პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა
"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა

სა­უ­კუ­ნის კრი­მი­ნა­ლურ მოვ­ლე­ნად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ფი­ლი­ა­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში 21 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და - ხელ­ყუმ­ბა­რი­თა და ავ­ტო­მა­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი ბან­კში შე­იჭ­რა და შე­ნო­ბა­ში მყო­ფი 43 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ნიღ­ბი­ა­ნი პირი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს, ვერ­ტმფრენს, ან ავ­ტო­მან­ქა­ნას და მძევ­ლებ­თან ერ­თად ტე­რი­ტო­რი­ის უსაფრ­თხოდ და­ტო­ვე­ბის გა­რან­ტი­ას ითხოვ­და. თავ­დამ­სხმე­ლი მძევ­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ებს ვი­დე­ო­ზა­რით და­უ­კავ­შირ­და, პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად პო­ლი­ცი­ას 2 სა­ა­თი მის­ცა. ოპე­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან ფილ­მს უფრო ჰგავ­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო (და არა მარ­ტო) პირ­და­პირ ეთერ­ში და­ძა­ბუ­ლი ადევ­ნებ­და თვალს.

თავ­დამ­სხმელს მო­თხოვ­ნი­ლი 500 000 დო­ლა­რი ინ­კა­სა­ცი­ის მან­ქა­ნით მი­უ­ტა­ნეს და მას თან­ხა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ავ­თან­დილ გალ­და­ვამ გადას­ცა. იგი­ვე გალ­და­ვა გაჰ­ყვა გამ­ტა­ცე­ბელს ორ მძე­ვალ­თან ერ­თად. 22 ოქ­ტო­ბერს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა მძე­ვა­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

ნიღ­ბი­ა­ნი თავ­დამ­სხმე­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და...

26 ოქ­ტომ­ბერს სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მისი სა­ხე­ლი ბად­რი ესა­ბუაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ესე­ბუა ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა, რო­მე­ლიც სე­ნა­კის მე­ო­რე ქვე­ით­თა ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და. ასე­ვე, ის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ 32 წლის ყო­ფილ სამ­ხედ­როს უკვე წლე­ბია ქარ­თულ ჯარ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. პო­ლი­ცია დღემ­დე ეძებს 32 წლის ბად­რი ესე­ბუ­ას და საქ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით იძი­ებს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

12 დე­კემ­ბერს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძებ­ნი­ლის ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, "ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას მი­მალ­ვა­ში მყოფ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი უნდა გა­და­ე­ცა, პო­ლი­ცი­ის მიერ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა - ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ამ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა”.

ბი­ძი­ნა ესე­ბუა

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, თოკი და ტან­საც­მე­ლი ამო­ი­ღეს. ბი­ძი­ნა ესე­ბუა და­კა­ვე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით. მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის, იო­სებ ჯა­ნა­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ია­რა­ღი და სხვა ნივ­თე­ბი პო­ლი­ცი­ამ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­უ­დო. მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღე სამ­სა­ხურ­თან იდგა და სა­ბარ­გუ­ლი არ იკე­ტე­ბო­და. ჩა­დე­ბუ­ლია ორი ხელ­ყუმ­ბა­რა, ჟან­გი­ა­ნი 100 ცალი ტყვია, საჭ­მე­ლი და თოკი. პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­ით, ისი­ნი ბი­ძი­ნას თა­ვის ძმას­თან მიჰ­ქონ­და, მაგ­რამ გზა­ში და­ა­კა­ვეს. ძმას­თან თუ მიჰ­ქონ­და, თვალ­თვა­ლი რა­ტომ არ გა­აგ­რძე­ლეს და რა­ტომ არ გაყვნენ ბო­ლომ­დე? იქ­ნებ მარ­თლა შემ­დგა­რი­ყო ეს კონ­ტაქ­ტი და ძებ­ნი­ლი ეპო­ვათ? უბ­რა­ლოდ, რა­ღაც უაზ­რო თე­მაა. ცხა­დია, რომ ჩა­უ­დეს. ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნა ესე­ბუა სა­ტყუ­ა­რად გა­მო­ი­ყე­ნეს და ამით ძებ­ნილ ბად­რი ესე­ბუ­ა­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნას ცდი­ლო­ბენ”.

ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ძებ­ნი­ლის მამა ტა­რი­ელ ესე­ბუა ამ­ბობს, რომ ბად­რი უდა­ნა­შა­უ­ლოა და გა­მოთ­ქვამს შიშს, რომ მის შვილს მოკ­ლა­ვენ.

"ვინც ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნეს, ის არაა ჩემი შვი­ლი, ამა­ში 100%-ით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. თავ­დამ­სხმელს არც ბად­რის თვა­ლე­ბი ჰქონ­და, არც სი­მაღ­ლე და არც მა­ნე­რე­ბი... ჩემი აზ­რით, ბად­რი იმი­ტომ არ ჩნდე­ბა, ეში­ნია, რომ მოკ­ლა­ვენ. მეც ძა­ლი­ან მე­ში­ნია, მისი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში არ მოხ­დეს მისი ლიკ­ვი­და­ცია. არ მინ­და შვი­ლი მო­მიკ­ლან, ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვართ მთე­ლი ოჯა­ხი. ნა­ინ­ფაქ­ტა­რი კაცი ვარ და მას მერე ძლივს მიდ­გას სული. დე­და­მისს ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო, ლა­პა­რა­კიც უჭირს...

ტა­რი­ელ ესე­ბუა

ისიც არ ვი­ცით, ცო­ცხა­ლია, თუ მკვდა­რი ჩვე­ნი შვი­ლი. ცო­ცხა­ლი თუა, მე­ში­ნია აყ­ვა­ნის დროს არ მოკ­ლან. ამა­ზე ფიქ­რით გავ­ნად­გურ­დით ორი­ვე­ნი... ჩვენ არც ისე გვი­ჭირ­და, არც ისე­თი ღა­რი­ბე­ბი ვართ, ფუ­ლის გამო ბად­რი ამ­ხე­ლა რის­კზე და და­ნა­შა­ულ­ზე წა­სუ­ლი­ყო, ამას ვე­რაფ­რით ვი­ჯე­რებ", - ამ­ბობს ტა­რი­ელ ესე­ბუა.

ძებ­ნი­ლის მამა შვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზეც ლა­პა­რა­კობს და მე­ო­რე ვა­ჟის - ბი­ძი­ნას და­კა­ვე­ბა­ზეც გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ ვერ­სი­ას:

”ოჯახს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი მოგ­ვყავ­და, რა­ღაც შე­მო­სა­ვა­ლი გვქონ­და, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვშრო­მობ­დით.. ადრე ბად­რიც და ბი­ძი­ნაც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ, შემ­დგომ წა­მო­ვიდ­ნენ სამ­სა­ხუ­რი­დან და ბოლო პე­რი­ოდ­ში ბად­რი სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­და­ში აღად­გი­ნეს. ბად­რი გუ­ლი­თა­დი, მე­გობ­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი ბიჭი იყო, ჯარ­შიც ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს. გვიკ­ვირს, რა ტრი­ა­ლებს ჩვენს თავს. სამი ვაჟი გავ­ზარ­დე, ბად­რი ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სია. ახლა უფ­რო­სი შვი­ლიც - ბი­ძი­ნაც და­ა­კა­ვეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის არა­ფერ შუ­ა­შია. პო­ლი­ცი­ას თუ ჰქონ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ძმას­თან უნდა მი­სუ­ლი­ყო და ნივ­თე­ბი მი­ე­წო­დე­ბი­ნა, წე­სით, კვალ­ზე უნდა მიჰ­ყო­ლოდ­ნენ. ამას ბავ­შვიც არ და­ი­ჯე­რებს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ნივ­თე­ბია მას ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­უ­დეს. ალ­ბათ ცდი­ლო­ბენ, ბად­რი რო­გორ­მე გა­მო­ვი­დეს და შეც­დო­მა და­უშ­ვას".

კი­თხვა­ზე, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს გა­მო­ძი­ე­ბას ბად­რი ესე­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ, მამა პა­სუ­ხობს:

"რო­გორც ვიცი, არც აქვთ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რია შექ­მნი­ლი, რომ დამ­ნა­შა­ვე ბად­რია. რო­გორც მი­თხრეს ერ­თა­დერ­თი, რაც აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, ისაა, რომ სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი აქვთ ერთი მას­რა. ად­ვო­კა­ტი მე­უბ­ნე­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამი გას­რო­ლა მოხ­და და 4 მას­რაა ამო­ღე­ბუ­ლიო. ეჭვი გვაქვს, რომ ის ერთი მას­რა სხვა ია­რა­ღი­და­ნაა და ის სხვა აღ­მოჩ­ნდა ჩვენს სახ­ლში. ან რა ვიცი, სახ­ლში იპო­ვეს? იქ­ნებ არ­ცაა მისი, მო­ი­ტა­ნეს და ჩა­დეს? მე­ო­რე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ის აქვთ, ბად­რის ხმის იდენ­ტუ­რო­ბა და­ვად­გი­ნე­თო - შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ბად­რის ტე­ლე­ფო­ნით ჰქო­ნია და­ნა­რე­კი 112-ში და რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, იქე­დან ამო­ღე­ბუ­ლი ხმის ნი­მუ­ში ბან­კის თავ­დამ­სხმე­ლის ხმას და­ემ­თხვა. გვი­თხრეს, ფო­ნოს­კო­პი­ურ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნაო, მაგ­რამ ესეც სა­ეჭ­ვოა და არც ამის მჯე­რა".

ტა­რი­ელ ესე­ბუ­ას თქმით, მას წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, სად შე­იძ­ლე­ბა იმა­ლე­ბო­დეს მისი შვი­ლი და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­იძ­ლე­ბა ის ცო­ცხა­ლიც აღარ იყოს.

"არ ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­შია თუ არა ჩემი შვი­ლი. იმა­საც ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლიც აღა­რაა... 26-ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუა იყო და მას მე­რეა, რაც იმა­ლე­ბა. ბად­რი დე­ი­დაშ­ვილ­თან იყო მი­სუ­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გავ­რცელ­და ბად­რის სა­ხე­ლი, ეს მას­ზე ადრე ბი­ძი­ნამ გა­ი­გო და როცა მას­თან მი­ვი­და, უთხრა ძმას, ასეა საქ­მეო. მერე ბად­რიმ ძმას გა­სა­ღე­ბი გა­მო­არ­თვა, ბი­ძი­ნა დე­ი­დაშ­ვილ­თან და­ტო­ვა, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და ისე, რომ არა­ფე­რი და­უ­ბა­რე­ბია. ბი­ძი­ნას ამის მეტი ძმას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. მერე ის მან­ქა­ნა ისეთ ად­გი­ლას გა­ჭე­დი­ლა, ბად­რიმ გზის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და ფე­ხით წა­სუ­ლა. მას მერე იკარ­გე­ბა ბად­რის გზა-კვა­ლი და ბი­ძი­ნას და არც არა­ვის მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. არ მინ­და, ჩემი შვი­ლი მოკ­ლან... მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვეს, სი­მარ­თლე დად­გინ­დეს, მეტი არა­ფე­რი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას მთე­ლი ოჯა­ხი ვემსხვერ­პლოთ".

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
4

ამისთვის უნდა შეგატყობინოთ რომ ჩაბარდება და მოითხოვოს ოფიციალური გარანტია. მაშინ აღარ იქნება ეს საშიშროება, მითუმეტეს თუ თქვენც ჩაერთვებით ამ ოპერაციაში. სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საქმე და თავად მინისტრი გააკონტროლებს მის დაკავებას.

ჭიჭე
49

აშკარაა, რომ პოლიტიკური დევნაა! ვაი თქვენს პატრონს, ღირსეულად მაინც მიიღეთ სასჯელი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა

"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა

საუკუნის კრიმინალურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღება, რომელიც ქალაქ ზუგდიდში 21 ოქტომბერს მოხდა - ხელყუმბარითა და ავტომატით შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და შენობაში მყოფი 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ნიღბიანი პირი ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ან ავტომანქანას და მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა, პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოთხოვნების შესასრულებლად პოლიციას 2 საათი მისცა. ოპერაციას, რომელიც მძაფრსიუჟეტიან ფილმს უფრო ჰგავდა, მთელი საქართველო (და არა მარტო) პირდაპირ ეთერში დაძაბული ადევნებდა თვალს.

თავდამსხმელს მოთხოვნილი 500 000 დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს და მას თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. იგივე გალდავა გაჰყვა გამტაცებელს ორ მძევალთან ერთად. 22 ოქტობერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ნიღბიანი თავდამსხმელი გაუჩინარდა...

26 ოქტომბერს სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მისი სახელი ბადრი ესაბუაა. გავრცელებული ინფორმაციით, ესებუა ყოფილი სამხედროა, რომელიც სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა. ასევე, ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 32 წლის ყოფილ სამხედროს უკვე წლებია ქართულ ჯართან შეხება არ ჰქონია. პოლიცია დღემდე ეძებს 32 წლის ბადრი ესებუას და საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

12 დეკემბერს სამართალდამცველებმა ძებნილის ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა”.

ბიძინა ესებუა

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები, თოკი და ტანსაცმელი ამოიღეს. ბიძინა ესებუა დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბიძინა ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, "ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი და სხვა ნივთები პოლიციამ ავტომანქანაში ჩაუდო. მისი ავტომანქანა ორი დღე სამსახურთან იდგა და საბარგული არ იკეტებოდა. ჩადებულია ორი ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ცალი ტყვია, საჭმელი და თოკი. პოლიციის ვერსიით, ისინი ბიძინას თავის ძმასთან მიჰქონდა, მაგრამ გზაში დააკავეს. ძმასთან თუ მიჰქონდა, თვალთვალი რატომ არ გააგრძელეს და რატომ არ გაყვნენ ბოლომდე? იქნებ მართლა შემდგარიყო ეს კონტაქტი და ძებნილი ეპოვათ? უბრალოდ, რაღაც უაზრო თემაა. ცხადია, რომ ჩაუდეს. ვფიქრობ, ბიძინა ესებუა სატყუარად გამოიყენეს და ამით ძებნილ ბადრი ესებუაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ”.

ambebi.ge-სთან საუბარში ძებნილის მამა ტარიელ ესებუა ამბობს, რომ ბადრი უდანაშაულოა და გამოთქვამს შიშს, რომ მის შვილს მოკლავენ.

"ვინც ტელევიზიით აჩვენეს, ის არაა ჩემი შვილი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. თავდამსხმელს არც ბადრის თვალები ჰქონდა, არც სიმაღლე და არც მანერები... ჩემი აზრით, ბადრი იმიტომ არ ჩნდება, ეშინია, რომ მოკლავენ. მეც ძალიან მეშინია, მისი დაკავების მომენტში არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. არ მინდა შვილი მომიკლან, ისედაც განადგურებული ვართ მთელი ოჯახი. ნაინფაქტარი კაცი ვარ და მას მერე ძლივს მიდგას სული. დედამისს ნერვიულობის ფონზე ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ლაპარაკიც უჭირს...

ტარიელ ესებუა

ისიც არ ვიცით, ცოცხალია, თუ მკვდარი ჩვენი შვილი. ცოცხალი თუა, მეშინია აყვანის დროს არ მოკლან. ამაზე ფიქრით გავნადგურდით ორივენი... ჩვენ არც ისე გვიჭირდა, არც ისეთი ღარიბები ვართ, ფულის გამო ბადრი ამხელა რისკზე და დანაშაულზე წასულიყო, ამას ვერაფრით ვიჯერებ", - ამბობს ტარიელ ესებუა.

ძებნილის მამა შვილის საქმიანობასა და პიროვნულ თვისებებზეც ლაპარაკობს და მეორე ვაჟის - ბიძინას დაკავებაზეც გვიზიარებს საკუთარ ვერსიას:

”ოჯახს სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგვყავდა, რაღაც შემოსავალი გვქონდა, ყველანი ერთად ვშრომობდით.. ადრე ბადრიც და ბიძინაც სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ, შემდგომ წამოვიდნენ სამსახურიდან და ბოლო პერიოდში ბადრი სენაკის მეორე ბრიგადაში აღადგინეს. ბადრი გულითადი, მეგობრული და მზრუნველი ბიჭი იყო, ჯარშიც ყველა დადებითად ახასიათებს. გვიკვირს, რა ტრიალებს ჩვენს თავს. სამი ვაჟი გავზარდე, ბადრი ყველაზე უმცროსია. ახლა უფროსი შვილიც - ბიძინაც დააკავეს. დარწმუნებული ვარ, ის არაფერ შუაშია. პოლიციას თუ ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბიძინა ძმასთან უნდა მისულიყო და ნივთები მიეწოდებინა, წესით, კვალზე უნდა მიჰყოლოდნენ. ამას ბავშვიც არ დაიჯერებს.

დარწმუნებული ვარ, ის ნივთებია მას ავტომანქანაში ჩაუდეს. ალბათ ცდილობენ, ბადრი როგორმე გამოვიდეს და შეცდომა დაუშვას".

კითხვაზე, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ბადრი ესებუას წინააღმდეგ, მამა პასუხობს:

"როგორც ვიცი, არც აქვთ უტყუარი მტკიცებულებები. უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრია შექმნილი, რომ დამნაშავე ბადრია. როგორც მითხრეს ერთადერთი, რაც აქვს გამოძიებას, ისაა, რომ სახლიდან ამოღებული აქვთ ერთი მასრა. ადვოკატი მეუბნება, შემთხვევის ადგილზე სამი გასროლა მოხდა და 4 მასრაა ამოღებულიო. ეჭვი გვაქვს, რომ ის ერთი მასრა სხვა იარაღიდანაა და ის სხვა აღმოჩნდა ჩვენს სახლში. ან რა ვიცი, სახლში იპოვეს? იქნებ არცაა მისი, მოიტანეს და ჩადეს? მეორე მტკიცებულებად ის აქვთ, ბადრის ხმის იდენტურობა დავადგინეთო - შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბადრის ტელეფონით ჰქონია დანარეკი 112-ში და როგორც გვეუბნებიან, იქედან ამოღებული ხმის ნიმუში ბანკის თავდამსხმელის ხმას დაემთხვა. გვითხრეს, ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაასკვნაო, მაგრამ ესეც საეჭვოა და არც ამის მჯერა".

ტარიელ ესებუას თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, სად შეიძლება იმალებოდეს მისი შვილი და არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ის ცოცხალიც აღარ იყოს.

"არ ვიცი, საქართველოშია თუ არა ჩემი შვილი. იმასაც ვფიქრობ, შეიძლება ცოცხალიც აღარაა... 26-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა იყო და მას მერეა, რაც იმალება. ბადრი დეიდაშვილთან იყო მისული. ტელევიზიით რომ გავრცელდა ბადრის სახელი, ეს მასზე ადრე ბიძინამ გაიგო და როცა მასთან მივიდა, უთხრა ძმას, ასეა საქმეო. მერე ბადრიმ ძმას გასაღები გამოართვა, ბიძინა დეიდაშვილთან დატოვა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ისე, რომ არაფერი დაუბარებია. ბიძინას ამის მეტი ძმასთან შეხება არ ჰქონია. მერე ის მანქანა ისეთ ადგილას გაჭედილა, ბადრიმ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ფეხით წასულა. მას მერე იკარგება ბადრის გზა-კვალი და ბიძინას და არც არავის მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. არ მინდა, ჩემი შვილი მოკლან... მინდა, ყველაფერი გაირკვეს, სიმართლე დადგინდეს, მეტი არაფერი, თორემ შეიძლება ამ სიტუაციას მთელი ოჯახი ვემსხვერპლოთ".

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"