სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა" - დავით ნარმანია
"ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა" - დავით ნარმანია

უწყი­ნა­რი ჰე­სე­ბი, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აშენ­დეს და გან­ვი­თარ­დეს, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სი იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჩვენს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კა­ლა­თა­ში , - ამის შე­სა­ხებ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მან გან­მარ­ტე­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აშე­ნე­ბულ ჰე­სებ­ზეც გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ აქვთ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და დად­გე­ნი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­ძლავ­რე, რო­მელ­საც ეს ჰე­სე­ბი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად ვერ გა­და­ა­ჭარ­ბე­ბენ.

ამას­თა­ნა­ვე, ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ რაც უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად, მით უფრო მეტი იქ­ნე­ბა ენერ­გი­ა­ზე მო­თხოვ­ნა.

„საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აშე­ნე­ბულ ჰე­სებს აქვთ თა­ვი­სი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და აქვთ თა­ვი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­ძლავ­რე მას­ზე მეტს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, თუმ­ცა იქ, სა­დაც რე­მონ­ტე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ ამას ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და როცა ჰე­სე­ბის ტა­რიფს ვად­გენთ კა­პი­ტა­ლურ ხარ­ჯებს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რათა მოხ­დეს ჰე­სე­ბის შე­კე­თე­ბა და თუ რამე და­ნა­კარ­გი აქვთ, მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ონ ასეთ­მა ჰე­სებ­მა.

მა­გა­ლი­თად, „ენ­გურ­ჰე­სი“, რო­მე­ლიც იან­ვრი­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე გა­ჩერ­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა და­გეგ­მი­ლი, ეს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ გვი­რაბ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი რაც აქვს ამ ჰესს, ეს და­ნა­კარ­გე­ბი აღარ იყოს და ამის შე­დე­გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბა გა­იზ­რდე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 15%-მდე და­ნა­კარ­გი რაც აქვს არ იქ­ნე­ბა ამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მერე, მაგ­რამ მას­ზე მეტს ხომ ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს?! იმი­ტომ, რომ აქვს თა­ვი­სი სიმ­ძლავ­რე.

რაც უფრო მეტი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა, მით უფრო მეტი იქ­ნე­ბა ენერ­გი­ა­ზე მო­თხოვ­ნა, ზო­გა­დად ევ­რო­პა­შიც ასეა და ყვე­ლა ნორ­მა­ლურ და გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში, რომ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი­თაც იზ­რდე­ბა ეკო­ნო­მი­კა, იმის ადეკ­ვა­ტუ­რად თით­ქმის იმ­დე­ნი­ვე პრო­ცენ­ტით იზ­რდე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მო­თხოვ­ნა. ამ თვალ­საზ­რი­სით, გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერც სა­ქარ­თვე­ლო ვერ იქ­ნე­ბა, ამი­ტო­მაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის უწყი­ნა­რი ჰე­სე­ბი გა­კეთ­დეს. რა­ღაც ნონ­სენ­სუ­რი ვი­თა­რე­ბა გვაქვს - ვამ­ბობთ, რომ ჰე­სე­ბი არ უნდა აშენ­დეს და მე­ო­რე მხრივ, ასე­ვე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იმას, რომ რა­ტომ ძვირ­დე­ბა ტა­რი­ფი და ეს ასე არ გა­მო­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
0

საქმე იმაშია რომ ჰესებსაც ააშენებ და ტარიფსაც არ გააიაფებ.

ბებია ბებიააა
0

მიცვალებული ადგაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა" - დავით ნარმანია

"ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა" - დავით ნარმანია

უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს, რომ, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი რესურსი იქნას გამოყენებული ჩვენს ელექტროენერგიის კალათაში , - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მან განმარტება საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ექსპლუატაციის ვადა და დადგენილი მაქსიმალური სიმძლავრე, რომელსაც ეს ჰესები რეაბილიტაციის მიუხედავად ვერ გადააჭარბებენ.

ამასთანავე, ნარმანიამ აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტად განვითარდება ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა.

„საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებს აქვთ თავისი ექსპლუატაციის ვადა და აქვთ თავისი მაქსიმალური სიმძლავრე მასზე მეტს ვერ გამოიმუშავებენ, თუმცა იქ, სადაც რემონტები შესაძლებელია, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და როცა ჰესების ტარიფს ვადგენთ კაპიტალურ ხარჯებს ვითვალისწინებთ, რათა მოხდეს ჰესების შეკეთება და თუ რამე დანაკარგი აქვთ, მეტი გამოიმუშაონ ასეთმა ჰესებმა.

მაგალითად, „ენგურჰესი“, რომელიც იანვრიდან აპრილის ბოლომდე გაჩერდება და სერიოზული რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ეს ითვალისწინებს, რომ გვირაბში არსებული დანაკარგები რაც აქვს ამ ჰესს, ეს დანაკარგები აღარ იყოს და ამის შედეგად გამომუშავება გაიზრდება, დაახლოებით, 15%-მდე დანაკარგი რაც აქვს არ იქნება ამ რეაბილიტაციის მერე, მაგრამ მასზე მეტს ხომ ვერ გამოიმუშავებს?! იმიტომ, რომ აქვს თავისი სიმძლავრე.

რაც უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნება, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა, ზოგადად ევროპაშიც ასეა და ყველა ნორმალურ და განვითარებად ქვეყანაში, რომ რამდენი პროცენტითაც იზრდება ეკონომიკა, იმის ადეკვატურად თითქმის იმდენივე პროცენტით იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი ვერც საქართველო ვერ იქნება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის უწყინარი ჰესები გაკეთდეს. რაღაც ნონსენსური ვითარება გვაქვს - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს და მეორე მხრივ, ასევე აპროტესტებენ სოციალურ ქსელებში იმას, რომ რატომ ძვირდება ტარიფი და ეს ასე არ გამოვა“, - განაცხადა ნარმანიამ.

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

დავით ნარმანიამ 2020 წელს 45 ათასი ლარის ოდენობის პრემია აიღო - რა ქონებას ფლობს სემეკის თავმჯდომარე