სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია" - რას აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"?
"ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია" - რას აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"?

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის მნიშ­ვნე­ლოვ­ნი ზრდა გარ­და­უ­ვა­ლია. ამის სე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს.

"უკვე შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის ზრდა, სამ­წუ­ხა­როდ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ დღეს მოქ­მე­დი ტა­რი­ფი დად­გინ­და 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 3 წლის ვა­დით. მოქ­მე­დი ტა­რი­ფი, ობი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გამო, უკვე დიდი ხა­ნია ვერ ანა­ზღა­უ­რებს დრა­მა­ტუ­ლად გაზ­რდილ ხარ­ჯებს, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შეს­ყიდ­ვის თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. უკვე 10 თვეა მწვა­ვე ფი­ნან­სურ კრი­ზის­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, მოგ­ვი­წია გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა გეგ­მა­ზე უა­რის თქმა, სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა, გარ­თულ­და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბაც კი. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, დამ­ფუძვნე­ბე­ლი ჯგუ­ფის და სა­ბან­კო სექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, მა­ინც შევ­ძე­ლით ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლი. თუმ­ცა, სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის ასე­თი შემ­ცი­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ხა­რისხზე და ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის უწყვე­ტო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე" - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ბოც­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დგომ ტა­რიფს, პირ­ველ რიგ­ში. ხაზ­გა­სას­მე­ლია. რომ ტა­რი­ფის ზრდა არ უნდა აღიქ­მე­ბო­დეს კომ­პა­ნი­ის მო­თხოვ­ნად.

"ყვე­ლა ვაც­ნო­ბი­ე­რებთ სა­კი­თხის სენ­სი­ტი­უ­რო­ბას და სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტორს, უფრო მე­ტიც, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფი, ჩვენ­თვის პრობ­ლე­მა­ტურ და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის თუ სხვა­დას­ხვა რის­კე­ბის ზრდას გა­მო­იწ­ვევს. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, თუ სრუ­ლად არ და­ფი­ნანსდა შეს­ყი­დუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხარ­ჯი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი, კომ­პა­ნია უბ­რალ­დო ვერ გა­ნაგ­რძობს ოპე­რი­რე­ბას, რის­კის ქვეშ დად­გე­ბა ელექტრო­მამ­რა­გე­ბის სა­კი­თხი, ამით კი პირ­ველ რიგ­ში აბო­ნენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ზი­ან­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბოც­ვა­ძემ.

"რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ზეა, ჩვენ სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მათ ვა­კის­რებთ, ბოლო კვი­რე­ე­ბია გვაქვს მწვა­ვე გან­ხილ­ვე­ბი თი­თო­ე­ულ პა­რა­მეტრზე, რაც იწ­ვევს ტა­რი­ფის კო­რექ­ტი­რე­ბას, არ­სე­ბობს არა­ერ­თი შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­კი­თხი. გვსურს გვჯე­რო­დეს, რომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და შექ­მნი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი, სხვა გზა უბ­რა­ლოდ აღარ არ­სე­ბობს, ყვე­ლა რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლია!" - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წყალი გაძვირდა ჰეს-ებისთვის?
13

მალე დაიწყება გათიშვები დენის საზღვარგარეთ გაყიდვის გამო. აქ ცალკე ამოგვართმევენ სულს გადასახადების ზრდით.

მდაა...
0

ანუ ბატონი ბიძინას დაპირებები თურმე უკუღმა უნდა გაგვეგო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია" - რას აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"?

"ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია" - რას აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"?

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. ამის სესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

"უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში. ხაზგასასმელია. რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად.

"ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალდო ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება" - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

"რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

სემეკი დღეს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებზე იმსჯელებს

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

რა ვითარებაა სავაჭრო ობიექტებში, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს - IPN.GE-ს ფოტორეპორტაჟი