პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ თე­ლა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის მკვლე­ლო­ბი­სა და კი­დევ ერთი პი­რის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცავს, ვანო ზან­და­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე მა­რი­ნა ცერ­ცვა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და, რი­თაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. ვანო ზან­და­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მას, თე­ლა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის 38 წლის ზუ­რაბ სა­ჩიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას და მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის დაჭ­რას ედა­ვე­ბა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 18 თე­ბერ­ვალს ჩა­ი­ნიშ­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, შსს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კომბლე
1

ცოტა დემაგოგობა კი გამომდის,მაგრამ მაინც:.... რავი ვის ეხება,--იმ ორს,ამათთან ერთად ვინც იმყოფებოდნენ მანქანაში, კომენდანტის საათის დარღვევისთვის არ ვაჯარიმებთ? ეხლა არ მითხრათ საშვი ჰქონდათოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცავს, ვანო ზანდარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა ცერცვაძემ გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო ბრალდება მას, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 თებერვალს ჩაინიშნა.

საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი

რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს