თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დავით ლაჩაშვილი, რომლის დაბადების დღეზეც თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიაშვილი და პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ. იმყოფებოდნენ, ამბობს, რომ შელაპარაკება სუფრაზე არ დაწყებულა.
მისი ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობდნენ და მათ შორის წარსულში რაიმე კონფლიქტი გამორიცხულია.
"ორივე ჩემს დაბადების დღეზე იყო. სულ ხუთი ადამიანი ვიყავით სუფრაზე. იქ არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა, არც გაცილების მომენტში. ოთხივე ვანოს მანქანით წავიდნენ სახლში. გზაში რა მოხდა არ ვიცი" - უყვება AMBEBI.GE-ს დავით ლაჩაშვილი.
ცნობისთვის, თელავში მკვლელობა წუხელ მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია. საქმეს პროკურატურა იძიებს.
რა უსაშველოა ყოველ წელს დაბადების დღეები მაგრამ თავში აქვთ ავარდნილი მით უმეტეს პანდემიაა სხვას უნდა აძლევდნენ მაგალითს ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნათ სირცხვილია.......
yvela dila iwyeba ase maladec bmaladec meti shesaqebari ra unda gitxrat codvebmac icis eseti shemtxvevebi erti policieli meore eqimi arcertia qveynis siketis mketebeli orive eeee rogori mavnebeli yopila