მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ცნობილი ტელეწამყვანი, ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი, ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის ... RIP“- ავრცელებს ნიკა გვარამია.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

მისტიკური ნათლისღება ფოკაში და გაყინული ფარავნის ტბა - ულამაზესი ფოტოები ჯავახეთიდან

სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

"ოქროს ბიჭუნა...ზღაპრის გმირს ჰგავს" - გიორგი მარგველაშვილის უმცროსი შვილი, თომა სამი წლის გახდა (ფოტოები)