მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი?
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი?

ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის გვარ-სა­ხე­ლი და პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს“ უკავ­შირ­დე­ბა. ქეთი დღე­საც აქ­ტი­უ­რია. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში „ტე­ლეს­კო­ლის“ ფარ­გლებ­ში პა­ტა­რებს ტან­ვარ­ჯიშს ას­წავ­ლი­და, სახ­ლში კი შვილ­თან ერ­თად იღებ­და ვი­დე­ო­ებს, რომ­ლებ­საც ინ­სტაგ­რამ­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და. არც ისე დიდი ხნის წინ ქე­თიმ „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­გე­ბუ­ლი სახ­ლი გა­ყი­და, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­ა­მა­ტა და დიდი დიღ­მი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ვე­რა­ზე გა­და­ვი­და. სახ­ლის შერ­ჩე­ვის, რე­მონ­ტი­სა და მო­წყო­ბის ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ ქე­თის­თან ინ­ტერ­ვი­უს და ახალ სახ­ლის ფო­ტო­ებს ჟურ­ნა­ლი "შინი" აქ­ვეყ­ნებს:

- ამ სახ­ლში და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის წინ გად­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე დიდ დი­ღომ­ში ვცხოვ­რობ­დი დე­დას­თან და ჩემს შვილ­თან - ანას­ტა­სი­ას­თან ერ­თად. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გად­მოს­ვლა სულ მინ­დო­და. ბინა, რო­მე­ლიც „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­ვი­გე, გავ­ყი­დე, და­ვა­მა­ტე გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და და­ვი­წყე ძებ­ნა. ახალ კორ­პუ­სებ­შიც მთა­ვა­ზობ­დნენ ბი­ნას, მაგ­რამ მე უფრო ძვე­ლი სახ­ლე­ბი მი­ზი­დავ­და - მა­ღა­ლი ჭე­რით, ხის და­რა­ბე­ბით, პარ­კე­ტით. ამი­ტო­მაც არ­ჩე­ვა­ნი თბი­ლი­სუ­რი ეზოს ტი­პის სახლზე შე­ვა­ჩე­რე, რო­მე­ლიც მე­ო­რე სარ­თულ­ზეა, აქვს იზო­ლი­რე­ბუ­ლი შე­სას­ვლე­ლი და კარი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად - სა­ერ­თო ეზო.

როცა მაკ­ლერ­მა ეს სახ­ლი მაჩ­ვე­ნა, ვერც კი აღ­ვიქ­ვი, აქ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლი­ყო, რად­გან ეს იყო მეკლდე­უ­რე­ბის სკო­ლა, კედ­ლე­ბი არ ჩან­და, სულ სა­ცო­ცი ბი­ლი­კე­ბი იყო მო­წყო­ბი­ლი, ძირს კი - ლე­ი­ბე­ბი გა­ფე­ნი­ლი, ფან­ჯრე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბაც ვა­რა­უ­დით „გა­მო­ვი­ცა­ნი“, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ში­ნაც კი ჩან­და, რომ ნა­თე­ლი ბინა იყო. მარ­თა­ლია, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდა აქ მო­სულს, მაგ­რამ ხომ ხდე­ბა ისეც, რომ გრძნობ, შე­ნია. მეც ეს შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა და გა­დავ­წყვი­ტე, მე­ყი­და.

რე­მონტს და­ახ­ლო­ე­ბით 9 თვე ვა­კე­თებ­დი. ხში­რად მი­წევ­და ქვეყ­ნი­დან გას­ვლა, თან ბევ­რი საქ­მე მქონ­და და ესეც ხელს უწყობ­და რე­მონ­ტის გა­წელ­ვის პრო­ცესს. ავიყ­ვა­ნე დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, რენ­დერე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დეგ უკვე ხე­ლოს­ნებ­მა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს ჩა­ნა­ფიქ­რი. ფე­რებ­ზე, გან­ლა­გე­ბა­სა და სხვა დე­ტა­ლებ­ზე ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ. უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მქონ­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი სახ­ლი, სად რა ავე­ჯი იდ­გე­ბო­და და ა.შ.

ძა­ლი­ან მინ­დო­და, ახალ წელს ამ სახ­ლში შევ­ხვედ­რო­დი, მაგ­რამ ისევ და ისევ ბევ­რი საქ­მის გამო, ვერ მო­ხერ­ხდა დას­რუ­ლე­ბა. 2020 რომ დად­გა, ჯერ კი­დევ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ამა­სო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სიც წა­მოგ­ვე­წია, და­ი­ხუ­რა დარ­ბა­ზე­ბი და მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სახლზე გა­და­ვი­ტა­ნე. ბევ­რი რამ ახ­ლაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი და და­სას­რუ­ლე­ბე­ლია, მაკ­ლია დე­ტა­ლე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი და ა.შ. მაგ­რამ ესეც ნელ-ნელა იქ­ნე­ბა.

ბინა 4 ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა, დიდი თეთ­რი ჰო­ლი­დან, სა­დაც მცე­ნა­რე­ე­ბი სარ­კის წინ იწო­ნე­ბენ თავს, მი­სა­ღე­ბი მო­ჩანს. ინ­ტე­რი­ე­რი კონ­ტრას­ტულ, მაგ­რამ პას­ტე­ლურ ფე­რებ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. მი­სა­ღებ­ში ლურ­ჯი დი­ვა­ნი დგას, კე­დელს ეტყო­ბა, რომ ნა­ხა­ტე­ბის­თვი­საა „გამ­ზა­დე­ბუ­ლი“, ტორ­შე­რი კი მე­დი­დუ­რად დაჰ­ყუ­რებს მა­გი­დას. დივ­ნის წინ კე­დელ­ზე ტე­ლე­ვი­ზო­რია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, კონ­სოლ­ზე კი სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუკა
0

სახლი და ბინა ვეღარ უნდა გავარჩიოთ როდისმე?

nini
3

რა კარგი გოგოა, რა. სასიამოვნო, საქმიანი, მოკრძალებული, ნიჭიერი, ლამაზი.

ავტორი:

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი?

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი?

ქეთი ხატიაშვილის გვარ-სახელი და პირველი წარმატება ფართო საზოგადოებისთვის მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უკავშირდება. ქეთი დღესაც აქტიურია. პანდემიის პერიოდში „ტელესკოლის“ ფარგლებში პატარებს ტანვარჯიშს ასწავლიდა, სახლში კი შვილთან ერთად იღებდა ვიდეოებს, რომლებსაც ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა. არც ისე დიდი ხნის წინ ქეთიმ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგებული სახლი გაყიდა, გარკვეული თანხა დაამატა და დიდი დიღმიდან საცხოვრებლად ვერაზე გადავიდა. სახლის შერჩევის, რემონტისა და მოწყობის ამბების შესახებ ქეთისთან ინტერვიუს და ახალ სახლის ფოტოებს ჟურნალი "შინი" აქვეყნებს:

- ამ სახლში დაახლოებით 6 თვის წინ გადმოვედი, მანამდე დიდ დიღომში ვცხოვრობდი დედასთან და ჩემს შვილთან - ანასტასიასთან ერთად. ქალაქის ცენტრში გადმოსვლა სულ მინდოდა. ბინა, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოვიგე, გავყიდე, დავამატე გარკვეული თანხა და დავიწყე ძებნა. ახალ კორპუსებშიც მთავაზობდნენ ბინას, მაგრამ მე უფრო ძველი სახლები მიზიდავდა - მაღალი ჭერით, ხის დარაბებით, პარკეტით. ამიტომაც არჩევანი თბილისური ეზოს ტიპის სახლზე შევაჩერე, რომელიც მეორე სართულზეა, აქვს იზოლირებული შესასვლელი და კარი, მაგრამ ამავდროულად - საერთო ეზო.

როცა მაკლერმა ეს სახლი მაჩვენა, ვერც კი აღვიქვი, აქ როგორ შეიძლებოდა საცხოვრებელი მოწყობილიყო, რადგან ეს იყო მეკლდეურების სკოლა, კედლები არ ჩანდა, სულ საცოცი ბილიკები იყო მოწყობილი, ძირს კი - ლეიბები გაფენილი, ფანჯრების მდებარეობაც ვარაუდით „გამოვიცანი“, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინაც კი ჩანდა, რომ ნათელი ბინა იყო. მართალია, ასეთი მდგომარეობა დამხვდა აქ მოსულს, მაგრამ ხომ ხდება ისეც, რომ გრძნობ, შენია. მეც ეს შეგრძნება დამეუფლა და გადავწყვიტე, მეყიდა.

რემონტს დაახლოებით 9 თვე ვაკეთებდი. ხშირად მიწევდა ქვეყნიდან გასვლა, თან ბევრი საქმე მქონდა და ესეც ხელს უწყობდა რემონტის გაწელვის პროცესს. ავიყვანე დიზაინერი, რომელიც ძალიან დამეხმარა, რენდერებამდე მიიყვანა ყველაფერი და შემდეგ უკვე ხელოსნებმა სისრულეში მოიყვანეს ჩანაფიქრი. ფერებზე, განლაგებასა და სხვა დეტალებზე ბევრი ვიმსჯელეთ. უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი იქნებოდა ჩემი სახლი, სად რა ავეჯი იდგებოდა და ა.შ.

ძალიან მინდოდა, ახალ წელს ამ სახლში შევხვედროდი, მაგრამ ისევ და ისევ ბევრი საქმის გამო, ვერ მოხერხდა დასრულება. 2020 რომ დადგა, ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამასობაში კორონავირუსიც წამოგვეწია, დაიხურა დარბაზები და მთელი ყურადღება სახლზე გადავიტანე. ბევრი რამ ახლაც გასაკეთებელი და დასასრულებელია, მაკლია დეტალები, ნახატები და ა.შ. მაგრამ ესეც ნელ-ნელა იქნება.

ბინა 4 ოთახისგან შედგება, დიდი თეთრი ჰოლიდან, სადაც მცენარეები სარკის წინ იწონებენ თავს, მისაღები მოჩანს. ინტერიერი კონტრასტულ, მაგრამ პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. მისაღებში ლურჯი დივანი დგას, კედელს ეტყობა, რომ ნახატებისთვისაა „გამზადებული“, ტორშერი კი მედიდურად დაჰყურებს მაგიდას. დივნის წინ კედელზე ტელევიზორია ჩამოკიდებული, კონსოლზე კი საინტერესო ნამუშევრებია მოთავსებული...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

"დღისით შენდებოდა ყველაფერი, ღამე ერთმანეთს ესროდნენ" - კონფლიქტი და ადამიანები ტკივილიანი ისტორიებით (kvirispalitra.ge-ის სპეცპროექტი)

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

გამოკითხული მოსახლეობის 41% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს - NDI-ის კვლევა