სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე კარგად მიცნობენ, თავაზიანად მომმართავენ, შეიძლება ითქვას, "მუსიკით" მხვდებიან - იციან, "გადატენილი მაუზერი" რომ ვარ" - როგორია "ჩაქუჩას" ცხოვრება ამერიკულ ციხეში
"უკვე კარგად მიცნობენ, თავაზიანად მომმართავენ, შეიძლება ითქვას, "მუსიკით" მხვდებიან - იციან, "გადატენილი მაუზერი" რომ ვარ" - როგორია "ჩაქუჩას" ცხოვრება ამერიკულ ციხეში

ამე­რი­კულ სა­პა­ტიმ­რო­ში მე­სა­მე ახალ წელს ხვდე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სიც და­ა­მარ­ცხა და ამ­ბობს, რომ ახლა მხო­ლოდ პრო­კუ­რო­რებ­თან ბრძო­ლა­ღა დარ­ჩა. ექ­ვსი სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბე­ლი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე 2017 წელს რუ­სუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 41 წლის მოკ­რი­ვე ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­ურ რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას­თან მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" "ჩა­ქუ­ჩას" (ხურ­ცი­ძის ერთ-ერთი მეტ­სა­ხე­ლია. - რ.შ.) ამ­ჯე­რად უკვე და­სავ­ლეთ ვირ­ჯი­ნი­ის ცი­ხე­ში და­უ­კავ­შირ­და და მო­რიგ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­და­ტა­ნილ კო­რო­ნა­ვირუს­ზე, მო­მა­ვალ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და ამე­რი­კულ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში გა­ტა­რე­ბულ შობა-ახალ წელ­ზე ელა­პა­რა­კა:

- მად­ლო­ბა, რომ გახ­სო­ვართ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას, ცო­ცხა­ლი ვარ და მაქვს იმე­დი! კო­რო­ნას­თან რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ორ­თაბ­რძო­ლა მქონ­და და უკვე და­ვა­მარ­ცხე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ვირუ­სი უფრო ძლი­ე­რი მე­გო­ნა, მაგ­რამ ისეთ პრო­კუ­რო­რებ­თან მი­წევს ბრძო­ლა, კო­რო­ნა ვი­ნაა მათ­თან?!

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წე­რე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ამ­დენ ხანს სხვა­დას­ხვა ავად­მყო­ფო­ბას მი­გო­ნებ­დნენ და რო­გორც იქნა, გა­ვარ­ტყი ათი­ან­ში, კო­რო­ნა და­მი­დას­ტურ­დაო... რას გი­გო­ნებ­დნენ? ტუ­ბერ­კუ­ლოზს და სი­ფი­ლისს, რა­ზეც წინა ინ­ტერ­ვი­უ­ში ვი­ლა­პა­რა­კეთ?

- რა გი­თხრათ, მთე­ლი პა­კე­ტი გა­მი­კე­თა ქალ­ბა­ტონ­მა პი­ტერ­სონ­მა. მას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ჰე­პა­ტი­ტი, სი­ფი­ლი­სი და დი­ა­ბე­ტი მქო­ნია... 13 ინი­ექ­ცი­ის შემ­დეგ მი­თხრა, განგკურ­ნეო, მაგ­რამ როცა ბრუკ­ლი­ნი­დან ვირ­ჯი­ნი­ა­ში გად­მო­მიყ­ვა­ნეს, მთე­ლი ეს პა­კე­ტიც თან გა­მო­მა­ყო­ლა და აქა­ურ­მა ექიმ­მაც ჩა­მო­მით­ვა­ლა იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ხე­ლე­ბი, რო­მელ­თა მკურ­ნა­ლო­ბაც თურ­მე მჭირ­დე­ბა, თან მკი­თხა, და­ა­ვა­დე­ბუ­ლად თუ გრძნობ თავ­სო? რო­გორც კი ვუ­თხა­რი, ჩემი და­ა­ვა­დე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაა 0 დო­ლა­რი და არც ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი-მეთ­ქი, სას­წრა­ფოდ მო­მი­გო, არა ხარ ავად, არ გჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბაო! არც არა­ფერ­ზე "უმ­კურ­ნა­ლი­ათ", ხომ მიმ­კურ­ნა­ლა ქალ­ბა­ტონ­მა პი­ტერ­სონ­მა წი­ნას­წარ?!

- კო­რო­ნა­ვირუ­სი მა­სობ­რი­ვად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­პა­ტიმ­რო­ში? შენც გქონ­და სიმპტო­მე­ბი, თუ მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნე?

- ამ სა­პა­ტიმ­რო­ში რვა­ას­ზე მეტი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლია და რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პა­ტიმ­რის გარ­და, ვირუ­სით ყვე­ლა და­ა­ვად­და. ჩემს სა­კან­ში ჯერ ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი და­ა­ვად­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მათ­გან მეც დავ­სნე­ბოვ­ნდი. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­სა და თეთრკა­ნი­ა­ნებს დი­დად არ ეხა­ტე­ბათ გულ­ზე ერ­თმა­ნე­თი და კა­მე­რა­შიც ავ­ტო­ნო­მი­ე­ბია - ლა­თი­ნე­ლა­მე­რი­კე­ლე­ბი, თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი და ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ცალ-ცალ­კე არი­ან. მე ჩემ­თვის ვარ, მარ­ტო­კა­ცი და ხან­და­ხან სა­კან­ში და­ვიყ­ვი­რებ ხოლ­მე: "Georgian Nigga" ვარ-მეთ­ქი (Nigga - ჟარ­გონ­ზე "ზან­გი", აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი. - რ.შ.)!

კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და, რო­გორ­საც "ტუ­ბერ­კუ­ლოზ­სა" და "სი­ფი­ლის­ზე" ჩემი წინა "მკურ­ნა­ლო­ბა" იწ­ვევ­და: თა­ვის, მკერ­დის, გუ­ლის, წე­ლის ტკი­ვი­ლი და ხე­ლე­ბის და­ბუ­ჟე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში "კო­რო­ნი­ეც" ჩა­ვაგ­დე ნო­კა­უ­ტში და ძვე­ლე­ბუ­რად ვუ­ბე­რავ ბე­ბე­რი "ზი­ლი­ვით". ისევ ვა­კე­თებ აზიდ­ვებს, ბუქ­ნებს, პრე­სის ვარ­ჯი­შებს. მზად ვარ, ჯერ­მალ ჩარ­ლოს "და­ვა­ხიო" ჩემი სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
57

სააკაშვილმა როგორც ეტყობა ამერიკის ციხეებიდან გადმოიტანა წამების და არაადამიანური მოპყრობის მეთოდები, ესენი სხვას რომ ასწავლიან ადამიანის უფლებებს, ამ კაცის მონაყოლით სრული განუკითხაობა სუფევს ყველა ამერიკულ ციხეში

მანანა
71

ჩვენმა ხელისუფლებამ ხელი გაანძრიოს და გამოაშვებინონ, როდემდე უნდა აყურყუტონ ციხეში უდანაშაულო ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"უკვე კარგად მიცნობენ, თავაზიანად მომმართავენ, შეიძლება ითქვას, "მუსიკით" მხვდებიან - იციან, "გადატენილი მაუზერი" რომ ვარ" - როგორია "ჩაქუჩას" ცხოვრება ამერიკულ ციხეში

"უკვე კარგად მიცნობენ, თავაზიანად მომმართავენ, შეიძლება ითქვას, "მუსიკით" მხვდებიან - იციან, "გადატენილი მაუზერი" რომ ვარ" - როგორია "ჩაქუჩას" ცხოვრება ამერიკულ ციხეში

ამერიკულ საპატიმროში მესამე ახალ წელს ხვდება. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსიც დაამარცხა და ამბობს, რომ ახლა მხოლოდ პროკურორებთან ბრძოლაღა დარჩა. ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე 2017 წელს რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით დააკავეს. 41 წლის მოკრივე ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ დაჯგუფების მეთაურ რაჟდენ შულაიასთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. "კვირის პალიტრა" "ჩაქუჩას" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - რ.შ.) ამჯერად უკვე დასავლეთ ვირჯინიის ციხეში დაუკავშირდა და მორიგ ექსკლუზიურ ინტერვიუში გადატანილ კორონავირუსზე, მომავალ სასამართლო პროცესზე და ამერიკულ საპატიმროებში გატარებულ შობა-ახალ წელზე ელაპარაკა:

- მადლობა, რომ გახსოვართ. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ცოცხალი ვარ და მაქვს იმედი! კორონასთან რამდენიმედღიანი ორთაბრძოლა მქონდა და უკვე დავამარცხე. სიმართლე გითხრათ, ეს ვირუსი უფრო ძლიერი მეგონა, მაგრამ ისეთ პროკურორებთან მიწევს ბრძოლა, კორონა ვინაა მათთან?!

- რამდენიმე დღის წინ დაწერე სოციალურ ქსელში, ამდენ ხანს სხვადასხვა ავადმყოფობას მიგონებდნენ და როგორც იქნა, გავარტყი ათიანში, კორონა დამიდასტურდაო... რას გიგონებდნენ? ტუბერკულოზს და სიფილისს, რაზეც წინა ინტერვიუში ვილაპარაკეთ?

- რა გითხრათ, მთელი პაკეტი გამიკეთა ქალბატონმა პიტერსონმა. მას თუ დავუჯერებთ, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, სიფილისი და დიაბეტი მქონია... 13 ინიექციის შემდეგ მითხრა, განგკურნეო, მაგრამ როცა ბრუკლინიდან ვირჯინიაში გადმომიყვანეს, მთელი ეს პაკეტიც თან გამომაყოლა და აქაურმა ექიმმაც ჩამომითვალა იმ დაავადებების სახელები, რომელთა მკურნალობაც თურმე მჭირდება, თან მკითხა, დაავადებულად თუ გრძნობ თავსო? როგორც კი ვუთხარი, ჩემი დაავადების სახელწოდებაა 0 დოლარი და არც ერთი დაზარალებული-მეთქი, სასწრაფოდ მომიგო, არა ხარ ავად, არ გჭირდება მკურნალობაო! არც არაფერზე "უმკურნალიათ", ხომ მიმკურნალა ქალბატონმა პიტერსონმა წინასწარ?!

- კორონავირუსი მასობრივად არის გავრცელებული საპატიმროში? შენც გქონდა სიმპტომები, თუ მარტივად გადაიტანე?

- ამ საპატიმროში რვაასზე მეტი მსჯავრდადებულია და როგორც ვიცი, რამდენიმე ათეული პატიმრის გარდა, ვირუსით ყველა დაავადდა. ჩემს საკანში ჯერ ფერადკანიანები დაავადდნენ, მოგვიანებით კი მათგან მეც დავსნებოვნდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს დიდად არ ეხატებათ გულზე ერთმანეთი და კამერაშიც ავტონომიებია - ლათინელამერიკელები, თეთრკანიანები და ფერადკანიანები ცალ-ცალკე არიან. მე ჩემთვის ვარ, მარტოკაცი და ხანდახან საკანში დავიყვირებ ხოლმე: "Georgian Nigga" ვარ-მეთქი (Nigga - ჟარგონზე "ზანგი", აფროამერიკელი მამაკაცი. - რ.შ.)!

კორონავირუსის დროს, დაახლოებით ისეთივე ტკივილები მქონდა, როგორსაც "ტუბერკულოზსა" და "სიფილისზე" ჩემი წინა "მკურნალობა" იწვევდა: თავის, მკერდის, გულის, წელის ტკივილი და ხელების დაბუჟება, მაგრამ რამდენიმე დღეში "კორონიეც" ჩავაგდე ნოკაუტში და ძველებურად ვუბერავ ბებერი "ზილივით". ისევ ვაკეთებ აზიდვებს, ბუქნებს, პრესის ვარჯიშებს. მზად ვარ, ჯერმალ ჩარლოს "დავახიო" ჩემი საჩემპიონო ქამარი. გააგრძელეთ კითხვა