი­ტა­ცი­ით - კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნა­სა და გე­რი­ატ­რი­ა­ში, ვხელ­მძღვა­ნე­ლობ გე­რი­ატ­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კო­ლე­ჯის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ექი­მის წვრთნა­ზე და მათი საწ­ვრთნე­ლი პროგ­რა­მე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა­ზე.

ჩემი მე­უღ­ლე - ქეთი ლონ­დონ­ში გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ იგი თბი­ლის­ში, ონ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და და 3 დღით კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის მკვლე­ვარ­თა შეხ­ვედ­რა­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე ჩა­ვე­დი და დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც. რად­გან ბრი­ტა­ნე­თის ვიზა ჰქონ­და, ჩემ­თან ერ­თად წა­მოს­ვლა გა­უ­ად­ვილ­და. ქეთი ტვილ­დი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და გა­მოც­დე­ბი შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა უკვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის და მი­ღე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის ფონ­ზე, და­მა­ტე­ბი­თი საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და და­უ­ნიშ­ნეს, რის გა­რე­შეც, რო­გორც უცხო­ე­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, საწ­ვრთნელ პროგ­რა­მა­ში ვერ შე­ვი­დო­და. სირ­თუ­ლე და დაბ­რკო­ლე­ბა ამის შემ­დე­გაც ბევ­რი იყო. გრძე­ლი სა­მუ­შაო დღე­ე­ბის და ღა­მის მო­რი­გე­ო­ბე­ბის შე­თავ­სე­ბა ყვე­ლა იმ სირ­თუ­ლეს­თან, რა­საც უცხო ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა მო­ი­თხოვს, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს თა­ნაბ­რად ვი­ნა­წი­ლებ­დით... თუმ­ცა მან მა­ინც შეძ­ლო საწ­ვრთნე­ლი პროგ­რა­მე­ბის გავ­ლის პე­რი­ოდ­ში სა­მე­ფო კო­ლე­ჯის წევ­რი გამ­ხდა­რი­ყო და დღეს ლონ­დო­ნის ცენ­ტრა­ლურ, ყვე­ლა­ზე ის­ტო­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მად მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო ონ­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- ქალ­ბა­ტო­ნო ქეთი, ბრი­ტა­ნეთ­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის არ­სე­ბობს რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ან კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბი­სას - სამ­კურ­ნა­ლო სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­თო­დო­ლო­გია?

ქეთი ერე­მე­იშ­ვი­ლი, ლონ­დო­ნის გა­ი­სა და სენტ თო­მა­სის ჰოს­პი­ტა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ექი­მი კლი­ნი­ცის­ტი მწვა­ვე ონ­კო­ლო­გი­ის სფე­რო­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თის კლი­ნი­ცის­ტთა სა­მე­ფო კო­ლე­ჯის წევ­რი:

- ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვა პან­დე­მი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ქი­მი­ო­თე­რა­პი­ზე ან ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უტარ­დე­ბო­დათ ასე­თი მკურ­ნა­ლო­ბა, ან ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­ეს­ვათ ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­მა­ტე­ბუ­ლია კო­ვი­დის შე­და­რე­ბით რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის რის­კი. თუმ­ცა, ამ პა­ცი­ენ­ტებს არა აქვთ მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი იმი­სა, რომ უფრო ად­ვი­ლად შე­ე­ყა­როთ ვირუ­სი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვირუ­სის თა­ვი­დაც ასა­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის მკაც­რად დაც­ვა. კო­რო­ნა­ვირუ­სის რამე სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ამ ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტებ­ში, რა თქმა უნდა, არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად არის მარ­თუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი თუ მკურ­ნა­ლო­ბის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთს, აქ ონ­კო­ლო­გია ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის (NHS) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სფე­როა და ყვე­ლა პა­ცი­ენტს, მი­უ­ხე­და­ვად მათი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა, ერ­თნა­ი­რად მი­უწ­ვდე­ბათ ხელი ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­ურ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო თუ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა მთლი­ა­ნად პერ­სო­ნა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რომ არა­ფე­რი ვთქვათ უშუ­ა­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­სივ­ნის გე­ნე­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რა რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს მოგ­ვცემთ თქვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს?

- რო­გორც გე­რი­ატ­რი, "მედ­გი­დის" მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებს მივ­მა­თე პრაქ­ტი­კუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რისი გაც­ნო­ბაც ყვე­ლას შე­უძ­ლია "მედ­გი­დის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი, რა­ზეც ისევ მინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო არის ის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ხან­დაზ­მულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 25%-მა პირ­ვე­ლად ან მე­ო­რად ჯან­დაც­ვის რგოლს შე­საძ­ლოა მი­მარ­თოს ატი­პუ­რი სიმპტო­მე­ბით. ამი­ტომ ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლე­ბის მქო­ნე ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენტს რუ­ტი­ნუ­ლად ჩა­უ­ტარ­დეს ტეს­ტი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა.

- და ბო­ლოს, რას ეტყვით, რას უსურ­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლებს ამ სა­ა­ხალ­წლოდ, სა­შო­ბა­ოდ?

- პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებთ, მალე და­ეძ­ლი­ოს ქვე­ყა­ნას ეს კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი. მინ­და, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი გა­ვამ­ხნე­ვოთ, მათი თავ­და­დე­ბა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის. ახალ წელს იმე­დით უნდა შევ­ხვდეთ.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიტა
0

ძლივს ერთი ქართველი ექიმი, თან როგორი წარმატებული, რომელიც უცხოეთიდან ქედმაღლურად ჭკუას არ გვასწავლის. დიდი მადლობა, ბედნიერ შობა-ახლ წელს გისურვებთ, წარმატებები <3 

ლუკა
0

ბედნიერი ახალი წელი და წარმატებები ამ მშვენიერ ოჯახს. მეც ძალიან განმაწყო იმან, რომ არ დაიწყეს აქაური ექიმების კრიტიკა. გასაგებია, რომ ინგლისი გაცილებით ძლიერი ქვეყანაა და იქაური პარამეტრებით ჩვენი ჯანდაცვის შეფასება არაა სწორი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ქართველი მედპერსონალი ყველა ღონეს ხმარობს პაციენტების გადასარჩენად,  ამის კეთება  შეზღუდული რესურსის პირობებში არის გმირობა" - ექიმი ცოლ-ქმრის რჩევები დიდი ბრიტანეთიდან

"ქართველი მედპერსონალი ყველა ღონეს ხმარობს პაციენტების გადასარჩენად,  ამის კეთება  შეზღუდული რესურსის პირობებში არის გმირობა" - ექიმი ცოლ-ქმრის რჩევები დიდი ბრიტანეთიდან

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქგვერდ" "მედგიდზე“ ლონდონში მცხოვრები ქართველი ექიმის - მამუკა ყუფარაძის კორონავირუსთან დაკავშირებული საინტერესო რეკომენდაციები მოვისმინეთ. ყურადღება ჩვენი თანამემამულის რეგალიებმაც მიიპყრო, ამიტომ სოციალურ ქსელში მისი, ასევე ექიმი მეუღლის - ქეთი ერემეიშვილის დახმარებით ბატონ მამუკასთან ინტერვიუც შედგა. ეს საუბარი აქტუალურიც იყო, რადგან იცით, რომ ახლახან კორონავირუსის ახალი სახეობიდან მომდინარე ეპიდემის საფრთხის გამო, დიდი ბრიტანეთის ბევრ რეგიონში, მათ შორის - ლონდონშიც, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და ამავე მიზეზით, არაერთმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. ბატონი მამუკა კრიზისის მართვაშიც აქტიურადაა ჩართული. იგი გახლავთ მეიდსტოუნისა და ტენბრიჯ ველის საავადმყოფოთა გაერთიანების კონსულტანტი გერიატრიასა და კლინიკურ მედიცინაში; გერიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი და ხანდაზმულთა დაცემის სერვისის კლინიკური ხელძღვანელი; დიდი ბრიტანეთის კლინიცისტთა სამეფო კოლეჯის წევრი და წარმომადგენელი გაერთიანებაში, პასუხისმგებელი ახალგაზრდა ექიმების წვრთნაზე.

- ბატონო მამუკა, შორიდან ყველაფერი გაცილებით მუქ ფერებში ჩანს. რას გვეტყვით, მართლაც ასეთი სახიფათო მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, რომ თქვენმა ხელისუფლებამ უმკაცრეს ზომებს მიმართა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნები სერიოზულად შეშფოთდნენ, რაკი მიმოსვლა შეაჩერეს თქვენთან?

- ახალი შტამის იდენტიფიკაცია 14 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში ინფექციის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება. ვირუსის ცილის N501Y მუტაცია ადამიანის ორგანიზმში არსებულ ACE2 რეცეპტორებთან დაკავშირების უნარს ზრდის, რაც, ექსპერტების ვარაუდით, ინფექციის გავრცელების სისწრაფეს დაახლოებით 50-70%-ით გაზრდის. მტკიცებულება, რომ იგი დაავადების მძიმედ მიმდინარეობას იწვევს, ჯერჯერობით არ არსებობს.

დაახლოებით, მსოფლიოს 50-მა ქვეყანამ სამგზავრო შეზღუდვები დააწესა დიდ ბრიტანეთთან, თუმცა ახალი ვარიანტის გავრცელება სხვა ქვეყნებში, ალბათ, დროის საკითხია. ახალი შტამი ახლახან გამოვლინდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. სხვათა შორის, N501Y ის მუტაცის განსხვავებული შტამი სამხრეთ აფრიკაშიც გამოჩნდა, დიდი ბრიტანეთის ვარიანტის დადგენიდან რამდენიმე დღეში. ბევრი მონაცემი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის უფრო სიმპტომურ დაავადებას იწვევს.

ინფექციის გავრცელების სისწრაფით დიდ ბრიტანეთში პირველ ადგილზეა უელსი, შემდეგ - ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთი, თუმცა სიკდილიანობა მხოლოდ მესამედია პირველი ტალღის პიკთან შედარებით.

ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთი საავადმყოფო ამ თვალსაზრისით ეპიცენტრში იმყოფება. აქ სიტუაცია გაცილების მძიმეა, ვიდრე პირველი ტალღის დროს. დაახლოებით, 1000 პაციენტზე გათვლილი ჰოსპიტალის მეოთხედი ინფიცირებულებით არის დაკავებული. ჩემი განყოფილების ნახევარი, ასევე, ინფიცირებულებს ეთმობა. სიტუაციას ამძიმებს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაღალი ხარისხი, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის, თუმცა მედპერსონალის ოპტიმალური გადანაწილებით ბალანსს ვინარჩუნებთ. ინფიცირების პიკს იანვარში ელოდებიან, ამიტომ ახალგაზრდა ექიმები, რომლებიც წვრთნას სხვა სპეციალობებში ან ჯანდაცვის პირველად რგოლში გადიან, უკან გამოვიწვიეთ. იმედი გვაქვს, ვაქცინაცია, რაც უკვე დაიწყო ჩვენს გაერთიანებაში, ბალანსს ჩვენს სასარგებლოდ გადმოხრის. არსებული ვაქცინის (Pfizer-BioNTech and Moderna) მწარმოებელი კომპანიები ვარაუდობენ, რომ იგი ეფექტიანი იქნება ახალი შტამის წინააღმდეგ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, არც მისი მოდიფიცირება გაუჭირდებათ.

- ძველი და ახალი შტამის მკურნალობის მხრივ რამე ახალი, განსხვავებული მეთოდები ხომ არ შეიმუშავეს ბრიტანელმა ეპიდემიოლოგებმა?

- ჯერჯერობით კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი კლინიკურ პრაქტიკაში არ არსებობს. თუმცა საკმაოდ ინფორმაცია დაგროვდა, თუ როგორ შეიძლება წარმატებულად გამოიყენო დამხმარე საშუალებები, რომ ადეკვატურად მართო დაავადების მიმდინარეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, რადგან მათ რამდენიმე თანმხლები დაავადება აქვთ, ფიზიოლოგიური რეზერვები კი ხშირად - შეზღუდული, რაც დაავადების მიმდინარეობის გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავრთო ჩემი პაციენტები გასაჯანსაღებელ კლინიკურ კვლევაში, რომლის რეგისტრირებული მკვლევარი ვარ. ეს ხელს შეუწყობს მათ პოტენციურად სასარგებლო მკურნალობა მიიღონ და თანაც, დაგროვილი ინფორმაცია სამომავლოდ სხვა პაციენტებსაც დაეხმაროს. ვირუსის ახალი შტამის გავრცელების მიუხედავად, კლინიკური პრაქტიკა და დაავადების მართვის სტანდარტები უცვლელი რჩება.

- რას ამბობენ ექსპერტები: შესაძლებელია, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვა მარტო ვერ გაუმკლავდეს ახალ ტალღას, ვირუსის უსწრაფესად გავრცელებიდან გამომდინარე?

- მიუხედავად ვირუსის სწრაფი გავრცელებისა, ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძლავრია და შესაბამისი ბერკეტები და რესურსი აქვს სიტუაციის სამართავად. პანიკა არც პირველი ტალღის დროს ყოფილა, როცა ვირუსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, სწრაფად შემუშავდა პანდემიასთან გამკლავების მექანიზმები, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფოსგან საკმაოდ მძლავრმა ფინანსურმა მხარდაჭერამ. ჯანდაცვის პირველად და მეორად რგოლებში სისტემები იმდენად კარგად მუშაობდა, პირადად ჩემი განყოფილება, რომელსაც მწვავე გერიატრიული პროფილი აქვს და ორიენტირებულია პაციენტების მაღალ გამავლობაზე, ორმაგად ეფექტიანად მუშაობდა და ნახევრად ცარიელი იყო. რაც მეტია გამოწვევა, მით მეტი ახალი გეგმა და ცვლილება გამომუშავდება როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე - ადგილობრივად საავადმყოფოების დონეზე. ამ ყველაფერში დიდ როლი აქვს ეფექტიან კომუნიკაციას ყველა ინსტანციაზე. ჩვენს გაერთიანებაში კრიზისის მართვის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვარ და ყოველ ახალ ცვლილებაზე დროული და კორექტული რეაგირება, ასევე ინფორმაციის მიწოდება და ახალი ცვლილებების დროული იმპლემენტაცია ჩემი ერთ-ერთი დანიშნულებაა. მიუხედავად კარგად ორგანიზებული სისტემებისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით პანდემიაზე, ყოველდღიურად ვსწავლობთ და სიფხიზლეს მუდმივად ვინარჩუნებთ.

- ცხადია, აქაურ ამბებს თვალს ადევნებთ, მით უფრო, რომ საქართველოში გყავთ ნათესავები, მეგობრები და ახლობლები. როგორ არიან? საერთოდაც, რას ფიქრობთ, სწორად ებრძვის საქართველო პანდემიას?

- მე და ჩემი მეუღლე დისტანციურად სულ ჩართული ვართ და ვეხმარებით რჩევებით მათ, ვინც მოგვმართავს. "მედგიდის" გვერდზე ჩვენი რეკომენდაციები სპეციფიკურად გერიატრიული და ონკოლოგიური პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ასაკის და თანმხლები დაავადებების გამო რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, შინ რჩებიან. ქართველი მედპერსონალი ძალისხმევას არ აკლებს და ყველა ღონეს ხმარობს პაციენტების გადასარჩენად, ეს ბევრ მათგანს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც უჯდება. ამ ყველაფერის კეთება შეზღუდული რესურსის პირობებში არის გმირობა, მათ ეს უნდა დაუფასდეთ.

- ვიდრე თქვენს რჩევებსა და რეკომენდაციებს დავუბრუნდებით, მაინტერესებს, როდის და რატომ წახვედით საზღვარგარეთ და მაინცდამაინც - დიდ ბრიტანეთში?

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 90-იან წლებში დავამთავრე. ძალიან რთული პერიოდი იყო, სწავლის პროცესიც, გამუდმებული ომების და პოლიტიკური ქარტეხილების გამო - არასრულფასოვანი, პერიოდი, როდესაც პურს ტალონებზე ვყიდულობდით და სამეცადინოდ სანთლებს ვიმარაგებდი, ექიმები თავის პროფესიას მასობრივად თავს ანებებდნენ, მოგვიანებით ამას ისიც დაემატა, რომ რამდენიმე თანაკურსელი აფხაზეთის ომში დამეღუპა. უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი პროფესიული განვითარება იმ პირობებში, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდებოდა. უპერსპექტივობის გამო იძულებული ვიყავი, ქვეყანა დამეტოვებინა. ბრიტანეთში იმ პერიოდში ჩამოვედი, როცა უცხოელებისთვის ექიმად გახდომა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა ამაზე ბევრი არ მიფიქრია, ჩამოსვლისთანავე სამედიცინო გამოცდების მომზადება დავიწყე. პარალელურად, ვმუშაობდი, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები მომეგვარებინა. დღე-ღამეში 4-5 საათზე მეტი არ მეძინა. ირგვლივ არავის სჯეროდა, რომ ამას შევძლებდი, თუმცა ხმამაღლა ამას არ მეუბნებოდნენ. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღესაც იქ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა სრულიად უცნობ ინგლისელ ექიმებზე, რომლებმაც შანსი მომცეს, რომ სამედიცინო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ექიმის ოფიციალური რეგისტრაცია და პირველი დროებითი სამსახური მიმეღო. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია ის სტრესი და პასუხისმგებლობა, რასაც ვგრძნობდი, როცა მუშაობა ოქსფორდის უნივერსისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან ერთად მიწევდა. ამის გამო, სამუშაო დღეს ყველაზე ადრე ვიწყებდი და ყველაზე გვიან ვამთავრებდი, შაბათ-კვირას დამატებით მივდიოდი იმის დასამტკიცებლად, რომ კონკურენციის გაწევა შემეძლო. მალე "ნამდვილი ექიმი“ შემარქვეს. თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და შემდეგ სამსახურიც შემომთავაზეს. საბოლოოდ, საწვრთნელი პოსტიც მივიღე კლინიკურ მედიცინაში, შემდეგ - გერიატრიაში. დღეს უკვე კონსულტანტი ვარ ორმაგი აკრედიტაციით - კლინიკურ მედიცინასა და გერიატრიაში, ვხელმძღვანელობ გერიატრიის განყოფილებას და როგორც ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წარმომადგენელი, ჩვენს საავადმყოფოთა გაერთიანებაში, პასუხისმგებელი ვარ ყველა ახალგაზრდა ექიმის წვრთნაზე და მათი საწვრთნელი პროგრამების სრულფასოვნებაზე.

ჩემი მეუღლე - ქეთი ლონდონში გავიცანი. მაშინ იგი თბილისში, ონკოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა და 3 დღით კლინიკური კვლევის მკვლევართა შეხვედრაზე იყო ჩამოსული. საქართველოში მალე ჩავედი და დავქორწინდით კიდეც. რადგან ბრიტანეთის ვიზა ჰქონდა, ჩემთან ერთად წამოსვლა გაუადვილდა. ქეთი ტვილდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო და გამოცდები შედარებით ადვილად ჩააბარა, თუმცა უკვე ჩაბარებული გამოცდების და მიღებული ლიცენზიის ფონზე, დამატებითი საკმაოდ რთული პრაქტიკული გამოცდა დაუნიშნეს, რის გარეშეც, როგორც უცხოელი კურსდამთავრებული, საწვრთნელ პროგრამაში ვერ შევიდოდა. სირთულე და დაბრკოლება ამის შემდეგაც ბევრი იყო. გრძელი სამუშაო დღეების და ღამის მორიგეობების შეთავსება ყველა იმ სირთულესთან, რასაც უცხო ქვეყანაში ბავშვების აღზრდა მოითხოვს, ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხისმგებლობებს თანაბრად ვინაწილებდით... თუმცა მან მაინც შეძლო საწვრთნელი პროგრამების გავლის პერიოდში სამეფო კოლეჯის წევრი გამხდარიყო და დღეს ლონდონის ცენტრალურ, ყველაზე ისტორიულ საავადმყოფოში ექიმად მუშაობს სამედიცინო ონკოლოგიის მიმართულებით.

- ქალბატონო ქეთი, ბრიტანეთში ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებობს რამე განსაკუთრებული რეკომენდაციები ან კორონავირუსის არსებობისას - სამკურნალო სპეციფიკური მეთოდოლოგია?

ქეთი ერემეიშვილი, ლონდონის გაისა და სენტ თომასის ჰოსპიტალური გაერთიანების ექიმი კლინიცისტი მწვავე ონკოლოგიის სფეროში, დიდი ბრიტანეთის კლინიცისტთა სამეფო კოლეჯის წევრი:

- ონკოლოგიური დაავადებების მართვა პანდემიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რადგან ის პაციენტები, რომლებიც არიან ქიმიოთერაპიზე ან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უტარდებოდათ ასეთი მკურნალობა, ან ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაესვათ ბოლო 1 წლის განმავლობაში, რისკ ჯგუფს წარმოადგენენ იმ თვალსაზრისით, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მომატებულია კოვიდის შედარებით რთულად მიმდინარეობის რისკი. თუმცა, ამ პაციენტებს არა აქვთ მომატებული რისკი იმისა, რომ უფრო ადვილად შეეყაროთ ვირუსი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვირუსის თავიდაც ასაცილებლად ყველა რეკომენდაციის მკაცრად დაცვა. კორონავირუსის რამე სპეციფიკური მკურნალობა ამ ჯგუფის პაციენტებში, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ გამოჯანმრთელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია იმაზე, თუ ვირუსის მიმდინარეობისას რამდენად ეფექტიანად არის მართული ონკოლოგიური დაავადების გართულებები თუ მკურნალობის გვერდითი მოვლენები.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, აქ ონკოლოგია ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის (NHS) ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფინანსებული სფეროა და ყველა პაციენტს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა, ერთნაირად მიუწვდებათ ხელი ყველაზე ინოვაციურ სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო საშუალებებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დაავადების მართვა მთლიანად პერსონალიზირებულია, რაც ითვალისწინებს თითოეული პაციენტის ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ საჭიროებებს, რომ არაფერი ვთქვათ უშუალოდ მკურნალობაზე, რომელიც ყველა შემთხვევაში პაციენტის კონკრეტული სიმსივნის გენეტიკურ ცვლილებებსა და თავისებურებებზეა მორგებული.

- ბატონო მამუკა, რა რჩევებსა და რეკომენდაციებს მოგვცემთ თქვენს თანამემამულეებს?

- როგორც გერიატრი, "მედგიდის" მხარდაჭერის მიზნით, ხანდაზმულ პაციენტებს მივმათე პრაქტიკული რეკომენდაციებით, რისი გაცნობაც ყველას შეუძლია "მედგიდის" ოფიციალურ გვერდზე. მნიშვნელოვანი ასპექტი, რაზეც ისევ მინდა ყურადღება გავამახვილო არის ის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ხანდაზმულთა დაახლოებით 25%-მა პირველად ან მეორად ჯანდაცვის რგოლს შესაძლოა მიმართოს ატიპური სიმპტომებით. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, სხვადასხვა ჩივილების მქონე ხანდაზმულ პაციენტს რუტინულად ჩაუტარდეს ტესტი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეკომენდირებული წესების ზედმიწევნით დაცვა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით დაინფიცირება.

- და ბოლოს, რას ეტყვით, რას უსურვებთ საქართველოს, ქართველებს ამ საახალწლოდ, საშობაოდ?

- პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებთ, მალე დაეძლიოს ქვეყანას ეს კრიზისული პერიოდი. მინდა, ჩვენი კოლეგები გავამხნევოთ, მათი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის. ახალ წელს იმედით უნდა შევხვდეთ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია ქვეყანაში და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

417 ახალი ინფიცირებული და 2 469 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით