საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."
ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ ახა­ლი პარ­ტია - "გირ­ჩი- მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა" და­ა­ფუძნა. ყრი­ლო­ბა ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე თა­ვად იქ­ნე­ბა.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ ყრი­ლო­ბა­ზე ფორ­მა­ლურ სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"დღეს არის ყრი­ლო­ბა, ახა­ლი პარ­ტია ფუძნ­დე­ბა, რომ­ლის სა­ხე­ლიც "გირ­ჩი" იქ­ნე­ბა, ოღონდ სრუ­ლი სა­ხე­ლი იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წინა „გირ­ჩის­გან”. წინა „გირ­ჩის” სა­ხე­ლია „ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი - გირ­ჩი”, ამას ერ­ქმე­ვა „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა”.

დღე­ვან­დელ ყრი­ლო­ბა­ზე ფორ­მა­ლუ­რი ნა­წი­ლი გვაქვს გა­სას­ვლე­ლი იმი­სათ­ვის, რომ რე­გის­ტრა­ცია გა­ვი­ა­როთ. რე­გის­ტრა­ცია გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ გვქონ­დეს რა­ღაც ფურ­ცე­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­ჭი­როა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცე­დუ­რებს გა­ვივ­ლით. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის ნა­წი­ლია თავ­მჯდო­მა­რის, პო­ლიტ­საბ­ჭოს და სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სი­ის არ­ჩე­ვა, რა­საც კა­ნო­ნი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს. ეს არ­ჩევ­ნე­ბი, რე­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გვაქვს ონ­ლა­ინ, უბ­რა­ლოდ დღეს ფორ­მა­ლუ­რად გა­ვა­ფორ­მებთ”,- გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი „გირ­ჩი” ძვე­ლის­გან ბევ­რი რა­მით გან­სხვავ­დე­ბა.

"მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა ის იქ­ნე­ბა, რომ მინ­და ახა­ლი "გირ­ჩი" იყოს უფრო გახ­სნი­ლი, ღია პლატ­ფორ­მა ხალ­ხის­თვის, ამ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ვი­საც აქ ხე­დავთ და ჩემი თავი, რო­გორც „გირ­ჩის” ბრენ­დი, ისე­ვე რო­გორც „გირ­ჩის” ტე­ლე­ვი­ზია ახალ­გაზ­რდებ­მა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის წინ წა­მო­სა­წე­ვად და სცა­დონ სა­კუ­თა­რი თავი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­ჯან­სა­ღე­ბა არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ტი­კა­ში. „გირჩმა” რაც შეძ­ლო თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, არის ის, რომ ახალ­გაზ­რდებს გული მო­უბ­რუნ­დათ პო­ლი­ტი­კა­ზე. ამ ხალ­ხს აქვთ უამ­რა­ვი იდე­ე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა სცა­დონ. ყვე­ლას არ გა­მო­უ­ვა, მაგ­რამ „გირ­ჩის” მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ, ვის გა­მოს­დის ეს უკეთ და ისი­ნი გახ­დე­ბი­ან “გირ­ჩის” ახა­ლი ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი”,- გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან გა­მი­ჯვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მე­ო­რე მხრივ ია­გოს, ვა­ხოს და სან­დროს გზე­ბი გა­ი­ყო. აღარ ვა­პი­რებ მათ­თან ერ­თად „გირ­ჩის“ კე­თე­ბას", - და­წე­რა ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
75

ცეხავიკმა ახალი ცეხი გახსნა...დაბოლილი ცხვრების ცეხი... მალე ფილიალებსაც ვიხილავთ...

ბებო
73

ჩახდაზე მეტი თავისუფლება რაღა იქნება, ჯაფარ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი- მეტი თავისუფლება" დააფუძნა. ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარე თავად იქნება.

ამასთან, მისივე განცხადებით, დღევანდელ ყრილობაზე ფორმალურ საკითხებს განიხილავენ.

"დღეს არის ყრილობა, ახალი პარტია ფუძნდება, რომლის სახელიც "გირჩი" იქნება, ოღონდ სრული სახელი იქნება განსხვავებული წინა „გირჩისგან”. წინა „გირჩის” სახელია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი”, ამას ერქმევა „გირჩი - მეტი თავისუფლება”.

დღევანდელ ყრილობაზე ფორმალური ნაწილი გვაქვს გასასვლელი იმისათვის, რომ რეგისტრაცია გავიაროთ. რეგისტრაცია გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაც ფურცელი, რომელიც შემდეგ საჭიროა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ამ პროცედურებს გავივლით. ამ პროცედურების ნაწილია თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები, რეალურად ჩატარებული გვაქვს ონლაინ, უბრალოდ დღეს ფორმალურად გავაფორმებთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ახალი „გირჩი” ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება.

"მთავარი განსხვავება ის იქნება, რომ მინდა ახალი "გირჩი" იყოს უფრო გახსნილი, ღია პლატფორმა ხალხისთვის, ამ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქ ხედავთ და ჩემი თავი, როგორც „გირჩის” ბრენდი, ისევე როგორც „გირჩის” ტელევიზია ახალგაზრდებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება არის დამოკიდებული იმაზე, რომ ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში. „გირჩმა” რაც შეძლო თავისი არსებობის ისტორიაში, არის ის, რომ ახალგაზრდებს გული მოუბრუნდათ პოლიტიკაზე. ამ ხალხს აქვთ უამრავი იდეები და ინიციატივები, რომლებიც უნდა სცადონ. ყველას არ გამოუვა, მაგრამ „გირჩის” მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვის გამოსდის ეს უკეთ და ისინი გახდებიან “გირჩის” ახალი ცნობადი სახეები”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - დაწერა ჯაფარიძემ.

"უგულავამ ენას კბილი დააჭიროს...უკან ვახევინებთ "ქართულ ოცნებას", თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, არც უგულავასი მომერიდება და არც ბოკერიასი" - ელისაშვილი

"თუ თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა ფარსია" - ნიკა მელია

"ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო" - სააკაშვილი მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს