მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან
საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან

ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

მის ძარ­ღვებ­ში რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქე­ბის სის­ხლი ჩქეფს. წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა და 2018 წელს მე­ო­რე ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს და სვე­ტი­ცხო­ველ­ში ჯვა­რი და­ი­წე­რეს.

ქორ­წილს ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბი­დან მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ... ექ­ვსწლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­მე­ფო ოჯა­ხი ორ თვე­ში პირ­ველ შვილს ელო­დე­ბა. ქრის­ტი­ნემ პირ­ვე­ლად ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა...

- ქრის­ტი­ნე, გი­ლო­ცავთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს, თქვე­ნი და იო­ა­ნეს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დის ელო­დე­ბით ბავ­შვს?

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლეა, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, მე და იო­ა­ნე თე­ბერ­ვალ­ში ვე­ლო­დე­ბით ბავ­შვს.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია თქვენ და იო­ა­ნე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი ხართ, ალ­ბათ მე­უღ­ლე ემო­ცი­უ­რად შეხ­ვდა, რო­დე­საც გა­ი­გო, მამა გახ­დე­ბო­და...

- ჩვენ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წელს და ძა­ლი­ან მალე სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა გვქონ­და სამ­ხრეთ ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ რონ­და­ში. შემ­დეგ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2018 წლის 3 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. დღეს უკვე ვე­ლო­დე­ბით ჩვენს პირ­ველ შვილს. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად ვართ ორი­ვე, პირ­ვე­ლი შვი­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ვემ­ზა­დე­ბით. ერთ სა­ღა­მოს, ჩვენს ოჯა­ხურ შეკ­რე­ბა­ზე სი­ურპრი­ზი გა­ვუ­კე­თე, მა­შინ გა­ვუმ­ხი­ლე, რომ შვილს ვე­ლო­დე­ბო­დით. რამ­დე­ნი­მე წამი თით­ქოს ვე­რა­ფე­რი თქვა, შემ­დეგ კი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად მი­ი­ღო ეს სი­ახ­ლე.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით დე­დო­ბის­თვის, სად და­ი­ბა­დე­ბა ბავ­შვი, ვინ და­გეხ­მა­რე­ბათ გაზ­რდა­ში?

- ჩვე­ნი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­დე­ბა, რაც ყო­ველ­თვის იყო ჩვე­ნი სურ­ვი­ლი. მარ­თლაც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბაა, როცა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მო­ლო­დი­ნი გაქვს. ვემ­ზა­დე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ისე, რო­გორც ყვე­ლა დედა მო­ემ­ზა­დე­ბო­და. დე­და­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სულ და­მეხ­მა­რე­ბა, ასე­ვე იო­ა­ნეს დედა კარ­მენს სურ­ვი­ლი აქვს, რომ სულ ჩვენ­თან იყოს და მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბავ­შვის აღ­ზრდა­ში. რო­გორც კი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, იგი აპი­რებს ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლას.

- იო­ა­ნე ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბის მემ­კვიდ­რეა, ბავ­შვის და­ბა­დე­ბა ევ­რო­პულ და ქარ­თულ სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა...

- იო­ა­ნეს ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი დი­ნას­ტი­უ­რი ის­ტო­რია თით­ქოს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ რად­გან მე­კი­თხე­ბით, ორი სი­ტყვით ვი­ტყვი, რომ იო­ა­ნე ორი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის და ბურ­ბო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია. იო­ა­ნეს ბა­ბუა ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნი, 1946 წელს მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და ეს­პა­ნე­თის და ბა­ვა­რი­ის პრინ­ცე­სა­ზე, ინ­ფან­ტა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ბა­ვა­რია ი დე­ბორ­ბონ­ზე, რო­მე­ლიც იყო ეს­პა­ნე­თის მეფე ალ­ფონ­სო XIII-ის დის მა­რია-ტე­რე­ზას შვი­ლი. მათ შე­ე­ძი­ნათ ორი შვი­ლი მა­რი­ა­მი და ბაგ­რა­ტი. იო­ა­ნე არის ბაგ­რა­ტის და კარ­მენ დე ულოა ი სუ­ელ­ვე­სის შვი­ლი. ასე­ვე, ევ­რო­პუ­ლი მხრი­დან იო­ა­ნე არის ბა­ვა­რი­ის პრინ­ცი ლუი-ფერ­დი­ნან­დის და ეს­პა­ნე­თის პრინ­ცე­სა მა­რია დე ლა პა­ზის შვილ­თაშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც ეს­პა­ნე­თის მეფე ალ­ფონ­სო XII-ს და ავ­სტრი­ის ერ­თჰერ­ცო­გი­ნი­ას მა­რია-ქრის­ტი­ნა ჰაბსბურ­გის შვილ­თაშ­ვი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, იო­ა­ნე და დღე­ვან­დე­ლი ეს­პა­ნე­თის მეფე ფი­ლი­პე VI არი­ან ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი.

- ქრის­ტი­ნე, სად ცხოვ­რობთ თქვენ და იო­ა­ნე, რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ უკვე 6 წე­ლია, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს აქ ყოფ­ნა. იო­ა­ნე თა­ვის სა­მუ­შაო დღეს დი­ლა­ად­რი­ან იწყებს, მი­დის ოფის­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის. სა­ღა­მო სა­ა­თებს ყო­ველ­თვის ერ­თად ვა­ტა­რებთ, სახ­ლში. ახლა ყვე­ლა ჩვენ­განს და მთელ მსოფ­ლი­ოს რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს. კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან იმოქ­მე­და თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე, მთელ სამ­ყა­რო­ზე. ყო­ველ­დღე შეძ­რუ­ლი ვუს­მენ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ხში­რად ვკი­თხუ­ლობ ჩვენს ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. ვაფრ­თხი­ლებ მათ, ისე­ვე, რო­გორც სა­კუ­თარ თავს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა. თით­ქოს პან­დე­მი­ამ ყვე­ლა შეგვცვა­ლა, ერ­თად ვე­ლო­დე­ბით პოს­ტკო­ვიდ პე­რი­ოდს, როცა ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რიტ­მში გაგ­რძელ­დე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბა არ შე­ე­შინ­დე­ბათ და სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს ყველ­გან. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მალე აღ­დგეს ტუ­რიზ­მი, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ვუ­მას­პინ­ძლოთ ისევ მი­ლი­ო­ნო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტორს და მსოფ­ლი­ოს კი­დევ უკე­თე­სად გა­ვაც­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

- ხში­რად გა­მო­დი­ხართ საქ­ველ­მოქ­მე­დო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით, მახ­სოვს პან­დე­მი­ის დროს თქვე­ნი და იო­ა­ნეს იდეა იყო, რომ ემიგ­რან­ტებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­დით...

- დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ჩვენ შევ­ქმე­ნით საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი სა­ხე­ლად "ქარ­თუ­ლი ფონ­დი", ვმუ­შა­ობთ ხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის კუ­თხით, ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბას­თან, კულ­ტუ­რას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან. უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გვაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რაც ჩვენს ვებ-გვერ­დზეა ასა­ხუ­ლი "www.georgianfoundation.ge".

კო­ვიდ-19-ს მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის შე­დე­გად ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე დარ­ჩა ჩვენს სა­ზღვრებს მიღ­მა ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე ჩვე­ნი ფონ­დის გუნდთან ერ­თად ვა­წარ­მო­ეთ სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია #და­ვეხ­მა­როთ დაბ­რუ­ნე­ბა­ში. კამ­პა­ნია და­ვი­წყეთ 12 მარტს, ჩა­ერ­თო ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი რო­მელ­თაც არც კი ვიც­ნობ­დით.

ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით მა­ლე­ვე შე­ვაგ­რო­ვეთ 70 000 ლა­რამ­დე, რის შე­დე­გა­დაც ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით 124 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის დახ­მა­რე­ბა, შე­ვუ­ძი­ნეთ თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი ევ­რო­პის 9 ქა­ლა­ქი­დან, მათ შო­რის და­ვეხ­მა­რეთ 14 დღი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით და საკ­ვე­ბით. მინ­და კი­დევ ერთხელ გა­და­ვუ­ხა­დო დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ კამ­პა­ნი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და მათი ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

- ქრის­ტი­ნე, რო­გორც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რს, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა თუ მო­გე­თხო­ვე­ბათ?

- არ არ­სე­ბობს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი, გარ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ტო­კო­ლი­სა. იო­ა­ნემ მი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რო­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რაც გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს და წი­ნაპ­რე­ბის სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბით, ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მისი ნა­წი­ლია, არა მარ­ტო ის­ტო­რი­უ­ლად. მუ­დამ ფიქ­რობს, რომ ყო­ველ­თვის თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

- რო­გო­რი ქმა­რია იო­ა­ნე, თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ რომ მოგ­ვიყ­ვეთ, ვი­ცით, რომ ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი...

- იო­ა­ნე ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი მე­უღ­ლეა. მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სტუმ­რე­ბის მას­პინ­ძლო­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ეს­მის სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა და, რა თქმა უნდა, ღვი­ნო. ყო­ველ­თვის ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლით. სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ძი­რი­თა­დი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბას­თან კა­ხეთ­ში, ბრენ­დის ქვეშ, რო­მე­ლიც ატა­რებს მის სა­ხელს "პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი".

ასე­ვე, იგი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან კომ­პა­ნი­ას­თან, რო­გორც "BPO", რაც ნიშ­ნავს ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბის აუთ­სორს კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც და­არ­სე­ბის­თა­ნა­ვე 4 თვის წინ სა­ქარ­თვე­ლოს 200 მო­ქა­ლა­ქე და­ა­საქ­მა თბი­ლის­ში. შემ­დე­გი წლის­თვის იო­ა­ნეს და მისი პარტნი­ო­რე­ბის სურ­ვი­ლია კომ­პა­ნი­ის კი­დევ გაზ­რდა 500 თა­ნამ­შრომ­ლამ­დე. იო­ა­ნეს ძა­ლი­ან უყ­ვარს მუ­შა­ო­ბა, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვია, რო­გორ ქმნის ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა ქვეყ­ნებს შო­რის.

მინ­და შობა-ახა­ლი წელი მი­ვუ­ლო­ცო ჩვენს ქვე­ყა­ნას, მო­გი­ლო­ცოთ თქვენ, თქვენს რე­დაქ­ცი­ას, ყვე­ლას, ვი­საც აქვს ნატ­ვრა, რომ უკე­თე­სი იყოს 2021 წელი, მინ­და აგის­რულ­დეთ სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 108 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
79

პრინცი არა...ეგდოს სადაცაა

მარი
34

ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. ბედნიერებას ვუსურვებ ბაგრატიონების წარჩინებულ ოჯახს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან

საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან

ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია.

მის ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა და 2018 წელს მეორე ქორწილი გადაიხადეს და სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს.

ქორწილს ევროპული სამეფო ოჯახებიდან მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ... ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ სამეფო ოჯახი ორ თვეში პირველ შვილს ელოდება. ქრისტინემ პირველად ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან ისაუბრა...

- ქრისტინე, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან სიახლეს, თქვენი და იოანეს ცხოვრებაში, როდის ელოდებით ბავშვს?

- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლეა, რაც ძალიან გვახარებს, მე და იოანე თებერვალში ველოდებით ბავშვს.

- რამდენიმე წელია თქვენ და იოანე დაოჯახებულები ხართ, ალბათ მეუღლე ემოციურად შეხვდა, როდესაც გაიგო, მამა გახდებოდა...

- ჩვენ ერთმანეთს შევხვდით საქართველოში 2014 წელს და ძალიან მალე სამოქალაქო ქორწინება გვქონდა სამხრეთ ესპანეთის ქალაქ რონდაში. შემდეგ მოგვიანებით, 2018 წლის 3 ივნისს, საქართველოში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქორწინო ცერემონია გაიმართა. დღეს უკვე ველოდებით ჩვენს პირველ შვილს. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურად ვართ ორივე, პირველი შვილისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ერთ საღამოს, ჩვენს ოჯახურ შეკრებაზე სიურპრიზი გავუკეთე, მაშინ გავუმხილე, რომ შვილს ველოდებოდით. რამდენიმე წამი თითქოს ვერაფერი თქვა, შემდეგ კი ძალიან ემოციურად მიიღო ეს სიახლე.

- როგორ ემზადებით დედობისთვის, სად დაიბადება ბავშვი, ვინ დაგეხმარებათ გაზრდაში?

- ჩვენი შვილი საქართველოში დაიბადება, რაც ყოველთვის იყო ჩვენი სურვილი. მართლაც ამაღელვებელი და განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ბავშვის დაბადების მოლოდინი გაქვს. ვემზადები ჩვეულებრივად ისე, როგორც ყველა დედა მოემზადებოდა. დედაჩემი მეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში სულ დამეხმარება, ასევე იოანეს დედა კარმენს სურვილი აქვს, რომ სულ ჩვენთან იყოს და მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, იგი აპირებს ჩვენთან ჩამოსვლას.

- იოანე ევროპული და ქართული სამეფო დინასტიების მემკვიდრეა, ბავშვის დაბადება ევროპულ და ქართულ სამეფო დინასტიების ერთგვარი გაგრძელებაა...

- იოანეს ქართულ-ევროპული დინასტიური ისტორია თითქოს ყველამ იცის, მაგრამ რადგან მეკითხებით, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ იოანე ორი სამეფო დინასტიის ბაგრატიონების და ბურბონების შთამომავალია. იოანეს ბაბუა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანი, 1946 წელს მეორედ დაქორწინდა ესპანეთის და ბავარიის პრინცესაზე, ინფანტა მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დებორბონზე, რომელიც იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის დის მარია-ტერეზას შვილი. მათ შეეძინათ ორი შვილი მარიამი და ბაგრატი. იოანე არის ბაგრატის და კარმენ დე ულოა ი სუელვესის შვილი. ასევე, ევროპული მხრიდან იოანე არის ბავარიის პრინცი ლუი-ფერდინანდის და ესპანეთის პრინცესა მარია დე ლა პაზის შვილთაშვილი, ისევე როგორც ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს და ავსტრიის ერთჰერცოგინიას მარია-ქრისტინა ჰაბსბურგის შვილთაშვილი. შესაბამისად, იოანე და დღევანდელი ესპანეთის მეფე ფილიპე VI არიან ბიძაშვილები.

- ქრისტინე, სად ცხოვრობთ თქვენ და იოანე, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ უკვე 6 წელია, ძალიან გვიყვარს აქ ყოფნა. იოანე თავის სამუშაო დღეს დილაადრიან იწყებს, მიდის ოფისში დაგეგმილი შეხვედრებისთვის. საღამო საათებს ყოველთვის ერთად ვატარებთ, სახლში. ახლა ყველა ჩვენგანს და მთელ მსოფლიოს რთული პერიოდი აქვს. კოვიდ-19-ის პანდემიამ ძალიან იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე, მთელ სამყაროზე. ყოველდღე შეძრული ვუსმენ ინფორმაციებს. ხშირად ვკითხულობ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს. ვაფრთხილებ მათ, ისევე, როგორც საკუთარ თავს, რომ აუცილებელია რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. თითქოს პანდემიამ ყველა შეგვცვალა, ერთად ველოდებით პოსტკოვიდ პერიოდს, როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, როცა ადამიანებს ერთმანეთთან მიახლოვება არ შეეშინდებათ და სიმშვიდე დაისადგურებს ყველგან. ასევე, აუცილებელია მალე აღდგეს ტურიზმი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება, რომ უსაფრთხო გარემოში ვუმასპინძლოთ ისევ მილიონობით საერთაშორისო ვიზიტორს და მსოფლიოს კიდევ უკეთესად გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა.

- ხშირად გამოდიხართ საქველმოქმედო ინიციატივებით, მახსოვს პანდემიის დროს თქვენი და იოანეს იდეა იყო, რომ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებოდით...

- დიახ, საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩვენ შევქმენით საქველმოქმედო ფონდი სახელად "ქართული ფონდი", ვმუშაობთ ხვადასხვა აქტივობის კუთხით, ძირითადად დაკავშირებული განათლებასთან, კულტურასთან და საქართველოს პოპულარიზაციასთან. უკვე განხორციელებული გვაქვს ამ მიმართულებებით რამდენიმე წარმატებული პროექტი, რაც ჩვენს ვებ-გვერდზეა ასახული "www.georgianfoundation.ge".

კოვიდ-19-ს მიერ გამოწვეული გლობალური კრიზისის შედეგად ბევრი საქართველოს მოქალაქე დარჩა ჩვენს საზღვრებს მიღმა ფინანსური შესაძლებლობების გარეშე. პანდემიის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ჩვენი ფონდის გუნდთან ერთად ვაწარმოეთ სოციალური კამპანია #დავეხმაროთ დაბრუნებაში. კამპანია დავიწყეთ 12 მარტს, ჩაერთო ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი და ასევე, საზოგადოების წევრები, ისეთი ადამიანებიც კი რომელთაც არც კი ვიცნობდით.

ერთიანი ძალისხმევით მალევე შევაგროვეთ 70 000 ლარამდე, რის შედეგადაც ყველამ ერთად შევძელით 124 საქართველოს მოქალაქის დახმარება, შევუძინეთ თვითმფრინავის ბილეთები ევროპის 9 ქალაქიდან, მათ შორის დავეხმარეთ 14 დღიანი საცხოვრებელი პირობებით და საკვებით. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა მათი ასეთი ჩართულობა ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად.

- ქრისტინე, როგორც სამეფო ოჯახის წევრს, რაიმე განსაკუთრებული წესების დაცვა თუ მოგეთხოვებათ?

- არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული წესები, გარდა ჩვეულებრივი პროტოკოლისა. იოანემ მითხრა, რომ საქართველოს სამეფო ოჯახის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს და წინაპრების სიყვარულსა და პატივისცემას. ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერია საქართველოში ცხოვრებით, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და მისი ნაწილია, არა მარტო ისტორიულად. მუდამ ფიქრობს, რომ ყოველთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოსთვის.

- როგორი ქმარია იოანე, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, ვიცით, რომ ბიზნესით არის დაკავებული...

- იოანე ძალიან მზრუნველი და გულისხმიერი მეუღლეა. მას ძალიან უყვარს სტუმრების მასპინძლობა, არაჩვეულებრივად ესმის სამზარეულო, როგორც ეროვნული კულტურა და, რა თქმა უნდა, ღვინო. ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა დაჯილდოვებულია უდიდესი პოტენციალით. საქართველოში მისი ძირითადი ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია ქართული ღვინის წარმოებასთან კახეთში, ბრენდის ქვეშ, რომელიც ატარებს მის სახელს "პრინცი იოანე ბაგრატიონი".

ასევე, იგი თანამშრომლობს ევროპის წამყვან კომპანიასთან, როგორც "BPO", რაც ნიშნავს ბიზნეს პროცესების აუთსორს კომპანიას საქართველოში, რომელმაც დაარსებისთანავე 4 თვის წინ საქართველოს 200 მოქალაქე დაასაქმა თბილისში. შემდეგი წლისთვის იოანეს და მისი პარტნიორების სურვილია კომპანიის კიდევ გაზრდა 500 თანამშრომლამდე. იოანეს ძალიან უყვარს მუშაობა, ჩემთვის საინტერესო სანახავია, როგორ ქმნის ბიზნესურთიერთობებს საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის.

მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს ქვეყანას, მოგილოცოთ თქვენ, თქვენს რედაქციას, ყველას, ვისაც აქვს ნატვრა, რომ უკეთესი იყოს 2021 წელი, მინდა აგისრულდეთ საუკეთესო სურვილები.

მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

როგორ გამოიყურებოდნენ ნუნუკა თამაზაშვილი და ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე (ფოტოები)

სოფელ გუმათში საპოლიციო ძალების მობილიზებაა