სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე
"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე

ენერ­გოკ­რი­ზი­სი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო, სულ უფრო ღრმავ­დე­ბა. კრიპ­ტო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის შემ­დეგ ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ სა­მუ­შაო ობი­ექ­ტე­ბი და­უ­ხუ­რეს და გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ რე­გი­ონ­ში მა­ი­ნინ­გი უნდა აიკ­რძა­ლოს.

გა­სულ კვი­რას, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ყვე­ლა ქარ­ხა­ნა და კრიპ­ტო­სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი უნდა და­ე­ხუ­რათ, რის შემ­დე­გაც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დე­ნის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა უნდა აღ­მო­ფხვრი­ლი­ყო.

"ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" მო­სახ­ლე­ო­ბას ჰპირ­დე­ბო­და, რომ დე­ნის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და და გრა­ფი­კიც აღარ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ხა­ჯიმ­ბას გუნ­დმა ვერ შეძ­ლო, მა­ი­ნინ­გის­თვის პირ­და­პი­რი ბრძო­ლა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ოს, თით­ქოს უკა­ნო­ნო­ბას ებ­რძვის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ჩუ­მად შე­მო­აქვს და კრიპ­ტო­ვაჭ­რო­ბის ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­ტა­ნა უნდა, რა­საც აკე­თებს კი­დეც, რად­გან ასე­თი ბიზ­ნე­სის გარ­და, აფხა­ზე­თით არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და და ამი­ტომ ეპო­ტი­ნე­ბი­ან...".

მა­თი­ვე მო­საზ­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი იქით მი­დის, რომ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ენერ­გო­სის­ტე­მის შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას.

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრ ან­ქვაბ­მა მი­ი­ღო ქვე­ყა­ნა­ში მა­ი­ნინ­გის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­მო­ტა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ოღონდ ეს მოხ­და ჩუ­მად, კერ­ძო პი­რის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით და ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც არ­სე­ბობს... თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პით ვერ მოქ­მე­დებს, რათა მომ­ხდა­რი გა­აპ­რო­ტეს­ტოს, რად­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლად, დე­ნიც კი არ აქვთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ..." - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ნუ­ჩი ტუჟ­ბა.

მა­ი­ნინ­გი აფხა­ზეთ­ში მას­შტა­ბუ­რი ენერ­გოკ­რი­ზი­სის მთა­ვარ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბო­და, რომ­ლის გა­მოც, მო­სახ­ლე­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია დღე-ღა­მე­ში, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მი­ე­წო­დე­ბა.

apsnypress.info-ს ცნო­ბით, 2020 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ი­ნინ­გის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ტა­ნა შე­ზღუ­და, 1-ელ დე­კემ­ბერს კი, მა­ი­ნინ­გი აკ­რძა­ლა, თუმ­ცა კერ­ძო, პირი, ირაკ­ლი ხურ­ხუ­მა­ლი აცხა­დებს, რომ მან მა­ი­ნინ­გის­თვის სა­ჭი­რო მსხვი­ლი პარ­ტი­ის შე­მო­ტა­ნა­ზე "ნე­ბარ­თვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღო", სა­უ­ბა­რია, 1 000-მდე ერ­თე­ულ­ზე, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში არ­სე­ბულ ერ­თა­დერთ კერ­ძო სად­გურ­ში, რე­ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­ზე, "სო­ხუ­მი-ჰეს­ზე" უნდა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი­ყო".

"ირაკ­ლი ხურ­ხუ­მა­ლი (მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, რომ­ლი­თაც აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა აფხა­ზეთ­ში შე­მოჰ­ქონ­დათ) ამ­ბობს, მე მა­შინ და­ვი­წყე ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, რო­დე­საც ეს საქ­მი­ა­ნო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იყო და რა­ტომ უნდა დავ­ზა­რალ­დე, თან­ხა მა­ინც ამი­ნა­ზღა­უ­რონ, რად­გან მთლი­ა­ნო­ბა­ში, 400 000 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ქო­ნელ­ზეა სა­უ­ბა­რიო... სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა ამ­ხე­ლა თან­ხა კერ­ძო პირ­მა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებ­ზე და შე­მო­ტა­ნა­ზე... ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ ამა­ში რუ­სუ­ლი ხელი და ფული არ ურე­ვია, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად?.. ასეთ პა­რა­დოქ­სულ ვი­თა­რე­ბა­ში ვცხოვ­რობთ. უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს, მაგ­რამ პა­სუ­ხი არა­ვის აქვს" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­რი­ა­ნა ჯან­ჯუ­ლია, რომ­ლის თქმი­თაც, ხურ­ხუ­მა­ლის­თვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არა­ვის ჩა­მო­ურ­თმე­ვია და ამ დრომ­დე მის ფა­რეხ­ში ინა­ხე­ბა.

ენერ­გე­ტი­კო­სი, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, გია არა­ბი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ აფხა­ზეთ­ში დე­ნის სა­ფა­სუ­რი არ გა­ი­ზარ­და და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ გამ­კაცრ­და, რე­გი­ონს ნამ­დვი­ლად ემუქ­რე­ბა წყვდი­ად­ში დარ­ჩე­ნა. მი­სი­ვე თქმით, იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში "ენ­გურ­ჰეს­ში" აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწყე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სად­გუ­რი და­ი­კე­ტე­ბა, ეს კი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, აფხა­ზეთ­ში დე­ნის გრა­ფიკს გაზ­რდის.

"აფხა­ზეთ­ში გრა­ფი­კიც "ენ­გურ­ჰე­სის" აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­მონ­ტის გამო და­წეს­და. რე­გი­ონ­ში ბოლო დროს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და და რუ­სეთ­მაც უთხრა, არც ჩვენ გვაქვს იმ­დე­ნი რე­სურ­სი და ამი­ტომ, ვიდ­რე "ენ­გურ­ჰე­სის" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა და სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შავ­დე­ბა, კე­თი­ლი ინე­ბეთ და გრა­ფიკ­ზე გა­და­დი­თო...

აფხა­ზეთ­ში, ბოლო, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 200 000-მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, თუმ­ცა ყო­ველ­თვი­უ­რად 2 მი­ლი­არდ კი­ლო­ვატ­სა­ათს მო­იხ­მა­რენ. შე­და­რე­ბის­თვის, 1,5 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი თბი­ლი­სი კი - 2,9-ს. დე­ნის მოხ­მა­რე­ბის გაზ­რდის მი­ზე­ზი არის ბიტ­კო­ი­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი ქსე­ლი, რომ­ლის შე­ნახ­ვაც სხვა­გან ძვი­რი ჯდე­ბა, აფხა­ზეთ­ში სიმ­ბო­ლუ­რი ე.წ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, ძალ­ზე იაფი;

"ენ­გურ­ჰე­სის" სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას აფხა­ზეთს მთლად ჩაბ­ნე­ლე­ბა არ ემუქ­რე­ბა, მაგ­რამ ელექტრო­ე­ნერ­გია გრა­ფი­კით ექ­ნე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბას ვე­რი­დე­ბით, უბ­რა­ლოდ, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სრუ­ლი­ად უშუ­ქოდ არ დარ­ჩე­ბი­ან. მა­ში­ნაც იმ­დე­ნად და­ბა­ლი ძაბ­ვაა, მა­ცი­ვარ­საც კი ვერ რთა­ვენ, ღო­მის გა­სა­კე­თებ­ლად, 90-იანი წლე­ბის და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მსხვილსპი­რა­ლი­ა­ნი "პლი­ტე­ბი" გვქონ­და, იმას რთა­ვენ. ბუ­ნებ­რი­ვი აირი არ აქვთ. არა­და, გათ­ბო­ბა ხომ უნ­დათ... რა ქსელ­მა და ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბამ უნდა გა­უძ­ლოს. აღ­რი­ცხვა და გა­დახ­და არ უნ­დათ, გა­მო­სა­ვა­ლი რჩე­ბა გრა­ფი­კი და ასეც იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს არა­ბი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Morali
1

Ufasod xom mkurnaloft mainc umadurebi arian exla denic miacodet Ufasod aba tqven icit humanuro idiotebo

nata
0

რატო უნდა ვაძლევდეთ ელექტროენერგის უფასოდ აფხაზებს, როცა დანარჩენ სდაქართველოში ამაზე საფასურს ვიხდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე

ენერგოკრიზისი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ უფრო ღრმავდება. კრიპტომოვაჭრეების წინააღმდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში დაწყებული პროტესტის შემდეგ ე.წ. სამართალდამცველებმა მათ სამუშაო ობიექტები დაუხურეს და გამოაცხადეს, რომ რეგიონში მაინინგი უნდა აიკრძალოს.

გასულ კვირას, ადგილობრივი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ყველა ქარხანა და კრიპტოსავაჭრო ობიექტი უნდა დაეხურათ, რის შემდეგაც მოსახლეობისთვის დენის მიწოდების შეფერხება უნდა აღმოფხვრილიყო.

"ხელმძღვანელობა" მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ დენის ხარისხი გაუმჯობესდებოდა და გრაფიკიც აღარ იქნებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად ხაჯიმბას გუნდმა ვერ შეძლო, მაინინგისთვის პირდაპირი ბრძოლა გამოეცხადებინა.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, "ხელისუფლება ცდილობს, ხალხი მოატყუოს, თითქოს უკანონობას ებრძვის, სინამდვილეში კი, ინფრასტრუქტურა ჩუმად შემოაქვს და კრიპტოვაჭრობის იატაკქვეშეთში გადატანა უნდა, რასაც აკეთებს კიდეც, რადგან ასეთი ბიზნესის გარდა, აფხაზეთით არავინ დაინტერესდებოდა და ამიტომ ეპოტინებიან...".

მათივე მოსაზრებით, ყველაფერი იქით მიდის, რომ რუსული კომპანიები ენერგოსისტემის შესყიდვის შესახებ გააკეთებენ განცხადებას.

"სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა მიიღო ქვეყანაში მაინინგის აღჭურვილობის შემოტანის გადაწყვეტილება, ოღონდ ეს მოხდა ჩუმად, კერძო პირის მიკროავტობუსით და ამის ამსახველი კადრებიც არსებობს... თუმცა საზოგადოება ერთიანობის პრინციპით ვერ მოქმედებს, რათა მომხდარი გააპროტესტოს, რადგან ელემენტარულად, დენიც კი არ აქვთ, რომ ინფორმაცია მიიღონ..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი მანუჩი ტუჟბა.

მაინინგი აფხაზეთში მასშტაბური ენერგოკრიზისის მთავარ მიზეზად სახელდებოდა, რომლის გამოც, მოსახლეობას ელექტროენერგია დღე-ღამეში, სულ რამდენიმე საათით მიეწოდება.

apsnypress.info-ს ცნობით, 2020 წლის 20 ოქტომბერს ხელისუფლებამ მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის შეტანა შეზღუდა, 1-ელ დეკემბერს კი, მაინინგი აკრძალა, თუმცა კერძო, პირი, ირაკლი ხურხუმალი აცხადებს, რომ მან მაინინგისთვის საჭირო მსხვილი პარტიის შემოტანაზე "ნებართვა ოფიციალურად მიიღო", საუბარია, 1 000-მდე ერთეულზე, რომელიც სოხუმში არსებულ ერთადერთ კერძო სადგურში, რეჰიდროელექტროსადგურზე, "სოხუმი-ჰესზე" უნდა დამონტაჟებულიყო".

"ირაკლი ხურხუმალი (მიკროავტობუსის მძღოლი, რომლითაც აღჭურვილობა აფხაზეთში შემოჰქონდათ) ამბობს, მე მაშინ დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა, როდესაც ეს საქმიანობა დაშვებული იყო და რატომ უნდა დავზარალდე, თანხა მაინც ამინაზღაურონ, რადგან მთლიანობაში, 400 000 ათასი დოლარის ღირებულების საქონელზეა საუბარიო... საიდან მოიტანა ამხელა თანხა კერძო პირმა, რომ არაფერი ვთქვათ, მის ტრანსპორტირებაზე, უსაფრთხოების წესებზე და შემოტანაზე... ვინ დამაჯერებს, რომ ამაში რუსული ხელი და ფული არ ურევია, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად?.. ასეთ პარადოქსულ ვითარებაში ვცხოვრობთ. უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, მაგრამ პასუხი არავის აქვს" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი მარიანა ჯანჯულია, რომლის თქმითაც, ხურხუმალისთვის აღჭურვილობა არავის ჩამოურთმევია და ამ დრომდე მის ფარეხში ინახება.

ენერგეტიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, გია არაბიძე მიიჩნევს, რომ თუ აფხაზეთში დენის საფასური არ გაიზარდა და რეგულაციები არ გამკაცრდა, რეგიონს ნამდვილად ემუქრება წყვდიადში დარჩენა. მისივე თქმით, იანვრის შუა რიცხვებში "ენგურჰესში" აუცილებელი სარემონტო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც, სადგური დაიკეტება, ეს კი, დიდი ალბათობით, აფხაზეთში დენის გრაფიკს გაზრდის.

"აფხაზეთში გრაფიკიც "ენგურჰესის" აუცილებელი რემონტის გამო დაწესდა. რეგიონში ბოლო დროს ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა და რუსეთმაც უთხრა, არც ჩვენ გვაქვს იმდენი რესურსი და ამიტომ, ვიდრე "ენგურჰესის" რეაბილიტაცია მოხდება და სრული დატვირთვით ამუშავდება, კეთილი ინებეთ და გრაფიკზე გადადითო...

აფხაზეთში, ბოლო, დაუზუსტებელი მონაცემებით, 200 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ყოველთვიურად 2 მილიარდ კილოვატსაათს მოიხმარენ. შედარებისთვის, 1,5 მილიონიანი თბილისი კი - 2,9-ს. დენის მოხმარების გაზრდის მიზეზი არის ბიტკოინების უზარმაზარი ქსელი, რომლის შენახვაც სხვაგან ძვირი ჯდება, აფხაზეთში სიმბოლური ე.წ რეგულაციების გამო, ძალზე იაფი;

"ენგურჰესის" სარემონტო სამუშაოებისას აფხაზეთს მთლად ჩაბნელება არ ემუქრება, მაგრამ ელექტროენერგია გრაფიკით ექნება. დანარჩენი დეტალების გახმოვანებას ვერიდებით, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად უშუქოდ არ დარჩებიან. მაშინაც იმდენად დაბალი ძაბვაა, მაცივარსაც კი ვერ რთავენ, ღომის გასაკეთებლად, 90-იანი წლების დანარჩენ საქართველოში რომ მსხვილსპირალიანი "პლიტები" გვქონდა, იმას რთავენ. ბუნებრივი აირი არ აქვთ. არადა, გათბობა ხომ უნდათ... რა ქსელმა და ენერგომომარაგებამ უნდა გაუძლოს. აღრიცხვა და გადახდა არ უნდათ, გამოსავალი რჩება გრაფიკი და ასეც იქნება" - ამბობს არაბიძე.

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს

"რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის... ასე გააგრძელეთ ბატონო ბჟანია, ძალიან "ეროვნული" გეგმები გქონიათ" - აფხაზეთში რუსები ტურისტულ კომპლექსს აშენებენ