მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ბანკები არ იფიქრებენ რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას" - კახი კახიშვილი
"თუ ბანკები არ იფიქრებენ რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას" - კახი კახიშვილი

"თუ დღეს ბან­კე­ბი არ იფიქ­რე­ბენ კონ­კრე­ტუ­ლად რა­ღაც ტი­პის შე­ღა­ვათ­ზე, ისი­ნი და­ან­გრე­ვენ ეკო­ნო­მი­კას და ქვე­ყა­ნას”, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა კახი კა­ხიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 2021 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მისი თქმით, ბიზ­ნე­სის დიდი ნა­წი­ლი გა­კოტ­რე­ბის პი­რა­საა და ამის ფონ­ზე, ბან­კე­ბი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რო­ბენ.

"ფაქ­ტობ­რი­ვად ერთი წე­ლია, პან­დე­მი­ის გამო, ბიზ­ნე­სი გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­წი­ლი უკვე გა­კოტ­რე­ბის პი­რა­საა. ერთი მხრივ, აღე­ბუ­ლი აქვთ კრე­დი­ტე­ბი, მე­ო­რე მხრივ, ამ კრე­დი­ტებს ვერ ფა­რა­ვენ იმი­ტომ, რომ შე­მო­სავ­ლე­ბი არ არ­სე­ბობს. ამავდრო­უ­ლად, ბუნ­დო­ვა­ნი პა­სუ­ხე­ბი ეს­მით ბან­კე­ბი­დან და დი­დად ვერ ეხ­მა­რე­ბი­ან ბან­კე­ბი. პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე უფრო ფიქ­რო­ბენ.

ვფიქ­რობ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ რა­მე­ნა­ი­რად და­ეხ­მა­როს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ასე­თი ფორ­სმა­ჟო­რია, თვი­თონ ბან­კე­ბიც უნდა გა­და­ვიდ­ნენ ფორ­სმა­ჟო­რის რე­ჟიმ­ში. თუ ჩვენ ვხე­დავთ და­ხუ­რულ კა­ფე­ებს, მა­ღა­ზი­ებს, რეს­ტორ­ნებს და სას­ტუმ­რო­ებს, გა­მო­დის, რომ ფორ­სმა­ჟო­რია და ეს ფორ­სმა­ჟო­რი რა­ტომ არ შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, რომ ბან­კებ­საც შე­ე­ხოს და ცოტა იფიქ­რონ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და მხო­ლოდ სა­კუ­თარ მო­გე­ბა­ზე არ იფიქ­რონ?

თუ დღეს ბან­კე­ბი არ იფიქ­რე­ბენ კონ­კრე­ტუ­ლად რა­ღაც ტი­პის შე­ღა­ვათ­ზე, ისი­ნი და­ან­გრე­ვენ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას და და­ან­გრე­ვენ ქვე­ყა­ნას. ამი­ტომ სჯობს დღეს ნაკ­ლე­ბი მო­გე­ბა მი­ი­ღონ და გა­და­არ­ჩი­ნონ ქვე­ყა­ნა, ვიდ­რე მთლი­ა­ნად მო­გე­ბა­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და გა­ა­კონ­ტრონ ისე ქვე­ყა­ნა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მერე ვე­ღარ აღ­დგეს ”,- გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
1

ბანკები შეღავათებზე კი არა ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრობენ.

გურამი76
6

კი,ბატონო, მაგრამ მარტო თქვენი განცხადება არ კმარა. აღარ მოვიდა იმის დრო, რომ ამ ყაჩაღებს ლაგამი ამისდოს სახელმწიფომ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თუ ბანკები არ იფიქრებენ რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას" - კახი კახიშვილი

"თუ ბანკები არ იფიქრებენ რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას" - კახი კახიშვილი

"თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას”, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახი კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა და ამის ფონზე, ბანკები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

"ფაქტობრივად ერთი წელია, პანდემიის გამო, ბიზნესი გაჩერებულია და ბიზნესმენების ძალიან ბევრი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ იმიტომ, რომ შემოსავლები არ არსებობს. ამავდროულად, ბუნდოვანი პასუხები ესმით ბანკებიდან და დიდად ვერ ეხმარებიან ბანკები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ.

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ?

თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ სჯობს დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და გააკონტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში მერე ვეღარ აღდგეს ”,- განაცხადა კახიშვილმა.

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

ცნობილია, როდის და სად გაიმართება გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია

"თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი" - კახი კახიშვილი