სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში
"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

მწე­რალ ოტია იო­სე­ლი­ა­ნის გვა­რის გამ­გრძე­ლებ­ლის, შვი­ლიშ­ვი­ლის - ოტია იო­სე­ლი­ა­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის, ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ და­ი­წყო. ნუ­ცამ ერთი და­ნახ­ვით შეძ­ლო მისი გუ­ლის მო­გე­ბა. თა­ვად ოტი­ას თუ ჰკი­თხავთ, რო­გორ მო­ხიბ­ლა ნუ­ცამ, გე­ტყვით, - ღი­მი­ლით, თვა­ლე­ბი­თა და კი­დევ იმით, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოო. წყვილ­მა ოჯა­ხის შექ­მნა მა­ლე­ვე გა­და­წყვი­ტა.

- რამ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, იყო ბა­ბუ­ის მო­სა­ხე­ლე და გა­აგ­რძე­ლო დიდი ოტი­ას გზა?

- ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს, რომ მარ­ტი­ვია და თქვას, რა ენაღ­ვლე­ბა, ოტი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი­აო, მაგ­რამ ასე არ არის. რთუ­ლია გა­აგ­რძე­ლო იმ კა­ცის გზა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ შე­იყ­ვა­რა.

- რო­გო­რი ბა­ბუა იყო?

- ძა­ლი­ან მკაც­რი გახ­ლდათ. ჩვენ არ გვქო­ნია სტან­დარ­ტუ­ლი, ქარ­თუ­ლი ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლო­ბა. ის ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სი საქ­მით და ჩვენ­თვის დრო არ რჩე­ბო­და. მა­შინ გული მწყდე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, ჩემ­თვის რომ დიდი დრო და­ეთ­მო, მთა­ვა­რი საქ­მის კე­თე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებ­და. მე ვი­ყა­ვი მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი და ალ­ბათ ხვდე­ბით, რო­გორ ვუყ­ვარ­დი. უყ­ვარ­და სხვა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც, მაგ­რამ მას ჩვენ შო­რი­საც, ისე­ვე რო­გორც ოჯა­ხის სხვა წევ­რებს შო­რის, ზღვა­რი ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, ეს ზღვა­რი არ ჰქონ­და მხო­ლოდ მკი­თხველ­თან. ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან მკაც­რი იყო, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა უჭირ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, რო­გორ ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში მი­დი­ო­და და თურ­მე პე­და­გო­გებს ეკი­თხე­ბო­და, ამ ბი­ჭის­გან დად­გე­ბა რა­მეო? ამას მე არა­სო­დეს მაგ­რძნო­ბი­ნებ­და.

- თუ გი­სარ­გებ­ლი­ათ იმით, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი იყა­ვით და ამან თუ გა­გი­მარ­ტი­ვათ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პი?

- ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტო­რი ნი­შანს არ მი­წერ­და, მი­თხა­რი, ხარ თუ არა ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლიო? და მა­შინ ვთქვი, რომ კი, ოტი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ-მეთ­ქი. სხვა დროს ამას ვმა­ლავ­დი. არ მინ­დო­და, ამით მე­სარ­გებ­ლა ან სხვას ჩა­ეთ­ვა­ლა ასე...

- რა­ტომ და­ი­წყეთ მეღ­ვი­ნე­ო­ბა?

- მე კი არ და­მი­წყია მეღ­ვი­ნე­ო­ბა, უბ­რა­ლოდ, ჩემი წი­ნაპ­რე­ბის გზა გა­ვაგ­რძე­ლე. ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნეა, მთა­ვა­რია, ამ ნიჭს გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა.

- ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე გყავთ, ნუცა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­გორც ბლო­გე­რი, ისე გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. ხში­რად მის ღი­მილს მზე­საც ადა­რე­ბენ. ნუ­ცას ათა­სო­ბით "გა­მომ­წე­რი" ჰყავს, ყვე­ლა და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი მის მი­მართ. სად იპო­ვეთ ეს სა­ო­ცა­რი გოგო?

- თვი­თონ მი­პო­ვა (იცი­ნის). ნუცა მუ­ზე­უმ­ში მო­ვი­და სტუმ­რად და ალ­ბათ, ეს იყო ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი.

ნუცა:

- ჩემ­თვის ასე არ იყო, თუმ­ცა, რო­გორც ოტია ამ­ბობს, და­მი­ნა­ხა და მიხ­ვდა, რომ მე ვი­ყა­ვი მისი ადა­მი­ა­ნი, იმ დღი­დან და­ი­წყო ჩემი გუ­ლის მო­გე­ბა.

- გაც­ნო­ბი­დან რამ­დენ ხან­ში გთხო­ვათ ხელი?

- ხელი ძა­ლი­ან მალე მთხო­ვა, იმა­ზე მა­ლეც კი, ვიდ­რე ხდე­ბა ხოლ­მე, გაც­ნო­ბი­დან 2 თვე­ში. რთუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. მე აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ვარ, ოტია - და­სავ­ლე­თი­დან. ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, ვი­ცო­დი, რომ იო­სე­ლი­ა­ნე­ბი რთუ­ლი ხალ­ხი იყო და ეს კი­დევ ცალ­კე გა­მოწ­ვე­ვა გახ­ლდათ ჩემ­თვის. ოტი­ას არა­სო­დეს მო­უ­ტყუ­ე­ბია და არ და­უ­ხა­ტავს ზღა­პა­რი ლა­მაზ ფე­რებ­ში, ის ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს მე­უბ­ნე­ბო­და. ამ­ბობ­და, რომ მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბო­და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ გა­მოგ­ვდის.

- თქვენ ცხოვ­რობთ მუ­ზე­უმ­ში, სა­დაც ბევ­რი სტუ­მა­რი მო­დის და ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვე­ნი სახ­ლის ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში "შე­უძ­ლი­ათ" კარი შე­ა­ღონ და შე­ვიდ­ნენ. არ არის ეს რთუ­ლი?

- ეს ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, რამ­დენ­ჯერ­მე ცრემ­ლე­ბი ძლივს შე­ვი­კა­ვე. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ ეს­მით, რომ სა­დღაც მათი შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა და იქ ჩვე­ნი პი­რა­დი სივ­რცეა. ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ ჩვენც ამ მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ნა­ტე­ბად გვთვლი­ან და ჩვენს გაფრ­თხი­ლე­ბას, რომ იქ არ შე­ვიდ­ნენ, ძალა აქვს და­კარ­გუ­ლი. არ გვი­ჯე­რე­ბენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
42

ხელი გთხოვა და ფეხი მისცა, აი ესაა დღევანდელი ახალგაზრდობა...

gh
4

სლოვაკეთში ვინც აპირებთ წამოსვლას სამუშაოდ საქართველოში არავის არ გადაუხადოთ 500 ევროს ითხოვენ და არაფერს არ გიკეთებენ ქართველი დამსაქმებლები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

მწერალ ოტია იოსელიანის გვარის გამგრძელებლის, შვილიშვილის - ოტია იოსელიანისა და მისი მეუღლის, ნუცა ცისკარიშვილის სიყვარულის ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ნუცამ ერთი დანახვით შეძლო მისი გულის მოგება. თავად ოტიას თუ ჰკითხავთ, როგორ მოხიბლა ნუცამ, გეტყვით, - ღიმილით, თვალებითა და კიდევ იმით, რომ განსხვავებული იყოო. წყვილმა ოჯახის შექმნა მალევე გადაწყვიტა.

- რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ბაბუის მოსახელე და გააგრძელო დიდი ოტიას გზა?

- ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ მარტივია და თქვას, რა ენაღვლება, ოტიას შვილიშვილიაო, მაგრამ ასე არ არის. რთულია გააგრძელო იმ კაცის გზა, რომელიც სრულიად საქართველომ შეიყვარა.

- როგორი ბაბუა იყო?

- ძალიან მკაცრი გახლდათ. ჩვენ არ გვქონია სტანდარტული, ქართული ბაბუა-შვილიშვილობა. ის ყოველთვის დაკავებული იყო თავისი საქმით და ჩვენთვის დრო არ რჩებოდა. მაშინ გული მწყდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, ჩემთვის რომ დიდი დრო დაეთმო, მთავარი საქმის კეთებას ვეღარ შეძლებდა. მე ვიყავი მისი სახელისა და გვარის გამგრძელებელი და ალბათ ხვდებით, როგორ ვუყვარდი. უყვარდა სხვა შვილიშვილებიც, მაგრამ მას ჩვენ შორისაც, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრებს შორის, ზღვარი ჰქონდა დაწესებული, ეს ზღვარი არ ჰქონდა მხოლოდ მკითხველთან. ერთი სიტყვით, ძალიან მკაცრი იყო, სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა უჭირდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, როგორ ზრუნავდა ჩემზე. სამხატვრო სკოლაში მიდიოდა და თურმე პედაგოგებს ეკითხებოდა, ამ ბიჭისგან დადგება რამეო? ამას მე არასოდეს მაგრძნობინებდა.

- თუ გისარგებლიათ იმით, რომ მისი შვილიშვილი იყავით და ამან თუ გაგიმარტივათ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი?

- ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, უნივერსიტეტში ლექტორი ნიშანს არ მიწერდა, მითხარი, ხარ თუ არა ოტია იოსელიანის შვილიშვილიო? და მაშინ ვთქვი, რომ კი, ოტიას შვილიშვილი ვარ-მეთქი. სხვა დროს ამას ვმალავდი. არ მინდოდა, ამით მესარგებლა ან სხვას ჩაეთვალა ასე...

- რატომ დაიწყეთ მეღვინეობა?

- მე კი არ დამიწყია მეღვინეობა, უბრალოდ, ჩემი წინაპრების გზა გავაგრძელე. ყველა ქართველი მეღვინეა, მთავარია, ამ ნიჭს გამოიყენებს თუ არა.

- ულამაზესი მეუღლე გყავთ, ნუცა, რომელიც საზოგადოებამ, როგორც ბლოგერი, ისე გაიცნო და შეიყვარა. ხშირად მის ღიმილს მზესაც ადარებენ. ნუცას ათასობით "გამომწერი" ჰყავს, ყველა დადებითად არის განწყობილი მის მიმართ. სად იპოვეთ ეს საოცარი გოგო?

- თვითონ მიპოვა (იცინის). ნუცა მუზეუმში მოვიდა სტუმრად და ალბათ, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული.

ნუცა:

- ჩემთვის ასე არ იყო, თუმცა, როგორც ოტია ამბობს, დამინახა და მიხვდა, რომ მე ვიყავი მისი ადამიანი, იმ დღიდან დაიწყო ჩემი გულის მოგება.

- გაცნობიდან რამდენ ხანში გთხოვათ ხელი?

- ხელი ძალიან მალე მთხოვა, იმაზე მალეც კი, ვიდრე ხდება ხოლმე, გაცნობიდან 2 თვეში. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. მე აღმოსავლეთიდან ვარ, ოტია - დასავლეთიდან. ჩვენი ტრადიციები და კულტურა მაინც განსხვავებულია. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ იოსელიანები რთული ხალხი იყო და ეს კიდევ ცალკე გამოწვევა გახლდათ ჩემთვის. ოტიას არასოდეს მოუტყუებია და არ დაუხატავს ზღაპარი ლამაზ ფერებში, ის ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა. ამბობდა, რომ მარტივი არ იქნებოდა თანაცხოვრება, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოგვდის.

- თქვენ ცხოვრობთ მუზეუმში, სადაც ბევრი სტუმარი მოდის და ფაქტობრივად, თქვენი სახლის ნებისმიერ კუთხეში "შეუძლიათ" კარი შეაღონ და შევიდნენ. არ არის ეს რთული?

- ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, რამდენჯერმე ცრემლები ძლივს შევიკავე. არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ სადღაც მათი შესვლა არ შეიძლება და იქ ჩვენი პირადი სივრცეა. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენც ამ მუზეუმის ექსპონატებად გვთვლიან და ჩვენს გაფრთხილებას, რომ იქ არ შევიდნენ, ძალა აქვს დაკარგული. არ გვიჯერებენ...წაიკითხეთ სრულად

"თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა, რომ აშშ მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები" - ჯინ შაჰინი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა